05 ნოემბერი 2024, 13:01 / სანდო წყარო

ხორხე გონსალეს გალარცა: ჩვენი დელეგაცია ყველგან გამჭვირვალე პროცესის მომსწრე იყო, როცა გლობალურად საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა ეცემა, დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ ისწავლონ საქართველოს საარჩევნო მოდერნიზაციისგან

ხორხე გონსალეს გალარცა

ხორხე გონსალეს გალარცა

ჩვენი საარჩევნო დამკვირვებლების დელეგაცია ყველგან გამჭვირვალე პროცესის მომსწრე იყო, - წერს საერთაშორისო დამკვირვებელი ხორხე გონსალეს გალარცა, The Critic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისას გამოჩნდა, რომ ამომრჩევლები ახალ ტექნოლოგიებს კარგად იყენებდნენ, საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობის ზრდის პარალელურად კი, ბევრ დასავლურ ქვეყანას შეუძლია საქართველოს საარჩევნო მოდერნიზაციის გამოცდილება გაიზიაროს.

„ამომრჩევლები კომფორტულად გრძნობდნენ თავს ახალი ტექნოლოგიის გამოყენებისას, რის შედეგადაც დეცენტრალიზებული უბნებიდან თითოეულის შედეგი სკანირდებოდა და იგზავნებოდა თბილისში მათი 90 პროცენტის ხელით ხელახალი გადათვლისთვის. მაშინ, როცა გლობალურად საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა ეცემა, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობას შეუძლია ისწავლოს საქართველოს საარჩევნო მოდერნიზაციისგან, რამაც წინა წლებში დაფიქსირებული შეცდომები მკვეთრად შეამცირა“, - წერს გალარცა.

მისივე თქმით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ შედეგის აღიარების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა დაუსაბუთებელი პრეტენზიები გააჟღერა, რასაც ევროპელ დიპლომატთა დიდი ნაწილი შეუერთდა.

ამის მიუხედავად, გალარცას განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი თბილისს ეწვია და „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა გამოუცხადა, ისევე, როგორც მეზობელმა ქვეყნებმა - სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

„სხვადასხვა პან-ევროპულ ასამბლეასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) იძულებული გახდა დაეცვა არჩევნების შედეგის ვალიდურობა, ნაცვლად იმისა, რომ თავის რუტინულ უკუკავშირში ფოკუსირება მოახდინა გაძლიერებულ პოლარიზაციასა და მის გავლენაზე საზოგადოების ნდობაზე. ითამაშა რა გადამწყვეტი როლი 2020 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში, როცა არჩევნები შეაფასა როგორც თავისუფალი და სამართლიანი, ეუთომ არსებითად, კიდევ ერთხელ დაადასტურა შედეგი. მიუხედავად ამისა, კვირას თბილისის დასავლური დიპლომატიური კორპუსის უმეტესობა შეუერთდა ზურაბიშვილს კონფლიქტურ გამოცხადებაში, როცა მან ისაუბრა „გაყალბებულ არჩევნებზე“ და „რუსული გავლენის ოპერაციაზე“, რომელიც „ხმის მოპარვას“ გულისხმობდა. ჯერ კიდევ დაუდასტურებელი პრეტენზიები ვერ მიაღწევდა წარმატებას, რადგან უფრო მეტმა სახელმწიფომ აღიარა საქართველოს ნება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოზიციას და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს. იგი ორშაბათს თბილისში ჩაფრინდა და პირველმა აღიარა შედეგი, მანამდეც კი, სანამ ამას საქართველოს სამხრეთ კავკასიელი მეზობლები გააკეთებდნენ. სომხეთს და აზერბაიჯანს მეზობელი საქართველოს გარდა ტერიტორიული დავების გადასაჭრელად სხვა ადგილი არ აქვთ და ამიტომ დაინტერესებულნი არიან სტაბილურობით“, - წერს ხორხე გონსალეს გალარცა.

გარდა ამისა, დამკვირვებელი წერს: „რისკი იმისა, ფერადი რევოლუცია გადაიზრდება რაღაც უფრო ბნელში, გამარჯვების მეტ შანსს უფრო „ცივ თავებს“ აძლევს“.

„თუ ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლური მთავრობა მხარს უჭერს პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას აფერხებს, მაშინ დასავლეთმა იმის ნაცვლად, რომ იგი რუსეთის ხელში ჩააგდოს, სარკე უნდა იყიდოს. ამავდროულად, მის შიგნით არსებულმა განსხვავებულად მოაზროვნეებმა, უნდა გააორმაგონ ძალისხმევა ევროპის შესაცვლელად და მასში საქართველოს მომავლის უზრუნველსაყოფად“, - ვკითხულობთ სტატიაში, სათაურით „საქართველოსთან დაკავშირებით შეცდომაში შევყავართ?“.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

18 აგვისტო 2026, 01:12

მსოფლიო

მაკრონი: ენდეთ ევროპას - სწორედ ის მოგვცემს საშუალებას, ერთად შევინარჩუნოთ პოზიციები ამ არეულ მსოფლიოში, სადაც საერთაშორისო სამართალი ყოველდღიურად ირღვევა და ბლოკების ლოგიკა ბრუნდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის მნიშვნელობასა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ილაპარაკა და საზოგადოებას ევროპული პროექტის მიმართ ნდობისკენ მოუწოდა.

