Imedi /  12 თებერვალი 2019, 00:15 / სანდო წყარო

ბრიტანეთში ძროხებისთვის Tinder-ის მსგავსი აპლიკაცია შექმნეს

აპლიკაცია Tudder-ი

აპლიკაცია Tudder-ი

ბრიტანულმა სტარტაპმა Hectare-მა Tinder-ის მსგავსი აპლიკაცია მეცხოველეობის განვითარების მიზნით შექმნა. ამის შესახებ BBC წერს

 Tudder-ი - ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მასშტაბით არსებული ფერმებიდან 42,000 ძროხას აერთიანებს.   

აპლიკაციის მეშვეობით ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ ხარის ან ძროხის პროფილი დაათვალიერონ, დაინტერესების შემთხვევაში კი მოიწონონ.

როგორც აპლიკაციის შემქმნელები განმარტავენ მათ ინვესტორებისგან და ორგანიზაციებისგან £3 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსის მიზიდვა შეძლეს.

იანვარში Tinder-ის მსგავსი აპლიკაცია შექმნეს ძაღლებისთვის ლიეტუვაშიაპლიკაცია GetPet-ის მიზანი პოტენციური მომვლელებისთვის თავშესაფარში მყოფი ძალების გაცნობა. 

ყველა სიახლე

19 აპრილი 2019, 21:59

მსოფლიო

აშშ-მ მოუწოდა ქვეყნებს რომ რუსეთისთვის ვენესუელის მიმართულებით საჰაერო სივრცე დახურონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის თვითმფრინავებისთვის ვენესუელას მიმართულებით ფრენების დაბლოკვის გამო მალტა შეაქო. მორგან ორტაგუსმა შესაბამისი განცხადება twitter-ზე გააკეთა და მოუწოდა სხვა ქვეყნებსაც, რომ მალტას მაგალითი გაიზიარონ.

პეტრო პოროშენკო
ვლადიმერ ზელენსკი

19 აპრილი 2019, 21:45

მსოფლიო

კიევში პოროშენკო-ზელენკის დებატები გაიმართა. მთავარი

„2014 წელს მე თავად მივეცი ბატონ პოროშენკოს ხმა, თუმცა შევცდი. ჩვენ ყველანი შევცდით"- აღნიშნა ზელენსკიმ. პოროშენკომ თავის მხრივ განაცხადა, რომ უკრაინა ქვეყანაა, სადაც ომია. მისი თქმით, ხალხს უფლება აქვს იცოდეს, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი ამ მუქარის საპასუხოდ.

19 აპრილი 2019, 21:19

კულტურა

თბილისში რეცეპტების მუზეუმი გაიხსნა

თბილისში რეცეპტების მუზეუმი გაიხსნა.მუზეუმში ასევე შესაძლებელია კულინარიულ მასტერკლასებში მონაწილეობა. დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი მუზეუმი მსოფლიოში არ არსებობს და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის, მნიშვნელოვანია.

19 აპრილი 2019, 21:17

ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

დღევანდელ ვაჭრობაზე ნავთობი საუდის არაბეთიდან ექსპორტის ვარდნის და აშშ-ის მარაგების შემცირების ფონზე გაძვირდა. „ბრენტის“ ტიპის ნავთობზე ფასი ერთ დღეში 35 ცენტით გაიზარდა და ბარელზე $71,97 შეადგინა. ერთ კვირაში „ბრენტის“ ფასი 0,6%-ით გაიზარდა. ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობის დასრულებამდე ნავთობის ფასი კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და $72,1 შეადგინა.

პროფესიული განათლება

19 აპრილი 2019, 21:10

საქართველო

როგორ საქმდებიან პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები

პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა იზრდება. განათლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა 60% პროცენტი დასაქმებულია.

ვაშლიჯვარი

19 აპრილი 2019, 20:53

ეკონომიკა

ვაშლიჯვარი-გელოვანის ესტაკადის მშენებლობის დასრულება ისევ გადავადდა

როდის გაიხსნება ვაშლიჯვრის ესტაკადა, რომლის მშენებლობაც უკვე უნდა დასრულებულიყო- კითხვას დღეს ის მოქალაქეები სვამენ, რომლებიც ამ მონაკვეთზე საცობში, საათობით დგანან. დღეს ცნობილი გახდა, რომ მშენებლობის შეფერხების მიზეზი პროექტში შეტანილი ცვლილებებია.

19 აპრილი 2019, 20:36

საქართველო

პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე უმრავლესობის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა პლენარულ სესიაზე დღეს მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 31-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ლაშა ჟვანია

19 აპრილი 2019, 20:19

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია თანამდებობას ტოვებს

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს - მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია"- წერს ლაშა ჟვანია.

დავით ყიფიანის სახელობის თასი

19 აპრილი 2019, 20:10

სპორტი

დავით ყიფიანის თასის გათამაშების მერვედფინალური წყვილები ცნობილია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრაზე მეტოქეები გაირკვა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული წილისყრის შედეგს ელოდა ეროვნული ლიგის ხუთი, ეროვნული ლიგა 2-ის შვიდი, ლიგა 3-ის ერთი და ლიგა 4-ის სამი გუნდი.

19 აპრილი 2019, 20:08

მსოფლიო

კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ზელენსკისა და პოროშენკოს დებატები იმართება

კიევის ოლიმპიურ სტადიონი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის დებატები დაიწყო. სტადიონზე, სადაც 70 ათასი ადამიანი ეტევა, ყველა ბილეთი გაიყიდა.უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

ელისაბედ მეორე

19 აპრილი 2019, 20:08

ტაბლოიდი

დედოფლის საჩუქარში ჟურნალისტებმა მეგანისა და ჰარის ბავშვის სქესზე მინიშნება დაინახეს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე მეგან მარკლისა და პრინც ჰარის შვილს ბრილიანტის გულსაბნევს აჩუქებს. ძვირფასეულობების ექსპერტის გრანტ მობლის ინფორმაციით, დედოფალი შვილთაშვილს 11 ბრილიანტით გაწყობილ ყვითელი ოქროსგან დამზადებულ გულსაბნევს აჩუქებს, რომელიც ელისაბედ მეორეს 2007 წელს ბოტსვანის პრეზიდენტმა გადასცა.

კრიშტიანუ რონალდუ

19 აპრილი 2019, 19:56

სპორტი

რონალდუ „იუვენტუსს“ არ დატოვებს

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რონალდუ კლუბის დატოვებას ჩემპიონთა ლიგის გამოთიშვის გამო აპირებდა. როგორც „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, კრიშტიანუს დამატება ჩემპიონთა ლიგის გარანტირებულად მოგებას სულაც ნიშნავს.

19 აპრილი 2019, 19:39

ეკონომიკა

ევროზონის 19 ქვეყანაში წარმოება შემცირდა

„საქმიანი აქტივობის“ ინდექსი ევროზონის 19 ქვეყანაში აპრილში 0,3 პუნქტით შემცირდა. ეს ადასტურებს წარმოების შემცირებას გერმანიასა და საფრანგეთში. გერმანიაში ინდექსმა 44,5 პუნქტი შეადგინა, თუმცა ფინანსისტი ანალიტიკოსების მოლოდინი უფრო მაღალი იყო და ეკონომიკურ აქტივობას პროგნოზირებდნენ.

„შურისმაძიებლები“

19 აპრილი 2019, 19:36

კულტურა

„შურისმაძიებლების“ ყველაზე ცუდი პერსონაჟი დასახელდა

მეორე ადგილზეა მანტისი, რომლის როლს პომ კლემნტეფი ასრულებს, მესამე ადგილზე ქორისთვალა აღმოჩნდა. ამ როლს ჯერემი რენერი ასრულებს. ფილმის საუკეთესო პერსონაჟად თორი დასახელდა. მას ქარიზმარული გმირი უწოდეს, რომელსაც იუმორის გრძნობა აქვს.

