30 ივლისი 2026, 10:41 / სანდო წყარო

მეცნიერებმა ინტერნეტდამოკიდებულებასა და ცუდ განწყობას შორის კავშირი გამოავლინეს

ინტერნეტში გადაჭარბებული ყოფნა სტრესის დონის მატებას, განწყობის გაუარესებასა და სხვა საქმიანობების უგულებელყოფას იწვევს, - ასეთ დასკვნამდე დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ, რომელთა კვლევაც ჟურნალში PLOS One გამოქვეყნდა.

2025 წელს სპეციალისტებმა გერმანიის 900 სრულწლოვანი მცხოვრები გამოკითხეს. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც ითამაშეს ვიდეოთამაშები, უყურეს პორნოგრაფიას, გამოიყენეს სოციალური ქსელები ან გააკეთეს ონლაინ-შესყიდვები. ამ მოქმედებების სიხშირის მიხედვით, მათი ინტერნეტ-აქტივობა სამი კატეგორიიდან ერთ-ერთს მიაკუთვნეს: პათოლოგიური, რისკის შემცველი ან არაპრობლემური. პრობლემურ მოხმარებად (რომელიც მოიცავს პათოლოგიურსა და რისკის შემცველს) ითვლებოდა ონლაინ-სერვისების გადაჭარბებული გამოყენება, რაც ფუნქციურ დარღვევებსა თუ დისტრესს იწვევდა.

ორი კვირის განმავლობაში მონაწილეები ყოველ საღამოს გადიოდნენ შეფასებას. ისინი აზიარებდნენ ინფორმაციას საკუთარი განწყობის, სტრესის დონის, ინტერნეტში შესვლის სურვილისა და ქსელში გატარებული საერთო დროის შესახებ. ასევე იზომებოდა ინტერნეტიდან მიღებული სიამოვნება და ის, თუ რამდენად იგნორირდებოდა ამის გამო სხვა აქტივობები.

აღმოჩნდა, რომ მონაწილეები ინტერნეტის პრობლემური მოხმარების შედარებით მძიმე ფორმებით უფრო ხშირად განიცდიდნენ ცუდ განწყობას, ძლიერ სტრესს, მეტ დროს ატარებდნენ ქსელში და უგულებელყოფდნენ ცხოვრების სხვა სფეროებს. ინტერნეტის გამოყენების გაგრძელების მთავარ მამოძრავებელი ძალა ცდუნება აღმოჩნდა, ხოლო სიამოვნებისა და შვების შეგრძნებები განმამტკიცებელ ფაქტორებად გვევლინებოდა.

„ონლაი-აქტივობებით დაკავებას განსაზღვრავს არა იმდენად თვითონ სტრესი ან განწყობა, არამედ წამიერი სურვილი შეხვიდე ინტერნეტში“, - აღნიშნა კვლევის თანაავტორმა, ანდრეას ოლკერმა. მან დასძინა, რომ დამოკიდებული ადამიანები ქსელში გატარებულ დროს შესაძლოა ჯილდოდ აღიქვამდნენ.

ოლკერის თქმით, იმ მიზეზების გაგება, რის გამოც პრობლემური მოხმარებისკენ მიდრეკილი ადამიანები გარკვეულ მომენტებში ინტერნეტში შედიან, პრევენციისა და მკურნალობის უფრო ეფექტური სტრატეგიების შესამუშავებლად არის აუცილებელი.

„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ადამიანების დახმარება ცდუნების მომენტების ამოცნობასა და მართვაში შესაძლოა უფრო ეფექტიანი იყოს, ვიდრე მხოლოდ სტრესსა თუ განწყობაზე კონცენტრირება“, - დასძინა მან.

შედეგებმა დაადასტურა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ყოველდღიური სტრესი, განწყობა და ცდუნება იძლევა ინტერნეტის ყოველდღიური მოხმარების პროგნოზირების საშუალებას. ეს ფაქტორები ასევე მოქმედებს მიღებულ სიამოვნებაზე, შვებასა და სხვა საქმიანობების უგულებელყოფაზე. მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უარყოფით შედეგებს იწვევს მხოლოდ პრობლემური ან გადაჭარბებული გამოყენება და არა ინტერნეტი მთლიანობაში.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა მხოლოდ მცირე პროცენტს უვითარდება მოხმარების პათოლოგიური მოდელები. ინტერნეტით სარგებლობას მოაქვს სიხარული, გართობა ან სტრესისგან შვება, თუ ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი სფეროები სისტემატურად არ იგნორირდება“, - განმარტა კვლევის თანაავტორმა, სილკე მ. მიულერმა.

