imedi /  12 ივლისი 2018, 22:38 / სანდო წყარო

თბილისში ახალგაზრდა ნატურალისტთა მეექვსე საერთაშორისო ტურნირი დასრულდა

ტურნირის დახურვა

ტურნირის დახურვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მუზეუმის დარბაზში, საზეიმო ვითარებაში დასრულდა ახალგაზრდა ნატურალისტთა მეექვსე საერთაშორისო ტურნირი (http://iynt.org/tbilisi/). ფინალში ერთმანეთს ებრძოდნენ ბულგარეთი-სოფიის, საქართველო-კომაროვის და შვეიცარიის გუნდები.

დაძაბულ და საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში გაიმარჯვა და ოქროს მედლები მოიპოვა შვეიცარიის გუნდმა. დანარჩენმა ორმა გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა, ხოლო ნახევარფინალებში გასულმა კიდევ ექვსმა გუნდმა - ბრინჯაოს მედლები.

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი  ოლიმპიადებისგან განსხვავებული, ინტელექტუალური კონკურსია 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის. ტურნირი წარმოაჩენს მოსწავლეების  უნარს წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა) დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები  და  შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში.

ტურნირი თბილისში 6 ივლისს გაიხსნა და 11 ივლისს დასრულდა. მასში მსოფლიოს 9 ქვეყნის 15 გუნდი მონაწილეობდა.

ყველა სიახლე

10 აგვისტო 2020, 21:31

რეგიონი

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ის კიდევ 9 შემთხვევა გამოვლინდა

​​​​​​​კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ცხრა შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 55 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა, მათგან ცხრას კი COVID19 -ი დაუდასტურდა.

ანტონიო გუტერეში

10 აგვისტო 2020, 21:30

მსოფლიო

გაეროს გენმდივანი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, მაქსიმალური თავშეკავებულობა გამოიჩინონ და მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყონ

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ბელარუსის ხელისუფლებას თავშეკავებულობის გამოჩენისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 21:29

რეგიონი

მესტიაში, შავღელეს მონაკვეთთან მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედაგად, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, შავღელეს მონაკვეთან, მეწყრული პროცესები განვითარდა. ჩამოწოლილმა მიწის მასამ საავტომობილო გზა ჩაკეტა, რის გამოც მაგისტრალზე მოძრაობა პარალიზებულია. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომსპეციალური ტექნიკის მუშაობა საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ნინო ვიბლიანი

10 აგვისტო 2020, 20:49

COVID19

ნინო ვიბლიანი: ლენჯერში ამ დროისთვის 300-ზე მეტი ბილიოგიური ნიმუშია აღებული

მესტიის მუნციპალიტეტი, ლენჯერის ტერიტორიაზე დაწყებულია ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა და ამ ეტაპისთვის აღებულია 300-ზე მეტი ბიოლოგიიური მასალა - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერანტორის მოადგილემ განაცხადა. ნინო ვიბლიანის თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ნაკლები კონტაქტები ჰქონდეთ და იყვნენ თვითიზოლაციაში.

ალექსანდერ ვან დერ ბელენი

10 აგვისტო 2020, 20:33

მსოფლიო

ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს

ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Austria Presse Agentur-ი ავსტრიის პრეზიდენტის კანცელარიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სოზარ სუბარი

10 აგვისტო 2020, 20:33

რეგიონი

სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, მესტიის მოსახლეობა ითანამშრომლებს ჯანდაცვის სპეციალისტებთან და დავამარცხებთ COVID19-ის მცირე ლოკალურ აფეთქებას

​​​​​​​​კორონავირუსთან დაკავშირებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ არ დავკარგოთ კონტროლი, პერიოდულად ხდება ზომების გამკაცრება რეგიონების მიხედვით. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ არ მოგვიწიოს მთელ ქვეყანაში მკაცრი ზომების მიღება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

10 აგვისტო 2020, 20:26

რეგიონი

სოზარ სუბარი: სიტუაცია კონტროლიდან რომ არ გაგვექცეს, რეგიონებში მკაცრი ზომების მიღება გვიწევს