19 აპრილი 2019, 19:30

თემა

ვინ არიან ყველაზე პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის BTS-ის წევრები. ისტორია

2013 წელს სამხრეთკორეაში შეიქმნა ბიჭებისბენდი BTS-ი, რომელიცყველაზე პოპულარული კეი-პოპ ჯგუფია. კეი-პოპი (K-pop) სამხრეთ კორეაში დაბადებული მუსიკალური ჟანრია, რომელიც აერთიანებს ჰიპ-ჰოპს, საცეკვაო მუსიკას და რიტმ-ენდ-ბლუზსს. აპრილში ჯგუფის ვიდორგოლმაახალი რეკორდი დაამყარა - პირველივე დღეს ნახვებმა 74 მილიონს მიაღწია. ბენდის წევრები სიტყვით გამოდიან გაეროში და სამხრეთკორეისთვის მილიარდები მოაქვთ, ხოლო თაყვანისმცემლები გაცხარებულები კამათობენ საყვარელსოლისტებზე და მათ სისხლით დაწერილ წერილებს უგზავნიან.

გემი

19 აპრილი 2019, 19:29

მსოფლიო

მონტენეგროში სამხედრო გემზე ათობით კილოგრამი ნარკოტიკი იპოვეს

მონტენეგროს თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის სამხედრო საზღვაო ფლოტის სასწავლო გემზე ნარკოტიკები აღმოაჩინა. სამხედრო პოლიციამ გემზე ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებები გემის ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის გამოყენებას აპირებდნენ.

Amazon ჩინეთი

19 აპრილი 2019, 19:16

ეკონომიკა

Amazon-ი ჩინეთში ონლაინ მაღაზიას დახურავს

გადაწყვეტილება Amazon-მა მას შემდეგ მიიღო, რაც ონლაინ ვაჭრობის ჩინური კომპანიებიდან (Alibaba და JD.com) მძაფრი კონკურენცია იგრძნო. მანამდე Amazon-მა ჩინური Joyo.com შეიძინა, რომელიც წიგნებით, მუსიკითა და ვიდეოებით ვაჭრობს. პლატფორმას სახელი 2007 წელს შეეცვალა და Amazon.cn დაერქვა.

19 აპრილი 2019, 18:58

ტექნოლოგიები

გერმანიაში ტყუპი 97 დღის შუალედით დაიბადა

გერმანიაში, ქალაქ კიოლნში მცხოვრებმა ქალმა ტყუპი 97 დღის შუალედით გააჩინა. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფეხმძიმობის 26-ე კვირას გაუარესდა. ექიმებმა ტყუპისცალი ლილიანა დედის სხეულიდან საკეისრო კვეთის შედეგად ამოიყვანეს და 900 გრამს იწონიდა. მეორე ბავშვი კი დათქმულ ვადებში დაიბადა. კლინიკის მონაცემებით, ტყუპები მსოფლიო რეკორდსმენები არიან.

საკრებულო

19 აპრილი 2019, 18:47

საქართველო

საკრებულომ ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლას მხარი დაუჭირა

შეთანხმების მიხედვით, ოდიშარია სახელმწიფოს თაბორის მთაზე თავის საკუთრებაში არსებულ 3000 კვ.მ.-ზე მეტ ფართობის მიწას გადასცემს, სანაცვლოდ კი, მუხიანში, დაახლოებით 35.000 კვ.მ-ს მიიღებს. რაც შეეხება ღირებულებებს, ორივე ნაკვეთი სამხარაულის ბიურომ შეაფასა.

19 აპრილი 2019, 18:43

მსოფლიო

გარემოს დამცველებმა პარიზის საქმიანი რაიონის შესასვლელი გადაკეტეს

აქციის გამო Societe Generale-სა და ენერგოკომპანია EDF-ის თანამშრომლები სამსახურში ვერ გამოცხადნენ. Greenpeace-ს აქციის მთავარი ორგანოზატორი ამ 2 კომპანიას გლობალური დათბობის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, დემონსტრანტები საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და მისი მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ.