imedi /  14 მარტი 2019, 17:44 / სანდო წყარო

ფსიქოლოგები: მძიმე მეტალის მუსიკის მოყვარულებს ძალადობა არ უყვართ

გაერთიანებული სამეფოს ჟურნალმა  Open Science-მა მაკოურის  უნივერსიტეტის ფსიქოლოგების კვლევა გამოაქვეყნა. ისინი აცხადებენ, რომ მძიმე მეტალის მუსიკა, კერძოდ Death metal ადამიანზე უარყოფითად არ მოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

„მძიმე მეტალის ფანები, კარგი და სასიამოვნო ადამიანები არიან. ისინი არ აპირებენ გამოვიდნენ გარეთ და ვინმეს ზიანი მიაყენონ“, - ამბობს პროფესორი ბილ ტომპსონი. 

„ბევრი ადამიანი სიამოვნებას იღებს სევდიანი მუსიკისგან და ეს პარადოქსულიცაა, რატომ გვსურს ვიყოთ მოწყენილები? იმავეს თქმა შეიძლება აგრესიულ მუსიკაზე. ჩვენთვის ეს ფსიქოლოგიური პარადოქსია, რადგან რეალურად უმრავლესობას მიგვაჩნია, რომ ძალადობა და აგრესია დაუშვებელია“, - განმარტავს მეცნიერი. 

ექსპერიმენტის მონაწილეებს ყურსასმენებით მოასმენინეს სიმღერები Happy და Eaten და ამავდროულად სხვადასხვა თვალში  აჩვენებდნენ სხვადასხვა გამოსახულებებს - ერთ ნახატზე ძალადობის სცენა იყო გამოსახული, ხოლო მეორე კი პოზიტიური იყო. აღმოჩნდა, რომ იმ თვალში, რომელშიც ძალადობა იყო ასახული უფრო იწვევდა დაძაბულობას და ყურადღებას, რადგან ფსიქოლოგების განმარტებით, ადამიანის ტვინი მსგავს სცენას საფრთხედ აღიქვამს და მეტ ყურადღებას აქცევს. მძიმე მეტალის მუსიკის მოყვარულებსაც, იმავე რეაქცია ჰქონდათ ძალადობრივ სცენაზე, როგორც არა მოყვარულებსაც.

ყველა სიახლე

19 მაისი 2019, 12:40

სპორტი

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მეგაშირა ენდოსთან დამარცხდა

წარუმატებელი აღმოჩნდა ნაცუ ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღე ტოჩინოშინისთვის. ტოჩი მე-2 მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდა და დამარცხდა. ქართველ სუმოისტს მიმდინარე ტურნირზე ჩატარებული 8 ბრძოლიდან 7 მოგება აქვს და ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად კიდევ 3 გამარჯვება სჭირდება.

თამარ ჩუგოშვილი

19 მაისი 2019, 12:34

საქართველო

ჩუგოშვილი: არის იმის რესურს, რომ არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდეს

"შესაბამისად, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომ ზუგდიდის საარჩევნო ოლქზე გაამახვილოს ყურადღება. დარწმუნებულები ვართ, რომ მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ და დღეს ყველა გამარჯვებას ვიზეიმებთ,"- თქვა ჩუგოშვილმა.

19 მაისი 2019, 12:29

მსოფლიო

Reuters: ირანი ნავთობის ექსპორტის ტაქტიკას და ტრაექტორიას ცვლის

აშშ-ის სანქციების გამო ირანი ნავთობის ექსპორტის ტაქტიკას და ტრაექტორიას ცვლის - წერს Reuter-ი ირანის მაღალი თანამდებობის ჩინოსანზე დაყრდნობით. „ნავთობის სამინისტროს ტაქტიკა ჩვენს პორტებში ნავთობის ტრაექტორიის და პუნქტების განლაგების კუთხით შეიცვალა“ - განაცხადა ირანის საზღვაო საქმეებში დირექტორის მოადგილე ილნა ხადი ხაკშენმა.

