imedi /  27 იანვარი 2019, 00:48 / სანდო წყარო

სხეულის 6 ნაწილი, რომელსაც აღარ ვიყენებთ

ევოლუცია ძალიან ხანგრძლივი და ნელი პროცესი იყო. ორგანიზმების ზოგიერთი გამორჩეული ნიშან-თვისება მრავალი თაობის განმავლობაში ნარჩუნდება და მას შემდეგაც კი, როდესაც შესაბამისი ორგანო მისთვის განკუთვნილი ფუნქციის შესრულებას წყვეტს. ეს ევოლუციური ნაშთები, ან რუდიმენტული თავისებურებები, ადამიანებსაც გააჩნიათ. 

„თქვენი სხეული საბუნებისმეტყველო მუზეუმია“, - განაცხადა ევოლუციის ანთროპოლოგმა დორსა ამირმა. რატომ არ ქრებიან ეს ორგანოები, თუ დროსთან ერთად კარგავენ თავის ფუნქციას? იმიტომ რომ ევოლუცია თანმიმდევრული პროცესია. ხანდახან, მასზე გავლენას ახდენს ბუნებრივი გადარჩევა, ან ძველი ორგანოები ახალ ფუნქციას იძენენ. ამ პროცესს კი ეგზაპტაცია ეწოდება. 

ადამიანის „უფუნქციო“ ნაწილებთან დაკავშირებით ვრცელი სტატია BBC-მ გამოაქვეყნა

длинная ладонная мышца

1. Palmaris longus - მაჯის კუნთი.

მცირე ექსპერიმენტი: ნეკა თითი დააკავშირეთ ცერასთან. ამოატრიალეთ ხელის გული. ხედავთ მაჯაზე ჩავარდნილ ნაწილს? ეს მაჯის კუნთია. თუ მას ვერ დაინახავთ, არც ესაა პრობლემა. ადამიანების დაახლოებით 18%-ს ის საერთოდ არ აქვს და მას არაფერზე აქვს გავლენა. ეს კუნთი ტყეში მცხოვრებ პრიმატებს აქვთ, ისეთებს როგორიც ორანგუტანგია. „ეს კუნთი ხეებზე ასაძრომად იყო საჭირო“, - განმარტავს მკვლევარი.

Девушка и кошки: разное строение ушей

2. დარვინის ბორცვი. 

ზოგიერთ ადამიანს დახმარების გარეშე შეუძლია ამოძრაოს ყურის ნიჟარის კუნთი. ყურის მოძრაობა ბევრ ცხოველს შეუძლია. მათთვის ეს საშიშროების მომასწავებელი ნიშანია, ადამიანების უმრავლესობაში ის უბრალოდ აღარ ფუნქციონირებს, ზოგიერთის ყურზე კი პატარა ბორცვივით იკვეთება. ეს ელემენტი პირველად ჩარლზ დარვინმა აღწერა, ამიტომაც ჰქვია მას დარვინის ბორცვი.

Копчик был нужен нашим предкам для мобильности и баланса

3. კუდუსუნი.  

როგორც დორსა ამირი აღნიშნავს, კუდუსუნი ტიპური ევოლუციური გადმონაშთია. „ეს დაკარგული კუდის ნაწილია, რომელიც ხეებზე ცოცვისათვის და ბალანსისთვის იყო საჭირო“, - ჰყვება მეცნიერი. მისი თქმით, კუდუსუნი ეგზაპტაციის საუკეთესო მაგალითია, ის დღეს კუნთების სამაგრის ფუნქციას ასრულებს.

Третье веко - это свернутая ткань во внутреннем углу глаза

4. Plica semilunaris - მესამე ქუთუთო.

ხედავთ პატარა ვარდისფერ ბალიშს თვალის კუთხეში? ეს ჩვენი ევოლუციური წარსულის გამოძახილია. ანუ მესამე ქუთუთო. „მესამე ქუთუთო ჰორიზონტალურად იციმციმებდა, მაგრამ ჩვენში ის არ ფუნქციონირებს“, - ჰყვება დორსა. მესამე ქუთუთო მოქმედია ცხოველთა სამყაროში. მაგალითად, ფრინველებში და კატებში. 

