5 არასწორი მოსაზრება, რომელიც დაბერების შესახებ არსებობს
ფოტო: shutterstock.com
დღეს 65 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის იმაზე მეტ პროცენტს შეადგენს, ვიდრე ოდესმე. მეცნიერები ამბობენ, რომ, ამ ფონზე, დაბერების პროცესის შესახებ წარმოდგენები ხშირად მცდარია. 5 ყველაზე გავრცელებულ არასწორ შეხედულებაზე დაბერების შესახებ სტატიას ავსტრალიური გამოცემა The Conversation-ი აქვეყნებს.
სექსუალური აქტივობა მცირდება
ასაკის მატებასთან ერთად ჰორმონალური დონე იცვლება, მაგრამ ეს აუცილებლად არ აისახება ლიბიდოზე. სინამდვილეში, მენოპაუზის შემდეგ ქალებში ლიბიდოს მატებაც შეიმჩნევა. მისი დაქვეითება ასაკში შეიძლება გამოიწვიოს დაავადებებმა, როგორებიცაა დიაბეტი და გულის პრობლემები, ასევე წამლების უკუჩვენებებმა, უიღბლო ცოლქმრულმა ურთიერთობამ და მოწყენილობამ.
როგორც წესი, ასაკში სექსის სიხშირეს სექსუალური პარტნიორის არსებობა განსაზღვრავს. რადგან ბევრი ქალი ცოლად ასაკით უფროსს კაცს მიჰყვება, ხოლო კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია, ასაკოვანი ქალები არ ცხოვრობენ სექსუალური ცხოვრებით უფრო იმიტომ, რომ ქვრივები ხდებიან. ანუ ლიბიდოზე და სექსუალურ აქტოვობაზე არა ასაკი, არამედ ამ ასაკისთვის დამახასიათებელი გარემოებები მოქმედებს და სექსუალური სურვილის დაქვეითება ხშირად დაკავშირებულია ამ გარემოებებთან და არა ორგანიზმში ფიზიკურ ცვლილებებთან.
ასაკის გამო ტვინი ცუდად ფუნქციონირებს
როდესაც ადამიანი ბერდება, ნეირონები სხვაგვარად მუშაობს და შეიძლება რაღაცის დამახსოვრება უფრო უჭირდეს. მაგრამ, როგორც სექსის შემთხვევაშია, ეს უნარები ძალიან არის დამოკიდებული სოციალურ გარემოებებზე. მაგალითად, გონებრივი შესაძლებლობები მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალურ ურთიერთობებთან, ასევე ფიზიკურ და გონებრივ აქტივობასთან. რადგან ადამიანს სოციალური გარემოებების შეცვლა შეუძლია, მას შეუძლია ასევე გონებაზე დაბერებით გამოწვეული ფიზიკური ეფექტების კომპენსირებაც.
ზოგადად, ოქროს სტანდარტად მიჩნეულია ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანების გონებრივი შესაძლებლობები. ამ მოსაზრებას ხშირად არასწორი დასკვნები მოსდევს. დაბერებასთან ერთად, ადამიანს შეუძლია სხვაგვარად და სხვა სიჩქარით იფიქროს, მაგრამ ამის გამო მისი ფიქრი არ ხდება ნაკლებად ღრმა, შემოქმედებითი და გააზრებული.
ადამიანი უფრო კონსერვატიული ხდება
60 წლის ადამიანი შეიძლება უფრო ლიბეალური იყოს, ვიდრე 80-ის, მაგრამ უფრო კონსერვატიული, ვიდრე 40 წლის. ამის გამო ადამიანებმა შეიძლება დაასკვნან, რომ რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო კონსერვატიულია ის. მაგრამ ის შეცდება, თუ ივარაუდებს, რომ დასაწყისში ყველას ერთნაირი პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა.
100 წლის ქალს, რომელიც 1918 წელს დაიბადა, თავისი პოლიტიკური შეხედულებები აბსოლუტურად განსხვავებულ დროს ჩამოუყალიბდა. ის, რაც ლიბერალური იყო 1940 წელს, დღეს კონსერვატიულად მიიჩნევა (შეიცვალა რასობრივი ურთიერთობები, ფემინიზმი, სექსუალური ნორმები). ამიტომ ჩანს, რომ 100 წლის ქალის პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება ნაკლებად კონსერვატიული იყოს თავის წინამორბედებთან შედარებით, მაგრამ უფრო კონსერვატიული, ვიდრე მის შვილებს და შვილიშვილებს აქვთ, რომლებიც სხვა ეპოქებში დაიბადნენ.
