Imedi /  10 სექტემბერი 2018, 00:24 / სანდო წყარო

რა ემართება ქალის ორგანიზმს თუ მას დიდხანს არ აქვს სექსი

73 წლის გერმანელმა მსახიობმა მარიანე ზეებრეხტმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ბოლო 43 წლის განმავლობაში სექსი არ ჰქონია, ამაზე კი უარი საკუთარი სურვილით თქვა. რა მოსდის ქალის სხეულს მაშინ, როდესაც მას დიდი ხნის განმავლობაში სექსი არ აქვს? - წერს გერმანული Bild-ი.

გამოცემის ცნობით, სექსის არქონამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომი, რომელსაც მედიცინაში "ვაგინალური ატროფია" ეწოდება.

სექსოლოგი ბეატრისე ვაგნერი Bild-თან ინტერვიუში განმარტავს, თუ რა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ორგანიზმზე სექსის არქონას.

"თუ ქალებს ინტიმური კავშირი დიდი ხნის განმავლობაში არ აქვთ, გენიტალიურ არეში შესაძლოა ქავილი, წვა და მძიმე ტკივილი წარმოიშვას. ის, რაც ერთი შეხედვით, შესაძლოა ვაგინალური კანდიდოზი გვეგონოს, რეალურად შეიძლება ვაგინალური ატროფია აღმოჩნდეს. ამ დაავადების კიდევ ერთი სიმპტომია ძლიერი ტკივილი, რომელიც სექსის დროს წარმოიქმნება იმ შემთხვევაში თუ მანამდე დიდი ხნის განმავლობაში სექსუალური კავშირი არ ყოფილა", - ამბობს თერაპევტი. 

ექიმის განმარტებით, დიდი ხნის განმავლობაში სქესობრივი კავშირის არქონის გამო ქალის საშო ხდება ძალიან მგრძნობიარე, რაც ხანგრძლივი თავის შეკავების შემდეგ პირველივე სექსის დროს ტკივილის სახით იჩენს თავს. ეს ასევე ხდება მენოპაუზის დროს, როდესაც ქალის სხეული საკმარისი რაოდენობით ესტროგენებს აღარ გამოიმუშავებს.

ყველა სიახლე

04 მარტი 2026, 10:18

კულტურა

Warner Bros.-ი „სამეფო კარის თამაშების“ მოტივებზე ფილმს გადაიღებს

ფილმი მიეძღვნება ეიგონ I ტარგარიენს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „დამპყრობელი“. მოქმედება ორიგინალი სერიალის მოვლენებამდე დაახლოებით 300 წლით ადრე განვითარდება და მოგვითხრობს, თუ როგორ გააერთიანეს ეიგონმა და მისმა დებმა შვიდი სამეფო.

04 მარტი 2026, 10:17

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი დაამყარეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ირანელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი დაამყარეს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

04 მარტი 2026, 10:13

რეგიონი

გორის ვაჟა-ფშაველას სახელობის საჯარო სკოლაში საზღვრისპირა 19 სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქალაქ გორის ვაჟა-ფშაველას სახელობის საჯარო სკოლაში საზღვრისპირა 19 სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

04 მარტი 2026, 10:09

საზოგადოება

ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კიდევ ოთხ ქართულ სტარტაპს მიენიჭა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ოთხ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა, რაც 0%-იან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთისა და სხვა შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

04 მარტი 2026, 09:48

საზოგადოება

კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა

სამსახურის დირექტორმა იმერეთის რეგიონში, კერძოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შმაგი სოფრომაძის დედას, ქალბატონ ქეთოს, ვანის მუნიციპალიტეტში, შინდისის ბრძოლის გმირის, მიხეილ დვალიშვილის დედას, ქალბატონ მედეას, შემდეგ გურიაში_ ოზურგეთში, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დედას, ქალბატონ ციურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, აფხაზეთის ომში დაღუპული ბესარიონ ვასაძის დედას, ქალბატონ მეგისას დედის დღე მიულოცა.

04 მარტი 2026, 09:20

მსოფლიო

აშშ-მა ოთხი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც ირანის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლნენ

აშშ-მა ოთხი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც 1 მარტს ირანის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

04 მარტი 2026, 09:00

მსოფლიო

აშშ-მა საუდის არაბეთსა და ომანში საელჩოების თანამშრომლებს ქვეყნების დატოვების უფლება მისცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უფლება მისცა საუდის არაბეთსა და ომანში განლაგებული ამერიკული საელჩოების თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს დატოვონ აღნიშნული ქვეყნები.

04 მარტი 2026, 08:30

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირებაზე: შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას

„არაფერს ისეთს არც „იმედი“ და არც POSTV-ი არ აკეთებდა, რასაც მაგალითად არ ამბობენ აშშ-ის მოქმედი მაღალჩინოსნები, ძალიან გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები, რასაც არ ამბობს ევროკომისიის უკანასკნელი კვლევა. აქ ადგილი გვქონდა უბრალოდ ხელების გადაგრეხის მცდელობასთან. შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“, - აღნიშნა ფაღავამ.

ლევან მაჭავარიანი

04 მარტი 2026, 08:30

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: „იმედი“ და POSTV საუბრობენ სიმართლეს, რაც ვიღაცებს არ მოსწონთ, მათ, ვისაც საქართველოში არეულობა და ქაოსი სურთ

„ეს მედიასაშუალებები საუბრობენ სიმართლეს, რაც ვიღაცებს არ მოსწონთ, მათ, ვისაც საქართველოში არეულობა და ქაოსი სურთ. ერთის მხრივ ეგ [დასანქცირება] ემსახურება იმას, რომ გამოათავისუფლონ ველი ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებებისთვის, მეორეს მხრივ, უნდათ, რომ დასაჯონ თავისუფალი მედია, სიტყვა საქართველოში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

04 მარტი 2026, 08:21

პოლიტიკა

პარლამენტი მიმდინარე კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, მათ შორის განხილულ იქნება ცვლილებები „გრანტების შესახებ კანონში“

პარლამენტი მიმდინარე კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს. საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განხილულ იქნება „გრანტების შესახებ კანონში“, საქართველოს საარჩევნო კოდექსში და იურიდიული დახმარების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები.

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი

04 მარტი 2026, 08:17

პოლიტიკა

დღეს ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრაა დაგეგმილი

საქართველოში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა. მხარეები ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, რეგიონულ საკითხებს, ასევე საქართველო-სომხეთის შუა დერეფნის როლს განიხილავენ. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიასთან პრესკონფერენციაც გაიმართება.

04 მარტი 2026, 08:13

მსოფლიო

CNN: ისრაელმა ირანის საიდუმლო მიწისქვეშა კომპლექსზე მიიტანა იერიში

ისრაელმა საიდუმლო მიწისქვეშა კომპლექსზე მიიტანა იერიში, რომელსაც ირანელი მეცნიერები ბირთვული იარაღისთვის საჭირო შესაძლებლობების შესაქმნელად იყენებდნენ. ინფორმაციას CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

04 მარტი 2026, 08:09

მსოფლიო

ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აეროპორტის ტერიტორიიდან კვამლი ამოდის. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ თეირანში საჰაერო დარტყმების ფართომასშტაბიანი ტალღაა.

04 მარტი 2026, 08:00

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

მოჯთაბა ხამენეი

04 მარტი 2026, 01:30

მსოფლიო

Deutsche Welle: აიათოლა ხამენეის ვაჟი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს

მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს.

დონალდ ტრამპი

04 მარტი 2026, 01:24

მსოფლიო

ტრამპი ირანელებს: თუ აპირებთ გარეთ გასვლას და პროტესტს, ჯერ ნუ იზამთ ამას, იქ ძალიან საშიშია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერჯერობით არ სურს ირანელების მიერ პროტესტის გამოხატვა.

04 მარტი 2026, 01:14

რეგიონი

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

კახა კალაძე

04 მარტი 2026, 00:40

საზოგადოება

კახა კალაძე: მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, რიადიდან ჩამოვფრინდით სტამბოლის აეროპორტში და თბილისში ვბრუნდებით

თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამოქალაქეებს სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის საშუალებით სტამბოლის აეროპორტიდან მიმართა.

ემანუელ მაკრონი

03 მარტი 2026, 23:48

მსოფლიო

მაკრონი: აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ხორციელდება

აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ხორციელდება, რასაც ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

03 მარტი 2026, 23:14

პოლიტიკა

სამხარაძე ბრენდან ჰანრაჰანთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ ორმხრივი ინტერესის ბევრ საკითხზე - საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ, დავუდასტურეთ მზაობა, რომ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე

საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ, ჩვენ დავუდასტურეთ მზაობა, რომ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელთან, ბრენდან ჰანრაჰანთან შეხვედრის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.