Imedi /  09 ნოემბერი 2018, 16:38 / სანდო წყარო

Amazon-მა Windows 10-ზე ხმოვანი ასისტენტი აამოქმედა

Alexa on Windows 10 app

Alexa Windows 10-ზე

Amazon-ის ხმოვანი ასისტენტით სარგებლობა Windows 10-ის მომხმარებლებს უკვე შუუძლიათ. ამის შესახებ The Verge-ი წერს

ამისთვის Windows 10-ის ოპერაციული სისტემის მომხმარებელი აპლიკაციების ბაზაში Microsoft Store უნდა შეიდეს და აპლიკაცია ჩამოწეროს. 

ხმოვან ასისტენტთან (Alexa) ლაპარაკის დაწყება დამოკიდებულია კომპიუტერის ფუნქციებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მომხმარებლის მოწყობილობა აპლიკაციასთან თავსებადობაში მოდის მაშინ Alexa-სთან ლაპარაკის დაწყება გამოსაღვიძებელი სიტყვით, მაგალითად Hi Alexa-თი შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხმოვან ასისტენტთან კომუნიკაციისთვის კლავიატურის გამოყება იქნება საჭირო. 

Windows 10-ზე Alexa-ს რამდენიმე დავალების შესრულება შეუძლია. აპლიკაციის მეშვეობით მუსიკის ან სახლის სხვა ჭკვიანი მოწყობილობების, ასევე ვიდეო და აუდიო ზარებისა თუ სხვა აპლიკაციების კონტროლია შესაძლებელი. 

აპლიკაციის ჩამოწერის პარალელურად კომპიუტერზე 2019 წლის სისტემური განახლებების მომართვაა საჭირო. 

ყველა სიახლე

პელე

06 დეკემბერი 2019, 20:16

სპორტი

ტურინში, აუქციონზე პელეს ფორმა ‎€30 გაიყიდა

იტალიაში, ტურინში აუქციონი მოეწყო და ლეგენდარული ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელეს ფორმა 30 ათას ევროდ გაიყიდა. პელეს ეს ფორმა ბოლო სანაკრებო მატჩში, 1971 წელს იუგოსლავიასთან გამართულ შეხვედრაზე ეცვა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ზუგდიდის სასამართლო

06 დეკემბერი 2019, 20:14

ძალოვნები

ჩხოროწყუში გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად გაიზიარა პროკურორ დავით პაპავას შუამდგომლობა, ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის ა.დ-ს საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება კაცის სავარაუდო გაუპატიურებას ედავება და აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა გვარამია

06 დეკემბერი 2019, 19:51

ძალოვნები

პროკურორმა ნიკა გვარამიას დაკითხვის დეტალები განმარტა

გრიფით საიდუმლო საქმეს ენიჭება კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, კონკრეტული მონაცემის გათვალისწინებით. ნიკა გვარამიას გააჩნდა კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც იქნა დაბარებული მოწმის სახით“- განაცხადა პროკურორმა.

შოკოლადის ფესტივალი

06 დეკემბერი 2019, 19:46

ეკონომიკა

ბოტანიკური ბაღი შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლებს

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადი. ასევე, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადები, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი, ბელგიური შოკოლადიანი ვაფლი და საახალწლო ხელნაკეთი ნივთები.

coca-cola

06 დეკემბერი 2019, 19:25

ტაბლოიდი

„ვარსკვლავური ომების“ ახალი ნაწილის პატივსაცემად სპეციალური Coca-Cola გამოუშვეს

Coca-Cola-ს ბოთლის განსხვავებული დიზაინი „ვარსკვლავური ომების“ ახალ ეპიზოდს ეძღვნება. ბოთლის სულ 2 ვერსიაა: ერთზე რეის ცისფერი ხმალი უჭირავს, მეორეზე კი კაილო რენია გამოსახული, რომლის ხმალი წითელია. ეტიკეტზე ხელის დაჭერისას ხმალი დაახლოებით 5 წამი ანათებს.

ნიკა გვარამია

06 დეკემბერი 2019, 19:19

ძალოვნები

ნიკა გვარამიას გრიფით „საიდუმლო“ საქმეზე გამოკითხვა დასრულდა

საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა გრიფით „საიდუმლო“ საქმეზე დასრულდა. „დამისვეს კითხვები რა ვიგულისხმე დამხობაში და უზურპატორში და თუ ეს არ იცოდნენ საერთოდ ჩემი გამოკითხვა რატომ დაიწყეს. განვმარტე რატომ არ არის ბიძინა ივანიშვილის დამხობა ხელისუფლების დამხობა“, - ეს განცხადება გვარამიამ მედიასთან სასამართლოდან გამოსვლისას გააკეთა.

აშშ სროლა

06 დეკემბერი 2019, 19:05

მსოფლიო

ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ფლორიდის შტატის ქალაქ პენსაკოლაში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლი დაუდგენელმა პირმა გახსნა, რასაც 1 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა. თავდამსხმელი მოკლულია. ამ ბაზაზე 16 000 სამხედრო და 7400 სამოქალაქო სპეციალისტი მსახურობს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

06 დეკემბერი 2019, 18:36

საქართველო

პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ვასილ როინიშვილი წარედგინება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ვასილ როინიშვილის კანდიდატურა წარედგინება. ვასილ როინიშვილმა საბჭოს 10 წევრის მხარდაჭერა მიიღო სამი წევრი კი წინააღმდეგი იყო.

ევროსაბჭო

06 დეკემბერი 2019, 18:19

საქართველო

ევროსაბჭომ რუსეთს „დეპორტირებულების საქმეზე“ კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა

როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იუწყება, 2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ.

გრანტის გაცემის წესი

06 დეკემბერი 2019, 18:10

საქართველო

სტუდენტებისთვის გრანტების გაცემის მოქმედი წესი ორი წლით ხანგრძლივდება

საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ცვლილება მომზადდა. რომლის მიხედვითაც, დღეს არსებული მოდელი უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის ოდენობისა და გრანტების გაცემის შესახებ 2021-2022 წლამდე უნდა შენარჩუნდეს.

არიანა გრანდე

06 დეკემბერი 2019, 18:07

კულტურა

წლის ყველაზე სექსუალური ვიდეორგოლები დასახელდა

გასართობმა პორტალმა Popsugar-მა 2019 წლის ყველაზე სექსუალური მუსიკალური როლების რეიტინგი გამოაქვეყნა.სიაში პირველ ადგილს ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს 7 rings-ი იკავებს. რგოლი იანვარში გამოქვეყნდა და მას 638 მილიონი ნახვა აქვს.

ლარის კურსი

06 დეკემბერი 2019, 17:49

ეკონომიკა

ლარი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, 6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.07 თეთრით გამყარდა. სებ-ის მონაცემებით ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9466 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირას ლარი აშშ დოლართან გამყარების ტრენდს ინარჩუნებს.

სკოლა ხანძარი

06 დეკემბერი 2019, 17:41

ტაბლოიდი

სამხრეთ აფრიკაში ნიშნებით უკმაყოფილო მოსწავლეებმა სკოლას ცეცხლი წაუკიდეს

ამის მიზეზი ის გახდა, რომ ბავშვების თქმით, მათ დაუმსახურებლად დაბალი ნიშნები დაუწერეს, რის შემდეგაც რადიკალურ ზომებს მიმართეს. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა შენობაში ცეცხლი ჩააქრეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სკოლა მთლიანად განადგურდა.

მაია ცქიტიშვილი

06 დეკემბერი 2019, 17:36

საქართველო

ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლებს მოუწოდებს, აღიარონ, რომ პროექტს ვერ ახორციელებენ

ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს და მის დამფუძნებლებსაც თავადაც არაერთხელ გაუკეთებიათ კომენტარები, რომ როდესაც შავ ზღვაზე აქტიური კონკურენციაა პორტებს შორის, ამ დროს ჩვენ გვჭირდება, რომ ეს პორტი სწრაფად დავიწყოთ, შევიყვანოთ ექსპლუატაციაში“. „მთავრობა აუცილებლად წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, თუმცა უნდა დაელოდონ 31 დეკემბერს“.

borjomilikani.com

06 დეკემბერი 2019, 17:17

ეკონომიკა

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ აუქციონი ჩაიშალა

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ გაყიდვაზე ნოემბერში დაანონსებული აუქციონი 6 დეკემბერს ჩაიშალა. კომერციულ ობიექტს მყიდველი არ გამოუჩნდა. მაღალი ინტერესის მიუხედავად, აუქციონზე რეგისტრაცია მსურველებს არ გაუვლიათ.

მარიამ ჯაში

06 დეკემბერი 2019, 17:15

საქართველო

„დამოუკიდებელი დეპუტატები“: გერმანულ მოდელთან დაკავშირებით იკვეთება არაერთი სამართლებრივი შეკითხვა

ამასთან, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ვგეგმავთ დამატებითი კონსულტაციების გამართვას საპარლამენტო ფრაქციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, კონსტიტუციონალისტებთან და საარჩევნო სისტემის ექსპერტებთან"- წერია განცხადებაში.

ნინო ბურჯანაძე

06 დეკემბერი 2019, 17:11

საქართველო

ბურჯანაძის პარტია მოსკოვში ბოდიშის მოხდას უარყოფს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ზაფხულში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობის დროს მომხდარი ანტირუსული სკანდალის გამო ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

iPhone

06 დეკემბერი 2019, 16:59

ტექნოლოგიები

პროგნოზი: 2021 წელს სრულად უსადენო აიფონი გამოვა

მისი თქმით, 2020 წელს Apple iPhone-ს 4 მოდელს წარადგენს, რომელთაც OLED-ეკრანი ექნება. ერთი ტელეფონი 5,4-დიუმიანი დიაგონალი იქნება, კიდევ ორი 6,1-დიუმიანი, ყველაზე დიდი კი- 6,7-დიუმიანი. ყველა სმარტფონს 5G ინტერნეტის მხარდაჭერა ექნება.

თელასი

06 დეკემბერი 2019, 16:43

ეკონომიკა

თელასის 10 000 აქციაზე ფინანსური გარიგება შედგა

თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ 10 000 აქციაზე გარიგება დაიდო. საქართველოს საფონდო ბირჟის ცნობით, აქციების გასხვისება არასაბირჟო გარიგებით მოხდა და თითო აქციის ფასმა 1 ლარი შეადგინა. გარიგების ღირებულება ათი ათასი ლარია.

ირაკლი კოვზანაძე

06 დეკემბერი 2019, 16:34

ეკონომიკა

მთავრობამ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მთავრობამ გაითვალისწინა პარლამენტის რეკომენდაცია და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსება, წინა ვერსიასთან შედარებით, 50 მილიონით 350 მილიონ ლარამდე გაზარდა.