აშშ-ში შეისწავლეს 30 წელზე უფროსი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები და აღმოჩნდა, რომ ასაკოვან ადამიანებს შორის შეხედულებების შეცვლა ისეთივე გავრცელებულია, როგორც ახალგაზრდებში.
ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ნაკლებად ბედნიერია
ჩიკაგოს უნივერსიტეტის სოციოლოგებმა გაარკვიეს, რომ ბედნიერების განცდა უფრო ღრმაა ადამიანებში 30 და 40 წელს შორის, და ზოგადად, ბედნიერების დონე ასაკთან ერთად სულ უფრო იზრდება, თუ სხვა ფაქტორებს არ გავითვალისწინებთ. მიზეზი ის არის, რომ ახალგაზრდები მუდმივად სტრესულ სიტუაციებში ხვდებიან, მაგალითად, სამსახურის დაკარგვა, ხელფასის შემცირება. პენსიონრები კი ამისგან დაცულები არიან. მეორეც, ადამიანს ასაკი რაც უფრო ემატება, ის მით უფრო კონცენტრირდება კარგ მოგონებებზე და უკეთ აკონტროლებს თავის ემოციებს.
იმუნური სისტემა სუსტდება
ზოგადად ასეა, მაგრამ მოხუცების იმუნური სისტემა შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. 100 წლის ქალი, რომელიც 11 წლისა დიდი დეპრესიის დროს ცხოვრობდა და ბავშვობის წლები ფინანსური და ეკონომიკური არასტაბილურობის ეპოქაში გაატარა, სავარაუდოდ, ცუდად იკვებებოდა, რაც დიდი ალბათობით მის იმუნურ სისტემაზე აისახა. არაერთი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ცუდი კვება იმუნიტეტს ასუსტებს, განსაკუთრებით ახალგაზრდების და მოხუცების შემთხვევაში. ამიტომ ამ 100 წლის ქალს, ზრდასრულ ასაკშიც რომ ცუდი კვება ჰქონოდა, მის იმუნურ სისტემას ორმაგი ზიანი მიადგებოდა.
იმავდროულად, მას გაციების ნაკლები შანსი აქვს, რადგან ორგანიზმი იმუნიტეტს ზოგიერთი ვირუსის მიმართ წლობით გამოიმუშავებს, ზოგჯერ კი მთელი ცხოვრების განმავლობაშიც. დროსთან ერთად ადამიანი უფრო ძლიერი ხდება ვირუსების დიდი ნაწილის წინააღმდეგ, ანუ რაც უფრო დიდია ის, მით ნაკლები ვირუსი უქმნის მას საფრთხეს. თუმცა გასათვალისწინებელია ახალი ვირუსების გაჩენის ფაქტიც. მოკლედ, ყველაფერი ადამიანის გარე სამყაროსთან ურთიერთქმედებაზეა დამოკიდებული. სწორედ ეს აყალიბებს მის სიბერეს.
ყველა სიახლე
21 მაისი 2026, 21:29
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: არსებობს რაღაც პოლიტკონიუქტურა, რომელსაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით და თუ მათ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, ყველა „გაგიპრავებს“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დანიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკა საქართველოს შემთხვევისგან განსხვავდება და ეს არის მაგალითი იმისა თუ რა არის დანაშაული და არა რაიმეს აღკვეთა. ამის მაგალითად კი დანიას, აშშ-სა და საფრანგეთს ასახელებს.
21 მაისი 2026, 21:22
მსოფლიო
მარკო რუბიო ირანთან მოლაპარაკებებზე: თუ კარგ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ მას სხვა ვარიანტებიც აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებში „პოზიტიური ნიშნების“ მიუხედავად, „სხვა ვარიანტებიც“ კვლავ განხილვის საგანს წარმოადგენს.
21 მაისი 2026, 21:19
მსოფლიო
ტრამპი: აშშ ირანის გამდიდრებულ ურანს ხელში ჩაიგდებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს ჰორმუზის სრუტეზე გადასახადების დაწესება და ირანის მიერ დაგროვილ მაღალგამდიდრებულ ურანს ამოიღებს.
21 მაისი 2026, 21:11
მსოფლიო
რუბიო: კუბა ჩვენი სანაპიროდან სულ რაღაც 90 მილის დაშორებითაა, ასე რომ, იქ არსებული მიგრაციული კრიზისი, ძალადობა თუ არასტაბილურობა ჩვენზე პირდაპირ აისახება - ეს საკითხი უშუალოდ ეხება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კუბაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა და ქვეყანას „დაქცეული სახელმწიფო“ უწოდა. მისი განცხადებით, კუნძულზე შექმნილი სისტემური კოლაფსი პირდაპირ გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებზე.
21 მაისი 2026, 21:11
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს. ეს არ არის სახალისო
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია იყო, არის და იქნება საქართველოს მეგობარი, თუმცა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თუ სხვა დეპუტატები მუდმივად ეუბნებიან, რომ მატყუარაა და ძალადობას უჭერს მხარს.
21 მაისი 2026, 21:09
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი: მნიშვნელოვანია, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ უნდა გააზვიადონ და გერმანია ამ სატრანზიტო დერეფნის გამო საქართველოშიო ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალს არ დახუჭავს.
21 მაისი 2026, 20:56
ეკონომიკა
საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა იქმნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა იქმნება. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს საბაზისო პროდუქტებზე შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.
21 მაისი 2026, 20:47
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს, ოპოზიციას აკრიტიკებს და სტრატეგიას უწუნებს. მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ 26 მაისს დაანონსებულ აქციას გაგრძელება უნდა მოჰყვეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველ გუნდში კი ოპონენტების რესურსის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ აქცია მხოლოდ უცხოელებისთვის თავის მოსაწონებლად დაანონსდა.
21 მაისი 2026, 20:44
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რეპუბლიკაში, თურქი კოლეგის იაშარ გიულერის მიწვევით იმყოფება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
21 მაისი 2026, 20:44
პოლიტიკა
მზადება დამოუკიდებლობის დღისათვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება - მზადება დაწყებულია.
21 მაისი 2026, 20:35
სამართალი
დამხობის და საბოტაჟის საქმე - ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ხაბეიშვილის ქრთამის შეთავაზების ბრალდება საბოტაჟის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
21 მაისი 2026, 20:27
პოლიტიკა
ევროპელი დიპლომატების ორმაგი სტანდარტი - კოპენჰაგენში საპროტესტო აქციის დარბევაზე ბრიუსელის პასუხი დუმილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კოპენჰაგენში ძალადობის შესახებ დუმს ყველა, ვინც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა და ორმაგი სტანდარტების შესახებ ილაპარაკა.
21 მაისი 2026, 20:24
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცე პასუხი გერმანიის ელჩს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ევროინტეგრაციის გზა ტერიტორიების დათმობასა და სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე არ გადის - მტკიცე პოზიცია და ქვეყნის პირველი კანონმდებლის პასუხი გერმანიის ელჩს
21 მაისი 2026, 20:17
პოლიტიკა
როგორ მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმისკენ? დამოუკიდებელი, არაკომერციული, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ICG“-ის სტატია საქართველოს შესახებ და მოწოდება ევროკავშირს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მოწოდებები, რომელსაც დამანგრეველი ფასი ჰქონდა ქართველებისთვის. როგორ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში? მიმოხილვას დამოუკიდებელი, არაკომერციული, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „აი-სი-ჯი“ ავრცელებს.
21 მაისი 2026, 20:12
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.
21 მაისი 2026, 19:47
რეგიონი
თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თელეთობა“ საზეიმოდ აღინიშნა
თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თელეთობა“ საზეიმოდ აღინიშნა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
21 მაისი 2026, 19:28
მსოფლიო
ევროკომისიამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.1 პროცენტამდე შეამცირა - ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შესაძლოა განახევრდეს, თუ ირანში კონფლიქტი იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელია
ევროკომისიამ ხუთშაბათს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.1 პროცენტამდე შეამცირა, რადგან ახლო აღმოსავლეთის ომით გამოწვეულმა ენერგომატარებლების ფასების მკვეთრმა მატებამ ტემპების შენელება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
21 მაისი 2026, 19:26
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე: ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა
აი ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა, - წერს "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, "ლელოს" ლიდერებზე, გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე, რომლებმაც ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქ-პოსტი ხაზარაძის ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით "არასაინტერესოდ" მიიჩნიეს, თავად ჯანგირაშვილს კი "ლუზერი" უწოდეს.
21 მაისი 2026, 19:23
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სომხეთის ელჩს უმასპინძლა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, აშოტ სმბატიანი ეწვია.
21 მაისი 2026, 19:05
მსოფლიო
POLITICO: აშშ ნუუკში ახალ საკონსულოს გახსნის, რითაც გააძლიერებს თავის წარმომადგენლობას გრენლანდიაზე
აშშ ნუუკში ახალ საკონსულოს გახსნის, რითაც გააძლიერებს თავის წარმომადგენლობას გრენლანდიაზე, - წერს გამოცემა POLITICO.


