შოტლანდიის საავადმყოფოში რობოტი-თაროები მედდებსა და პაციენტის ახლობლებს წამლების მიღებას ახსენებენ
ფოტო: BBC
შოტლანდიის საავადმყოფოში რობოტი-თაროები დანერგეს, რომლებიც მედდებს, პაციენტებს ან მათ ახლობლებს წამლების მიღებას ახსენებენ, - წერს BBC.
ინტელექტუალური თარო ქალაქ აბერდინის საბავშვო კლინიკაში დანერგეს და ეს პირველი მსგავსი გამოცდილებაა მსოფლიო სამედიცინო სივრცისთვის.
ახალი აღჭურვილობა სამედიცინო პერსონალს უმსუბუქებს სამუშაოს. ექიმებს შეჰყავთ მონაცემები რობოტ-თაროში იმის შესახებ, თუ როდის და რა დოზით უნდა მიიღოს პაციენტმა ესა თუ ის პრეპარატი.
რობოტი-თარო გაიღება მხოლოდ საჭირო დროს და ჩამოაგდებს უჯრაში იმ პრეპარატს, რომლის მიღების დროც მოვიდა.
იმ პაციენტების ახლობლების თქმით, რომლებიც მძიმე ქრონიკულ დაავადებებს ებრძვიან, რობოტი-თარო არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რადგან ის ეხმარება მათ წამლების დროულ და რეგულარული მიღებაში.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ აიღებს წამალს უჯრიდან, რობოტი-თარო წითლად გაანათებს.
ყველა სიახლე
11 მაისი 2026, 10:44
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
11 მაისი 2026, 10:38
სამართალი
პოლიციამ თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 მაისი 2026, 10:36
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
11 მაისი 2026, 10:26
მსოფლიო
ნარენდრა მოდიმ ინდოელები რთული პერიოდის შესახებ გააფრთხილა და ქვეყანაში საწვავის დაზოგვისთვის რჩევები მისცა
„პატრიოტიზმი მხოლოდ ქვეყნისთვის სიცოცხლის გაწირვის მზადყოფნა არ არის, არამედ რთულ დროს დისციპლინირებული ცხოვრების წესიც“, - აღნიშნა მან. მოდიმ მოსახლეობას რამდენიმე რჩევა გასცა, რომლებიც ქვეყანას საწვავის ხარჯების დაზოგვასა და ეკონომიკის განვითარებაში დაეხმარება.
11 მაისი 2026, 09:57
რეგიონი
ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოდერნიზაცია-რეაბილიტაციის პროექტი ფერმერებს გააცნეს
პროექტის პრეზენტაციას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, სამელიორაციო სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რაც სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს.
11 მაისი 2026, 09:42
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა
გერმანული მედიის ცნობით, პისტორიუსი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან შეიარაღების წარმოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხების განხილვას გეგმავს. ვიზიტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
11 მაისი 2026, 09:32
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის აქტიური მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის კვლევის მოსამზადებელი სამუშაოები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აღნიშნული კვლევის შესრულების დეტალებზე და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე, რაც კაბელის მარშრუტის დეტალიზაციას, გარემოსდაცვით და სხვა მიმართულებებს უკავშირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტი იყო, რომელიც ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
11 მაისი 2026, 09:15
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ჩინეთში მიმდინარე კვირას ჩავა
საგარეო უწყების მოკლე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპი ვიზიტს ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიწვევით განახორციელებს. ჩინეთის უწყების მონაცემებით, ვიზიტი 13-დან 15 მაისამდე გაგრძელდება.
11 მაისი 2026, 08:59
მსოფლიო
დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, ლატვიის თავდაცვის მინისტრი გადადგა
ლატვიის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ანდრის სპრუდსის პოსტიდან წასვლას წინ უძღოდა ლატვიის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნა, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შეფრინდნენ. ინციდენტი ლატვიაში ხუთშაბათს მოხდა.
11 მაისი 2026, 08:49
კულტურა
ეროვნული სასახლის 85 წლის იუბილე საზეიმო წარმოდგენით აღინიშნა
1941 წლის 2 მაისს ეროვნული სასახლის ისტორიული შენობა ბავშვებს გადაეცა და მას შემდეგ ეს სივრცე ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული, უდიდესი არაფორმალური განათლების ცენტრია. სასახლემ არაერთი წარმატებული თაობა აღზარდა: მეცნიერები, მსახიობები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, მოჭადრაკეები და საზოგადო მოღვაწეები.
11 მაისი 2026, 08:42
სპორტი
საქართველოში საქველმოქმედო გარბენი Wings for Life World Run გაიმართა
მსოფლიო მასშტაბით მონაწილეთა მიზანია ზურგის ტვინის დაზიანების კვლევების მხარდაჭერა. რეგისტრაციიდან მობილიზებული თანხის 100% სრულად მოხმარდება კლინიკური და სამედიცინო კვლევების დაფინანსებას. 2014 წლიდან დღემდე ფონდმა საქველმოქმედო მიზნებისთვის 69.7 მილიონი ევრო მოიზიდა.
11 მაისი 2026, 08:35
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: პატრიოტული პოზიციიდან გადახვევა, ბრიუსელის წინაშე კაპიტულაცია ან მისი თაყვანისცემა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნება და უნგრეთი ამისთვის დიდ ფასს გადაიხდის
„პატრიოტული პოზიციიდან გადახვევა, ბრიუსელის წინაშე კაპიტულაცია ან მისი თაყვანისცემა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნება და უნგრეთი ამისთვის დიდ ფასს გადაიხდის. თუ ბრიუსელში არ იბრძოლებ, გაგთელავენ, დაგაგდებენ და გაგძარცვავენ. ახალმა ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს. ჩემთვის ჯერ კიდევ არ არის ნათელი, რომ ეს ესმით, მე ჯერ ვერ ვხედავ“, - განაცხადა ორბანმა.
11 მაისი 2026, 08:31
მსოფლიო
ზელენსკი: ახლა უკვე თავად პუტინი ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს, მზადაა რეალური შეხვედრისთვის. ჩვენ შეხვედრისთვის უკვე დიდი ხანია მზად ვართ. ეს ომი უნდა დასრულდეს და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს
„ახლა უკვე თავად პუტინი ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს, მზადაა რეალური შეხვედრისთვის. ჩვენ ცოტათი ვუბიძგეთ ამისკენ და შეხვედრისთვის უკვე დიდი ხანია მზად ვართ. ახლა ფორმატის შერჩევაა საჭირო. ეს ომი უნდა დასრულდეს და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
11 მაისი 2026, 08:17
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისში დღეს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
11 მაისი 2026, 08:11
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ახლახან წავიკითხე ირანის ე.წ. წარმომადგენლების პასუხი. არ მომწონს - სრულიად მიუღებელია
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ომის დასრულების შესახებ ამერიკის წინადადებაზე ირანის პასუხით უკმაყოფილოა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა მას აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა.
11 მაისი 2026, 08:09
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს სლოვაკ კოლეგას შეხვდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი ბრატისლავაში დღეს სლოვაკ კოლეგას რიხარდ რაშის შეხვდება. მსჯელობა მხარეებს შორის, ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობას შეეხება, რომელიც უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს. აუდიენციის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებაც გაკეთდება.
11 მაისი 2026, 08:02
საზოგადოება
შსს: საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით დღეს სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„საპარკინგე სივრცე მოეწყობა ახვლედიანის მოედანზე და ხეთაგუროვის ქუჩაზე, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსების საშუალებით ან ფეხით ახვლედიანის ქუჩით. ასევე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან" ფეხით გონაშვილის ქუჩით“, - აცხადებენ სამინისტროში.
11 მაისი 2026, 08:00
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის არჩევა იგეგმება, დღეს გაიმართება
სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ახალ კათოლიკოსს გამოარჩევენ. კრება 13:00 საათზე დაიწყება. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის უნდა გააკეთონ.
11 მაისი 2026, 00:02
პოლიტიკა
გიორგი ახვლედიანი ქართულ დამუკიდებელ მედიაზე თავდასხმაზე: არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი გადაიზარდოს ახალი ფორმის, პერსონალურ სანქციებში, ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს ეს, რადგან ჩვენ ახლა ვართ უმნიშვნელოვანესი ბრძოლის ეპიცენტრში
ის, რომ დასასანქცირებელი ტელევიზიების ჩამონათვალს თუნდაც „რუსთავი 2“ დაუმატეს, უკვე ნიშნავს იმას, რომ რაღაცა სიახლის და ახალი თავდასხმებისთვის ემზადებიან. მე ნამდვილად არ მაქვს ამ ევრო ბიუროკრატიის იმედი, რომ რაღაცას დაინახავენ, მიხვდებიან და საკუთარი თავის წინააღმდეგ კონკრეტული ქმედებების განხორციელებას დაამთავრებენ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ მედიაპოლიტიკის ექსპერტმა გიორგი ახვლედიანმა.
10 მაისი 2026, 23:54
პოლიტიკა
გიორგი ახვლედიანი: როგორც კი უპირისპირდები მედიასაშუალებას, რაოდენ განსხვავებული აზრიც არ უნდა ჰქონდეს მას შენგან, დასაწყისშივე წაგებული თამაშია და ეს ყველამ კარგად იცის, „იმედი“ ამის სიმბოლოა
როგორც კი უპირისპირდები მედიასაშუალებას, რაოდენ განსხვავებული აზრიც არ უნდა ჰქონდეს მას შენგან, დასაწყისშივე წაგებული თამაშია და ეს ყველამ კარგად იცის. „იმედი“ ამის სიმბოლოა, - განაცხადა „EURO ანატომიაში“ მედიაპოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა.