მესტიაში დაწყებულია ფართომასშტაბიანი ტესტირება, დღეს 6 ჯგუფი მუშაობდა, ხვალიდან ამ ჯგუფების რაოდენობა გაიზრდება, მაქსიმალურად სწრაფად გვინდა ამოვწუროთ ყველა ის ადამიანი, რომელთანაც შეიძლება რაიმე საეჭვო კონტაქტი არსებობდეს, - ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

10 აგვისტო 2020, 20:08

მსოფლიო

ნატოს გენმდივანი: ალიანსი ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას გმობს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობის გამო, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

10 აგვისტო 2020, 19:47

მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ კანდიდატის პრესმდივანმა, ანა კრასულინამ სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა.

10 აგვისტო 2020, 19:33

COVID19

ჯანმო: ვირუსს ტვინი არ აქვს, ტვინი ჩვენ გვაქვს - ვირუსის ჭკუაში მოტყუებას შევძლებთ, თუ საჭირო ზომებს მივმართავთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალჩინოსნების განცხადებით, Covid-19 სასტიკია თავისი სიმარტივით, მაგრამ არსებობს უამრავი რამ, რაც მისი ჭკუაში მოტყუებისთვის შეიძლება გაკეთდეს.

10 აგვისტო 2020, 19:23

ეკონომიკა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო: სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 515 495-მა პირმა მიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 10 აგვისტოს მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 251 690 პირი. ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია უკვე გადარიცხულია 171 801 პირზე, სულ 51 540 300 ლარი.

მიხეილ რამიშვილი

10 აგვისტო 2020, 19:15

სამართალი

ადვოკატი: ამ დრომდე ვერცერთი სოციალური ქსელიდან თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ ინფორმაციას ვერ ვიღებთ

ვერცერთი სოციალური ქსელიდან თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ ინფორმაციას ვერ ვიღებთ. შეცვლილია სამსახურეობრივი ფოსტის კოდი, - ამის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

10 აგვისტო 2020, 18:55

მსოფლიო

ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მომხდარი მძლავრი აფეთქებისა და შემდგომი საპროტესტო აქციების ფონზე ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა, ჰამად ჰასანმა განაცხადა.

ჰაიკო მაასი

10 აგვისტო 2020, 18:45

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირმა ბელარუსისთვის სანქციების განახლების საკითხი უნდა განიხილოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის განცხადებით, ევროკავშირმა ბელარუსისთვის სანქციების განახლების საკითხი უნდა განიხილოს.

10 აგვისტო 2020, 18:44

რეგიონი

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი არსებული ამორტიზებული საავტომობილო გზა, გზის სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

10 აგვისტო 2020, 18:33

მსოფლიო

ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 1000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსი 1 008 ადამიანს დაუდასტურდა, 35 პაციენტი კი გარდაიცვალა.უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ქვეყანაში ვირუსი 81 957 ადამიანს დაუდგინდა, 1 922 გარდაიცვალა, 44 359 კი გამოჯანმრთელდა.

მაიკ რაიანი

10 აგვისტო 2020, 18:30

COVID19

ჯანმო: Covid-19-ის შეჩერება განსაკუთრებულად რთულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, Covid-19-ის შეჩერება განსაკუთრებულად რთულია, და მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ სად დაირღვა ადამიანებსა და ცხოველებს შორის ბარიერი.

რატი იონათამიშვილი

10 აგვისტო 2020, 18:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ძალიან უხერხულია, როდესაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ,,საარჩევნო კოდექსში" ვერ ერკვევა და დილეტანტურ განცხადებას აკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსში ვერ ერკვევა.

10 აგვისტო 2020, 18:26

რეგიონი

კახეთში, მეოთხე დღეა 70 წლის კაცს ეძებენ

კახეთის რეგიონში, მეოთხე დღეა გაუჩინარებულ 70 წლის კაცს ეძებენ. imedinews- ის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მცხოვრები მერაბ ამბროსიძე სახლიდან ოთხი დღის წინ დილით გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

10 აგვისტო 2020, 18:17

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმაб ირაკლი ქადაგიშვილმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.