imedi /  17 მარტი 2017, 17:16 / სანდო წყარო

ბრიტანეთში ბავშვები 3 მშობლისგან გაჩნდებიან

ნიუკასტლის უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის პირველი ინსტიტუტი გახდა, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის დროს, 3 ადამიანის დნმ-ის გამოყენების უფლება მიეცა. ამის შესახებ CBS News-ი წერს.

კანონი, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების დროს 3 ადამიანის დნმ-ის გამოყენების უფლებას იძლევა, ძალაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა.ლიცენზია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ემბრიონოლოგიურმა ცენტრმა გასცა.

ლიცენზიის მომხრეების განმარტებით, ახალი მეთოდი გენეტიკური დაავადებების რიცხვს შეამცირებს, ხოლო მოწინააღმდეგებს მიაჩნიათ, რომ ეს მეთოდი მიუღებელია და მშობლებს ამით თავიანთი კრიტერიუმებით „ბავშვების შექმნის“ შესაძლებლობა ეძლევათ.

ექიმების თქმით, ქალებს აქვთ „ბიოლოგიური პოტენციალი“ მოკლას მუტაციური გენები. ამიტომ ახალი მეთოდის მიხედვით, დედის და მამის დნმ-ის სინთეზს დაემატება კიდევ ერთი ჯანმრთელი ქალის მიტოქონდრიები. 

ყველა სიახლე

09 დეკემბერი 2022, 15:56

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში, ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩაზე, რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 15:50

საზოგადოება

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

09 დეკემბერი 2022, 15:45

რეგიონი

აჭარაში სპორტისა და სპორტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ფინანსთა მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო სპორტის მიმართულებით აქტუალურ საკითხებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 15:40

საზოგადოება

დავით ნარმანია ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის საცალო სეგმენტში განახლებადი ენერგიების გამოყენების კიდევ უფრო განვითარებას, ამასთანავე მცირე სიმძლავრის ქარის ტურბინების საქართველოში დამონტაჟება შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ნეტო-აღრიცხვის სისტემით.

09 დეკემბერი 2022, 15:36

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მანქანის გაქირავების სერვისი ამოქმედდება

14 დეკემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი სერვისი - ე.წ. CAR RENTAL - მანქანის გაქირავება ემატება. აეროპორტის მგზავრებს შესაბამის სერვისს საერთაშორისო კორპორაცია Enterprise გაუწევს. კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ქვებრენდით იქნება წარმოდგენილი.

09 დეკემბერი 2022, 15:34

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ მალაურის შეხვდა

ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ მალაურისთან. თამარ ტალიაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქართული სამართლებრივი სისტემის განვითარების კუთხით ვენეციის კომისიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

09 დეკემბერი 2022, 15:24

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ კორუფციული დანაშაული გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, კორუფციული დანაშაული გამოავლინა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 15:16

ეკონომიკა

საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომიკური პარამეტრები ზუსტდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ცვლილებებით ეკონომიკური პარამეტრების ზუსტდება.

09 დეკემბერი 2022, 15:01

მსოფლიო

მოსკოვში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი 18 000 კვ.მ-ზეა გავრცელებული. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.

09 დეკემბერი 2022, 14:59

პოლიტიკა

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს, გიორგი ბურჯანაძესა და გიორგი გზობავს მოუსმინეს

მოსმენაზე, კითხვები ძირითადად სასამართლო სისტემას, ასევე საბჭოში დანიშვნის შემდეგ მათ გეგმებსა და ხედვებს შეეხებოდა .

09 დეკემბერი 2022, 14:58

რეგიონი

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და თანხა გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, ა.ტ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 900 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 14:51

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

კანონპროექტი განსახილველად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ ცვლილებებით ხდება ეკონომიკური პარამეტრების დაზუსტება.

რატი იონათამიშვილი

09 დეკემბერი 2022, 14:50

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: მხოლოდ კანონიდან ამონარიდებისა და ციტატების დასურათებით ჩანს, რომ რადიკალური ოპოზიციის ბუნება დაცლილია ყველანაირი ღირებულებებისაგან და ფაქტობრივად, სიძულვილის ტირაჟირების ამარაა დარჩენილი

„ჩვენი მხრიდან ცხადია, კანონის განმარტებასთან ერთად მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ამაზე აქცენტის გაკეთება არ უნდოდათ და მხოლოდ კანონიდან ამონარიდებისა და ციტატების დასურათებით, ოპონენტის სახეებით სცადეს სიძულვილის კამპანიის წარმოება. აქედანაც ჩანს, რომ მათი რეალური ბუნება დაცლილია ყველანაირი ღირებულებებისაგან და ფაქტობრივად, სიძულვილის ტირაჟირების ამარა არიან დარჩენილები“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

09 დეკემბერი 2022, 14:48

სამართალი

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

09 დეკემბერი 2022, 14:47

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს დეზინფორმაციას, როგორც ჩანს, მძიმე პროვოკაციებს ამზადებენ

ეს როგორც ჩანს წინასწარ დაგეგმილი კამპანია იყო. მე არ ვიცი ამით რისი მიღწევა სურთ, მაგრამ ფაქტია ერთია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს ტყუილებს, დეზინფორმაციას, - ამის შესახებ საპარლამენრო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

09 დეკემბერი 2022, 14:36

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: დიაგნოზებისა და დაავადებების სიმრავლე არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მიზეზი არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნას დიდად პერსპექტიულად არ მიიჩნევს, მაგრამ ამბობს, რომ ეს მთლიანად სასამართლოს გადასაწყვეტია.

კელი დეგნანი

09 დეკემბერი 2022, 14:29

პოლიტიკა

კელი დეგნანი: აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს სააკაშვილის საქმეს

მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვა, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება და მისი უფლებების დაცვა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

09 დეკემბერი 2022, 14:24

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: მიხეილ სააკაშვილზე კითხვებს არ უნდა სვამდეთ პოლიტიკოსებთან მაშინ, როდესაც ეს საკითხი სამართლებრივადაა განსახილველი

„მიხეილ სააკაშვილის თემა არის სამართლებრივი საკითხი თავიდან ბოლომდე, ამიტომ დავასრულეთ რაიმეს კომენტირება. ეს არ არის ჩვენი საკითხი. აქ კითხვებს არ უნდა სვამდეთ პოლიტიკოსებთან მაშინ, როდესაც ეს საკითხი არის სამართლებრივადა განსახილველი და შესაბამისი სახელმწიფო უწყება და დაწესებულება, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა იქნება, თვითონ გადაწყვეტს, რა განცხადება გაავრცელოს და რა - არა“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

შალვა ხაჭაპურიძე

09 დეკემბერი 2022, 14:23

სამართალი

შალვა ხაჭაპურიძე: ჩვენ გვინდა სააკაშვილმა სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა, პროცესი ისე ვერ ჩატარდება

ფაქტობრივად, სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა, გამოთქვა მზადყოფნა და თქვა, რომ დაავალებს პენიტენციურ სამსახურს, ჩართონ მიხეილ სააკაშვილი, რადგან ტრანსპორტირება ვერ ხერხდება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

09 დეკემბერი 2022, 14:21

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე: ჩვენი ხელისუფლება არათუ მაღალი სტანდარტით იცავს თითოეული პატიმრის უფლებას, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბატონი პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი არის

ჩვენი ხელისუფლება არათუ მაღალი სტანდარტით იცავს თითოეული პატიმრის უფლებას, არამედ ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბატონი პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.