როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულის ინფექციებისაგან
ფოტო: shutterstock.com
ზაფხულობით ბავშვები ხშირად ავადდებიან ინფექციური ვირუსებით. ლაპარაკია ძირითადად ინფექციებზე, რომლებსაც იწვევს ზოგიერთი ენტეროვირუსი (მაგალითად, კოკსაკის ვირუსი, ექოვირუსი, და თავად ენტეროვირუსი) და ადენოვირუსი. ასეთი დაავადებები წელიწადის სხვა დროსაც გვხვდება, მაგრამ იშვიათად.
ადენოვირუსული ინფექციის აფეთქება ხდება ხოლმე საბავშვო ბანაკებში, კოკსაკის ვირუსი - გავრცელებულია კურორტებზე.
როგორ ამოვიცნოთ ეს ინფექციები. ერთი მხრივ ეს დაავადებები შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს, მაგრამ მათ საერთოც აქვთ - მომატებული ტემპერატურა. მაგალითად, ენტეროვირუსულ ინფექციებში (კერძოდ, დაავადება „ხელი-ფეხი-პირი“ (Hand-Foot-and-Mouth) და ჰერპანგინა) სიცხე შეიძლება ერთადერთი სიმპტომი იყოს. სხვა სიმპტომები ჩვეულებრივ ასეთია:
- გამონაყარი კანზე ან ლორწოვანზე. დაავადების „ხელი-ფეხი-პირი“-ს დროს სახელწოდებაში ჩამოთვლილ ყველა მონაკვეთზე ჩნდება წითელი ლაქები ცენტრში ბუშტებით. ჰერპანგინის დროს პირში ჩნდება აფტები - მცირე გამონაყარი შემოსაზღვრული წითელი კანტით. ეს ყველაფერი ხშირად საკმაოდ მტკივნეულია. პარექოვირუსები და ექოვირუსები იწვევს ასევე გამონაყარს, რომელიც სხვადასხვა სახისა, რაშიც ექიმის გარეშე გარკვევა რთული იქნება.
- მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია. თითქმის ყველა ზემოაღნიშნული ვირუსი იწვევს მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას, და ასეთი სიმპტომები ზაფხულში, დიდი ალბათობით, მათგან წარმოიქმნება.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს. ტრადიციულად მხოლოდ გართულების შემთხვევაში. ხშირად დაავადება რამდენიმე დღეში თავად გადის, უბრალოდ საჭიროა პაციენტმა საკმარისი სითხე მიიღოს და თუ სიცხე მაღალია და ბავშვი თავს ცუდად გრძნობს - სიცხისდამწევები/ტკივილგამაყუჩებლები (გარდა ასპირინისა, რომლის მიღებაც ბავშვებისათვის არ შეიძლება). ანტიბიოტიკები ვირუსების წინააღმდეგ არ მუშაობს, ასეთ სიტუაციაში ვირუსის საწინააღმდეგო სასარგებლო პრეპარატები, ჯერჯერობით ფაქტობრივად არ არსებობს. თუ თქვენ მაინც მიმართავთ ექიმს, ის დიდი ალბათობით, არანაირ კვლევას არ დაგინიშნავთ: დიაგნოზისათვის საკმარისია მარტივი დათვალიერება და საუბარი.
მაგრამ არსებობს სიტუაციები, როდესაც სპეციალისტისთვის მიმართვა აუცილებელია. მაგალითად, თუ პაციენტს ყელი სტკივა ან მაღალი სიცხე აქვს ექიმმა უნდა გამორიცხოს ბაქტერიული ინფექცია. ასევე აუცილებელია საავადმყოფოში მისვლა თუ გამონაყარს შუშის ჭიქის ზედაპირს აჭერთ და ის არ ფერმკთალდება. ექიმის დახმარება საჭიროა ასევე, თუ:
- მდგომარეობა სულ უფრო უარესდება;
- ბავშვს აქვს გაუწყლოვნება (ცოტას შარდავს, უცრემლოდ ტირის);
- ბავშვს უჭირს სუნთქვა;
- გამონაყართან შეხება სტკივა და ის უჩირქდება;
- კისერი უშეშდება, სტკივა თავი.
ასეთი ვირუსებით არამხოლოდ ბავშვი, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაავადდეს.
როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და ბავშვები ვირუსებისაგან. პროფილაქტიკის სპეციფიკური ზომები არ არსებობს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჰიგიენის ტრადიციული წესების დაცვა.
