Meta და Nvidia ხელოვნური ინტელექტის კოორდინირებული შენელების წინააღმდეგ გამოდიან
ფოტო: Getty Images
Meta-ს ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების ტემპის კოორდინირებული შენელების წინააღმდეგ გამოვიდა. მან განაცხადა, რომ კომპანიებმა დამოუკიდებლად უნდა უზრუნველყონ თავიანთი მოდელების უსაფრთხოება და ამ პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტები და კონსულტანტები ჩართონ.
მისი თქმით, დეველოპერები დაინტერესებულნი არიან ისეთი პროდუქტის შექმნით, რომელიც მომხმარებელთა ინტერესებს საუკეთესოდ უპასუხებს. ლაბორატორიებს ეკისრებათ სერიოზული პასუხისმგებლობა ნებისმიერ ზიანზე, რაც მათმა მოდელებმა შეიძლება გამოიწვიონ, ამიტომ ისინი თავადვე არიან დაინტერესებულნი, მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ უსაფრთხოების საკითხებს.
ცუკერბერგმა ასევე აღნიშნა, რომ Meta-მ დამოუკიდებლად გადადო თავისი AI-აგენტის, Muse-ის გაშვება დახვეწის მიზნით, ისე რომ კონკურენტებისთვის ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ არ მოუწოდებია.
„ეს უბრალოდ ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ფარგლებში გავაკეთეთ, რადგან აშკარა იყო: ეს სწორი ნაბიჯი იყო როგორც ხალხისთვის, ისე ჩვენთვის. ვამაყობ იმ ფუნდამენტით უსაფრთხოების სფეროში, რაც ჩვენ შევქმენით“, - განაცხადა ცუკერბერგმა.
მსგავსი პოზიცია დაიკავა Nvidia-ს ხელმძღვანელმა ჯენსენ ჰუანგმაც.
„საბაზრო ძალები უკვე არსებობს, ჩვენ არ გვჭირდება ახალი კანონები და ახალი წესები“, - განაცხადა მან. ჰუანგმა დარწმუნებით აღნიშნა, რომ AI-დეველოპერებს შეუძლიათ ერთდროულად იზრუნონ როგორც ინოვაციებზე, ისე უსაფრთხოებაზე. მისი აზრით, კომპანიამ უნდა შეაჩეროს შემუშავების პროცესი, თუ პროდუქტის უსაფრთხოებაში დარწმუნებული აღარ არის.
„იმოძრავეთ ისე სწრაფად, როგორც შეგიძლიათ, მაგრამ თუ რომელიმე ეტაპზე იგრძნობთ, რომ კომპანია კონტროლიდან გამოდის ან პროდუქცია შეიძლება სახიფათო გახდეს, შეჩერდით და ყველაფერი სწორად გააკეთეთ“, - დასძინა მან.
მანამდე Anthropic-ის ხელმძღვანელმა დარიო ამოდეიმ გამოაქვეყნა ესე, რომელშიც ყველაზე დაწინაურებული AI-სისტემების შემუშავების შენელებისკენ მოუწოდა, რათა მკვლევრებს პოტენციური საფრთხეების შესასწავლად მეტი დრო მიეცეთ. მის პოზიციას მხარი დაუჭირეს OpenAI-ს ხელმძღვანელმა სემ ალტმანმა და ილონ მასკმა.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 15:04
ეკონომიკა
გურამ დუმბაძე: შესყიდვების რეფორმების ნაწილი ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები, როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, მცირე და საშუალო ბიზნესს უკვე მნიშვნელოვანი კონკურენციის გაწევა შეუძლია მსხვილ კომპანიებთან
რეფორმების ნაწილი უკვე ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები - როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ განაცხადა.
17 სექტემბერი 2026, 14:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 14:48
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა
კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევისთვის დააჯარიმეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 14:33
სამართალი
პოლიტიკური თანამდებობის წარმომადგენლისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, მოსამართლემ მოქალაქე ალექსანდრე იანკოვსკი 4 ათასი ლარით დააჯარიმა
მოსამართლემ მოქალაქე ალექსანდრე იანკოვსკი 4 ათასი ლარით დააჯარიმა. კანონდამრღვევმა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის წარმომადგენელს ფეისბუკში შეურაცხყოფა მიაყენა.
17 სექტემბერი 2026, 14:30
მსოფლიო
აშშ-მა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს ვიზა არ მისცა
აშშ-მა პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს სექტემბერში ნიუ-იორკში გასამართ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 14:21
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი იულია მენდელი ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა იულია მენდელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.
