imedi /  12 მარტი 2019, 18:29 / სანდო წყარო

რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს სკოლის საზაფხულო არდადეგები

არდადეგები

საქართველოში სასკოლო არდადეგები ზაფხულში საშუალოდ სამ თვეს ან უფრო მეტხანს გრძელდება. საჯარო სკოლებში ის დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება და 15 სექტემბერისთვის სრულდება. თითქმის იგივე ვადებია კერძო სკოლებშიც, თუმცა იქ არდადეგების ზუსტ თარიღს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ სასწავლო წლის ხანგრძლივობა და განათლების ხარისხი ერთი და იგივე არ არის, ამიტომ პირდაპირი კავშირი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას და დასვენებას შორის არ არსებობს, თუმცა ქვეყნებში, სადაც დასვენების დღეების რაოდენობა მკაფიოდ განსაზღვრული და უფრო მცირეა, მოსწავლეების აკადემიური მოსწრების შედეგები უკეთესია.

მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საზაფხულო არდადეგები ორ თვეზე ოდნავ მეტხანს გრძელდება, დიდ ბრტანეთში მხოლოდ 42 დღეს, გერმანიაში მოსწავლეები ზაფხულში მხოლოდ 6 კვირას ისვენებენ, საფრანგეთში - 8 კვირას, სინგაპურში, ჰონკონგსა და იაპონიაშიც ზაფხულის არდადეგები ორ თვეს გრძელდება.

კვლევებით დადგენილია, რომ საბუნებისმეტყველო საგნებსა და კითხვით უნარებში კარგი მოსწრება აქვთ ბრიტანელ და ამერიკელ მოსწავლეებს, ხოლო ამ საგნებსა და მათემატიკაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სინგაპურში, ჰონკონგსა და იაპონიაშია.

The Economist-ის მონაცემებით, გაჭიანურებულმა არდადეგებმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მოსწავლეებს წინა სასწავლო წლის მასალის მეოთხედი დაავიწყდეთ და ახალ წელს უკვე ნასწავლის გამეორებაზე დრო უნდა დაიხარჯოს.

სპეციალისტების თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებმა ნაკლებად უნდა დაისვენონ, მაგრამ დასვენება დაბალანსებული უნდა იყოს და უსაქმურობაში არ უნდა გადაიზარდოს. მშობლებს ურჩევენ არდადეგების დროს ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის სხვადასხვა შესაძლებლობები გამოიყენონ: ატარონ მუზეუმებში, ლექციებზე, უამბონ ბავშვებს მეცნიერების შესახებ ყოველდღიური მოვლენების მაგალითზე და სხვ.

ყველა სიახლე

Facebook gaming

18 მარტი 2019, 17:24

ტექნოლოგიები

Facebook-ი მობილურ აპლიკაციაში ვიდეოთამაშების განყოფილებას ამატებს

გეიმერების განყოფილება ახალი ამბების კედლის, ვიდეოპლატფორმისა და ნოტიფიკაციების გვერდით, სანავიგაციო ველზე გამოჩნდება. ახალი განყოფილება ერთგვარი ჰაბი იქნება მათთვის ვინც გეიმერების პირდაპირი ეთერებით ინტერესდება და ამ სფეროში სიახლეების გაცნობა სურს.

იმპერატორ ცანლუნის საზაფხულო სასახლე

18 მარტი 2019, 17:12

ტაბლოიდი

ჩინეთის აკრძალული ქალაქი ტურისტებისთვის გაიხსნა. ისტორია

აკრძალული ქალაქი, ეს უზარმაზარი სასახლის კომპლექსია, რომელიც ჩინეთში მე-15 საუკუნეში გააშენეს და დაახლოებით 500 წლის განმავლობაში ის დახურული იყო. კომპლექსი ცინების დინასტიის 24 იმპერატორის სახლი იყო და შიგნით ყოფნის უფლება მხოლოდ მათ და მსახურებს ჰქონდათ.

