imedi /  12 იანვარი 2019, 18:10 / სანდო წყარო

მზე განვითარების ბოლო ეტაპზე გიგანტურ კრისტალად გადაიქცევა

ასტრონომებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომ ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავები, თავიანთ არსებობას არ ასრულებენ ისე, როგორც ადრე მიაჩნდათ. 

თერმობირთვული სინთეზირების შიდა პროცესების დასრულების შემდეგ, ისინი ცივ მეტალის კრისტალებად იქცევა, მანამდე კი ფიქრობდნენ, რომ ასეთი ვარსკვლავების ევოლუცია თითქმის ყოველთვის სუპერნოვას აფეთქებით სრულდება. 

ახალი მონაცემების თანახმად, რომელიც ევროპულ თანამგზავრ Gaia-დან მიიღეს, ამერიკელი, კანადელი და ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ თავიანთი ჰიპოთეზის ექსპერიმენტული დასტური მიიღეს, რომელიც თეთრი ჯუჯების ევოლუციის ეტაპებს ეხება. 

ფიზიკოს პიერ ემანუელ ტრემბლეს თქმით, მზისგან 300 სინათლის წელიწადის მანძილზე არსებობს 15 ათასი თეთრი ჯუჯა, რომლებმაც თავიანთი ევოლუცია დაასრულეს და გადაიქცნენ მაღალი სიმკვრივის კრისტალურ სტრუქტურად.

მზეზე დიდი გიგანტური ვარსკვლავები თავიანთ გზას აფეთქებით და ახალი ვარსკვლავების წარმოქმნით ასრულებენ, თუმცა ჩვენი მზისნაირი ვარსკვლავები ევოლუციას გაცილებით ნელი ტემპებით განიცდიან. ამ პროცესის ბოლო ეტაპი ე.წ. შავ ჯუჯად გადაქცევაა, რომელიც არანაირ ენერგიას არ ასხივებს სითბოს გარდა.

ყველა სიახლე

24 მარტი 2019, 15:20

ტექნოლოგიები

ღია კოსმოსში პირველი სასტუმრო 2022 წელს გაიხსნება

მზად ხართ გაატაროთ დასვენების დღეები კოსმოსში? ჯერჯერობით, ამ თემაზე ყველაზე სწორი კითხვაა: ეს უკვე შესაძლებელია? 2018 წლის აპრილში, კონფერენციაზე Space 2.0 , რომელიც სან-ხოსეში (კალიფორნიაში) ჩატარდა, გაირკვა რომ Aurora Station -ი ორბიტაზე მსოფლიოში პირველი სასტუმრო გახდებოდა.

ყრილობა

24 მარტი 2019, 15:11

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავს

ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით განახორციელებენ.

ტოჩინოშინი

24 მარტი 2019, 14:47

სპორტი

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა

ჰარუ ბაშოს დასკვნითი მეთხუთმეტე შეჯიბრი გაიმართა, სადაც ლევან გორგაძე ტაკაკეიშოს შეხვდა და დამარცხდა. ჰარუ ბაშო გორგაძემ 7-8 ბალანსით დაასრულა. ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მომდევნო ბაშოზე მას 15-დან 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდება.

24 მარტი 2019, 14:41

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის მანიფესტის შენახვა და გავრცელება აიკრძალა

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის ბრენტონ ტარანტის მანიფესტის შენახვა და გავრცელება აიკრძალა. გადაწყვეტილება ახალი ზელანდიის ფილმების და წიგნების კლასიფიკაციის სააგენტომ მიიღო. სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ მანიფესტი ადამიანების გარკვეული ჯგუფებისთვის ძალადობის პროპაგანდას ახდენს.

ჯენიფერ ლოპესი

24 მარტი 2019, 14:12

კულტურა

ჯენიფერ ლოპესი French Montana-სთან დუეტზე მუშაობს

მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა ახალი სიმღერის გამოსვლა დააანონსა. როგორც გაირკვა, ლოპესი French Montana-სთან დუეტზე მუშაობს. ჯეი ლომ იმ ნიღბის ანალოგი მოირგო, რომლითაც სოციალური ქსელის ვარსკვლავი, ედმუნდო უერტა, ცნობილი როგორც დი მონდო, სხვადასხვა ფესტივალზე პოზირებდა.

24 მარტი 2019, 13:52

ძალოვნები

რუსთავში ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა

რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს იძულებითი მკურნალობა განესაზღვრა. რუსთავის საოლქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოზარდი საკუთარმა ბიძამ ცივი იარაღის გამოყენებით 10 თებერვალს მოკლა.

ილია მეორე

24 მარტი 2019, 13:43

საქართველო

პატრიარქმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დალოცა

"მინდა დავლოცო ეს ბავშვები და მათი მშობლები და ოჯახის წევრები. არ უნდა გაგიტყდეთ გული. არის უამრავი შემთხვევა როცა ასეთი ბავშვი არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული,"- თქვა ილია მეორემ. პატრიარქმა ასევე ლოცვის ძალაზე იქადაგა.

სტიქია

24 მარტი 2019, 13:34

მსოფლიო

მოზამბიკში ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. მაშველებს სამუშაოებში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მოხალისეები ეხმარებიან. ციკლონი "იდაი" პირველად საპორტო ქალაქ ბეირას დაატყდა თავს. სტიქიამ მდინარე ბუზის ადიდება გამოიწვია.

24 მარტი 2019, 13:32

მსოფლიო

სერბეთში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

სერბეთში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. მიტინგები ქვეყნის მასშტაბით 4 თვეა გრძელდება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სერბ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დემონსტრაციების მიუხედავად, სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებს.

24 მარტი 2019, 13:20

ეკონომიკა

მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი ცნობილია

პორტალმა Airlineratings.com-მა 2019 წლისთვის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი შეადგინა. ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების TOP-20-ში მოხვდნენ British Airways-ი, Emirates-ი, Qatar Airways-ი . airlineratings.com ავიასფეროში ერთ-ერთ წამყვანი რეიტინგების პორტალია. ის მსოფლიოს 435 კომპანიის შესახებ აქვეყნებს რეიტინგს.

ლადო აფხაზავა

24 მარტი 2019, 12:50

საქართველო

ინფორმაცია, რომ ლადო აფხაზავა Global Teacher Prize 2019-ის ხუთეულშია სიცრუეა

"მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია,"- წერს აფხაზავა სოციალურ ქსელში.

24 მარტი 2019, 12:29

ინტერვიუ

„უნდა მომცეთ საშუალება, რომ აგიხსნათ“

როგორ მოხვდა გირგვლიანის ადვოკატი უგულავა-ბოკერიას გუნდში

24 მარტი 2019, 12:24

ეკონომიკა

გადაკეთებული ავტომანქანების ინსპექტირების წესი შეიცვალა

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ ტექნიკურ რეგლამენტში საქართველოს მთავრობამ ცვლილება შეიტანა. ახალი დადგენილების მიხედვით, ავტომობილის მფლობელი ვალდებული იქნება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების და ამ ცვლილების რეგისტრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარულ დღეში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება განახორციელოს.

24 მარტი 2019, 12:04

ძალოვნები

რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.მომხდარზე გამოძიება შესაბამისი მუხლით უკვე დაწყებულია და დადგენილია დანაშაულში მონაწილე ორი არასრულწლოვანი პირის ვინაობა.

ტერეზა მეი

24 მარტი 2019, 11:54

მსოფლიო

The Sunday Times: ტერეზა მეი თანამდებობას სავარაუდოდ 10 დღეში დატოვებს

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ტერეზა მეის თანამდებობიდან გადადგომის მომხრეა და შესაბამის დოკუმენტსაც ამზადებს. ამ ინფორმაციას The Sunday Times-ის პოლიტიკური რედაქტორი ავრცელებს. თიმა შიმფანის თქმით, მთავრობის წევრების მხრიდან პრემიერზე გავლენამ კულმინაციას მიაღწია.

პოლიცია

24 მარტი 2019, 11:51

მსოფლიო

სან-ფრანცისკოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა საღამოს, ადგილობრივი დროით 20 საათსა და 40 წუთზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული თავდამსხმელი შავი კადილაკით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდეს.

კიტ ფლინტი

24 მარტი 2019, 11:40

კულტურა

Prodigy-მ კიტ ფლინტის დაკრძალვაზე ფანები დაპატიჟა

რაც შეეხება სამგლოვიარო ცერემონიას, რომელიც ეკლესიაში გაიმართება, მას მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახი და ახლობლები დაესწრებიან. კიტ ფლინტი 2019 წლის 4 მარტს გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ესექსში ნახეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა იყო.

24 მარტი 2019, 11:31

ტექნოლოგიები

Toyota წყალბადის ძრავიანი ავტომობილების წარმოებას გაზრდის

იაპონური ავტომობილების ცნობილი ბრენდი Toyota წყალბადის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას აფართოებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალბადის ძრავით, არა მხოლოდ „ლუქსის“ კლასის ავტომობილების გამოშვებაა შესაძლებელი. კომპანია წყალბადის ძრავის გამოყენებას სერიულ წარმოებაშიც გეგმავს.

მალხაზ კობაური

24 მარტი 2019, 10:53

ძალოვნები

სმითების მკვლელობის საქმეზე საპატიმრო-არსებითი განხილვა დასრულებულია

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

გზა

24 მარტი 2019, 10:15

საქართველო

უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, მცხეთა- სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)- კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია.