არქივი

შალვა პაპუაშვილი

17 მარტი 2026, 12:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია და ანტიქართული რიტორიკა. პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც სიმართლის ნაცვლად პოლიტიკური ნარატივები დომინირებს

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

კახა კალაძე

17 მარტი 2026, 12:20

პოლიტიკა

კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის სიახლე არ ყოფილა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება უცხოელი პარტნიორების დაკვეთით შეიქმნა.

შალვა პაპუაშვილი

17 მარტი 2026, 12:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თითოეულმა ქართველმა უნდა გავიაზროთ, რომ თუ გვინდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, თუ გვინდა ეროვნული სუვერენიტეტი, თუ გვინდა აღვასრულოთ ილიას სიტყვა და „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“

ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა თავისთავადი ღირებულებაა და არა ინსტრუმენტი სხვა გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, თუნდაც ამ მიზანს ევროპული ან ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერქვას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს.

შალვა პაპუაშვილი

17 მარტი 2026, 12:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს ქართველების ევროპელობას „მაშასადამე“ აღარ სჭირდება, ვინაიდან აღარავისთვის არის სამტკიცებელი, რომ ევროპის თანაშემოქმედი საქართველო თავადაც არის ევროპა

„ევროპა ჩვენთვის არის არა გეოპოლიტიკური პროექტი ან ბიუროკრატიული ერთობა, არამედ ღირებულებითი და ცივილიზაციური სივრცე, რომელიც ქართველების ხელითაც არის შექმნილი. სივრცე, რომელსაც ისტორიულად სხვადასხვა პოლიტიკური თუ ინსტიტუციური ფორმა ჰქონდა. ევროკავშირი ევროპის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ის არც პირველია და არც უკანასკნელი“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

შალვა პაპუაშვილი

17 მარტი 2026, 12:18

პოლიტიკა

პაპუაშვილი: დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უხდება დემოკრატიული მანდატის გაზიარება უცხოეთიდან დაფინანსებულ ჯგუფებთან, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის პრინციპებს

„თუმცა, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტი, ტრადიციულად, კვლავ იყო პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრში. ვიწრო თუ ფართო რეგიონში არსებული ომებისა და კონფლიქტების ფონზე, მისი ეს როლი სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი

17 მარტი 2026, 12:18

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ჩვენი ქვეყნის მართვის საკითხებში არ არსებობს პროევროპულობა და ანტიევროპულობა, პრორუსობა და ანტირუსობა. არსებობს მხოლოდ ქართულობა და ანტიქართულობა, ეროვნული ინტერესების ერთგულება და ეროვნული ინტერესების ღალატი

ბოლო ერთმა წელიწადმა ფუნდამენტური კორექტივები შეიტანა საერთაშორისო პოლიტიკაში. სახელმწიფოთა პოლიტიკაში ეროვნული ინტერესების წინ წამოწევის კვალდაკვალ, დღეს, უკვე ნათელია, რომ აღარ არსებობს შავ-თეთრი გეოპოლიტიკური სამყარო, გახუნდა მექანიკური იარლიყები - პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსულობა და ანტირუსობა, სხვასთან მიმართებაში დანახული ყოველგვარი „პრო“ და „ანტი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენისას.

შალვა პაპუაშვილი

17 მარტი 2026, 12:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი მუშაობს იმ უფლება-მოვალეობების შესასრულებლად, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის არჩევნებით დაგვაკისრა. არჩევნებით, რომელზეც მტრულმა ძალებმა დადეს ფსონი, რომ უნდა შეეცვალათ ჩვენი ქვეყნის ისტორია

„უკვე მეოთხე სესიაა, რაც საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ქართველი ხალხის სახელით და მის საკეთილდღეოდ მუშაობს. მუშაობს იმ უფლება-მოვალეობების შესასრულებლად, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა, საქართველოს მოსახლეობამ, 2024 წლის არჩევნებით დაგვაკისრა. არჩევნებით, რომელიც მოინათლა რეფერენდუმად, რომელსაც მიეცა ყოფნა-არყოფნის განზომილება, რომელზეც საქართველოს მტრულმა ძალებმა დადეს ფსონი, რომ უნდა შეეცვალათ ჩვენი ქვეყნის ისტორია, რეალური დღის წესრიგის ნაცვლად თავს მოეხვიათ ყალბი, ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი და მოვეტყუებინეთ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს.

შალვა პაპუაშვილი

17 მარტი 2026, 12:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. LIVE

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

17 მარტი 2026, 12:01

საზოგადოება

„ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის და გაზაფხულის სემესტრზე მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს

თბილისის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის და 17 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით, გაზაფხულის სემესტრზე მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

17 მარტი 2026, 11:54

საზოგადოება

სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის 2026 წლის სამიტში (GRAS 2026) მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამიტში, რომელიც რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებს მიეძღვნა.

17 მარტი 2026, 11:54

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნური გორგაძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნური გორგაძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

17 მარტი 2026, 11:54

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

17 მარტი 2026, 11:52

საზოგადოება

„ხელოვნური ინტელექტი და სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის მომავალი“ - საქპატენტში ონლაინ ტრენინგი გაიმართა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სათავო ოფისში, საქპატენტისა და სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის მომავალი“. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

17 მარტი 2026, 11:49

მსოფლიო

DW: პაკისტანმა ქაბულში საავადმყოფო დაბომბა. დაიღუპა 400 ადამიანი

პაკისტანი შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე მასირებული ავიაიერიში მიიტანა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

17 მარტი 2026, 11:37

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: პრემიერის მონაწილეობით გუშინდელი დებატები, გამოცდილი პედაგოგისა და ურჩი, მოუმზადებელი მოსწავლეების გაკვეთილს ჰგავდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, „რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ დებატებს სოციალურ ქსელში აფასებს.

გია აბაშიძე

17 მარტი 2026, 11:36

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ხანმოკლე აღმოჩნდა ნაცუსაშველოების კაკაფონია, ჰააგაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „მოსკოვის მექანიზმით“ ე.წ.საქმის აღძვრაზე; ანგარიშის ვითომ ავტორმა ანგაჟირებულმა ექსპერტმა გჟებიკმა უარყო ეს პერსპექტივა

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ავტორის, გჟებიკის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელმაც თქვა: „აღიქვეს, თითქოს მე საერთაშორისო სასამართლოებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხსენებით, სამართლებრივი ბრძოლის დაწყება მინდოდა. მე არ ვამბობ, რომ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.“

17 მარტი 2026, 11:34

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

დავით მათიკაშვილი

17 მარტი 2026, 11:31

პოლიტიკა

მათიკაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს იმ ჟონგლიორობის ნაწილია, რომელსაც თავს არ ანებებენ ევროჩინოვნიკები და ძალები, რომელთაც საქართველოსა და ქართველი ხალხის გამოყენება კვლავ საკუთარი მიზნებისთვის სურთ

ეს თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციისა და პარტიული პროპაგანდისტული მედიის მიერ ატაცებული და თითიდან გამოწოვილი თემაა, რაღაც ფსევდო სასამართლო დავებსა და სასამართლო საფრთხეებზე. ქართველ ხალხს ნურავინ ნუ აშინებს და საქართველოზე შანტაჟს ნუ ახდენს. საქართველო და ქართველი ხალხი შანტაჟს არ ექვემდებარება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

დავით ჩიხელიძე

17 მარტი 2026, 11:28

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ვიქტორ ყიფიანზე: „მელკი ქურდბაცაცა“ ფაქტზე წაასწრეს და მოპარული ფულის დაბრუნებასთან ერთად ბოდიშებიც ბევრი იხადა, ოღონდ არ დამიჭიროთო. არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული და ყურით დაჭერილი აგენტი

ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - ვიქტორ ყიფიანი არის დადასტურებული თაღლითი, რომელმაც ისარგებლა ნდობით და ადვოკატობის დროს ბიძინა ივანიშვილს ფული მოჰპარა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

17 მარტი 2026, 11:23

ჯანდაცვა

ბათუმის კლინიკა „ბაუ“-ში სპეცოპერაციის ადგილიდან გადაყვანილი ქალი სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ ბინაზე გაეწერა

ბათუმის კლინიკა „ბაუ“-ში სპეცოპერაციის ადგილიდან გადაყვანილი ქალის ჯანმრთელობის შესახებ აცხადებენ, რომ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გაეწერა.

17 მარტი 2026, 11:23

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანთან ომში 200 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის წარმომადგენლის, კაპიტან ტიმ ჰოუკინსის განცხადებით, ირანთან ომში 200 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, რომელთაგან ათმა „სერიოზული დაზიანება“ მიიღო.

სოფიო ასპანიძე

17 მარტი 2026, 11:21

საზოგადოება

სოფიო ასპანიძე: პატრიარქი ამჟამად იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მისი მართვა და ამ მაჩვენებლების დასტაბილურება

პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის შეჩერებისთვის, - განაცხადა „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

17 მარტი 2026, 11:21

კულტურა

Netflix-მა „კეი პოპ დემონებზე მონადირეების“ სიქველზე მუშაობა დაიწყო

Netflix-მა ანიმაციური ფილმის „კეი პოპ დემონებზე მონადირეები“ გაგრძელებაზე დაიწყო მუშაობა. სიქველის გამოსვლა ოფიციალურად დადასტურდა. პროექტის რეჟისორები კვლავ მეგი კანი და კრის აპელჰანსი იქნებიან.

17 მარტი 2026, 11:19

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ „ჭარალსა“ და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალსა“ და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე, 1975 წელს დაბადებული ბ.ც., 1997 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს დაბადებული ი.დ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

17 მარტი 2026, 11:06

პოლიტიკა

აზერბაიჯანმა საკარანტინო რეჟიმი 1 ივლისამდე გააგრძელა

აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით გამოწვეული განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი 2026 წლის 1 ივლისამდე გააგრძელა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

17 მარტი 2026, 11:06

პოლიტიკა

თბილისის მერიის პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამა ისწავლე და დასაქმდის ახალი ეტაპის პრეზენტაცია იმართება. LIVE

თბილისის მერიის პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამა ისწავლე და დასაქმდის ახალი ეტაპის პრეზენტაცია იმართება.

17 მარტი 2026, 11:05

რეგიონი

გიგლა თამაზაშვილი: სარწყავი წყლის საფასურს წყალმომხმარებლები გადაიხდიან მხოლოდ მომსახურების მიღების შემდგომ

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი კახეთში, სოფელ ჩუმლაყში ატმის ბაღების მეპატრონეებს შეხვდა და მელიორაციის სექტორში მიმდინარე ცვლილებები გააცნო. ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

17 მარტი 2026, 11:00

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესს შეეხება

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.

17 მარტი 2026, 10:58

ტექნოლოგიები

კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვას ანელებს და დღე-ღამის ხანგრძლივობას ზრდის⏱️

მათი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამჟამად დღე-ღამე საუკუნეში დაახლოებით 1,33 მილიწამით გრძელდება. მისი ხანგრძლივობა მუდმივად იცვლება, თუმცა მეცნიერების მტკიცებით, დედამიწის ბრუნვის სიჩქარე თითქმის ისევე სწრაფად, როგორც 2000-დან 2020 წლამდე პერიოდში, მხოლოდ ერთხელ - დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ შეიცვალა.

17 მარტი 2026, 10:40

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.