ენტეროვირუსები გადამდებია პაციენტთან მჭიდრო კონტაქტის დროს. მაგალითად, თუ თქვენ რაიმენაირად (პირდაპირ ან დაბინძურებული კარის სახელურის გზით) შეეხეთ ადამიანის გამონაყოფს, მაგალითად ნერწყვს, და შემდეგ - თვალებს, ცხვირს ან პირს. ბევრი ადენოვირუსი გადამდებია ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამიტომ:
- სწორად დაიბანეთ ხელი, ანუ საკმაოდ დიდხანს, ხარისხიანად და ყველა ისეთი შემთხვევის შემდეგ, თუ მასზე სახიფათო ვირუსი მოხვდა;
- შეეცადეთ მინიმალურად ეკონტაქტოთ დაავადებულ ადამიანს ან სულ ცოტა ასწავლეთ მას სწორად ხველება და დაცემინება (საჭიროა ქაღალდის ცხვირსახოცით ცხვირის და პირის დაფარვა და ისე დაცემინება და ამ ცხვირსახოცის უმალ გადაგდება. თუ ცხვირსახოცი არ არის, საჭიროა დაცემინების და დახველების დროს ცხვირის და პირის ხელის იდაყვით დაფარვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსიანი გამონაყოფი ყველა მხარეს მიმოიფრქვევა).
ზემოხსენებული ვირუსების წინააღმდეგ ვაქცინები მხოლოდ ჩინეთშია. ადენოვირუსის წინააღმდეგ აცრაც არ შეიძლება, როგორც პარექოვირუსისაგან.
მიჩნეულია, რომ დაავადებული ადამიანი ყველაზე მეტად სახიფათოა გარშემომყოფთათვის სიმპტომების გამოვლინების პირველ კვირაში. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ბავშვის წაყვანა საბავშვო ბაღში და სკოლაში მას შემდეგ შეიძლება, რაც ტემპერატურა ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდება, უკეთ იგრძნობს თავს და გაუმჯობესდება კანის მდგომარეობა, თუ გამონაყარი ჰქონდა.
ყველა სიახლე
19 აპრილი 2026, 09:48
პოლიტიკა
„ტრამპის ორგანიზაცია“: თბილისის ახალი სიმბოლო - გლობალური ფუფუნების ცხოვრების ახალი სტანდარტი
“Trump organization” ახალი პროექტის - Trump Tower Tbilisi შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70 სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.
19 აპრილი 2026, 09:34
პოლიტიკა
ერიკ ტრამპი: ტრამპის სახელი უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, „ტრამპთაუერ თბილისი“ კი ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. მოხარულები ვართ, რომ საქართველოსთვის გლობალური რეპუტაციის მქონე ხარისხის შეთავაზება შეგვიძლია
ტრამპის სახელი მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, ხოლო Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ვამაყობთ, რომ ამ გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს საქართველოში ვნერგავთ და განსაკუთრებით გვიხარია თანამშრომლობა ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან.“- აცხადებს ერიკ ტრამპი, “ტრამპის ორგანიზაციის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.
19 აპრილი 2026, 09:30
სპორტი
თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს - მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო
თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მოადგილესთან ირაკლი მეძმარიაშვილთან და ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოტთან ერთად დაესწრო.
19 აპრილი 2026, 09:14
მსოფლიო
უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მადიარის პარტიამ 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება
უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მადიარის პარტიამ 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.
19 აპრილი 2026, 09:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
19 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
19 აპრილი 2026, 08:33
მსოფლიო
კიევში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა - გამოძიება ტერორისტული თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს
კიევში, გოლოსეევსკის რაიონში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
19 აპრილი 2026, 08:11
მსოფლიო
ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი იქამდე დარჩება, სანამ აშშ ირანის პორტების ბლოკადას არ მოხსნის
ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი იქამდე დარჩება, სანამ აშშ ირანის პორტების ბლოკადას არ მოხსნის
19 აპრილი 2026, 00:28
პოლიტიკა
The Wall Street Journal: „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ
კავკასიაში ტრამპის ბრენდის ახალი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალა ტრამპის საოჯახო ფირმამ მიდგომა საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოებისადმი ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პერიოდში, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
19 აპრილი 2026, 00:04
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს
კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება.
18 აპრილი 2026, 23:06
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფომ უნდა დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის
„სამედიცინო სფერო ავიღოთ - მეთოდები და ტექნოლოგიები მუდმივად იხვეწება. შესაძლოა არსებობდეს ექიმი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობით მნიშვნელოვან ტექნოლოგიას ჩამოიტანს. ასეთ შემთხვევაში, პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ და არ უნდა შეიქმნას ისეთი ბარიერი, რომელიც მის საქმიანობას შეაფერხებს. თუმცა მთავარი არსი არის ის, რომ სახელმწიფომ დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შრომითი მიგრაციის საკითხებზე საუბრისას.
18 აპრილი 2026, 22:48
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც ბიზნესი ამბობს, რომ პროდუქტის გაიაფებისა და მეტი მოგების მიღების მიზნით უფრო იაფი მუშახელის ჩამოყვანა სურს, სამართლიანია, სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქე და არ მისცეს ბიზნესს ამის შესაძლებლობა
„ვფიქრობ, სავსებით დროული იყო სახელმწიფოს ინიციატივა, შრომითი მიგრაციის საკითხის რეგულირების შესახებ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და გადავდგით საკმაოდ მკვეთრი და გაბედული ნაბიჯები შრომითი მიგრაციის დასარეგულირებლად, რასაც შესაძლოა, დიდწილად ეწირებოდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესები“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
18 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლების მიზანი არ არის ვინმესთვის წნეხის შექმნა - პრივილეგიას ვითხოვთ საქართველოს მოქალაქისთვის
გულის სიღრმეში მაქვს განცდა, რომ ყველა ჩვენი ოპონენტი გვეთანხმება. ყველას გაუჭირდება განცხადების გაკეთება იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი საქართველოს სახელმწიფოსთვის, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
18 აპრილი 2026, 22:23
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: პროექტ „ხელოვნების ბაღის“ მიზანი, ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპების მხარდაჭერა და მათი ეკონომიკური გაძლიერებაა
რუსთავში, კლდიაშვილის სახელობის სკვერში, მრავალფუნქციური სივრცე - „ხელოვნების ბაღი“ გაიხსნა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის, გამოფენის და რეალიზების შესაძლებლობა უსასყიდლოდ აქვთ. რუსთავის მერიის ახალი პროექტის - ,,ხელოვნების ბაღი" მიზანი, ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპების მხარდაჭერა, მათი ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაა.
18 აპრილი 2026, 22:17
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: რაც უფრო მეტად იქნება ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოფილი, მით უფრო მაცდური იქნება, რომ არალეგალი მიგრანტები შემოვიდნენ
რაც უფრო მეტად იქნება ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოფილი, მით უფრო მაცდური იქნება, რომ არალეგალი მიგრანტები შემოვიდნენ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი- დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ შრომით მიგრაციაზე საუბრისას.
18 აპრილი 2026, 22:12
საზოგადოება
შოთა ბურჯანაძე: საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ მიგრანტებზე უარის თქმა წარმოუდგენელია - ჩვენ არ უნდა ვებრძოდეთ ადამიანებს, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა
ჩვენ არ უნდა ვებრძოდეთ ადამიანებს, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, - განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ მიიჩნევს, რომ მიგრანტებზე უარის თქმა წარმოუდგენელია.
18 აპრილი 2026, 22:05
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მედიცინაში, სადაც [სპეციალისტის] დეფიციტი არ არის, შეზღუდული უნდა იყოს უცხოელი ექიმების აქ მუშაობის შესაძლებლობა, რაც არ უნდა მარკეტინგულად საინტერესო იყოს ეს ვინმესთვის
„ჩვენი კანონით გაჩენილი შესაძლებლობის მთავარი ფუნქცია არის, რომ შექმნას მექანიზმი და მოდელი, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ გავარკვიოთ და დავახარისხოთ, რომ ეს კონკრეტული ვაკანსია, რომელზეც ვინმე ითხოვს უცხოელის ჩამოყვანას, არის მხოლოდ სიიაფის გამო და აქვს თუ არა მას ქართული ალტერნატივა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
18 აპრილი 2026, 21:47
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი რადიკალების ახალ ალიანსზე: ყოველი გაერთიანების დროს, საკუთარ თავს და ამომრჩეველს ატყუებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია
ოპოზიციის გაერთიანების მორიგ მცდელობას აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მან გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, გაერთიანების მეხუთე მცდელობაც ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც წინა ოთხი.
18 აპრილი 2026, 21:44
პოლიტიკა
ზურაბ მახარაძე შრომით მიგრაციაზე: საქართველოს მთავრობის ამოცანაა კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა და არა, ზოგადად პლანეტარული კეთილდღეობის დამყარება. აქედან გამომდინარე, რეგულაციები სწორია
„საქართველოს მთავრობის ამოცანაა კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა და არა, ზოგადად პლანეტარული კეთილდღეობის დამყარება. აქედან გამომდინარე, რეგულაციები სწორია“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი- დებატები“ პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძემ.
18 აპრილი 2026, 21:43
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ პირველ რიგში ისეთი რეგულაციები უნდა მოიფიქრო, შესაძლებელი გახდეს, პირველი საქართველოს მოქალაქე დასაქმდეს და შემდეგ ნებისმიერი სხვა
პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ ისეთი რეგულაცია უნდა მოიფიქროს, რომ პირველ რიგში თავისი ქვეყნის მოქალაქე დასაქმდეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
18 აპრილი 2026, 21:20
პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი: საქართველოზე ბევრად უფრო ღარიბი ქვეყნებიც არსებობენ და როგორც ქართველები მიდიან ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ვიღაცასაც უნდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და აქ რამე გააკეთოს
გვესმის, რომ საქართველოს ისეთ მდგომარეობაშია, რომ საქართველოზე ბევრად უფრო ღარიბი ქვეყნებიც არსებობენ და როგორც ქართველები მიდიან ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ვიღაცასაც უნდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და აქ რამე გააკეთოს, - განაცხადა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ შრომითი მიგრაციის გამოწვევებზე საუბრისას.


