კვლევა: მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი თამაში ანელებს ტვინის დაბერებას
ფოტო: Facebook
ჰონკონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ „მაჯონგი“ დადებითად მოქმედებს მოხუცი ადამიანის კოგნიტიურ უნარებზე, მეხსიერებასა და ემოციურ მდგომარეობაზე. კვლევის შედეგები ჟურნალში The Journal of Prevention of Alzheimer's Disease Article (JPADA) გამოქვეყნდა.
„მაჯონგი“ ტრადიციული ჩინური თამაშია, რომელშიც სპეციალური ქვები გამოიყენება. ის მოთამაშისგან კონცენტრაციას, კარგ მეხსიერებასა და დაკვირვებულობას მოითხოვს. თამაში პოპულარულია ჩინეთში, იაპონიასა და აზიის სხვა ქვეყნებში. თამაშში 4 მოათამაშე მონაწილეობს, თითოეული ცდილობს შეკრიბოს მომგებიანი კომბინაცია და მიიღოს ქულები.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგულარული თამაში ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას, დადებითი გავლენა აქვს კოგნიტიურ უნარებზე და მოხუცებს დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება. მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ „მაჯონგი“ მოხუცებს სოციალურ აქტივობაშიც ეხმარება.
გამოცდილ მოთამაშეებს, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულებს უკეთესი კოორდინაცია და მეტი სოციალური კავშირი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც არ თამაშობს. ეს კონტაქტები კი ამცირებს კოგნიტიური დარღვევების რისკს და ხელს უწყობს ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნებას.
ყველა სიახლე
16 აგვისტო 2026, 18:23
საზოგადოება
ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადი წარმატებით დასრულდა, რომელშიც 300 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს დიასპორის შვიდმა წარმომადგენელმა ბელგიიდან, გერმანიიდან და უზბეკეთიდან.
16 აგვისტო 2026, 18:01
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: „ნაცებო“, აფხაზეთი საქართველოა, მართალია, თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება. ქართველმა ბიზნესმენებმა კი საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში თუ ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულა
გიორგი გამსახურდია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შეტანაზე ოპოზიციონერების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს და „ნაცმოძრაობას“ ახსენებს, რომ აფხაზეთი საქართველოა.
16 აგვისტო 2026, 17:55
საზოგადოება
„STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადში 300 მოსწავლე მონაწილეობდა
დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ბანაკი აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას, დიზაინს და მათემატიკას და მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
16 აგვისტო 2026, 17:33
რეგიონი
ცაგერში ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა
მსმენელის წინაშე გიორგი შავლაშვილი, ენრიკო ჯანელიძე, ჯგუფები „დრონი“, „ალეგრო“, „ბანი“ და „გუფი ლენდი“ წარდგნენ.
16 აგვისტო 2026, 17:30
კულტურა
პოლონეთში ღვთისმშობლის ევროპაში ყველაზე მაღალი ქანდაკება აღმართეს
პოლონეთის სოფელ კონოტოპში ღვთისმშობლის ქანდაკება აღმართეს, რომლის სიმაღლეც კვარცხლბეკთან ერთად 55,6 მეტრს შეადგენს. ეს ევროპაში ღვთისმშობლის ყველაზე მაღალი ქანდაკებაა.
16 აგვისტო 2026, 17:19
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები დასრულდა
სუს-ის მიერ გაშიფრული დანაშაულებრივი სქემა სისხლის სამართლის ორ საქმეს მოიცავს. პირველი საქმის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის ერთი და საქართველოს 4 მოქალაქე. ისინი თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ყოფნის კანონიერი ვადა გასდიოდა, 14500 დოლარის სანაცვლოდ ბინადრობის უფლების მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდნენ. მათ დანაპირები ვერ შეასრულეს, რის შემდეგაც ამავე მოქალაქეს 3 ათასი დოლარის სანაცვლოდ დაეხმარნენ, კანონის გვერდის ავლით გაეხანგრძლივებინა ქვეყანაში ყოფნის ვადები.
16 აგვისტო 2026, 17:18
მსოფლიო
ირანელი დეპუტატი: ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გაუთავებელი მუქარის ნაცვლად, დონალდ ტრამპმა საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იდარდოს
„შესაძლოა შეიქმნას პირობები, როდესაც ის თავად იძულებული გახდება, უსაფრთხოების მიზნით, საკვების გადამზიდ სატვირთო მანქანაში დაიმალოს“, - დაწერა აზიზიმ სოციალურ ქსელში.
16 აგვისტო 2026, 17:12
მსოფლიო
Times: ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთზე შეტევებისთვის ბრიტანული წარმოების დრონებს აქტიურად იყენებს
გამოცემის ცნობით, მთავარ სამიზნეებს შორის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო-სამრეწველო ობიექტები მოხვდა. ბრიტანული დრონებით თავდასხმა განხორციელდა მოსკოვის ოლქში მდებარე ობიექტებზე, იაროსლავლის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და ვოლგოგრადის ინფრასტრუქტურაზე.
16 აგვისტო 2026, 17:08
მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტთა დარტყმებს კრივი რიჰში 2 ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა. ერთი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო დარტყმის შედეგად სუმის ოლქში.
16 აგვისტო 2026, 17:06
მსოფლიო
ესპანეთის საჰაერო ძალებმა რუმინეთში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდეს
ესპანეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა რუმინეთში უცნობი დრონი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონის ნამსხვრევები ორ სოფელს შორის მდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
16 აგვისტო 2026, 17:03
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე - რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?!
ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
16 აგვისტო 2026, 16:59
მსოფლიო
ჰავაიზე ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა
ჰავაის ქარიშხალი „ლალა“ დაატყდა თავს. სტიქიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. 60 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
16 აგვისტო 2026, 16:58
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინა
აფხაზეთში საწვავის შეტანას რაც შეეხება, ყველაზე საინტერესო ამ ამბავში არც 300 ტონა ბენზინია და არც ის ტექნიკური დავა, ბენზინი შევიდა თუ დიზელი. ბევრად საინტერესოა პოლიტიკური პრეცედენტი, რომელიც ამ ფაქტმა შექმნა, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
16 აგვისტო 2026, 16:44
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ერთ და საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
16 აგვისტო 2026, 16:42
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს
პარტია “ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გია ბარამიძის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკას. ქადაგიძე წერს, რომ ქართული ოპოზიცია აფხაზეთში საწვავის გაგზავნას რუსეთის დახმარებად ნათლავს, რაც რეალურად ჰუმანიტარული დიალოგის საბოტაჟია. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქვეყნის გამთლიანება იწყება ელემენტარული ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ხიდების მშენებლობით.
16 აგვისტო 2026, 15:42
პოლიტიკა
გიორგი ფხაკაძე: აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორე რეგიონში. მე, პირიქით, მივესალმები, რომ აფხაზეთთან ვაჭრობა გაძლიერდეს
ეგ არის მთელი უბედურება, რომ ოპოზიციაშიც არ არიან ადამიანები… გამოდიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ წყალდიდობის თემა დამთავრდა, უკვე აღარ აინტერესებთ და ახლა -ქართული ნავთობი მიდის აფხაზეთშიო. ისე, ინფორმაციისთვის, აფხაზეთი საქართველო არის და რა ვიცი, რა პრობლემაა აფხაზეთში თუ წავიდა ჩვენი ნავთობი? ისიც ჩვენია, ჰო? ლოგიკურად რომ მიუდგე. ჩახლართულები არიან უკვე, არ იციან რა ილაპარაკონ, - აცხადებს ექიმი გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
16 აგვისტო 2026, 15:31
პოლიტიკა
შაკო კუჭაშვილი ოპოზიციის მხარდამჭერებზე, რომლებიც აფხაზეთში საწვავის შეტანის გამო საქართველოს უკრაინული დრონებით დაბომბვას ითხოვენ: ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეები - საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიის წახალისება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც შიდა პოლიტიკური ბრძოლის სახეობად უნდა აღვიქვათ, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს
სულ ვფიქრობ რამდენად შორს წავლენ - მეთქი, და აჰა - ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეები ამჯერად საკუთარი ქვეყნის დრონებით დაბომბვას ითხოვენ, - ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით საწვავის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მხარდამჭერთა კომენტარებს სოციალურ ქსელში, რომლებიც საქართველოს მიმართ შესაძლო აგრესიის წახალისებას ცდილობენ.
16 აგვისტო 2026, 15:19
სპორტი
„პსჟ“ დღეს საფრანგეთის სუპერთასისთვის „ლანსს“ შეებრძოლება
„პსჟ-მ“ ტიტულისთვის ბრძოლის უფლება საფრანგეთის ჩემპიონის რანგში მოიპოვა, „ლანსი“ კი ქვეყნის თასის მფლობელია.
16 აგვისტო 2026, 14:34
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი შვებულებაში ჰიდროციკლით სეირნობის გამო გააკრიტიკეს
ემანუელ მაკრონი კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფოტოგრაფებმა ის საფრანგეთის რივეირაზე ჰიდროციკლით სეირნობისას დააფიქსირეს. რივიერაზე გატარებული შვებულების გამო ოპოზიციამ მაკრონი მწვავედ გააკრიტიკა.
16 აგვისტო 2026, 14:33
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


