imedi /  18 იანვარი 2019, 17:36 / სანდო წყარო

იაპონიამ ხელოვნური ვარსკვლავთცვენის მოსაწყობად ორბიტაზე თანამგზავრი გაუშვა

იაპონური აეროკოსმოსური სააგენტოს რაკეტამ „ეპსილონ-4“ ორბიტაზე 7 თანამაგზავრი წარმატებულად გაიყვანა, რომელთა მიზანი ინოვაციური ტექნოლოგიების ტესტირებაა. ამის შესახებ AFP-ი წერს. 

ერთ-ერთ თანამგზავრს ხელოვნური ვარსკვლავთცვენის შესაქმნელად გამოიყენებენ, რომელიც მომავალ წელს იგეგმება.

თანამგზავრი სტარტაპმა ALE-მ შექმნა. მის ბორტზე მეტალის 400 ბურთია მოთავსებული. დანიშნულ დროს მათ თანამგზავრიდან ისვრიან, რის შემდეგაც ბურთები დედამიწის მიმართულებით გაფრინდებიან. ფრენის პროცესში ისინი დაიწვებიან, დედამიწიდან კი ეს ვასკვლავთცვენასავით გამოჩნდება. 

პირველი ხელოვნური ვარსკვლავთცვენა 2020 წლის გაზაფხულზე ჰიროსომას თავზეა დაგეგმილი. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ კარგი ამინდის შემთხვევაში სანახაობას რამდენიმე მილიონი ადამიანი იხილავს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

06 აპრილი 2020, 14:28

COVID19

დონალდ ტრამპი ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენებაზე: ექიმი არ ვარ, მაგრამ საღი აზრი მაქვს - დასაკარგი რა გვაქვს?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ ისაუბრა ჰიდროქსიქლოროქინზე, როგორც კორონავირუსთან ბრძოლის პოტენციურ პრეპარატზე. მისი თქმით, აშშ-ის მთავრობას აღნიშნული პრეპარატის 29 მილიონი აბი მარაგებში აქვს და მისი გამოყენება შესაძლოა იმათაც განიხილონ, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები არ აქვთ.

06 აპრილი 2020, 14:22

COVID19

7 აპრილიდან კორონავირუსის გამო იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება

7 აპრილიდან კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება. როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტმა, შინზო აბემ განაცხადა. რეჟიმი 1 თვეს გაგრძელდება. მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ, ბიზნესს კი მუშაობის დროებით შეჩერებისკენ მოუწოდა.

06 აპრილი 2020, 14:16

COVID19

კახეთში ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

კახეთში ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. დილიდან თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან არიან მობილიზებულები. ანალოგიური პუნქტები განთავსდა ვაზიანი-გომბორი-თელავის და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალებზეც. მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. გარდა ამისა, სამხედროები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ამოწმებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა რაოდენობას. სოფელ ხაშმისა და გომბორის სოფელ სასადილოს გზა ცენტრალური მონაკვეთია, რომელიც კახეთს დედაქალაქთან აკავშირებს.

სასწრაფო დახმარება

06 აპრილი 2020, 14:12

COVID19

სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც რუსთავში ინფიცირებული პირი კლინიკაში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება

სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

კორონავირუსი

06 აპრილი 2020, 14:04

COVID19

ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსს 674 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსს 637 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 13 055-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 273 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 135 032 შემთხვევაა გამოვლენილი.

ნინო წილოსანი

06 აპრილი 2020, 13:57

COVID19

ნინო წილოსანი: საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები უცხოურ პრესაში მოხსენიებული და შეფასებულია, როგორც სამაგალითო ყველა სხვა ქვეყნისთვის

"ქართული ოცნების" გუნდის, მთავრობის და ამ სამუშაოებში ჩართული ყველა სტრუქტურის კოორდინაცია და მუშაობა ადვილად დასანახია თუ რამდენად ეფექტურია. ამას ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც სათანადოდ აფასებენ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ მინისტრის გაცხადებული პოზიციაა რომ „covid-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ უმნიშვნელოვანესი ამოცანა და უპირველესი მიზანია როგორც ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა ამასთანავე, საჭირო ბალანსის დაცვა ეკონომიკის და ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის სასარგებლოდაც.

პაატა იმნაძე

06 აპრილი 2020, 13:49

COVID19

პაატა იმნაძე პლაზმით მკურნალობაზე: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენს ქვეყანაშიც გამოვიყენოთ

პლაზმით მკურნალობაზე მუშაობს ჩვენი კლინიკური მართვის ჯგუფი, ბატონ ტენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით პლაზმით მკურნალობაზე მუშაობის პროცესში ჩართული არიან მეცნიერები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენ ქვეყანაშიც იყოს გამოყენებული.

ერაყი

06 აპრილი 2020, 13:49

მსოფლიო

ერაყში ამერიკული ნავთობკომპანიის ობიექტებზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

ერაყის ქალაქ ბასრაში ამერიკული ნავთობკომპანიის ობიექტებზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ნავთობკომპანიის საწარმოების მიმართულებით გაშვებულ 3 რაკეტას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პაატა იმნაძე

06 აპრილი 2020, 13:45

COVID19

პაატა იმნაძე: უცხოელ კოლეგებს ყველაფრს ვუზიარებთ, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით - წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან

„ამ ქსელის მეშვეობით კავშირები გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. რა თქმა უნდა ყველაფრის გაზიარება ხდება მუდმივად, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით. ჯერ, ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და „წიწილებს კიდევ, შემოდგომაზე ითვლიან“ , - განაცხადა პაატა იმნაძე.

ეკატერინე ტიკარაძე

06 აპრილი 2020, 13:36

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: საჩხერის საავადმყოფოში პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის დეფიციტი არ აღინიშნება

საჩხერის საავადმყოფოში პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის დეფიციტი არ აღინიშნება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, საავადმყოფოს დირექტორმა და მედპერსონალმა მყისიერად გამოიყენეს სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული გაიდლაინები, რამაც მედპერსონალსა და მოსახლეობაში ვირუსის გავრცელება აგვაცილა თავიდან.

პაატა იმნაძე

06 აპრილი 2020, 13:29

COVID19

პაატა იმნაძე: ნუ მიხვალთ ეკლესიაში, დავიცვათ ჩვენი ეკლესია

ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პაატა იმნაძემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განმარტა, რომ ყველა გაცემული რეკომენდაცია დროს უსწრებს და მათი ეფექტი დროთა განმავლობაში გამოჩნდება.

06 აპრილი 2020, 13:27

COVID19

როგორ უნდა გამოვიყენოთ ფარი და ნიღაბი სწორად

ძალიან ვთხოვ ყველას, ფარები სწორად იხმარონ. ჯერ ერთი მარტო ფარი ვერ გვიცავს, ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად- - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული და ის აწეული არ უნდა იყოს. „ამიტომ ჰქვია მას ფარი და ფარი არ არის ქუდი ანუ არ უნდა იყოს აწეული“- აღნიძნა იმნაძემ.

პაატა იმნაძე

06 აპრილი 2020, 13:25

COVID19

პაატა იმნაძე კორონავირუსით მედპერსონალის დაინფიცირებაზე: სამწუხაროდ, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია

რაც შეეხება მედპერსონალის დაინფიცირებას, ძალიან ბევრ ქვეყანაში ასეა და ეს გასაგებიცაა, რომ მედპერსონალია პირველი რისკის ქვეშ, ამიტომაც, ჩვენთანაც არის მედიკოსების დაავადებების შემთხვევები,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

06 აპრილი 2020, 13:22

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: აგრესიული ტესტირება პრიორიტეტია, მაგრამ ის კონკრეტულ დროსა და სივრცეში უნდა განხორციელდეს

აგრესიული ტესტირება ჩვენთვის პრიორიტეტია, მაგრამ მასაც აქვს კონკრეტული დრო და სივრცე, სად და როდის უნდა განხორციელდეს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პანდემიასთან ბრძოლას აქვს გარკვეული გრადაცია, რასაც სახელმწიფო ყურადღებით აკვირდება და ამის მიხედვით იცვლება პრიორიტეტები და ალგორითმები.

ალექსანდრე მოწერელია

06 აპრილი 2020, 13:20

COVID19

ალექსანდრე მოწერელია სამეგრელოს საკარანტინე ზონად გამოცხადებას არ გამორიცხავს

„თუ კი ჩვენ განმეორებითი ტესტირებისას ეს სამი შემთხვევა დაგვიდასტურდება, მაშინ შესაძლებელია ასეთი ზომები იყოს მიღებული“, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს სამეგრელოში კარანტინის შესაძლო გამოცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტის მქონე სამი ადმიანის ლაბორატორიული ანალაზის პასუხები უარყოფითია, თუმცა განმეორებით ტესტირებას ექვემდებარებიან.

პაატა იმნაძე

06 აპრილი 2020, 13:12

COVID19

პაატა იმნაძე: პრაქტიკულად ყველა ახალი შემთხვევა უკვე ცნობილ კლასტერებთანაა დაკავშირებული

პრაქტიკულად ყველა ახალი შემთხვევა დაკავშირებულია უკვე ცნობილ კლასტერებთან და შეიძლება 2 კლასტერი ერთმანეთთან გადაიკვეთოს-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან განსაკუთრებით ორია საყურადღებო, რომლის გაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

ეკატერინე ტიკარაძე

06 აპრილი 2020, 13:10

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის მკურნალობას ამ ეტაპზე მთლიანად სახელმწიფო ფარავს

ამ ეტაპზე კორონავირუსის მკურნალობას მთლიანად სახელმწიფო ფარავს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ნათია თურნავა

06 აპრილი 2020, 13:05

ეკონომიკა

ნათია თურნავა: დღეიდან ვიწყებთ საწარმოების შემოწმებას, როგორ სრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები

პარასკევს ჩვენ მოვათავსეთ სხვდასხვა ბიზნესსექტორზე მორგებული აპლიკაციები ეკონომიკის სამინისტროს საიტზე. ძალიან აქტიურობს ბიზნესი უნდათ რომ დროულად დაუბრუნდნენ მუშაობის ჩვეულ რიტმს. მერწმუნეთ ჩვენც იგივე გვინდა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ასობით აპლიკაციაა უკვე შემოსული. დღეიდან ჩვენ, ჯანდაცვის სისტემაში არსებული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროში არსებული ტექზედამხედველობა, ასევე მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები, რაც შეეხება დასაქმებულების უსაფრთხოებას. პირველ რიგში შემოწმებას ვიწყებთ იმ სისტემური საწარმოებიდან,

რატი სამყურაშვილი

06 აპრილი 2020, 13:02

პოლიტიკა

ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა. ის მძიმე სენით იყო დაავადებული. რატი სამყურაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი იყო.

ეკატერინე ტიკარაძე

06 აპრილი 2020, 13:00

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: 188 ინფიცირებული პაციენტიდან სუნთქვითი მხარდაჭერა მხოლოდ 8-ს დასჭირდა

188 ინფიცირებული პაციენტიდან სუნთქვითი მხარდაჭერა მხოლოდ 8-ს დასჭირდა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკებში მხოლოდ 6 ასეთი პაციენტი რჩება.