ცესკო საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს
ფოტო: ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება იმ ბრალდებების შესასწავლად, რომელიც სალომე ზურაბიშვილისგან და გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ისმის.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოთქმული ბრალდებები საჭიროებს კომპლექსურ და ობიექტურ გამოძიებას, რაც სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკო-ს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა, ამავდროულად, ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა ვერანაირი ხარვეზი ვერ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს არსებული საჩივრების განხილვა, თუმცა ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო.
იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას, რაც სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ წინადადებით საქართველოს პროკურატურას დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ზემოთ ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ კი, გამოვხატავთ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და შეუფერხებლად მივაწოდოთ ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 11:38
საზოგადოება
სამგორის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატება
სამგორში, ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ და ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე ორი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
01 აპრილი 2026, 11:34
საზოგადოება
ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ მესამე ფილიალი გაიხსნა
ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ ახალი, მესამე ფილიალი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებას, რომელზეც კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა იყო წარმოდგენილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაესწრო. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 11:34
საზოგადოება
ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
01 აპრილი 2026, 11:33
პოლიტიკა
გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
მსოფლიო ბანკმა კეთილდღეობის შემფასებელ გლობალურ მონაცემთა პლატფორმაზე გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგები განაახლა.
01 აპრილი 2026, 11:31
საზოგადოება
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები ოთხმა კომპანიამ წარმოადგინა
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სატენდერო დოკუმენტაცია ოთხმა უცხოურმა კომპანიამ წარმადგინა, დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.
01 აპრილი 2026, 11:22
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ქუვეითში კი აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია... მაშ - მშვიდობა ვჭამოთ?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში სამხედრო კონფლიქტების არსებობის ფონზე, საქართველოში მშვიდობაა.
01 აპრილი 2026, 11:20
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი Global Terrorism Index 2026-ში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზე: თუ არა გლობალური თანამშრომლობა, ძალიან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე საუბარი
დეპუტატი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (Institute for Economics and Peace-IEP) მიერ გამოქვეყნებულ Global Terrorism Index 2026-ს, სადაც წერია, რომ საქართველო ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია.
01 აპრილი 2026, 11:19
მსოფლიო
მარკო რუბიო: ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო და აღნიშნა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ მათ ალიანსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.
01 აპრილი 2026, 11:16
საზოგადოება
დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 აპრილიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან(EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია.
01 აპრილი 2026, 11:12
პოლიტიკა
ანა დოლიძე გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს - 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე, გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ მიერ 26 მაისს თბილისში დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 26 მაისი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის.
01 აპრილი 2026, 10:59
პოლიტიკა
ლაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია - ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარ დასაქმებული
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჯოხაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს.
01 აპრილი 2026, 10:57
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს
სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
01 აპრილი 2026, 10:56
მსოფლიო
მარკო რუბიო: თუ რთულ დროს ევროპელები საკუთარი ბაზებით სარგებლობის უფლებას არ მოგვცემენ, რა საჭიროა მაშინ ნატო?
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში ნატოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი შექმნილი იყო არა მხოლოდ ევროპაში ამერიკული ბაზების განთავსებისთვის, არამედ საჭიროების ჟამს ევროპული სამხედრო ბაზებით სარგებლობისთვის.
01 აპრილი 2026, 10:55
სპორტი
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია⚽
ცნობილი გახდა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ყველა, 48-ვე მონაწილე გუნდი. ერაყის ნაკრებმა კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის ერთ-ერთ ფინალურ მატჩში ბოლივია 2:1 დაამარცხა და იმ 47 ნაკრებს შეუერთდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მანამდე უკვე მოახერხეს. ისინი 12 ჯგუფში არიან გადანაწილებულები.
01 აპრილი 2026, 10:39
ტექნოლოგიები
მისია Artemis 2 მთვარეზე 1 აპრილს გაფრინდება🚀
რაკეტა SLS, რომელმაც კოსმოსში ხომალდი „ორიონი“ უნდა გაიყვანოს უკვე სასტარტო მოედანზეა. ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება: აშშ-ის სამი მოქალაქე - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე. ისინი 10-დღიანი მისიის ფარგლებში მთვარეს წრეს დაარტყამენ. მათი მთავარი ამოცანაა „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 - ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.
01 აპრილი 2026, 10:37
მსოფლიო
რუბიო ირანთან ომზე: ფინიშის ხაზს ვხედავთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ირანთან ომში ფინიშის ხაზი გამოჩნდა, თუმცა მას საბრძოლო მოქმედებების დასრულების კონკრეტული თარიღის დასახელება არ სურს.
01 აპრილი 2026, 10:29
სამართალი
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 10:26
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 10:11
სამართალი
კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 10:06
მსოფლიო
შვეიცარიული მედია: ტრამპი ირანთან დაკავშირებით „პირველი რიგის დილემის“ წინაშე დგას - რეჟიმისთვის “თავის მოკვეთით” სტრატეგიულ დონეზე ვაშინგტონმა ჯერჯერობით დიდად ვერაფერს მიაღწია
შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომში მასიურ ესკალაციასა და საჰაერო დარტყმების მკვეთრ შეწყვეტას შორის მერყეობს, თუმცა, ზესახელმწიფოს ძნელად თუ შეუძლია საომარი მოქმედებების ცალმხრივი შეწყვეტა ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე.