18 აგვისტო 2026, 01:03

მსოფლიო

ჯარედ კუშნერი: თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ღაზაში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ორივე მხარის თანამშრომლობის შემთხვევაში ღაზაში „პროგრესი შესაძლოა ძალიან მალე ვიხილოთ“, თუმცა მან იქვე მიანიშნა, რომ თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ანკლავში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს.

17 აგვისტო 2026, 22:39

რეგიონი

დავით კოდუამ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს - ნათია გადელიას, ელენე ქარჩავას, ანასტასია ჩოკორაიასა და სალომე ქაქუთიას შეხვდა. მერმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.

დონალდ ტრამპი

17 აგვისტო 2026, 22:28

მსოფლიო

ტრამპი: კიმ ჩენ ინი ჩემ მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა - მე მესმის მისი, მას კი ჩემი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ურთიერთობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მათ შორის კარგი ურთიერთგაგება არსებობს.

დონალდ ტრამპი

17 აგვისტო 2026, 22:02

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: მათ კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართონ

60-დღიანი ზავის ვადა ორშაბათს იწურება, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცე პოზიცია ირანის ბირთვული ამბიციების აღკვეთასთან დაკავშირებით უცვლელია. ამის შესახებ მან ორშაბათს დილით Fox News-ს განუცხადა და დაადასტურა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) სამშვიდობო მოლაპარაკებების პირდაპირი, ფარული არხი მოქმედებს.

17 აგვისტო 2026, 21:49

კულტურა

19 აგვისტოდან მსმენელებს ფესტივალ „ღამის სერენადების“ საკონცერტო საღამოები ელოდებათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

19 აგვისტოდან ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. წელს ფესტივალი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნება. ტრადიციულად მრავალფეროვანი პროგრამითა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით სამ ქალაქში შვიდი კონცერტი გაიმართება. ღამის სერენადები კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, თბილისის, ბათუმისა და ბორჯომის მერიის მხარდაჭერით 20 სექტემბერს დაიხურება.

17 აგვისტო 2026, 21:37

მსოფლიო

Reuters: ირანი, აშშ-თან დიპლომატიის კრახის შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში შეტევაზე გადასვლით იმუქრება

როგორც ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ორშაბათს Reuters-ს განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის საბოლოო შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, თეირანმა თავისი სტრატეგია თავდაცვითიდან „სრულმასშტაბურ შეტევით“ პოლიტიკაზე გადაიყვანა.

17 აგვისტო 2026, 21:34

სპორტი

ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ნაკრების წევრებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - „მილანი-კორტინა 2026-ზე“ საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება ფულადი ჯილდოებით აღინიშნება.

17 აგვისტო 2026, 21:19

საზოგადოება

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექი პრობლემური აღმოჩნდა არაერთი რაიონისთვის; განსაკუთრებულად კი ლეღვთახევის ტერიტორიაზე.

ანდრის კულბერგსი

17 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

POLITICO: ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ

როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.

17 აგვისტო 2026, 21:00

საზოგადოება

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობა თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარს გადასცემს

ძლიერი წვიმისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს მსგავსი შედეგების პრევენციაზე მუშაობაც.

17 აგვისტო 2026, 20:52

ეკონომიკა

უპროცენტო სესხი სახელმწიფოსგან - პროგრამა ფართოვდება, იზრდება ხელმისაწვდომობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეტი მხარდაჭერა მიკრო და მცირე მეწარმეებს - ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის პირობები განაახლა.

17 აგვისტო 2026, 20:40

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან - სასამართლო პროცესები ბათუმში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორივე პროცესი ბათუმში ჩატარდა. რა შემთხვევებზე იმსჯელეს მოსამართლეებმა და როგორია გადაწყვეტილებები, დეტალებს მარიამ ქართველიშვილი გაგაცნობთ.

ნიკა გვარამია

17 აგვისტო 2026, 20:35

პოლიტიკა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - „ტრავმული მეხსიერება“, გვარამია-სამადაშვილის რიტორიკა მმართველი გუნდისთვის ღალატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გვარამიას და სამადაშვილს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამის გამართლება უწევთ. საქართველოს ნაწილი ერთმა „ტრავმულ მეხსიერებად“ შეაფასა, მეორემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შეუთვალა, რომ ჩვენ მათ ვერაფერს შევთავაზებთ.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 აგვისტო 2026, 20:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა.

17 აგვისტო 2026, 20:24

მსოფლიო

Euronews: გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს

გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს, - წერს Euronews-ი.

17 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

ყალბი რუსოფობია. რა დგას საჯარო განცხადებების უკან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უშიკიშვილის სასტუმროს ამბავი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მაგალითია, რომლის საფუძველზეც მმართველი გუნდი ოპოზიციის ყალბ კამპანიას ამხელს.

17 აგვისტო 2026, 20:08

პოლიტიკა

გიორგი უშიკიშვილის სასტუმრო რუს ტურისტებსაც მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეპატრონის განცხადება სიცრუე აღმოჩნდა. ის, რაც „ქრონიკამ“ გამოარკვია, მომღერალმა ჯერ უარყო, შემდეგ კი ნათქვამის ინტერპრეტირება სცადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

17 აგვისტო 2026, 20:07

მსოფლიო

CNN: ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე

ისრაელის მაღალჩინოსნის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

17 აგვისტო 2026, 19:45

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სწავლას ზაარლანდის უნივერსიტეტის ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში განაგრძობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების სკოლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი ბაქრაძე სწავლას განაგრძობს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტის (Saarland Graduate School of Computer Science) კომპიუტერული მეცნიერების ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში.