ამერიკულ-რუსულმა ეკიპაჟმა ხომალდით „სოიუზ МС-28“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 8-თვიანი მისია დაიწყო
ფოტო: Youtube/ვიდეოკადრი
ამერიკულ-რუსულმა ეკიპაჟმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიაღწია, სადაც 8-თვიან მისიას შეასრულებს.
ეკიპაჟის წევრები არიან: NASA-ს ასტრონავტი კრის უილიამსი და რუსი კოსმონავტები სერგეი მიკაევი და სერგეი კუდ-სვერჩკოვი. მათმა ხომალდმა „სოიუზ МС-28“ სტარტი ყაზახეთიდან აიღო. მისიის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ექსპერიმენტი, ასტრონავტები კი გეგმურად გავლენ კოსმოსში.
მოსალოდნელია, რომ ეკიპაჟი ორბიტაზე 2026 წლის ივლისამდე დარჩება.
ყველა სიახლე
24 მარტი 2026, 21:42
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო მოლაპარაკებებს „ცვალებად ვითარებად“ აფასებს
თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო მოლაპარაკებებს „ცვალებად ვითარებად“ აფასებს.
24 მარტი 2026, 21:28
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი სამი ქართული ტელევიზიის სანქცირების მოთხოვნაზე: ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, აბსურდი, საბავშვო ბაღი და ვინც გააგრძელებს ამ რიტორიკით საუბარს, ეს კონტრპროდუქტიულია მათთვის
ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, აბსურდი, საბავშვო ბაღი და ვინც გააგრძელებს ამ რიტორიკით საუბარს, ეს კონტრპროდუქტიულია მათთვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სამი ქართული ტელევიზიის სანქცირების მოთხოვნაზე საუბრისას.
24 მარტი 2026, 21:21
საზოგადოება
მოწყალების სახლის წევრები საპატრიარქოს ეწვივნენ
მოწყალების სახლის წევრები საპატრიარქოს ეწვივნენ. სტუმრები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მიიღო. შეხვედრის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის საოხად პანაშვიდი აღესრულა.
24 მარტი 2026, 21:05
პოლიტიკა
საქართველოს პირველი ლედი შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის უშუალო მიწვევით ვაშინგტონშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის უშუალო მიწვევით საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონშია. თამარ ბაგრატიონი გლობალურ სამიტზე „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, სიტყვით გამოვიდა, მანამდე კი სხვა ქვეყნების პირველ ქალბატონებთან მოკლე შეხვედრები გამართა. თამარ ბაგრატიონმა სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენაც დაათვალიერა.
24 მარტი 2026, 20:59
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მცხეთის ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოებს ატარებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მცხეთის ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოებს ატარებს. ზედამხედველობა-მონიტორინგის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო ექსპერტი ეწვია. ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნუსხაშია. შორენა კოპალეიშვილის რეპორტაჟი.
24 მარტი 2026, 20:57
საზოგადოება
კიოლნი-თბილისი-კიოლნი - ავიაკომპანია „ეუროვინგსი“ ორი ივლისიდან რეგულარულ რეისებს შეასრულებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახალი საჰაერო ხაზი გერმანიის მიმართულებით - ავიაკომპანია „ეუროვინგსი“ ორი ივლისიდან რეგულარულ რეისებს კიოლნი-თბილისი-კიოლნის მიმართულებით შეასრულებს. ფრენა კვირაში ორჯერ - ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება. ავიაბაზრის გაფართოებით საერთაშორისო მოგზაურებისთვის ქვეყნის ხელმისაწვდომობა იზრდება.
24 მარტი 2026, 20:45
მსოფლიო
მარტა კოსი: თუ აღარ გვსურს გაზის მიღება რუსეთიდან, სად შეგვიძლია მისი მოპოვება? სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დაკავშირებადობის დღის წესრიგი კი სწორედ ამის შესაძლებლობას მოგვცემს
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სომხეთის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში რეგიონული განვითარების პერსპექტივებსა და ევროკავშირის სტრატეგიაზე - Global Gateway-ზე ისაუბრა. კოსის განცხადებით, სამხრეთ კავკასია საკვანძო როლს ასრულებს ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებაში.
24 მარტი 2026, 20:44
პოლიტიკა
რას სთავაზობს საქართველო მსოფლიოს? კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კავკასიის რეგიონში კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია თბილისში. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა. ვინაიდან კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი ეკონომიკური ზრდის საფუძველია.
24 მარტი 2026, 20:39
პოლიტიკა
ევრო დეპუტატები თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. სამი პოლონელი ევროპარლამენტარი სამი ქართული ტელევიზიის სანქცირებისთვის იბრძვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევრო დეპუტატები თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. სამი პოლონელი ევროპარლამენტარი სამი ქართული ტელევიზიის სანქცირებისთვის იბრძვის. რას ეფუძნება საგარეო კომიტეტის ანგარიშში შეტანილი შესწორებები და რის საფუძველზე ითხოვენ ევროპის სახალხო პარტიის წევრები კოლეგების მხარდაჭერას.
24 მარტი 2026, 20:37
საზოგადოება
ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამეა. მონაცემებს ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრი, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია Gullup-თან ერთად აქვეყნებს.
24 მარტი 2026, 20:34
საზოგადოება
თამარ ბაგრატიონი: დღეს ჩვენ ერთი საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს - ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
24 მარტი 2026, 20:34
საზოგადოება
ქართული ეკლესია, რომელიც სწორედ ილია მეორის პატრიარქობის ეპოქაში გახდა ყველაზე პატივსაცემი ინსტიტუტი, ავტორიტეტის ზრდასთან ერთად, იყო წლიდან წლამდე უფრო და უფრო მძიმე ბრალდებების და თავდასხმის სამიზნე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული ეკლესია, რომელიც სწორედ ილია მეორის პატრიარქობის ეპოქაში გახდა ყველაზე პატივსაცემი ინსტიტუტი, ავტორიტეტის ზრდასთან ერთად, იყო წლიდან წლამდე უფრო და უფრო მძიმე ბრალდებების და თავდასხმის სამიზნე. ის, რაც გლოვის დღეებმა ასე მძაფრად აჩვენა, სამწუხაროდ, სიახლე არ ყოფილა. არქივი ბევრ მძიმე ამბავს ინახავს.
24 მარტი 2026, 20:21
პოლიტიკა
აგრესია მგლოვიარე საქართველოს მიღმა მყოფებისგან - შეტევა პატრიარქსა და ეკლესიაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მაშინ, როდესაც დიდმა ტკივილმა საზოგადოების უპრეცედენტო ერთობა აჩვენა, ყველა რელიგიური კონფესია გააერთიანა, მსოფლიო ქართველთა ერთიანობაზე აალაპარაკა, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც აგრესიის რამდენიმე დღით შეკავებაც ვერ მოახერხეს. გარდაცვლილ პატრიარქს, ქვეყანასაც და საზოგადოების უმრავლესობასაც საჯაროდ მიაყენეს შეურაცხყოფა.
24 მარტი 2026, 20:14
საზოგადოება
სიონის ტაძარში ხალხმრავლობაა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს, კვლავ ჩამოდიან უცხოეთიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიონის ტაძარში ხალხმრავლობაა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავს პატივი მიაგეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, კვლავ ჩამოდიან უცხოეთიდან. საკრებულოსა და პარლამენტში ბიუროს სხდომები წუთიერი დუმილით გაიხსნა. ხვალ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით მსახურებას პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი მეუფე შიო აღასრულებს.
24 მარტი 2026, 19:56
პოლიტიკა
თამარ ბაგრატიონი: მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა
საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიის მონაწილეებს მიმართა. მან ღონისძიების მასპინძელს მადლობა გადაუხადა და მომავალ თაობაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
24 მარტი 2026, 19:52
მსოფლიო
Euronews: ევროკომისიამ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ
ევროკომისიამ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი კვლავაც იწვევს რყევებს ენერგობაზარზე, - წერს Euronews-ი.
24 მარტი 2026, 19:18
მსოფლიო
მარტა კოსი: უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება
ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი წესები, რათა ქვეყნების ახალი ტალღის გაწევრიანება გახდეს შესაძლებელი, - განაცხადა სამშაბათს გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა.
24 მარტი 2026, 18:59
საზოგადოება
ზუგდიდში „საქართველოს მელიორაციის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კომპანიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები ქალაქ ზუგდიდში, აგრარული კომიტეტის გასვლით სხდომაზე წარადგინა, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
24 მარტი 2026, 18:53
საზოგადოება
საქართველოს პირველმა ლედიმ სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა
საქართველოს პირველმა ლედიმ სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა.
24 მარტი 2026, 18:45
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ზუგდიდში გასვლითი სხდომა გამართა
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ზუგდიდში გასვლითი სხდომა გამართა, რომელზეც „საქართველოს მელიორაციის“ 2025 წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.