ყველა სიახლე

30 ივლისი 2026, 11:26

ტექნოლოგიები

Airbus-ის თვითმფრინავმა ისტორიული რეკორდი დამყარა

ლაინერმა Airbus A350-1000 ULR-მა ისტორიაში ავსტრალიიდან ევროპაში პირველი უწყვეტი ფრენა შეასრულა, რა დროსაც ჰაერში 24 საათი და 24 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში თვითმფრინავმა 23 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი დაფარა, გადაუფრინა ორ ოკეანესა და სამ კონტინენტს. ეკიპაჟმა ორი აისისა და ორი დაისის ნახვა მოასწრო.

30 ივლისი 2026, 11:22

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა სილვიუ დომენტეს დამსახურებას საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის ეფექტურ მუშაობაში. მინისტრმა მას თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

30 ივლისი 2026, 11:19

მსოფლიო

პოლონური არმიის მტკიცებით, გვიან ღამით პოლონეთის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, გვიან ღამით უკრაინაზე განხორციელებული რუსული შეტევის ფონზე ამოუცნობი ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მოგვიანებით რადარებიდან გაქრა.

30 ივლისი 2026, 11:19

რეგიონი

რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს. 4 ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს.

30 ივლისი 2026, 11:17

საზოგადოება

100-ზე მეტი ტრენინგი და 1600-ზე მეტი გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა მარტვილში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მუნიციპალიტეტში დაასრულა, რომლის ფარგლებშიც 104 ტრენინგი ჩაატარა და 1650 ადგილობრივი ბენეფიციარი გადაამზადა. სამიზნე დასახლებებში, ადგილობრივ მოსახლეობას პროგრამის სერტიფიცირებული ტრენინგები სრულიად უფასოდ თემებზე: „ციფრული წიგნიერება და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება”, „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება” და „ინტერნეტი დასაქმებისთვის” ჩაუტარდათ.

30 ივლისი 2026, 11:13

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით ლენტეხში სკრინინგ აქცია გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხში სკრინინგ აქცია გაიმართა. მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული , პროსტატის კიბოს, არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

30 ივლისი 2026, 10:53

პოლიტიკა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს, შეხვდა

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს მეზობელ სახელმწიფოებს შორის ამ მიმართულებით მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას.

30 ივლისი 2026, 10:51

მსოფლიო

Reuters: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან წითელ ზღვაში გემების დასაცავად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ცდილობს

საუდის არაბეთი ცდილობს წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან საზღვაო გადაზიდვების დასაცავად საერთაშორისო კოალიცია ჩამოაყალიბოს. ინფორმაციას Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 10:47

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს.

30 ივლისი 2026, 10:19

სამართალი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 32 კაფსულა „მეთადონი“, „მარიხუანა“ და 13 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

30 ივლისი 2026, 10:16

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მხარეებმა განიხილეს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცესში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

30 ივლისი 2026, 10:15

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

დონალდ ტრამპი

30 ივლისი 2026, 10:15

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის მიერ ღამით ირანზე განხორციელებული თავდასხმა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებზე გადასვლას არ ნიშნავს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა გვიან ღამით ირანის ტერიტორიაზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 10:15

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 13 კილოგრამზე მეტი მცენარე „კანაფი“ და 7 კილოგრამი „მარიხუანა“.

პეტერ მადიარი

30 ივლისი 2026, 09:50

მსოფლიო

Euractiv: უნგრეთში პეტერ მადიარის მთავრობის პოპულარობა შემცირდა

უნგრეთის პროდასავლური მთავრობის პოპულარობა პირველად შემცირდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის პროცესმა პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მხარდაჭერაზე უარყოფითად იმოქმედა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 09:40

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 ივლისს საქართველოში

30 ივლისს ბათუმში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ქსენია ფიოდოროვა

30 ივლისი 2026, 09:32

მსოფლიო

France 24: საფრანგეთი რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნიდან აძევებს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნის დატოვება დაევალა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 09:19

მსოფლიო

რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა

რუსეთმა დღეს გამთენიისას უკრაინის მიმართულებით ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე ასობით დრონი გაუშვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 09:19

სპორტი

საქართველოს ნაკრები გოლფში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც მალტაში გაიმართება

საქართველოს გოლფის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან: თორნიკე ბახტურიძე, პაატა ვარდიაშვილი, ზურაბ ედიბერიძე, ირაკლი ჩავლეიშვილი, გუნდის კაპიტანი – ანდრო შილაკაძე. ქართველი სპორტსმენები თავიანთ უშუალო მეტოქეებთან ასპარეზობას დღეს და ხვალ გამართავენ.