შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი მუშაობს იმ უფლება-მოვალეობების შესასრულებლად, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის არჩევნებით დაგვაკისრა. არჩევნებით, რომელზეც მტრულმა ძალებმა დადეს ფსონი, რომ უნდა შეეცვალათ ჩვენი ქვეყნის ისტორია
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„უკვე მეოთხე სესიაა, რაც საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ქართველი ხალხის სახელით და მის საკეთილდღეოდ მუშაობს. მუშაობს იმ უფლება-მოვალეობების შესასრულებლად, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა, საქართველოს მოსახლეობამ, 2024 წლის არჩევნებით დაგვაკისრა. არჩევნებით, რომელიც მოინათლა რეფერენდუმად, რომელსაც მიეცა ყოფნა-არყოფნის განზომილება, რომელზეც საქართველოს მტრულმა ძალებმა დადეს ფსონი, რომ უნდა შეეცვალათ ჩვენი ქვეყნის ისტორია, რეალური დღის წესრიგის ნაცვლად თავს მოეხვიათ ყალბი, ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი და მოვეტყუებინეთ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი არ შეცდა. ამომრჩევლის 54%-მა, საქართველოს 1 120 000-მა მოქალაქემ მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდობიან, სტაბილურ, ძლიერ, სუვერენულ და დამოუკიდებელ მომავალს. მომავალს, რომელსაც მკაფიოდ და მტკიცედ განასახიერებს „ქართული ოცნება“.
„ერთი წლის წინ, წინა ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტში არ იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლობა, რადგან მათ მიმართეს საპარლამენტო საბოტაჟის ყოვლად არაკონსტიტუციურ, არადემოკრატიულ და, როგორც დრომ დაადასტურა, არაეფექტურ ფორმას, როდესაც უარი თქვეს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატებზე.
დღეს პარლამენტში გვყავს ერთი ოპოზიციური ჯგუფი, ფრაქცია „საქართველოსთვის“ სახით. თუმცა, ასევე ვხედავთ, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ გაურკვევლობაშია გაჭედილი, ისევე როგორც დანარჩენი რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიცია. მათ ერთდროულად უნდათ იყვნენ საქართველოს არჩეული პარლამენტის წევრები და ამავე დროს უარი თქვან არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე. ჩვენ ვისმენდით, რომ მათი პარლამენტში შემოსვლის მიზანი ხელისუფლებასთან „სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა“ იყო, მაგრამ საბოლოოდ თავად აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, საკუთარი გაორებული პოლიტიკური მდგომარეობის მძევლებად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
17 მარტი 2026, 14:05
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრიფინგი მიმდინარეობს. LIVE
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ბათუმში ბრიფინგს მართავს. ცნობისთვის, აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მასში შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობდა.
17 მარტი 2026, 14:05
რეგიონი
ჯიღაურაში ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგისა და მართვის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე პროექტის „ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგი და მართვა საქართველოს პირობებში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. მონაწილეები პროექტის შედეგებს და ფერმერებისთვის მომზადებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს გაეცნენ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
17 მარტი 2026, 13:55
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ყაზბეგი“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის რამდენიმე ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
17 მარტი 2026, 13:53
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქზე: ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში. ეს ნიშნავს, რომ დღეს არავინ არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით
მინისტრის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები.
17 მარტი 2026, 13:49
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი მოკლულია
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის არმიის საჰაერო დარტყმებს ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
17 მარტი 2026, 13:45
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანის საკითხი არ განიხილება - რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება, ხოლო, რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, მინისტრის თქმით, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება.
17 მარტი 2026, 13:43
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე პატრიარქზე: რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის, უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია - ვმსჯელობთ, რით შეიძლება იყოს ჩართული უფრო მეტი რესურსი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს
მინისტრის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები.
17 მარტი 2026, 13:37
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის წევრები თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქ. №12-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
17 მარტი 2026, 13:19
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
17 მარტი 2026, 13:18
პოლიტიკა
ხუნდაძე: გთავაზობთ, 6 წელზე უფრო ძველი მანქანებისთვის გადასახადის დიფერენცირება მოხდეს შემდეგნაირად : 7 - 8 წლამდე წლოვანების მანქანებზე გადასახადი გავზარდოთ არა 6-ჯერ, არამედ იყოს 2 ლარი; 8-დან 10-მდე - 2.5-ლარი, 11-დან 12 წლამდე - 3-ლარი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შემუშავებულ კანონპროექტში, გარკვეული ცვლილებები შევიდეს. კონკრეტულად, მან გააკეთა დიფერენცირება ავტომობილების წლოვანების მიხედვით. ხუნდაძის სიტყვებით, კარგია, რომ დადგენილება შეიცვალა კანონპროექტით და სკითხი პარლამენტში განიხილება:
17 მარტი 2026, 13:17
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადაიღეს და ინახავდნენ დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს.
17 მარტი 2026, 13:09
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: შეგახსენებთ, იმ კომიტეტზე, რომელიც ასე დრამატულად დახატეთ, ოპოზიციას არც კითხვა დაგისვამთ, არც კომენტარი გაგიკეთებიათ. შესაბამისად, ახლა, რაიმეს მტკიცება უხერხულია
ქალბატონო ტატა, კარგია ეს დრამატიზირება და ფონის შექმნა, მაგრამ აქვე შეგახსენებთ, რომ იმ კომიტეტზე, რომელიც ასე დრამატულად დახატეთ, თქვენ, ოპოზიციას არც კითხვა დაგისვამთ, არც კომენტარი გაგიკეთებიათ და არც რაიმე რეაგირება მოჰყოლია. შესაბამისად, ახლა, რაიმეს მტკიცება ცოტა უხერხულია, - ასე მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა „გახარია-საქართველოსთვის“ წევრ ტატა ხვედელიანს განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილებოდა.
17 მარტი 2026, 12:59
საზოგადოება
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
17 მარტი 2026, 12:57
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ინტენსიური მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ და ვილოცოთ, რომ პატრიარქი გამოჯანმრთელდეს
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იმყოფებოდა.
17 მარტი 2026, 12:57
მსოფლიო
რობერტ ფიცო: არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს.
17 მარტი 2026, 12:54
საზოგადოება
მეუფე შიო: გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველა მორწმუნეს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა.
17 მარტი 2026, 12:52
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 273.58 გრამ ფსიქოტროპულ ნივთიერებას ,,პრეგაბალინ“-ს. ბრალდებულები ფსიქოტროპულ ნივთიერებას ინახავდნენ როგორც პირადად, ასევე ბათუმში მათ დროებით საცხოვრებელ ბინებში. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერება სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
17 მარტი 2026, 12:51
რეგიონი
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია და მუნიციპალური ინსპექცია უნებართვო შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია და მუნიციპალური ინსპექცია უნებართვო შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
17 მარტი 2026, 12:49
პოლიტიკა
კახა კალაძე ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: სიმართლე არის საქართველოს მხარეს, ამიტომ ვართ ასე ძლიერად და თავაწეულები ვსაუბრობთ ყველაფერზე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის განმარტება, რაც ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით მისმა ავტორმა, პატრიცია გჟებიკმა გააკეთა, მეტყველებს იმაზე, რომ დასკვნა წინასწარ დაიწერა და საქართველოში ჩამოსვლა იყო ფარსი. როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთი ადამიანის საქართველოში ორი დღით ჩამოსვლით საკითხების საფუძვლიანი შესწავლა ვერ მოხერხდებოდა.
17 მარტი 2026, 12:48
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.