ქეთევან სორდია

19 მაისი 2019, 12:27

საქართველო

მოქალაქე: ნიკა გვარამიამ პარკი გამომგლიჯა, მუხლებით დამაგდო, მაჯანჯღარებდა

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 95-ე უბნის დამკვირვებლის ქეთევან სორდიას მტკიცებით, ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, მაშინ როდესაც სმენას სხვა დამკვირვებელს აბარებდა, საარჩევნო უბნიდან გამოვიდა და პოლიეთილენის პარკით ფეხსაცმელი მიჰქონდა რა დროსაც გვარამია მას თავს დაესხა და უთხრა, რომ პარკში საარჩევნო სიები ჰქონდა.

19 მაისი 2019, 12:27

საქართველო

ივანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნების კანდიდატები პირველსავე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ

ივანიშილი იმედოვნებს, რომ ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს, როგორც მთაწმინდაში, ისე სხვა ოლქებში. აქტივობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების კანდიდატები პირველსავე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ."

Spacex

19 მაისი 2019, 12:14

ტექნოლოგიები

SpaceX-მა აშშ-ის ხელისუფლებას უჩივლა

კომპანია SpaceX-მა აშშ-ის ფედერალურ ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა. The Washington Post-ის ცნობით, საჩივარი სახელმწიფო კონტრაქტებს ეხება. კომპანიაში აცხადებენ, რომ საჩივრის შემცველობა კონფიდენციალურია.

აჰმედ იმამკულიევი

19 მაისი 2019, 12:01

საქართველო

იმამკულიევი: „ქართული ოცნება“ აგრძელებს აგრესიით და ზეწოლით ბრძოლას

მარნეულში, 67-ე ბანზე ხმა მისცა ,,ევროპული საქართველოს,“ კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა. მისი თქმით, მარნეული იქნება ქალაქი, საიდანაც მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება დაიწყება. მერობის კანდიდატმა საარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და თქვა, რომ ,,ქართული ოცნება“ აგრესიითაა და ზეწოლით ცდილობს საარჩევნო მარათონში გამარჯვებას.

კანფეტი

19 მაისი 2019, 11:51

საქართველო

„გირჩი“ საარჩევნო უბანზე კანფეტებს არიგებს

აქტივისტები ამბობენ, რომ უბანზე ეგზიტპოლებს ატარებენ. სავარაუდოდ, ეს ქმედება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს, რადგან აგიტაციის ნიშნებს შეიცავს. მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ა"გირჩიდან" ჰერმან საბო იყრის კენჭს.

კახა კალაძე

19 მაისი 2019, 11:50

საქართველო

კალაძე კოორდინატორებს: ნუ შეუშინდებით კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს შეკითხვებს უპასუხა. კალაძე კოორდინატორებს, რომლებიც საარჩევნო უბნებთან სიებით დგაგან, მოუწოდებს, ჟურნალისტებს არ შეუშინდნენ და საქმიანობა განაგრძონ.

შემთხვევის ადგილი

19 მაისი 2019, 11:48

საქართველო

ზუგდიდში მოქალაქესა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდის 95-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მოქალაქე დაუპირისპირდნენ. როგორც მოქალქემ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე „ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ჩუსტები ჰქონდა, გამოართვა და ძირს დააყრევინა“.

19 მაისი 2019, 11:48

საქართველო

ზუგდიდში რამდენიმე ინციდენტი მოხდა

ინციდენტი მოხდა 47-ე უბანზეც, საიდანაც ერთი ადამიანი გააძევეს. როგორც კომისიის წევრი მარიკა მარღანია აცხადებს გაძევების მიზეზი დაუმორჩილებლობა გახდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ მას არაერთხელ მისცეს მითითება თუ საიდან უნდა ეწარმოებინა გადაღება, უბანზე თვითნებურად გადაადგილდებოდა და ამომრჩევლების პერსონალურ მონაცემებს იღებდა.

ზაურ დარგალი

19 მაისი 2019, 11:47

საქართველო

ზაურ დარგალი: ჩვენ დღეს აუცილებლად გავიმარჯვებთ

კანდიდატის თქმით, მან პრინციპული არჩევანი გააკეთა და ხმა მარნეულის მომავალს და განვითარებას მისცა. დარგალი სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებებს ზეწოლასა და მოსყიდვაზე და ამბობს, რომ თავად ოპოზიცია ცდილობს პროვოკაციებით პრობლემების შექმნას.

19 მაისი 2019, 11:40

ტექნოლოგიები

კვლევა: აშშ-ის მოსახლეობის 56%-ი სკოლებში არაბული ციფრების სწავლას საჭიროდ არ მიიჩნევს

ორგანიზაცია Civic Science-ის კვლევით, აშშ-ის მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ არაბული ციფრების შესწავლას საჭიროდ არ მიიჩნევს, წერს Independent-ი. კვლევის ფარგლებში სულ 3624 რესპოდენტი გამოიკითხა. აქედან 29% მიიჩნევს, რომ არაბული ციფრები სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, 15%-ს კი პასუხის გაცემა უჭირს.

ირაკლი ჯორბენაძე

19 მაისი 2019, 11:25

საქართველო

ხულოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს პირადობა სახლში დარჩა

დაბა ხულოს #1 უბანზე მისულ ჯორბენაძეს დარჩენილი მოწმობა მალევე მიუტანეს და ირაკლი ჯორბენაძემ ხმა უკვე მისცა.მერობისთვის ხულოში 14 კანდიდატი იბრძვის.დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

19 მაისი 2019, 11:22

საქართველო

ცესკო ამორჩეველთა აქტივობის შესახებ 10:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამორჩეველთა აქტივობის შესახებ 10:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. 10:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა 15.4% საგარეჯოშია, ყველაზე დაბალი კი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში- 4%. რაც შეეხება ზუგდიდს, იქ აქტივობა 8,1%-ია.

გიორგი მარგველაშვილი

19 მაისი 2019, 11:11

საქართველო

მარგველაშვილი: ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდაზე მე-6 საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დუბაი

19 მაისი 2019, 11:10

ეკონომიკა

დუბაის ეკონომიკური ზონა $354 მილიონის ინვესტირებას მოახდენს

დუბაის ეკონომიკური ზონა დარგის სტიმულირებისთვის საკუთარი მომხმარებლებისთვის $354 მილიონ დოლარს გაიღებს. თავისუფალი ზონა ჯებელ-ალი კრედიტებს მისცემს იმ კომპანიებს, რომლებიც მის იურისდიქციაში 2018 წლს სექტემბრიდან დაფიქსირდნენ. სტიმულირება გარკვეულწილად, ნავთობზე არსებულმა დაბალმა ფასებმა განაპირობა და რეგიონში ეკონომიკის შესუსტებამ.

კახა კალაძე

19 მაისი 2019, 11:05

საქართველო

კალაძე: მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების რეალური შანსი გვაქვს

"ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, თქვენი მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს. ამიტომ, ნუ დაიზარებთ, გამოცხადდით საარჩევნო უბნებზე და ერთად ვიზეიმოთ პირველივე ტურში გამარჯვება,"- თქვა კალაძემ.

19 მაისი 2019, 11:05

საქართველო

ცნობილია რამდენი ამომრჩეველი გადარეგისტრირდა სხვა მუნიციპალიტეტებში

საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 25 აპრილს უკვე გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, სადაც ასახულია ინფორმაცია საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეების ზუგდიდის, ზესტაფონის, მარნეულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, ასევე მთაწმინდის საარჩევნო ოლქში რეგისტრაციის შესახებ.

შალვა შავგულიძე

19 მაისი 2019, 10:59

საქართველო

შალვა შავგულიძე მთაწმინდელებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

"დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს სამართალსა და უსამართლობას, კეთილდღეობასა და სიღარიბეს, თავისუფლებას, საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციას და კოლონიად რუსეთში დაბრუნებას შორის“,- განაცხადა შავგულიძემ.