imedi /  01 აპრილი 2018, 23:30 / სანდო წყარო

NASA და SpaceX მარსზე გასაგზავნ ძაღლებს საქართველოშიც შეარჩევენ

მეცხვარე

მეცხვარე

NASA და SpaceX-ი მარსზე ადამიანებთან ერთად ძაღლების გაგზავნასაც აპირებს. როგორც ირკვევა, ძაღლებს NASA საქართველოდანაც შეარჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ზოომაღაზიათა ქსელი „ზოომარტი“ ავრცელებს.

"ზოომარტის" ცნობით, თითქმის 2-წლიანი კვლევის შემდეგ, უნიკალური კლიმატური პირობების გამო საქართველო მოხვდა იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც NASA და SpaceX კოსმოსური მისიისთვის ძაღლებს შეარჩევენ.

მისია "DogX 2019" ითვალისწინებს კოსმონავტებთან ერთად პირველი შინაური ცხოველის უსაფრთხო გაფრენას პლანეტა მარსზე.

"ზოომარტმა" NASA-სგან მიიღო პროგრამის ოფიციალური მასპინძლის აკრედიტაცია და ჩართული იქნება ცხოველის შერჩევის საორგანიზაციო საკითხებში 3-კაციან სამუშაო დელეგაციასთან ერთად: William E. Campbell (მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კინოლოგი), Dr. Laurie Coger (ცხოველების ფიზიოთერაპევტი) და Ann-Sofie Schreurs (პროგრამის კოორდინატორი).

ცხოველების შერჩევა დაიწყება 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება. როგორც "ზოომარტში" აცხადებენ, უახლოეს პერიოდში გაიხსნება სპეციალური ქართულენოვანი ვებგვერდი, სადაც დაინტერესებული ადამიანები ამ მისიასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. 

"ვიმედოვნებთ რომ ჩვენი ქვეყნისთვის მოხდება ისტორიული ფაქტი და მარსზე პირველი ცხოველი საქართველოს ბინადარი იქნება" - ამბობენ ზოომარტში.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

პოლ ალენი

16 ოქტომბერი 2018, 02:50

მსოფლიო

Microsoft-ის თანადამფუძნებელი პოლ ალენი გარდაიცვალა

აშშ-ში გარდაიცვალა პროგრამისტი და მეწარმე პოლ ალენი, რომელმაც ბილ გეიტსთან ერთად Microsoft-ი დააფუძნა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ თავის Twitter-ზე გამოაქვეყნა. ალენი 65 წლის იყო. რამდენიმე კვირის წინ მას კიბოს ერთ-ერთი სახეობის რეციდივი აღმოაჩნდა, რომლისგანაც ის რამდენიმე წლის წინ განიკურნა.

ჰაბიბ ნურმაგომედოვი

16 ოქტომბერი 2018, 00:56

სპორტი

ნურმაგომედოვს არ უნდა, რომ მეივეზერთან ბრძოლა ლას-ვეგასში გაიმართოს

ჰაბიბ ნურმაგომედოვი მეივეზერის პოსტს გამოეხმაურა. შერეული ორთაბრძოლის დაღესტნელი სპორტსმენი აცხადებს, რომ მას არ სურს ორთაბრძოლა ლას-ვეგასში ჩატარდეს.„არა ვეგასი, იქ არ უნდათ ჩემი ფული გადაიხადონ"- დაწერა ნურმაგომედოვმა Instagram-ზე.

კიმ ჩენ ინი

16 ოქტომბერი 2018, 00:38

მსოფლიო

რუსეთმა კიმ ჩენ ინი მიიწვია

როგორც პესკოვმა განმარტა, დრო და შეხვედრის ადგილი დიპლომატიური არხების მეშვებით გადაწყდება. მანამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ კიმ ჩენ ინი უახლოეს მომავალში რუსეთში ჩავიდოდა. სექტემბერში ვლადიმერ პუტინმა კიმ ჩენ ინი მოსკოვში დაპატიჟა.

ჯულიან ასანჟი

16 ოქტომბერი 2018, 00:29

მსოფლიო

ეკვადორმა ჯულიან ასანჟს ქცევის წესები შეუდგინა

ახალი წესების თანახმად, ასანჟმა და მისმა სტუმრებმა სისუფთავე და ჰიგიენა თავად უნდა დაიცვას. კერძოდ, ასანჟმა თავად უნდა მოუაროს თავის კატას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას თავშესაფარს გადასცემენ.

ჰაბიბ ნურმაგომედოვი 50 Cent

16 ოქტომბერი 2018, 00:04

სპორტი

50 Cent-ი ნურმაგომედოვს Bellator-ში გადასვლას სთავაზობს

როგორც ცნობილი რეპერი განმარტავს, ის მზად არის დაღესტანში ჩავიდეს და ნურმაგომედოვთან ამ თემაზე მოლაპარაკებები გამართოს. ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის ბრძოლის შემდეგ მომხდარ კონფლიქტში 50 Cent-მა ჰაბიბს დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც სპორტსმენმა რეპერი დაღესტანში დაპატიჟა.

