The Guardian: რამდენიმე ქვეყანაში გამოცადეს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც ზოგ შემთხვევაში სიმსივნეები სრულად გაანადგურა
ფოტო: Shutterstock
მსოფლიოს 11 ქვეყანაში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის, „ამივანტამაბის“ (Amivantamab) კვლევა ჩატარდა. პრეპარატმა 15 პაციენტს სიმსივნე სრულიად გაუქრო.
The Guardian-ის ცნობით, ვაქცინა თავისა და კისრის სიმსივნის მქონე 102 პაციენტს გაუკეთეს - მათი დაავადება მკურნალობის სხვა მეთოდებს უკვე ვერ ექვემდებარებოდა. 43 ადამიანს სიმსივნე გაუქრა ან შეუმცირდა, მათ შორის 28-ს საგრძნობლად შეუმცირდა, 15 -ს კი სრულად გაუქრა. ანალოგიური შედეგები აჩვენა პრეპარატმა ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებშიც.
ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის პროფესორმა, კევინ ჰარინგტონმა განაცხადა, რომ ეს „უპრეცედენტოდ ძლიერი რეაქციაა“ იმ პაციენტებში, რომელთა დაავადებაც რეზისტენტული გახდა ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის მიმართ.
„ამ მკურნალობას პოტენციურად შეუძლია ყოველწლიურად ათასობით პაციენტს მოუტანოს სარგებელი“, - დასძინა მან.
პაციენტებმა, რომლებმაც ვაქცინა მიიღეს, მკურნალობის დაწყებიდან საშუალოდ 12,5 თვე იცოცხლეს, მიუხედავად დიაგნოზის გამო არსებული ცუდი პროგნოზისა. ICR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან ჰელინმა აღნიშნა, რომ ეს კვლევა აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებამ „მნიშვნელოვან წარმატებებამდე“ მიგვიყვანოს.
„ამივანტამაბი“ კიბოზე სამი გზით მოქმედებს. ის ბლოკავს ზრდის ეპიდერმული ფაქტორის რეცეპტორს (EGFR) - პროტეინს, რომელიც ხელს უწყობს სიმსივნის ზრდას და იმ სასიგნალო გზას (MET), რომელსაც კიბოს უჯრედები ხშირად იყენებენ მკურნალობისგან თავის დასაღწევად. ამასთანავე, პრეპარატი ეხმარება იმუნური სისტემის გააქტიურებაში სიმსივნესთან საბრძოლველად.
ამ ეტაპზე ვაქცინა თითქმის 60 კლინიკურ კვლევაში გადის შეფასებას. ძირითადად მას ფილტვის, კოლორექტული, ტვინისა და კუჭის კიბოს სამკურნალოდ ტესტავენ. პრეპარატი კანქვეშ შეჰყავთ ინიექციის სახით და არა ვენიდან, რაც თერაპიას ბევრად სწრაფსა და კომფორტულს ხდის.
ყველა სიახლე
15 სექტემბერი 2026, 16:07
საზოგადოება
თინათინ ნიბლოშვილმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის N190 საჯარო სკოლას ეწვია. მან მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
15 სექტემბერი 2026, 16:03
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
15 სექტემბერი 2026, 15:49
სამართალი
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო
საჩვენებელ ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
15 სექტემბერი 2026, 15:37
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ბრალდებულმა ცივი იარაღით დაჭრა დაზარალებული, რომელმაც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიიღო.
15 სექტემბერი 2026, 15:18
მსოფლიო
Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა
უნგრეთის მთავრობამ ვიქტორ ორბანის ყოფილი ნაციონალისტური ხელისუფლების მიერ მიღებული ანტიLGBTQ+ რეგულაციების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 15:07
მსოფლიო
POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს
ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი „ჰუსიტების“ მიერ სტრატეგიული ტერიტორიების ხელში ჩაგდებამ და მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე წნეხის კიდევ უფრო გაძლიერებამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ახლო აღმოსავლეთში კარგი არჩევანი თითქმის აღარ დაუტოვა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 14:51
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს, გლობალური მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს
„აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს, გლობალური მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს. მათ შორის, თუ შევხედავთ 2026 წლის 7 თვის მაჩვენებლებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ია“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
15 სექტემბერი 2026, 14:39
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ
ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ, - განუცხადა „ქრონიკას“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.
15 სექტემბერი 2026, 14:38
პოლიტიკა
ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ
„ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ ინსტიტუტებს აღიარებენ, აგრძელებენ დესტრუქციულ მოქმედებებს და რაც მთავარია, იყვნენ იმ ერთი მავნებლური მექანიზმის ნაწილი, რომელიც საკრებულოებში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ქმნიდა კოალიციებს, იმ ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდა, უერთდებოდა საქართველოს გაშავების კამპანიაში საზღვარგარეთ გაგზავნილ წერილებსა თუ სხვადასხვა რეზოლუციის სულისკვეთებას“, - აცხადებს წილოსანი.
15 სექტემბერი 2026, 14:38
პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს
ლევან ბეჟაშვილი პოზიციების სისუსტით ხსნის იმას, რომ ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, პარტია დებატებში ეპატიჟება ოპონენტებს. ის აღიარებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შიდა დაპირისპირებამ დაასუსტა.
15 სექტემბერი 2026, 14:36
ეკონომიკა
საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.0 პროცენტით, ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა.
15 სექტემბერი 2026, 14:36
სამართალი
სოციალურ ქსელ Facebook - ში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი ათასი ლარით დაჯარიმდა
ამავე სასამართლომ კიდევ ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განიხილა. ბერდია დუდაურმა კანონდარღვევა აღიარა და ათას ხუთასი ლარი დაეკისრა.
15 სექტემბერი 2026, 14:33
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: გახარიას პარტიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი მესიჯბოქსი აქვთ, მათ ერთი პატრონი ჰყავთ
ისეთ საქმიანობას აგრძელებს გახარიას პარტია და ფარულად თუ ღიად ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ის არ მოწყვეტილა იმ გარემოს, რა გარემოშიც ის იყო მუდმივად, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.
15 სექტემბერი 2026, 14:31
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მივეცით შანსი „გახარიელებს“, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, მაგრამ მათი ნებისმიერი განცხადება, პოლიტიკა ისევ და ისევ ანტიკონსტიტუციური საქმიანობის გაგრძელებაა
მივეცით შანსი „გახარიელებს“, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, მაგრამ მათი ნებისმიერი განცხადება, პოლიტიკა ისევ და ისევ გაგრძელებაა ანტიკონსტიტუციური საქმიანობისა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
15 სექტემბერი 2026, 14:30
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე, აიკრძალოს „გახარია - საქართველოსთვის“: მას მერე, რაც პოლიტიკური შატალო შეწყვიტეს და შემობრძანდნენ პარლამენტში, იმედი გვქონდა, რომ ეს პარტიული ნაწილი იქნებოდა ადეკვატური კონსტიტუციასთან და ქართულ რეალობასთან, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის
ისინი არ აღიარებენ მოქმედ სამართლებრივ წესრიგს, სადაც დემოკრატიის საფუძველზე უმრავლესობამ „ქართული ოცნება“ აირჩია ქვეყნის ხელისუფლებად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ გახარიას პარტიის მისამართით
15 სექტემბერი 2026, 14:17
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ნორვეგიის ელჩისა და გვარამია-ჯაფარიძის ფარულ შეხვედრაზე: წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ხელს უშლიდა ნორმალური პოლიტიკური კულტურის განვითარებას ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, აზიანებდა საქართველოს და ამ კონკრეტული ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებს
წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ხელს უშლიდა ნორმალური პოლიტიკური კულტურის განვითარებას ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, აზიანებდა საქართველოს და ამ კონკრეტული ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
15 სექტემბერი 2026, 14:16
რეგიონი
მაშველებმა მესტიაში დაშავებული ადამიანი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაცით, სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი სალაშქროდ მიდიოდა, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
15 სექტემბერი 2026, 14:15
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: გრძელდება ძალიან სამწუხარო ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ბატონმა ფიშერმა ჩაუყარა. ამ შემთხვევაში რადიკალიზმით გამორჩეული გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია ფარულ შეხვედრას ატარებენ ნორვეგიის ელჩთან, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს
გრძელდება ძალიან სამწუხარო ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ბატონმა ფიშერმა ჩაუყარა, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
15 სექტემბერი 2026, 14:10
მსოფლიო
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენა
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან ერთხმად გადააყენა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 14:09
რეგიონი
რევაზ სოხაძე: აეროპორტის დასახლებაში 76-ე საჯარო სკოლა სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს
მინდა ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებისთვისაც ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანია. დღეს აეროპორტის დასახლებაში გავხსენით 76-ე საჯარო სკოლა, რომლის სრული რეაბილიტაციაც ჩატარდა. სკოლა 900 მოსწავლისთვისაა განკუთვნილი და სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს,- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 76-ე საჯარო სკოლის გახსნისას.


