ამერიკელმა მეცნიერებმა კომპიუტერს პარალიზებული პაციენტის აზრების კითხვა ასწავლეს
ფოტო: IMAGO
აშშ-ში მეცნიერებმა კომპიუტერს პარალიზებული პაციენტის აზრების კითხვა ასწავლეს - მან გარშემომყოფებთან ურთიერთობა კვლავ შეძლო.
დეივისის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, ნიკოლას კარდის ხელმძღვანელობით, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზით დაავადებულ 45 წლის პაციენტის ტვინში 256 ელექტროდი ჩანერგა, რომლებიც ტვინის სიგნალებს ტექსტად და მეტყველებად გარდაქმნიან.
პაციენტი „ტვინი-კომპიუტერის“ ინტერფეისის (BCI) გამოყენებაში 280 დღის განმავლობაში ვარჯიშობდა, რის შემდეგაც სისტემის სახლში გამოყენება დაიწყო და ოჯახთან, მეგობრებთან და ექიმებთან დამოუკიდებლად ამყარებდა კომუნიკაციას. მას ასევე შეეძლო კურსორის მართვა, რაც, მაგალითად, ინტერნეტში შესვლის საშუალებას აძლევდა. მოწყობილობის მიერთება და პროგრამული უზრუნველყოფის ჩართვა ყოველდღიურად იყო საჭირო.
აღინიშნება, რომ პაციენტი მოწყობილობას 19 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, დღეში საშუალოდ 9,5 საათს იყენებდა. პაციენტმა, მოწყობილობის მეშვეობით, 183 000-ზე მეტი წინადადება - თითქმის 2 მილიონი სიტყვა წარმოთქვა, წუთში საშუალოდ 56 სიტყვის სიჩქარით. მისივე შეფასებით, ფრაზების 92% სულ მცირე ნაწილობრივ სწორი იყო.
სურჯო სუკადარი ბერლინის კლინიკა „შარიტედან“ ამერიკელი კოლეგების მიღწევას „მნიშვნელოვან ეტაპს“ უწოდებს.
„მაშინ, როდესაც წინა კვლევები ძირითადად ლაბორატორიულ პირობებში აჩვენებდა ასეთი სისტემების შესაძლებლობებს, ეს შემთხვევა ადასტურებს მის გრძელვადიან და დიდწილად დამოუკიდებელ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ უახლოეს წლებში მსგავსი სისტემები შესაძლოა კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგოს მძიმე დამბლის მქონე ადამიანების სამკურნალოდ.
ყველა სიახლე
17 ივნისი 2026, 11:33
მსოფლიო
სომხეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, სომხური პროდუქციის საერთო ღირებულება, რომლეზეც რუსეთმა ემბარგო დააწესა, მშპ-ის 2%-ს შეადგენს
სომხური პროდუქციის საერთო ღირებულება, რომელზეც რუსეთმა ემბარგო დააწესა, სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის ცენტრალური ბანკის მმართველზე მარტინ გალსტიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 11:32
კულტურა
მეხუთე „შრეკის“ პირველი თიზერი გამოქვეყნდა
Universal Pictures-მა მეხუთე „შრეკის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოაქვეყნა. პერსონაჟებს კვლავ ახმოვანებენ მაიკ მაიერსი (შრეკი), ედი მერფი (ვირი) და კემერონ დიასი (ფიონა). შრეკისა და ფიონას ქალიშვილს, ფელიციას კი ზენდეია ახმოვანებს.
17 ივნისი 2026, 11:32
საზოგადოება
თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ.
17 ივნისი 2026, 11:25
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: ძველი რუსთავი, რომლის ულამაზესი არქიტექტურითაც თითოეული რუსთაველი ვამაყობთ, ავთენტურ იერ-სახეს დაიბრუნებს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის ისტორიულ უბნებში, 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განახორციელებს, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 11:23
რეგიონი
სულხან თამაზაშვილმა სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში, სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრმა თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 11:19
სამართალი
რკინიგზაში გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულებს ბრალს აცნობენ
რკინიგზაში გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულებს ბრალს აცნობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალდებულებთან ადვოკატები და გამომძიებლები იმყოფებიან.
17 ივნისი 2026, 11:19
პოლიტიკა
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის, თამარა ვუჩიჩის საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს
ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერიც მოინახულა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სულიერ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. აღინიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ კულტურულ და სულიერ კავშირებს.
17 ივნისი 2026, 11:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: მისი ნებისმიერი ანგარიში არის უბრალოდ ფურცელზე დაწერილი რაღაც. მას წესით საქართველოსთან მიმართებით სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს, სანამ საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს არ მოუხდის
მას სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს წესით საქართველოსთან მიმართებით, სანამ იგი საქართველოს მოსახლეობას არ მოუხდის ბოდიშს, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს უყრის.
17 ივნისი 2026, 11:15
ტაბლოიდი
ტომ ჰოლანდმა ზენდაიასთან ქორწინება პირველად დაადასტურა
„ჩვენს ბიზნესში შეიძლება ძალიან სტრესული სიტუაციები შეიქმნას და ნამდვილად სასიამოვნოა გქონდეს ურთიერთობის ისეთი საძირკველი, რომელიც დროს გაუძლებს. მე ვიპოვე ჩემი ადამიანი. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და მასთან ერთად იმაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ამავდროულად, არასდროს მიგრძნია თავი ასე მხარდაჭერილად და უსაფრთხოდ, როგორც ახლა“, - განაცხადა მსახიობმა.
17 ივნისი 2026, 11:12
პოლიტიკა
ნინო წილოსანი რასა იუკნევიჩიანეზე: ამ პოლიტიკოსის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ინიცირებას უკავშირდება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს აფასებს. ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ ლიეტუველი პოლიტიკოსის საქმიანობა მხოლოდ საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ინიცირებას უკავშირდება.
17 ივნისი 2026, 11:09
პოლიტიკა
სამადაშვილის ტყუილი - საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი - ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე:1 - საქართველო 10 346$, 2 - მოლდოვა 8 542$; 3 - უკრაინა 6 499$
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ყველაზე ღატაკი ქვეყანაა ევროკავშირის წევრ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის.
17 ივნისი 2026, 10:59
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი მეცხოველეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ნედლი რძის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ცვლილებები გააცნო, რომლებიც ქართული ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქციისთვის სპეციალური ხარისხის ნიშნის დანერგვას, მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო მარკირებასა და სავაჭრო ობიექტებში მათი განცალკევებულად განთავსებას გულისხმობს. ამასთან, გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება და ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
17 ივნისი 2026, 10:58
მსოფლიო
Bloomberg: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება 15 ივნისს რეკორდულად გაიზარდა
Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგის ლიდერმა, ილონ მასკმა, საკუთარ ქონებას 10%-ზე მეტი შემატა და მისმა კაპიტალმა 1,27 ტრილიონ დოლარს მიაღწია. 12 ივნისს მეწარმე მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდა, რაც ბირჟაზე SpaceX-ის გასვლამ განაპირობა. Forbes-ი მის კაპიტალს 1,1 ტრილიონ დოლარად აფასებდა, ხოლო Bloomberg-ი 1,05 ტრილიონ დოლარად.
17 ივნისი 2026, 10:51
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ტრამპს არასდროს უთქვამს, რომ მის მიზანს ირანის ახალ ლიდერად რეზა ფაჰლევის დანიშვნა წარმოადგენდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიზანს არასდროს წარმოადგენდა ირანის ყოფილი შაჰის რეზა ფაჰლევის ისლამური რესპუბლიკის ახალ ლიდერად დასმა.
17 ივნისი 2026, 10:51
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრს საფრანგეთში კოლეგამ უმასპინძლა
პარიზში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 10:47
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე: 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, ეს ფანჯარა გაიღო
სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვა ვრცელდება, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში განსახილველ ანგარიშზე საუბრობს. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. მისი თქმით, უკრაინელების ბრძოლის გამო ეს ფანჯარა გაიღო და მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ შესაძლებლობას არ იყენებს.
17 ივნისი 2026, 10:44
სპორტი
ივლისის მატჩებისთვის საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა
გუნდს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი მატჩი ელის: 2 ივლისს გასვლაზე უკრაინასთან (ლატვიაში) და 5 ივლისს ესპანეთთან, თბილისში. ნაკრებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს, თუმცა პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ,
17 ივნისი 2026, 10:24
სპორტი
არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ლეო მესის ჰეთთრიკით დაიწყო
არგენტინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო.
17 ივნისი 2026, 10:17
სამართალი
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


