Imedi /  08 იანვარი 2019, 23:55 / სანდო წყარო

Google ასისტენტი ავიარეისზე დაგარეგისტრირებთ და სასტუმროსაც დაგიჯავშნით

Google Assistant

Android-სა და iOS-ზე Google-ის ასისტენტი მალე ავიარეისზე რეიგისტრაციას გაატარებს მომხმარებელს და სასტუმროსაც დაუჯავშნის. სიახლე რამდენიმე დღეში ამოქმედდება. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს

ამ დროისთვის სისტემა მხოლოდ აშშ-ში, United Airlines-ის შიდა ფრენებზე რეგისტრაციას ახორციელებს. კონცერნში გვპირდებიან, რომ ხმოვანი ასისტენტის ჩამონათვალი ქვეყნებისა და სერვისების მიხედვით მალე გაფართოვდება. 

იმისთვის, რომ სიახლით სარგებლობა შეძლოს მომხმარებელმა ხმოვან აისტენტს სიტყვიერი ბრძანებით (Hey Google, check in to my flight) უნდა მიმართოს. ავიარეისზე რეისტრაცია ბოლომდე ავტომატური არ არის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს Google-ისგან მაინც კარგი სიახლეა.

მსგავსი პრინციპი მოქმედებს სასტუმროს დაჯავშნის ნაწილშიც. ამისთვის Google-მა Choice Hotels-თან, AccorHotels-თან, InterContinental Hotels Group-თან, Priceline-თამ, Mirai-სთან და Travelclick-თან გააფორმა ხელშეკრულება.

პარალელურად Google-ის ასისტენტი ავიარეისის გადადების შესახებაც გაცნობებთ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Google-ის ასისტენტი ტაქსის დაჯავშნაში დაეხმარებოდა მომხმარებელს. 

ყველა სიახლე

ნინი ლომჯარია

17 ივნისი 2019, 17:26

საქართველო

ომბუდსმენის თქმით, შსს-ს რეკომენდაციაა რომ „თბილისი პრაიდი“ არ ჩატარდეს

ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ "თბილისი პრაიდი" არ უნდა ჩატარდეს, რადგან როგორც ლომჯარია ამბობს, შსს-ს მიაჩნია, რომ ბოლო დღეების მოვლენებიდან გამომდინარე საუბარია არა მხოლოდ პრაიდის წევრების, არამედ ზოგადად უსაფრთხოებაზე.

17 ივნისი 2019, 17:11

მსოფლიო

თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას 8 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მიგრანტთა ნავის ჩაძირვას 8 ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური მედია წერს, რომ მაშველებმა 31 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ გემზე და რამ გამოიწვია შემთვევა, ჯერ უცნობია. 8 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ხომალდზე სულ 40 ადამიანი იყო.

ილონ მასკი

17 ივნისი 2019, 16:57

ტექნოლოგიები

ილონ მასკი ამბობს რომ Twitter-ი გააუქმა

ანგარიშის წაშლის თეობაზე დაწერილი ტვიტის შემდეგ გაიკვა, რომ მიკრობლოგის ანგარიში კვლავ აქტიური იყო და მასკმა უბრალოდ სახელი და გვარი შეცვალა. 16 თებერვალს აშშ-ში მამების დღე იყო. სწორედ ამიტომ შეცვალა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Twitter-ზე სახელი და Daddy DotCom დაირქვა.

სწრაფი კვება

17 ივნისი 2019, 16:55

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა სწრაფი კვების ახალი საფრთხე დაასახელეს

მკვლევრების მტკიცებით, არაჯანსაღი კვება და ორგანიზმის ფიზიკურ დატვირთვაზე უარის თქმა მეორე ტიპის დიაბეტის და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების რისკებს ზრდის, რამაც თავის მხრივ, შეიძლება დემენცია და ტვინის ატროფია გამოიწვიოს.

17 ივნისი 2019, 16:53

ვიდეო

თეთნულდზე 58 წლის სლოვაკი ტურისტი დაიღუპა

დავით ზალკალიანი
აბდულა ალ-მუტაირი

17 ივნისი 2019, 16:47

საქართველო

საუდის არაბეთს საქართველოში პირველი რეზიდენტი ელჩი ჰყავს

საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს პირველმა რეზიდენტმა ელჩმა აბდულა ალ-მუტაირიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საუდის არაბეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში.

17 ივნისი 2019, 16:40

კულტურა

ფილმმა „საქართველო ღვინის სამშობლო“ მარსელის კინემატოგრაფიის ფესტივალზე სპეციალური პრიზი მიიღო

რიგით 26-ე ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ: კეტრინ ლამორი - პროდიუსერი და „Canal+“-ის ჟურნალისტი; ემანუელ მუღე - კინორეჟისორი და პროდიუსერი; ნიკოლას ბღიდე - „ცეზარის“ პრემიის ლაურეატი; „Ciné Master Class“ - ის მოწვეული სტუმარი ნოელ ბალანი - მწერალი, მუსიკოსი და სცენარისტი.

17 ივნისი 2019, 16:37

ძალოვნები

კრწანისის ბაზაზე საბრძოლო მედიკოსების მომზადების კურსი მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 30-მდე სამხედრო მოსამსახურე დაშავებულთა სიცოცხლის შესანარჩუნებელ ღონისძიებებს სწავლობს და ბრძოლის ველზე დაშავებულების პირველად სამედიცინო დახმარებასა და ევაკუაციაში უნარ-ჩვევებს აუმჯობესებს.