Животные, такие как кошки, используют это рефлекс, чтобы казаться крупнее

5. The piloerection - „ჟრუანტელი“

ალბათ გინახავთ შეშინებული კატა, რომელსაც თმა ყალყზე უდგება. ეს პროცესი ძალიან ჰგავს ადამიანებში ჟრუანტელის დავლას. მეცნიერები მას პილოერექციის ეფექტს უწოდებენ. „რადგან ჩვენ დროსთან ერთად სხეულზე თმის რაოდენობა დავკარგეთ, ამ ფუნქციამ საჭიროება დაკარგა. ცხოველებში ეს თავდაცვის მექანიზმის ნაწილია“, - განმარტავს მეცნიერი.

Хватательный рефлекс нужнен детенышам приматов для траспортировки

6. Palmar grasp reflex - ჩაბღაუჭების რეფლექსი.

ეს ცხადად ჩანს მაშინ, როდესაც ბავშვები ზრდასრული ადამიანის თითს ებღაუჭებიან. ეს რეფლექსი დღემდე სჭირდებათ პრიმატების შვილებს, რომლებიც დაბადებისთანავე მზად არიან ჩაებღაუჭონ მშობლის ბეწვს გადაადგილებისთვის. არსებობს ვარაუდი, რომ ჩვენი ხელით ჩაბღაუჭების რეფლექსიც ამ მიზნისთვის იყო განკუთვნილი.  

მეცნიერის თქმით, ევოლუციური გადმონაშთები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარია და მისი ცვლილება მხოლოდ დროს შეუძლია.

ყველა სიახლე

ტუნისი რობოტი

05 აპრილი 2020, 00:53

COVID19

ტუნისში კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის შესრულებას რობოტები აკონტროლებენ

თუ რობოტი ცარიელ ქუჩაზე ადამიანს შენიშნავს, ის მას უახლოვდება და კითხულობს რატომ გამოვიდნენ სახლიდან. ადამიანმა რობოტს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარუდგინოს, რათა აპარატის ოპერატორმა ის შეამოწმოს.

ეკატერინე ტიკარაძე

05 აპრილი 2020, 00:33

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ყველაზე რთული სცენარისთვის მზადება ჯერ კიდევ იანვარში დავიწყეთ, ამიტომაც ვართ საუკეთესო სცენარში

მთავრობა მაქსიმალურად ემზადება ყველაზე რთული სცენარისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს განაცხადა. „არ ვიტყოდი უარესი, მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ ყველაზე რთული სცენარისთვის ვემზადებით. ამ სცენარისთვის მზადება დავიწყეთ პირველი დღიდან და ეს იყო იანვარი. დღესდღეობით სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე ვიმყოფებით საუკეთესო სცენარში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კარგი.

კატა

05 აპრილი 2020, 00:30

COVID19

უხანში კატამ, რომლის პატრონებსაც კორონავირუსი ჰქონდათ, სახლში მარტომ 40 დღე გაატარა და იმშობიარა

ბრიტანული ჯიშის კატის, ლე ლეს ოჯახის შვიდივე წევრს დიაგნოზი 25 იანვრამდე დაუსვეს. მაშინ ცხოველი ორსულობის ბოლო დღეებზე იყო, თუმცა ოჯახის უფროსს მასზე ზრუნვა არავისთვის უთხოვია, რადგან შიშობდა, რომ ბინაში შესვლის შედეგად ადამიანებიც დაინფიცირდებოდნენ.

ენდრიუ კუომო

05 აპრილი 2020, 00:23

COVID19

ნიუ-იორკის შტატში, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 630 ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ იორკის შტატში, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 630 ადამიანი ემსხვერპლა, რაც შტატისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ ახალი შემთხვევების უმეტესობა ლონგ აილენდსა და ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.

ეკატერინე ტიკარაძე

05 აპრილი 2020, 00:10

COVID19

ჯანდაცვის მინისტრმა ვირუსის გავრცელების პიკური პერიოდი დაასახელა

მისი თქმით, იმისათვის, რომ ეს პიკი იყოს უფრო ზომიერი და არა სწრაფად მზარდი, რისიც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია, ანუ არ იყოს ეს 400 პაციენტი დღეში, არამედ იყოს დავუშვათ 50 პაციენტი დღეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და ყველა ჰიგიენური ნორმების დაცვას.

04 აპრილი 2020, 23:57

COVID19

ლონდონიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ

ლონდონიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონი-ბათუმის რეისი რამდენიმე წუთის წინ დაეშვება, ბორტზე 180 მგზავრი იმყოფება. აეროპორტში მგზავრებს სპეციალური აღჭვილობით მედიკოსები დახვდნენ. ადგილზე შემოწმების შემდეგ კი საკარანტინო ზონებში გადაიყვანენ. თუ რომელიმე პირს მაღალი ტემპერატურა დაუფიქირდა, კლინიკაში გამოიკვლევენ.

დუეინ ჯონსონი

04 აპრილი 2020, 23:49

COVID19

დუეინ ჯონსონმა ხელების სწორი დაბანის შესახებ იმღერა. ვიდეო

კადრებზე ჩანს, როგორ უმღერის მხოლოდ პირსახოცში გამოწყობილი ჯონსონი თავის პატარა ქალიშვილს ტიას სიმღერას მულტფილმიდან „მოანა“, რომელშიც მან ერთ-ერთი პერსონაჟი გაახმოვანა. მისი თქმით, ტია სიმღერის შესრულებას მას ყოველ საღამოს სთხოვს.

ნიკოლოზ გამყრელიძე

04 აპრილი 2020, 23:25

COVID19

ნიკოლოზ გამყრელიძე: წამლის მარაგები იმაზე მეტია, ვიდრე საკმარისი

„გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ არც ერთ ჩვენს მომხმარებელს, წამალზე შეფერხება და ხელმისაწვდომობის პრობლემა არ ექნება", - ასე აფასებს „ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკა გამყრელიძე მედიკამეტებისა და ზოგადად სამედიცინო დანიშნულების საგნების მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებას.

თენგიზ ცერცვაძე

04 აპრილი 2020, 23:05

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მანქანაში, უკან ჩასხდომა არაუმეტეს ორი კაცისა, არის შესაძლოა, არასაიმედო, მაგრამ მაინც სოციალური დისტანცირება

როდესაც რაღაც შეზღუდვა გამოდის, იქ შენ ვერ გაწერ, რომ მანქანაში, უკან შეიძლება სამი კაცი დაჯდეს, თუ ერთი ოჯახის წევრები არიან და მაინც ერთად ცხოვრობენ, - ასე ახსნა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ის ახალი შეზღუდვა, რომელმაც საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა. სწორედ ამ საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა თენგიზ ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ პატრულმა რა იცის, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან თუ უცხო ადამიანები, როდესაც მანქანაში სამ ადამიანს ხედავს.

04 აპრილი 2020, 23:00

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 162 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 162 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

04 აპრილი 2020, 22:58

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: როგორც ექიმი მივიჩნევ, ძველი სტილით ზიარება და სააღდგომო ლიტურგია შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს

შეიცავს თუ არა კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებს ერთი კოვზით ზიარების წესი და სააღდგომო ლიტურგიის ძველი სტილით ჩატარება, ამ საკითხებზე ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ილაპარაკა.

