imedi /  03 იანვარი 2019, 09:12 / სანდო წყარო

NASA-მ მზის სისტემის ყველაზე შორეული ასტეროიდის პირველი ფოტოები მიიღო

ასტეროიდი

ასტეროიდი

NASA-ს აპარატმა, რომელიც მზის სისტემის ყველაზე შორეულ ასტეროიდს მიუახლოვდა, პირველი ფოტოები გამოაგზავნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

New Horizons-მა ასტეროიდ Ultima Thule-ს ზედაპირის გადაღება შეძლო. ის ნეპტუნის ორბიტიდან ყველაზე დაშორებული ობიექტია და ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი ზედაპირის ამსახველი ოფიციალური ფოტოები აქვთ მეცნიერებს.

გაირკვა, რომ ასტეროიდი ერთმანეთთან შეკავშირებულ ორ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თოვლის პაპას ჰგავს. ასტრონომებს ჰქონდათ მოზარება, რომ ასტეროიდი სწორედ ორნაწილიანი იყო, მიღებულმა ფოტოებმა კი ეს დაადასტურა. 

NASA-ში ადასტურებენ, რომ აპარატი სამუშაო მდგომარეობაში რჩება. 

ასტეროიდი 2014 წელს ტელესკოპ "ჰაბლის" წყალობით იპოვეს. ის დედამიწიდან მდეობარეობის მანძილის მიხედვით, ყველაზე შორს მყოფი ობიექტია, რომელსაც კი კოსმოსური აპარატი მიახლოებია.

სადგური New Horizons-ი კოსმოსში 2006 წლის იანვარში გაუშვეს.

ყველა სიახლე

07 აპრილი 2020, 12:03

COVID19

7 აპრილიდან საქართველოს ეროვნული არქივი ყველაზე მოთხოვნადი 8 სერვისის დისტანციურად გაცემას იწყებს

საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 7 აპრილიდან საქართველოს ეროვნული არქივი იწყებს ყველაზე მოთხოვნადი 8 სერვისის დისტანციურად გაცემას, - ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ დასახელებულია 8 ყველაზე მოთხოვნადი სერვისი, რომელთა მიღებასაც მოქალაქეების სისტანციურად შეძლებენ.

07 აპრილი 2020, 11:55

COVID19

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 1154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

7 აპრილის მონაცემებით, რუსეთის 43 რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 1154 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ამ დროისთვის დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 7497-ს აღწევს, მათგან ყველაზე ბევრი შემთხვევა მოსკოვში დაფიქსირდა. დაიღუპა 47 ადამიანი.

07 აპრილი 2020, 11:52

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

07 აპრილი 2020, 11:50

COVID19

კახეთის რეგიონიდან გაგზავნილი 14 მოქალაქის ტესტის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია

ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გაგზავნილი 14 მოქალაქის ანალიზის პასუხი covid-19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა .

ქუთაისის ცხელების ცენტრი

07 აპრილი 2020, 11:45

COVID19

ქუთაისის ცხელების ცენტრში 7 პაციენტიდან არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქუთაისის ცხელების ცენტრს 22-მა მოქალქემ მიმართა. მათგან საეჭვო სიმოტმების გამო კორონავირუსზე ანალიზი 7 პაციენტს გაუკეთეს და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ცხელების ცენტრის ხელმძღვანელის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, დღეს კლინიკაში კიდევ 8 ახალი პაციენტია შესული, მათ ბიოლოგიურ ნიმუშებს კვლვისთვის ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გააგზავნიან. ცხელების ცენტრი 1 კვირის წინ გაიხსნა და ამ ხნის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებას 120 -მა პაციენტმა მიმართა.

07 აპრილი 2020, 11:39

COVID19

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადაეცა

კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია “ბადაგონმა” 5000 ცალი სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადასცა. სპეციალური ხსნარები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

07 აპრილი 2020, 11:32

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსს 74 800-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 1 348 430 კი დაინფიცირდა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 74 795-ს მიაღწია. მსხვერპლთა თითქმის ნახევარი კვლავინდებურად 2 ქვეყანაზე მოდის. ესენია იტალია (16 523) და ესპანეთი (13 341). აშშ-ში ამ დროისთვის 10 943 ადამიანი გარდაიცვალა, საფრანგეთში 8 911, ჩინეთში კი- 3 331. მსოფლიოში ვირუსით დღეის მონაცემებით, სულ 1 348 430 ადამიანი დაინფიცირდა, 286 567 კი გამოჯანმრთელდა.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

07 აპრილი 2020, 11:28

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამჟამად 43 პაციენტია, კვლევაზე 34 ანალიზი იყო გაგზავნილი და აქედან 2-ის პასუხი დადებითი მოვიდა. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მძიმე პაციენტი არ გვყავს“. - აღნიშნა დეპარტამენტის უფროსმა.

07 აპრილი 2020, 11:28

COVID19

საქართველოს საელჩოებმა ბელარუსსა და ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეები დროებითი თავშესაფრით უზრუნველყვეს და ხელი შეუწყვეს მათ საქართველოში დაბრუნებას

საქართველოს საელჩოებმა ბელარუსსა და ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყვეს პირველადი საჭიროების დახმარებით, დროებითი თავშესაფრით და ხელი შეუწყვეს მათ საქართველოში დაბრუნებას, ამის შესახებ ინფორმანციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ხელშეწყობას.

