27 აგვისტო 2024, 12:06 / სანდო წყარო

კვლევა: ქორწინება ასაკოვანი კაცების ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება

კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქორწინება ასაკოვანი კაცების ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. მათ კვლევაზე US News-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა 7 641 ადამიანის (3 926 კაცის და 3 715 ქალის) მონაცემები შეისწავლეს და ფიზიკური, ფსიქოემოციური, სოციალური და სუბიექტური კეთილდღეობის მაჩვენებლების საფუძველზე დაადგინეს, რომ ისინი „ოპტიმალურად ბერდებიან“. განმეორებითი შეფასება 3 წლის შემდეგ ჩატარდა.

შედეგების მიხედვით, ასაკოვანი კაცები, რომლებიც იმყოფებიან ან ოდესმე იმყოფებოდნენ ქორწინებაში, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხრივ უკეთეს მაჩვენებლებს აფიქსირებდნენ, ვიდრე ისინი, ვინც არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. ამის ერთ-ერთ მიზეზად მეცნიერები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ როგორც წესი, ცოლები ქმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვას საკუთარ თავზე იღებენ.

თუმცა, ქალების შემთხვევაში ქორწინების ფაქტორის დადებითი თვისებები ვერ გამოვლინდა. კვლევამ დაადგინა, რომ გასათხოვარ ქალებთან შედარებით, გათხოვილებს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე უპირატესობები არ აღენიშნებათ.

ყველა სიახლე

ლევან მაჭავარიანი

17 სექტემბერი 2024, 17:53

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ყველა ინდექსი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში არის ძალიან მაღალი სტანდარტის დემოკრატია - ამ ყველაფრის საფუძველი არის ის უწყვეტი მშვიდობა, რომლის გარანტიც არის „ქართული ოცნება“

„მსოფლიო ბანკს რაც აქვს პროგნოზირებული მომდევნო 3 წელზე, იმ ეკონომიკური ზრდითაც საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს და ამ ყველაფრის საფუძველი და საწინდარი არის ის უწყვეტი მშვიდობა, რომლის გარანტიც არის „ქართული ოცნება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

17 სექტემბერი 2024, 17:48

არჩევნები 2024

ლევან მაჭავარიანი: რაც შეეხება დიდ შერიგებას ბატონ ხაზარაძესა და ბატონ გახარიას შორის, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ

რაც შეეხება დიდ შერიგებას ბატონ ხაზარაძესა და ბატონ გახარიას შორის, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

17 სექტემბერი 2024, 17:47

მსოფლიო

რუმინეთში უცნობმა მამაკაცმა პარლამენტს ცეცხლი წაუკიდა

რუმინეთში მამაკაცმა პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდა, რის გამოც 300 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. გამოძიების მტკიცებით, ეჭვმიტანილმა ადვილად აალებადი სითხე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში დაასხა, რის შემდეგაც ცეცხლი წაუკიდა. სახანძრო სამსახურმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ეჭვმიტანილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის. რუმინეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ეძებენ მამაკაცს, რომლის ასაკი 60-65 წელია. დანაშაული 2-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

არჩილ გორდულაძე

17 სექტემბერი 2024, 17:46

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ამ კანონს ორი მთავარი მიზანი აქვს, პირველი ის რომ საზოგადოების უსაფრთხოებას არ შეექმნას რაიმე საფრთხე და მეორე ნაწილი, რომ ნაბიჯი გადავდგათ მაღალი ევროპული სტანდარტის მიმართულებით და შემცირდეს მსჯავრდადებულთა რაოდენობა

ამ კანონს ორი მთავარი მიზანი აქვს, პირველი ის რომ საზოგადოების უსაფრთხოებას არ შეექმნას რაიმე საფრთხე და მეორე ნაწილი, რომ ნაბიჯი გადავდგათ მაღალი ევროპული სტანდარტის მიმართულებით და შემცირდეს მსჯავრდადებულთა რაოდენობა, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

17 სექტემბერი 2024, 17:24

მსოფლიო

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში გადასახადების გაზრდას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გადასახადების გაზრდას გულისხმობს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის მტკიცებით, გადასახადების გაზრდამ წელს უკრაინის ბიჯეტში დამატებით 58 მილიარდი გრივნა (1,4 მილიარდი დოლარი) უნდა მოიზიდოს, ხოლო მომავალ წელს - 137 მილიარდი გრივნა (3,2 მილიარდი დოლარი). კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო მოსაკრებელი 1,5%-დან 5%-მდე გაიზრდება. ბენზინ და გაზგასამართი სადგურებისთვის დაწესდება საავანსო შესატანი. საფინანსო დაწესებულებებისთვის დაწესდება 25% საშემოსავლო გადასახადი. გარდა ამისა, ახალი კანონპროექტი ბანკებისთვის მოგების გადასახადს 50% ოდენობით დაადგენს.

ლევან მაჭავარიანი

17 სექტემბერი 2024, 17:22

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენთვის ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა არის დიდი შერიგება, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატიებას, ურთიერთპატივისცემას

ჩვენთვის ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა არის დიდი შერიგება, რომელიც ეფუძნება ურთიერთ პატიებას, ურთიერთპატივისცემას, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ირაკლი კირცხალია

17 სექტემბერი 2024, 17:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: თვითლუსტრაცია მოახდინა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და ასევე მათთან აფილირებულმა „ენჯეოებმა“, როდესაც ოს და აფხაზ ხალხს პირდაპირ მწამებლები უწოდეს

„თვითლუსტრაცია მოახდინა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და ასევე მათთან აფილირებულმა „ენჯეოებმა“, როდესაც ოს და აფხაზ ხალხს პირდაპირ მწამებლები უწოდეს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ.

17 სექტემბერი 2024, 17:20

რეგიონი

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტი აქტიურ ფაზაშია

დასრულებული სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში ახლით შეიცვლა 14 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები მშვიდობის, გაგარინის, მესხიშვილის, ბარათაშვილის, კლდიაშვილის, ლომოურის, გიორგაძის, ნიკოლაძის, ფალიაშვილის ქუჩებზე, მეგობრობის გამზირზე და თოდრიას მოედანზე, ასევე დასრულდა ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი მაგისტრალური მილსადენის 2.7 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

17 სექტემბერი 2024, 17:15

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა დასრულდა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის შეხვედრა დასრულდა. სასტუმრო „ოლდ თაუნში“ გამართული შეხვედრის დეტალებზე მედიასთან მამუკა ხაზარაძეს და გიორგი გახარიას არ უსაუბრიათ.

17 სექტემბერი 2024, 16:52

პოლიტიკა

პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ „როუზ-როთ“ - ის სემინარში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 16-17 სექტემბერს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“- ის რიგით 106-ე სემინარი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ უმრავლესობის წევრის ხატია წილოსანის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.

17 სექტემბერი 2024, 16:41

რეგიონი

კარალეთში, სკოლის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა გრძელდება

გორის მერიის ინფორმაციით, კარალეთში, სკოლის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა გრძელდება.

17 სექტემბერი 2024, 16:26

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა -კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა -კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისში, ზემო ფონიჭალში N28-ე კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა. დელეგატის თქმით, არსებულ ტერიტორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო.

17 სექტემბერი 2024, 16:23

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე კატარის მრჩეველთა საბჭოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კატარის მრჩეველთა საბჭოში (პარლამენტი) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კახიანი

17 სექტემბერი 2024, 16:23

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოვწურეთ. დიდი ალბათობით, დღევანდელი დღე იყო ბოლო სხდომა ამ მოწვევის პარლამენტისთვის

მეათე მოწვევის პარლამენტმა, დიდი ალბათობით მუშაობა დაასრულა, - შესაბამისი განცხადება სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა პარლამენტის პლენარული სხდომის დასასრულს გააკეთა.

17 სექტემბერი 2024, 16:20

მსოფლიო

CNN: აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას უმცირებს საკუთარი მარაგების ამოწურვის შიშით

აშშ უკრაინას სამხედრო პაკეტების მოცულობას უმცირებს, რადგან პენტაგონში შიშობენ, რომ შეიარაღების საკუთარი მარაგები ამოეწურებათ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, იარაღის ამერიკელი მწარმოებლები ცდილობენ დაეწიონ უზარმაზარ მოთხოვნას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაჩნდა. თუმცა ამერიკელები შიშობენ, რომ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის გამო, შესაძლოა, თავად ამერიკის სამხედრო მზადყოფნის ხარისხი დაზარალდეს. ტელეარხი ამტკიცებს, რომ აპრილში პენტაგონმა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, თუმცა ვერცერთმა პაკეტმა 400 მილიონ დოლარს ვერ გადააჭარბა, ზოგი კი 125 და 250 მილიონ დოლარსაც არ სცდებოდა.

ზურაბ ქადაგიძე

17 სექტემბერი 2024, 16:20

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ადრე ნაც-ტელევიზიები ისეთ „ფეიკს“ აცხობდნენ, ერთი დღე მაინც ქაჩავდა, ახლა, ერთი საათით ვეღარ ძლებს ამათი საცოდავი ბოროტი სიახლეები

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ტელევიზია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „უვიზო მიმოსვლა რეალური საფრთხის წინაშე დგას“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

17 სექტემბერი 2024, 16:18

რეგიონი

გივი მიქანაძე კახეთის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კახეთში საჯარო სკოლებს ეწვია. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

17 სექტემბერი 2024, 16:18

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა

ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 16:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ამნისტიის შესახებ“ კანონზე: 10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება

10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 16:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ყველაფერ ქართულს, ყველანაირ ეროვნულ წამოწყებას

მთელი რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ყველაფერ ქართულს, ყველანაირ ქართულ, ეროვნულ წამოწყებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტს ეხებოდა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით.