06 ივნისი 2026, 10:14 / სანდო წყარო

ავთანდილ კასრაძე: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ

ავთანდილ კასრაძე

ავთანდილ კასრაძე

საქართველოს ინოვაციების ჰაბი სან-ფრანცისკოში წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც საქართველოსა და სილიკონ ველის ინოვაციურ ეკოსისტემებს დააკავშირებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში, ინოვაციების ჰაბის BRID.GE ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე.

GITA-ს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ინოვაციების ჰაბის შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სააგენტოს მიზანია, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ქართველ მეწარმეებს, მკვლევარებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს, რათა ისინი წარმატებით ინტეგრირდნენ გლობალურ ეკონომიკაში.

“ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ.” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში ლევან ყულიჯანიშვილმა, სან-ფრანცისკოს მერმა დენიელ ლურიმ, გლობალური სტარტაპ აქსელერატორის Plug and Play-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა საიდ ამიდიმ და Owl Ventures-ის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ამიტ პატელმა.

BRID.GE წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველ ქართულ ინოვაციების ჰაბს, რომელიც ქართველი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი წვდომის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ყველა სიახლე

06 ივნისი 2026, 11:34

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელი არ არის ღალატს ნიშნავდეს - ის, შესაძლოა, უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იყოს

სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი თავის სტატიაში ყურადღებას ამახვილებს „პრორუსული საქართველოს მითზე“. ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საზოგადოებას კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი. შესაბამისად, ავტორი ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან სიფრთხილის გამოჩენა და „მრავალვექტორული“ პოლიტიკა არა ღალატი, არამედ გადარჩენის ინსტინქტია.

06 ივნისი 2026, 11:24

რეგიონი

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლებმა კასპში მდებარე ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

აქციაში მონაწილეობა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ, კომპანიის თანამშრომლებმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

06 ივნისი 2026, 11:23

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: ყველაზე თვალშისაცემი ორმაგი სტანდარტია. უკრაინის შემთხვევაში თითქმის ყველაფერი აიხსნება ომით, პოლონეთმა უნდა აიტანოს შეურაცხყოფები, ზედმეტად ხმამაღლა არ დაიცვას საკუთარი ინტერესები. საქართველოს შემთხვევაში ეს მოთმინება მოულოდნელად ქრება და ცივი ანალიზის ნაცვლად ჩნდება მორალისტური ტონი

მარჩინ როსოლოვსკი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ერთი თავი ეთმობა საკითხს „თავმდაბლობა უკრაინის მიმართ, სიმკაცრე საქართველოს მიმართ“.

გივი მიქანაძე
ჟენ იოუცუნი

06 ივნისი 2026, 11:22

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე ჟენ იოუცუნთან შეხვედრა გამართა.

06 ივნისი 2026, 11:15

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გამოცემული ჟურნალის „შემოქმედებითი საქართველო“ პირველი ნომრის წარდგენა გაიმართა

საქართველოს მწერალთა სახლში გამართულ პრეზენტაციაზე, ჟურნალის სარედაქციო ჯგუფმა მოწვეულ სტუმრებს ჟურნალის პირველი, ორენოვანი ნომერი წარუდგინა და გამოცემის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ხელმძღვანელი, რუსუდან ჭუმბურიძე, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძე

06 ივნისი 2026, 11:15

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: როდესაც კიევი მოთმინებასა და რთული საკითხების მიჩქმალვას მოითხოვს, ჩვენ პასუხისმგებლობისკენ მოწოდებებს ვისმენთ. ხოლო როდესაც იმავე სიფრთხილეს საქართველო საჭიროებს, ვარშავა დასავლურ ბრალდებებს იმეორებს, არადა, საქართველო არც გადასაჭრელი პრობლემაა და არც სხვის თამაშში გამოყენებული პაიკი

კიევის მიმართ რბილი, თბილისის მიმართ მკაცრი. სად გაქრა პოლონეთის სახელმწიფოებრივი ინტერესი? ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას მარჩინ როსოლოვსკი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი.

06 ივნისი 2026, 10:45

სამართალი

სამართალდამცველების მიერ ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოიღეს - ბოლო სამი დღის განმავლობაში, ჯამში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი.

06 ივნისი 2026, 10:44

სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის, ქურდობის და თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის, ასევე, თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს.

06 ივნისი 2026, 10:42

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

06 ივნისი 2026, 10:40

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს

მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ლონდონის ცენტრალური მეტროს სადგურებში საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა. ვიზუალური მასალა ლონდონის მეტროს მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საქართველოს უნიკალურ ბუნებას, კულტურას, ქალაქებსა და სხვა საინტერესო ტურისტულ მიმართულებებს.

06 ივნისი 2026, 10:38

სამართალი

სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.

06 ივნისი 2026, 10:36

საზოგადოება

ECPGR-ის მმართველი საბჭოს წევრები ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდნენ

ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების თანამშრომლობის პროგრამის (ECPGR) მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ეწვივნენ.

ჯარედ კუშნერი სტივ უიტკოფი

06 ივნისი 2026, 10:33

მსოფლიო

AXIOS: უიტკოფი და კუშნერი ტენესიში ბირთვულ ექსპერტებს ფარულად შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ტენესის შტატში, ოუკ-რიჯის ეროვნულ ლაბორატორიაში იყვნენ, სადაც ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფთან კონსულტაციები გამართეს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ექსპერტები, შესაძლოა, ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებში ჩაერთონ.

06 ივნისი 2026, 10:33

სამართალი

გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ახალი რექტორი წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა. ახალი რექტორი თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა. გეკა გელაძემ სოფიო აბულაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პაატა სალია
დიდიე ტღებიუკი

06 ივნისი 2026, 10:10

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

პაატა სალიამ შეხვედრისას ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით იუსტიციის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნაყოფიერ და მრავალწლიან თანამშრომლობაზე, რისი დასტურიც ერთობლივი პროექტები და განხორციელებული რეფორმებია.

აბას არაღჩი

06 ივნისი 2026, 09:46

მსოფლიო

ოფიციალური თეირანი უარყოფს ლიბანის პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ, თითქოს, ლიბანი ირანისთვის გასაცვლელი მონეტაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი უარყოფს ლიბანის პრეზიდენტის ჟოზეფ აუნის განცხადებას იმის შესახებ, რომ ლიბანი, თითქოს, ირანისთვის გასაცვლელ მონეტას წარმოადგენს.

06 ივნისი 2026, 09:27

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ჰორმუზის სრუტისკენ გაშვებული ოთხი ირანული დრონის ჩამოგდებისა და რადიოლოკაციური სადგურების დაბომბვის შესახებ იუწყება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, გვიან ღამით მათ ჰორმუზის სრუტის მიმართულებით გაშვებული ოთხი ირანული დრონის ჩამოგდება შეძლეს.

06 ივნისი 2026, 09:13

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ივნისს საქართველოში

6 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

კირ სტარმერი

06 ივნისი 2026, 08:27

მსოფლიო

კირ სტარმერის განცხადებით, რუსეთი 2030 წლისთვის ნატოს თავს დაესხმება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, 2030 წლისთვის რუსეთი მზად იქნება ნატოს თავს დაესხას.