დავით ზალკალიანი

04 აპრილი 2020, 22:43

COVID19

საქართველოს მოქალაქეები ავსტრიის დახმარებით ნიგერიიდან გამოიყვანეს

დღეს საქართველოს 5 მოქალაქე ავსტრიის დახმარებით ნიგერიის დედაქალაქ აბუჯადან გამოიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავსტრიას მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეების ევაკუირებისთვის.

04 აპრილი 2020, 22:32

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან COVD 19-ით ინფიცირებული გადაიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც COVD 19 დაუდასტურდა. კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით უკვე ხუთი პაციენტი მკურნალობს. შუახნის კაცი ცხელების ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა შეიყვანეს.

თენგიზ ცერცვაძე

04 აპრილი 2020, 22:25

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: აშშ-სა და ჩინეთს არ ჰყოფნის ნიღბები და სხვა საშუალებებები, ამ ფონზე ჩვენი ეკიპირების მარაგი ცუდი არ არის

მისი განცხადებით, მაგალითად ამერიკას და ჩინეთს არ ჰყოფნის ნიღბები და სხვა საშუალებები, უჭირს მსოფლიოს და ამ ფონზე ორი კვირის მარაგი ცოტა არ არის, კრიზისის ნიშნები კი არ შეიმჩნევა, მით უმეტეს, ნიღბების წარმოება უკვე აეწყო; საკმაოდ მასობრივი გამოშვება დაიწყი დამცავი საშუალებების და შესაძლოა, ექსპორტზეც კი გავიდეს.

ეკატერინე ტიკარაძე

04 აპრილი 2020, 22:11

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით

ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი არის საყურადღებო.

ეკატერინე ტიკარაძე

04 აპრილი 2020, 22:10

COVID19

კორონავირუსის ბოლო ორი ახალი შემთხვევა ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ბოლო ორი ახალი შემთხვევა ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა. ამის შესახებ მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. „სულ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა კოვიდის კიდევ ორი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე გვაქვს 159 დადასტურებული შემთხვევა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბესიკ ამირანაშვილი

04 აპრილი 2020, 21:50

რეგიონი

ბესიკ ამირანაშვილი: კორონავირუსზე ინფორმაციას ვთარგმნით და ვაწვდით სომხურენოვან მოსახლეობას

კორონავირუსზე ინფორმაციას ვთარგმნით და ვაწვდით სომხურენოვან მოსახლეობას. ორი სომხურენოვანი ტელევიზია გვაქვს. სოფლის რწმუნებულები კონტაქტში არიან მოქალქეებთან. მოქმედებს აკრძალვები სამგლოვიარო სუფრებზე და ქორწილებზე. ყველას აქვს ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ზაურ დარგალი

04 აპრილი 2020, 21:46

რეგიონი

მარნეულის მერი: ორშაბათიდან ქალაქში თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი იწყება

მარნეულში პირველ ეტაპზე თერმოსკრინინგი 105 ათას ადამიანს ჩაუტარდა. აქედან 55 ჰქონდა სიცხე. საეჭვო იყო 15 პაციენტი. ანალიზები აუღეს და კორონავირუსი არ დადასტურდა, - ამის შესახებ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ალექსანდრე მოწერელია

04 აპრილი 2020, 21:25

COVID19

ალექსანდრე მოწერელია: დაინფიცირებული სპორტსმენის 54 კონტაქტია გამოვლენილი

მისი თქმით, გამოვლენილია 54 კონტაქტი, აქედან 16 კარანტინშია გადაყვანილი, დანარჩენებზე თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს ჯანდაცვის მუშაკებმა. „ამჟამად, დღეის მდგომარეობით ტრადიციული სარიტუალო ღონისძიებები მხოლოდ ოჯახის წევრებით შემოიფარგლება და მრავალრიცხოვან შეკრებებს ადგილი არ აქვს.

კორონავირუსი

04 აპრილი 2020, 21:19

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 159 ადამიანს დაუდასტურდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.