17 სექტემბერი 2026, 14:20
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: აშშ-ში კანონის გამკაცრების საჭიროება გვესმის. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური, მით უმეტეს, დესტრუქციული გავლენა საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი
ამერიკის შეერთებულ შტატები „ფარას“ გამკაცრების ფაქტს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
17 სექტემბერი 2026, 14:19
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ნამახვანჰესზე: არანაირი აგენტის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაშლას საქართველოში ადგილი აღარასდროს ექნება
არანაირი აგენტის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაშლას საქართველოში ადგილი აღარასდროს ექნება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ნამახვანჰესის საკითხზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 14:16
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2023 წელი, როდესაც „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და შემდეგ მივიღეთ „ფარას“ ანალოგიური კანონი საქართველოში ის, რაც მოქმედებს შეერთებულ შტატებში, თუმცა ესეც კი დაიწუნეს
მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2023 წელი, როდესაც „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და შემდეგ მივიღეთ „ფარას“ ანალოგიური კანონი საქართველოში ის, რაც მოქმედებს შეერთებულ შტატებში, თუმცა ესეც კი დაიწუნეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.
17 სექტემბერი 2026, 14:12
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი „ფარას“ გამკაცრებაზე: ვაკვირდებით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ აქტუალური ხდება ის, თუ რაოდენ უსამართლო ორმხრივი სტანდარტი იყო საქართველოს მიმართ აგორებული კამპანია
„ვაკვირდებით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ აქტუალური ხდება ის, თუ რაოდენ უსამართლო ორმხრივი სტანდარტი იყო საქართველოს მიმართ მთელი ის აგორებული კამპანია, როგორც ევრობიუროკრატების, ასევე შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის, საქართველოში მოქმედი რადიკალური აგენტურული ჯგუფების მიერ იყო ნაკარნახევი, რასაც მხარს უბამდნენ როგორც შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ასევე სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობა. დღეს ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის სრული აბსურდი და საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ეს დასტურდება იმ ინიციატივებით, რასაც პირველ რიგში შეერთებულ შტატებში ვხედავთ“, - აცხადებს მათიკაშვილი.
17 სექტემბერი 2026, 14:01
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 13:54
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზას სომხეთის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს
სომხეთის მთავრობა წინააღმდეგი არ იქნება, თუ რუსეთი გიუმრიდან 102-ე სამხედრო ბაზას გაიყვანს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 13:48
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა.
17 სექტემბერი 2026, 13:43
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა
გიორგი ზაქარაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 1 ოქტომბრიდან დაიწყებს. მას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
17 სექტემბერი 2026, 13:37
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და როსტოვში სამხედრო აეროდრომი დაბომბეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით რუსეთში იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და როსტოვის სამხედრო აეროდრომი დაბომბეს.
17 სექტემბერი 2026, 13:17
ეკონომიკა
ნათია თურნავა Swift-ის საგადამხდელო ფორუმში მონაწილეობდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფორუმის მთავარი თემა რეგიონში საგადამხდელო სისტემების განვითარება, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაუმჯობესება და ფინანსური ურთიერთთავსებადობის გაძლიერება იყო.
17 სექტემბერი 2026, 13:05
რეგიონი
სამტრედიის N11 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია სამტრედიის N11 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოს ადგილზე გაეცნო.
17 სექტემბერი 2026, 13:02
მსოფლიო
TikTok-ის დამფუძნებელი აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა
ვიდეოპლატფორმა TikTok-ის საყოველთაო გავრცელების წყალობით, ჟანგმა ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი 2024 წლის ოქტომბერში მოიპოვა. ასევე, მეწარმის წარმატებას უკავშირებენ მისი კომპანიის, ByteDance-ის პროექტების განვითარებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მათ შორის არის ჩატბოტი Doubao AI და ვიდეოგენერატორი Seedance.
17 სექტემბერი 2026, 12:52
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები გაიმართა
თავდაცვის სამინისტროში 14-16 სექტემბერს გაიმართა უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 12:49
მსოფლიო
მარინ ლე პენი: საფრანგეთს უკრაინისთვის ამჟამინდელი მასშტაბით დახმარების გაწევა აღარ შეუძლია
საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ქვეყნის გაუარესებული ფინანსური მდგომარეობის გამო, პარიზს უკრაინისთვის დახმარების ამჟამინდელი მასშტაბით გაგრძელება აღარ შეუძლია.