ელექტრომობილი

18 მარტი 2019, 17:09

ეკონომიკა

წელს თბილისში ელექტრომობილებისთვის 160 დამტენი დამონტაჟდება

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის, ირაკლი თავართქილაძის თქმით, აუქციონში გამარჯვებული კომპანია პირველ ეტაპზე 30 დამტენს დაამონტაჟებს. მისი თქმით, ერთ თვეში აუქციონი დამატებით 30 ელექტრომობილის დამტენზე გამოცხადდება, წლის ბოლომდე კი დამტენების რაოდენობა ჯამში 160 იქნება.

პროკურატურა

18 მარტი 2019, 17:07

ძალოვნები

სასამართლომ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი გ.გ. დამნაშავედ სცნეს.

ხანძარი

18 მარტი 2019, 16:59

ძალოვნები

ვინ არის ადამიანი, რომელმაც ტექნიკის საწყობში სავარაუდოდ ცეცხლი გააჩინა

დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა სავარაუდოდ განზრახ დაწვეს. "ქრონიკის" ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული 36 წლის ზ.მ. ერთ-ერთი ბრალდებულია. შსს ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.

საქართველოს პარლამენტი

18 მარტი 2019, 16:55

საქართველო

მოსამართლეებზე მმართველი გუნდის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვა დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დომინიკ ტიმი

18 მარტი 2019, 16:49

სპორტი

ინდიან უელსის მასტერსის ფინალში როჯერ ფედერერი დომინიკ ტიმთან დამარცხდა

შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ანგარიშით 3:6, 6:3, 7:5 დასრულდა. 25 წლის ტიმისთვის ეს პირველი მასტერსია, რომელიც მოიგო. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ტურნირებში კი მას 12 ტიტული აქვს მოპოვებული.

ბრაიან აქტონი მარკ ცუკერბერგი

18 მარტი 2019, 16:48

ტექნოლოგიები

WhatsApp-ის თანადამფუძნებელმა მომხმარებლებს Facebook-ის გაუქმებისკენ მოუწოდა

სტუდენტებთან შეხვედრისას აქტონი მათ იმ მიზეზებზე ელაპარაკა, თუ რატომ მიჰყიდა WhatsApp-ი Facebook-ს და რატომ დატოვა კომპანია 2017 წელს. მისი თქმით, ამის მიზეზი სოცქსელის სერვისების მონეტიზაცია იყო. მსგავსი შინაარსის მოწოდება ბრაიან აქტონმა შარშანაც გაავრცელა.

სუფთა ავიაკომპანიები

18 მარტი 2019, 16:34

მსოფლიო

ყველაზე სუფთა ავიაკომპანიები დასახელდა

სპეციალისტებმა თვითმფრინავებში სალონების მდგომარეობა შეისწავლეს და ასევე ტუალეტების, სავარძლების და სხვა ნაწილების სისუფთავე შეაფასეს. რეიტინგის ლიდერი იაპონური ავიაკომპანია All Nippon Airways-ი გახდა, მეორე ადგილს ტაივანური EVA Air-ი იკავებს, მესამეზე კი კორეული Asiana Airlines-ი მოხვდა.

მესი

18 მარტი 2019, 16:28

სპორტი

მესის ჰეთ-თრიქს მეტოქე გუნდის ფანები აპლოდისმენტებით შეხვდნენ

სევილიაში, სტადიონ ბენიტო ვილიამარინიზე შეკრებილი ფანები არგენტინელის მიერ 85-ე წუთზე გატანილმა გოლმა აღაფრთოვანა - ლა ლიგაში ეს მესის 33 -ე ჰეთ-თრიქია, 45-ე ბარსელონას შემადგენლობაში და 51-ე ფეხბურთელის კარიერაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 მარტი 2019, 16:28

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე ილაპარაკეს

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა. უილსონმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

პოლიცია

18 მარტი 2019, 16:19

ძალოვნები

გურიაში სამი არასრულწლოვანი სკოლის გაქურდვაში ამხილეს. ვიდეო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში საჯარო სკოლა გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმესთან დაკავშირებით 3 არასრულწლოვანი ამხილა. შსს-ს ინფორმაციით, მხილებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ნ.ც., 2000 წელს დაბადებული ლ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული ა.ჟ.

ტაილანდი ავარია

18 მარტი 2019, 16:15

მსოფლიო

ტაილანდში სკოლის ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ბანგკოკიდან 122 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 მოსწავლე დაიღუპა, კიდევ 10 ადამიანი კი დაშავდა. ავტობუსში 20 მოზარდი და 19 მასწავლებელი იმყოფებოდა.

მეგან მარკლი

18 მარტი 2019, 16:09

ტაბლოიდი

ცნობილია, რა სიტყვების თქმა აუკრძალეს მეგან მარკლს

ცნობილია, რომ მეგან მარკლს საყვარელი კერძიც კი აუკრძალეს. ახლა გაირკვა, რომ სამეფო ეტიკეტის მიხედვით, სასაუბრო ლექსიკაც კი შეზღუდულია. მათ შორის "უწყინარი" სიტყვები. მეგანს ეკრძალება თქვას სიტყვები: საპირფარეშო (toilet), დივანი (Couch potato), ბოდიში (sorry), სუნამო (perfume), დესერტი (Just desserts), არისტოკრატიული ( Posh) და ჩაის დრო Time for tea.

Facebook

18 მარტი 2019, 16:05

ტექნოლოგიები

როგორ გავთიშოთ ავტომატურად ჩართული ვიდეოები Facebook-ზე. ინსტრუქცია

Facebook-ზე ინფორმაციის გაცნობისას ვიდეოები, რომლებიც ავტომატურად ირთვება მომხმარებელთა ერთი ნაწილისთვის ხშირად უსიამოვნოა. მათი თქმით, ახალი ამბების კედელზე „სქროლვისას“ ხმოვანი ვიდეოკლიპი ხშირად მოულოდნელი და უინტერესოც კი არის.

ბულგარეთი

18 მარტი 2019, 16:04

მსოფლიო

ბულგარელი სამართალდამცველები მათივე გაშვებული ცრემლმდენი გაზით მოიწამლნენ

ბულგარეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გაუშვეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენების ინსტრუქცია არც ისე კარგად იცოდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ცრემლმდენი გაზით პოლიციელებიც მოიწამლნენ.

18 მარტი 2019, 15:53

ტექნოლოგიები

MySpace-ს მომხმარებელთა მონაცემების უმეტესი ნაწილი წაეშალა

სოციალური ქსელი MySpace-ი სერვერებიდან მომხმარებლების მონაცემების დაკარგვის გამო ბოდიშს იხდის. ექაუნთების მფლობელები დიდი ხნის განმავლობაში ჩიოდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ წვდომა თავიანთ ძველ ფაილებზე გაეთიშათ.

18 მარტი 2019, 15:46

ეკონომიკა

როგორ შეუძლია მოქალაქეს საპენსიო სისტემიდან გასვლა

ბოლო მონაცემებით საპენსიო ფონდში 107 მილიონი ლარია აკუმულირებული. სისტემაში ჩართულია 620 ათასი დასაქმებული და 47 ათასზე მეტი კომპანია. რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს, მათი რაოდენობა 200 ათასია. ამ 200 000 მოქალაქეს პირველი აპრილიდან რეფორმის დატოვების უფლება აქვს.

Android

18 მარტი 2019, 15:42

ტექნოლოგიები

აღმოჩენილია ANDROID აპლიკაცია რომელიც ბატარეას ანადგურებს

კიბერუსაფრთხოების მკვლევარების ინფორმაციით, „ყალბმა უფასო ოპერაციებმა“ 206 აპლიკაცია დააზიანა, რომლის უკვე თითქმის 150 მილიონი გადმოტვირთვა დაფიქსირდა. Adware - ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც ხშირად „ბექგრაუნდზე“ რეკლამის სახით ჩნდება და სწორედ ეს აფერხებს ტელეფონების, ბატარეის მუშაობას.

ზვავი

18 მარტი 2019, 15:34

საქართველო

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა

საპატრულო პოლიციის ცნობით, მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით. "მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს", - ამბობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.