კრონავირუსი

07 აპრილი 2020, 11:26

COVID19

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 853-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსი ბოლო 24 საათში 20 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 853-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ნაციონალური ცენტრი ავრცელებს.

თამარ ივერი

07 აპრილი 2020, 11:26

COVID19

როგორია თვითიზოლაცია შინაური ცხოველებისთვის. სახალისო ვიდეო

როგორია თვითიზოლაცია შინაური ცხოველებისთვის, ამას „იმედის დილის“ ეთერში გასული ამ სიუჟეტიდან შეიტყობთ. კორონავირუსის პანდემიამ არა მარტო ადამიანების, მათი შინაური ცხოველების ცხოვრების სტილიც შეცვალა, რადგან მათ კარანტინის პერიოდის გავლა თავიანთ პატრონებთან ერთად მეტწილად შინ უწევთ. სოციალურ ქსელში ამის დამადასტურებელი არა ერთი სახალისო ვიდო გამოქვეყნდა. ტომი საქართველოში პირველი ცუგაა, რომელიც თვითიზოლაციაში პატონთან ერთად იმყოფება. ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი კი ვიდეოს თავისი დაუმორჩილებელი კატის შესახებ აქვეყნებს, რომელიც ქუჩაში გაპარვას მაინც ახერხებს.

ჰუმანიტარული აქცია კახის, ზაქათალისა და ბელაქანის მუნიციპალიტეტებში

07 აპრილი 2020, 11:25

COVID19

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ კახში, ზაქათალასა და ბელაქანში ჰუმანიტარული აქცია განახორციელა

საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში კახის, ზაქათალისა და ბელაქანის მუნიციპალიტეტებში ჰუმანიტარული აქცია განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში - კახის, ზაქათალისა და ბელაქანის მუნიციპალიტეტებში ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული სახის აქცია 5 აპრილს განხორციელდა.

07 აპრილი 2020, 11:17

COVID19

StopCov ფონდიდან დასაფინანსებელი საჭიროებები მიხეილ დაუშვილმა და სოზარ სუბარმა გუბერნატორებთან ერთად განიხილეს

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან კორონა ვირუსისგან გამოწვეული მოქალაქეების საჭიროებები და ამ პროცესში კერძო სექტორის ინიციატივები განიხილეს.

07 აპრილი 2020, 11:04

ეკონომიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადას გაუხანგრძლივებს

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადას გაუხანგრძლივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგად საზღვაო სფეროში ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად მეზღვაურთა გემზე შეცვლის პროცესი რჩება.

07 აპრილი 2020, 11:04

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 5 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დადასტურებული COVID-19-ით ინფექციურში ამ ეტაპზე 6 პაციენტი მკურნალობს. მათგან ორის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, ორის საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ორი პაციენტისათვის გამოჯანმრთელებაზე ჩატარებულმა საკონტროლო ტესტმა ვირუსის არსებობა კვლავ დაადასტურა, რის გამოც პაციენტები კლინიკაში დარჩებიან და მკურნალობას გააგრძელებენ.

07 აპრილი 2020, 10:55

COVID19

ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უცნობია პაციენტის დაინფიცირების წყარო და ეპიდემიოლოგები კონტაქტებს ბათუმსა და ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იკვლევენ.

მეუფე დანიელ დათუაშვილი

07 აპრილი 2020, 10:50

საზოგადოება

მეუფე დანიელ (დათუაშვილი): ყველა, ვინც რისკის ჯგუფშია და რამე მიზეზის გამო არ შეუძლია ეკლესიაში მოსვლა, არ იქნება ცოდვა, თუ ის სახლში დარჩება

ყველა ის ადამიანი, რომელიც რისკის ჯგუფშია, რომელსაც რამე მიზეზის გამო არ შეუძლია ეკლესიაში მოსვლა, არ იქნება მისი მხრიდან ცოდვა, თუ ის სახლში დარჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელ (დათუაშვილმა) განუცხადა. სასულიერო პირის თქმით, კაცობრიობას ეხარა, რომ ღმერთთან გაწყვეტილი კავშირი აღდგა.

მარინა ეზუგბაია

07 აპრილი 2020, 10:45

COVID19

მარინა ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან ერთი აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება

ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დაინფიცირების წყარო კი აშშ-ში მოგზაურობაა- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა. მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის მათ ცენტრში 79 პაციენტი მკურნალობს, 29 პაციენტი კი განიკურნა.

გიორგი ღვინჯილია

07 აპრილი 2020, 10:44

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი: ყოველდღე ვლოცულობ, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, ვირუსი არ დაუდასტურდეთ

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის, გიორგი ღვინჯილიას განცხადებით სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით მისი კონტაქტების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდებს. ამის შესახებ მან „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

07 აპრილი 2020, 10:43

COVID19

„გორმედის“ ცხელების ცენტრებში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„გორმედის“ ქსელის ცხელების ცენტრებიდან კორონავირუსის ტესტირებაზე გაგზავნილი 3 ნიმუშის პასუხი უარყოფითია. საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტი გორის ცხელების ცენტრში, ორი პაციენტი კი ხაშურში იყო მოთავსებული. სამივე პაციენტი ბოქსირებულ პალატებში მოათავსეს. ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა. . ამ ეტაპზე ცხელების ცენტრებისთვის საეჭვო სიმპტომებით ჯერ არავის მიუმართავს.