ათონის მთა

15 ოქტომბერი 2018, 23:55

მსოფლიო

რუსული ეკლესიის მრევლი ათონის ტაძრებში ვერ ილოცებს

რუსული ეკლესიის მრევლი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან კავშირის გაწყვეტის გამო ათონის მთაზე მდებარე ტაძრებში ლოცვას ვეღარ შეძლებს. 15 ოქტომბერს მინსკში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

15 ოქტომბერი 2018, 23:34

მსოფლიო

აშშ-მა „ჰეზბოლა“ საერთაშორისო დანაშაულებრივი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

„ჰეზბოლასთან“ ერთად ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების სიაში მოხვდნენ ასევე ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში მოქმედი ჯგუფი Mara Salvatrucha და მექსიკასა და კოლუმბიაში მოქმედი კარტელები: Cartel de Jalisco Nueva Generacion-ი, Sinaloa Cartel-ი და Clan de Golfo.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი

15 ოქტომბერი 2018, 23:10

ტექნოლოგიები

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი ხელოვნური ინტელექტის განსავითარებლად კოლეჯს ხსნის

საგანმანათლებლო დაწესებულება კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე იქნება ფოკუსირებული და სტუდენტებს ამ სფეროს (AI) თეორიასა და ეთიკას შეასწავლის. კოლეჯი (MIT) „ეთიკური ევოლუციის“ განვითარებაში მთლიანობაში $1 მილიარდის ინვესტიციას დებს.

15 ოქტომბერი 2018, 22:59

მსოფლიო

მილანის მოსახლეობას ტოქსიკური ღრუბელი ემუქრება

ხანძრის ჩასაქრობად 10-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. ადგილობრივი მთავარობა შეშფოთებულია: ტოქსიკურმა ღრუბელმა შესაძლოა სახლებში შეაღწიოს.

სურათი თეთრ სახლში

15 ოქტომბერი 2018, 22:51

კულტურა

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის და სხვა რესპუბლიკელი პრეზიდენტების ერთობლივი სურათი დაკიდეს

ფოტოზე დონალდ ტრამპი დუაიტ ეიზენჰაუერსა და რიჩარდ ნიქსონს შორის ზის მაგიდასთან. ტრამპის მოპირდაპირედ კი აბრაამ ლინკოლნია. სურათზე ასევე არიან თეოდორ რუზველტი, ჯერალდ ფორდი და ორივე ბუში. ტილოზე ენდი ტომასმა იმუშავა.

ჩიკე

15 ოქტომბერი 2018, 22:27

მსოფლიო

ჩილეში მშვიდობიანი მსვლელობა პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ჩილეში მშვიდობიანი მსვლელობა, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილოება, პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქცია ჩილეს უძველესი ჯგუფის მაპუჩეს დასაცავად გაიმართა, რომლებიც კოლონიზაციის წინააღმდეგ გამოდიან

15 ოქტომბერი 2018, 22:06

სპორტი

შანხაიაში „ვერტიკალური“ მარათონი გაიმართა

შეჯიბრება შანხაის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში ჩატარდა. მონაწილეებს 1460 საფეხურის დაძლევა მოუხდათ, რათა გარბენი ცათამბჯენის 57-ე სართულზე დაესრულებინათ. მარათონის გამარჯვებულები პოლონელი პეტრე ლობოძინსკი და ავსტრალიელი სიუზი უოლშენი გახდნენ.

კანაფი

15 ოქტომბერი 2018, 21:52

მსოფლიო

კანადაში სტუდენტები კანაფის მოყვანას სწავლობენ

კანადაში მარიხუანა ლეგალიზებული 2018 წლის ივნისში გახდა. რამდენიმე დღის წინ კი ცნობი გახდა, რომ კანადის ხელისუფლებამ თვითმფრინავის მგზავრებს კანაფის წაღების უფლება მისცა. კანადა „დიდი შვიდიანის“ პირველი ქვეყანაა, სადაც მარიხუანის ფლობა, მოხმარება და გაყიდვაა ნებადართული.

15 ოქტომბერი 2018, 21:45

ვიდეო

ქრონიკა 20:00 საათზე - 15 ოქტომბერი, 2018 წელი

ფლოიდ მეივეზერი

15 ოქტომბერი 2018, 21:35

სპორტი

ფლოიდ მეივეზერმა ჰაბიბ ნურმაგომედოვის გამოწვევა მიიღო

როგორც მეივეზერი Instagram-ზე წერს, ის მზად არის ნურმაგომედოვს დაუპირისპირდეს. „CBS, Showtime და MGM Grand: მოამზადეთ ჩეკები! შედით ლეონარდ ელერბის გვერდზე და იხილეთ ხაბიბის გამოწვევა. მოდით, ვეგასი კვლავ დიდებული გავხადოთ.“

15 ოქტომბერი 2018, 21:34

ვიდეო

პრეზიდენტობის კანდიდატები ამომრჩევლებს თბილისსა და რეგიონებში ხვდებიან

15 ოქტომბერი 2018, 21:26

ვიდეო

2019 წელს პენსიების 20 ლარზე მეტით ზრდას საპარლამენტო უმრავლესობაც ითხოვს

SEARS

15 ოქტომბერი 2018, 21:22

ეკონომიკა

ამერიკული ქსელი SEARS-ი კოტრდება

გაკოტრების განაცხადში SEARS-მა თავისი ქონება $6,9 მილიარდად შეაფასა. SEARS-ი რეორგანიზაციის ხარჯზე მცირე ოპერაციებზე გადართვაც ცდილობს, რათა მრავალწლიანი დანაკარგის შემდეგ შესაძლო მოგებაზე გავიდეს. კომპანიის ისტორია 1880 წელს კატალოგით საფოსტო შეკვეთების ბიზნესით დაიწყო.

15 ოქტომბერი 2018, 21:19

ვიდეო

შავი ზღვის უნივერსიტეტის საქმეს ავტორიზაციის საბჭო ხელახლა 30 დღის ვადაში განიხილავს

15 ოქტომბერი 2018, 21:06

ვიდეო

საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები 37 წლის დავით ქმოსტელის მკვლელობის საქმეს განიხილავენ