მკვლელობა

17 ივნისი 2019, 16:27

ძალოვნები

ყანდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის ოჯახის წევრი მოტივებზე საუბრობს

სოფელ ყანდაურაში მოკლული შავლეგ გამყრელიძის მამა და მარიამ მეზვრიშვილის მეუღლე ფრიდონ გამყრელიძე ფიქრობს, რომ მისი შვილი დანაშაულის მოწმე გახდა და სწორედ ამ მოტივით მოკლეს. საქმე ეხება სავარაუდოდ 85 წლის კაცის მიერ ცოლის, შვილის, რძლისა და ორი მეზობლის მკვლელობას.

გზა

17 ივნისი 2019, 16:22

ეკონომიკა

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი,"- წერია განცხადებაში.

პორნოგრაფია

17 ივნისი 2019, 16:18

ტექნოლოგიები

ინტერნეტში პორნოგრაფიული ვიდეოების თაღლითური სქემის საქმეზე აშშ-ში ადვოკატი დააკავეს

პოლ ჰანსმეიერმა ინტერნეტში პორნოგრაფიული შინაარსის ფილმები გაავრცელა, შემდეგ კი ადამიანებს მასალის გადმოწერისთვის უჩივლა და ბრალად საავტორო უფლებების დარღვევა წაუყენა. ამერიკელმა ადვოკატმა თითქმის სამი წლის განმავლობაში თაღლითური სქემის მეშვეობით $3 მილიონი გამოიმუშავა.

17 ივნისი 2019, 16:15

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი გრემისხევში საოკუპაცო ხაზთან ჩავიდა

„ბევრად გაადვილებული უნდა იყოს მისვლა-მოსვლა. ეს სოფელი არ უნდა დაიცალოს, მას ჩვენგან ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. გზა და ყურადღება - ეს არის ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ყველაზე, რომ ხვალ, ახლო მომავალში, ჩვენ ყველამ შევძლოთ იმ მაღალ ხატზე ასვლა და მოსახლეობა არ იყოს დაყოფილი“-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვლადიმერ პუტინი

17 ივნისი 2019, 16:05

მსოფლიო

მედია: 2021 წლიდან რუსეთი ელექტრონულ ვიზებს აამოქმედებს

ბრძანების თანახმად, ელექტრონული ვიზები ერთჯერადი და მოკლევადიანი იქნება - 16 დღის განმავლობაში იმოქმედებს. ასეთი ვიზის მფლობელებს უფლება ექნებათ რუსეთში შევიდნენ ტურისტული, საქმიანი ან ჰუმანიტარული მიზნებით, ასევე სტუმრად ჩასვლის შემთხვევაში.

Google

17 ივნისი 2019, 15:55

ტექნოლოგიები

Genuis-ი Google-ს სიმღერების ტესტების მოპარვაში ადანაშაულებს

Genius-ზე სიმღერების ტექსტების გარდა, ასევე ქვეყნდება ინფორმაცია ამ სიმღერების ფაქტებისა და ისტორიების შესახებ, ვებზე მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ლირიკის მათისეული ინტერპრეტაციები კომენტარის სახით დატოვონ და დაინტერესებულ ადამიანებს გაუზიარონ.

თეთნულდი

17 ივნისი 2019, 15:38

ძალოვნები

თეთნულდზე 58 წლის სლოვაკი ტურისტი დაიღუპა

შემთხვევა გუშინ მოხდა. ოთხი უცხოელი ტურისტი მწვერვალ თეთნულდზე ადიოდა, რა დროსაც ერთ-ერთი კაცი სიმაღლიდან მოწყდა, რის გამოც დაიღუპა. მთამსვლელები "მესტიის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურს" დაუკავშირდნენ, მაშველებმა კი თბილისიდან ვერტმფრენი გამოიძახეს.

სებასტიან კურცი

17 ივნისი 2019, 15:27

ტაბლოიდი

10 000 ადამიანმა ვენაში ერთად ილოცა, რათა კურცი ისევ კანცლერი გახდეს. ვიდეო

ავსტრიის ვიცეკანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე „რუსი ოლიგარქის ძმისშვილთან დაკავშირებული“ სკანდალური ვიდეოს გამო 18 მაისს თანამდებობიდან გადადგა. ფარული ვიდეოჩანაწერი გერმანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა, რომელშიც შტრახე პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მხარეს სამთავრობო კონტრაქტებს ჰპირდება.

ადამ სავაჯი

17 ივნისი 2019, 15:26

ტექნოლოგიები

Discovery-ს წამყვანმა „რკინის კაცის“ ტყვიაგაუმტარი კოსტიუმი შექმნა

ტელეკომპანია Discovery-მ გადაცემების ახალი ციკლი სახელწოდებით Savage Builds დაიწყო. მისი წამყვანია პროდიუსერი და სპეცეფექტების სპეციალისტი ადამ სევიჯი. მას ნამუშევარი აქვს ფილმებზე: "მატრიცა", "ვარსკვლავური ომები" და "ტერმინატორის" მესამე ნაწილი. ის ასევე ცნობილია გადაცემა "MythBusters"-ით.

17 ივნისი 2019, 15:22

ეკონომიკა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა. გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ვადებთან დაკავშირებით საუბარი ფინანსურ ინსტიტუტებთან ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში შედგა.

17 ივნისი 2019, 15:21

მსოფლიო

ირანი გამდიდრებული ურანის წარმოებას 27 ივნისამდე გაზრდის

ირანი ურანის მარაგის იმ დონეს, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დადგინდა, 10 დღის ვადაში გადააჭარბებს. ამის შესახებ BBC ირანის ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. მისივე თქმით, თეირანი ურანის გამდიდრების დონეს გაზრდის.

17 ივნისი 2019, 15:05

საქართველო

პროკურატურა „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადებას პასუხობს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის განცხადებას პროკურატურა პასუხობს. პროკურატურის განმარტებით, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს.