არქივი
27 თებერვალი 2026, 16:34
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალური საწარმოები გამოავლინა
ინდივიდუალური მეწარმეები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოსა და სენაკში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, სარეალიზაციოდ ამუშავებდნენ რძეს და აწარმოებდნენ რძის პროდუქტებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია.
27 თებერვალი 2026, 16:30
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტსაბჭოს სახელით განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
27 თებერვალი 2026, 16:23
რეგიონი
ახალციხე-ვალეს საბაჟოს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ85-კმ104 მონაკვეთზე (ახალციხე-ვალეს საბაჟო), დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
27 თებერვალი 2026, 16:21
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან, არტურ ერკენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
27 თებერვალი 2026, 16:19
პოლიტიკა
პრემიერი „იმედსა“ და პოსტივი“-ზე: არა თუ გადარჩენა-არგადარჩენაზეა საუბარი, ოდნავადაც არ შეექმნება არავითარი დაბრკოლება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების რეალიზაციას ამ ორი ტელევიზიისთვის
თქვენ ფორმალურად გქვიათ ჟურნალისტი, ფორმალურად გქვიათ ამ ადამიანების [„იმედისა“ და „პოსტივი“-ს] კოლეგა და ახლა გამოხატავთ ორი არხის ვერგადარჩენის დაუოკებელ სურვილს - ეს ტრაგიკულია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერთ- ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, გადარჩება თუ არა „იმედი“ და „პოსტივი“.
27 თებერვალი 2026, 16:15
პოლიტიკა
პრემიერი: არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტვ“-ს. არც ქვეყანაა გადასარჩენი. ყველაფერი არის ძალიან კარგად
თუ კანონის დაცვით იქმნება საქართველოში კომერციული ბანკი და მე რამდენადაც ვიცი, ტელეკომპანიას არ ეზღუდება კომერციული ბანკის ჩამოყალიბება, ამ შემთხვევაში უნდა იყოს დაცული თანასწორობის ძირითადი უფლება და ლიცენზია უნდა გაიცეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „იმედის ბანკის“ შექმნასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.
27 თებერვალი 2026, 16:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ახალი არჩევნები თუ ვინმეს არ აწყობს, ეს ოპოზიციაა. ჩვენ ამ არჩევნებში უფრო მაღალ შედეგს მივიღებდით, მაგრამ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას და კონსტიტუციურ ვადებს
ახალი არჩევნები თუ ვინმეს არ აწყობს ეს ოპოზიციაა ჩვენ ამ არჩევნებში უფრო მაღალ შედეგს მივიღებდით, მაგრამ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას და კონსტიტუციურ ვადებს,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები.
27 თებერვალი 2026, 16:09
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე ეკონომიკურ ზრდაზე: ამ ტემპის შენარჩუნება არის საკვანძო მნიშვნელობის იმისათვის, რომ მუდმივად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ისაუბრა. საქსტატის მონაცემის შეფასებისას, რომლის მიხედვითაც 2026 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი.
27 თებერვალი 2026, 16:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაციის გაზიარება იმის შესახებ, თუ რას დაეფუძნა ორი ტელეკომპანიის სანქცირება - 0 ინფორმაცია, 0 ფაქტი ამასთან დაკავშირებით, რაც მეტყველებს ამ მდგომარეობის ტრაგიკულობაზე
ის [დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში] წარმოადგენს დიდ ბრიტანეთს, სადაც წარმოიშვა ადამიანის ძირითადი უფლებები და ამ ქვეყნის წარმომადგენელს უწევს განცხადების გაკეთება საქართველოში მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის თაობაზე. მისი მდგომარეობა ტრაგიკულია და ჩვენ კიდევ უფრო არ უნდა დავამძიმოთ ამ მდგომარეობის ტრაგიზმი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.
27 თებერვალი 2026, 16:02
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურის ლუსტრაცია. არათუ არ რეაგირებენ მედიის თავისუფლების ძირითად ხელყოფაზე, პირიქით, ცდილობენ კიდევ უფრო გააღრმაონ ამ ხელყოფის ხარისხი
ეს ორგანიზაციაც განიხილება როგორც ე.წ. უფლებადამცველი და არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურის ლუსტრაცია. არათუ არ რეაგირებენ მედიის თავისუფლების ძირითად ხელყოფაზე, პირიქით, ცდილობენ კიდევ უფრო გააღრმაონ ამ ხელყოფის ხარისხი საკუთარი ჩარევით, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 თებერვალი 2026, 16:01
პოლიტიკა
პრემიერი: მე დარწმუნებული ვარ, რომ იყო კოორდინაცია „დიფ სთეითიდან“. ეს არ არის დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება. ევროპული ბიუროკრატიაც იმართება იგივე ხელიდან
მე დარწმუნებული ვარ, რომ იყო კოორდინაცია „დიფ სთეითიდან“. ეს არ არის დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ქვეყანას. ეს იყო დიდი ბრიტანეთის ბიუროკრატიის გადაწყვეტილება. ევროპული ბიუროკრატიაც იმართება იგივე ხელიდან, რასაც პრეზიდენტი ტრამპი უწოდებს „დიფ სთეითს“. ჩვენ სხვა რამეს ვუწოდებთ თუმცა ერთი და იმავეზე ვსაუბრობთ. ეს იყო რა თქმა უნდა კოორდინირებული გადაწყვეტილება, „დიფ სთეთის“ გადაწყვეტილება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით საუბრისას.
27 თებერვალი 2026, 16:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროპისა და ბრიტანეთის ქმედება არ არის შედეგზე გათვლილი, გათვლილია მარტო იმაზე, რომ იქნებ ცოტათი მაინც გამოაცოცხლონ ცოცხალ-მკვდარი ოპოზიცია
ევროპისა და ბრიტანეთის ქმედება არ არის შედეგზე გათვლილი, გათვლილია მარტო იმაზე, რომ იქნებ ცოტათი მაინც გამოაცოცხლონ ცოცხალ-მკვდარი ოპოზიცია,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაზე საუბრისას.
27 თებერვალი 2026, 15:58
პოლიტიკა
პრემიერი: სანქციების მოხსნა ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ არ არის რელევანტური. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ჩვენთვის რელევანტური არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება
„სანქციების მოხსნა ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ არ არის რელევანტური. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ჩვენთვის რელევანტური არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-თან ურთიერთობაზე საუბრისას.
27 თებერვალი 2026, 15:53
მსოფლიო
Reuters: დიდ ბრიტანეთში ამოწმებენ ცნობებს ეპშტეინის მიერ სამხედრო-საჰაერო ბაზებით შესაძლო სარგებლობის თაობაზე
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იმ ფრენების ჩანაწერებს ამოწმებს, რომლებიც, შესაძლოა, შეიცავდნენ ინფორმაციას სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებულ ჯეფრი ეპშტეინის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 თებერვალი 2026, 15:46
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კონკრეტული პრეზიდენტების, პოლიტიკოსების რეიტინგები არის შესაბამისი ქვეყნის საქმე - ჩვენს ინტერესებში ვერ იქნება ის, თუ ვინ უნდა იყოს ხვალ უკრაინის პრეზიდენტი. ეს არის უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტი
ჩვენთვის არ არის საინტერესო, ჩვენ ვერ ჩავერევით სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
27 თებერვალი 2026, 15:43
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: აგენტურული ოპოზიცია როდესაც ისევ აშშ-ს სთავაზობს საკუთარ „მომსახურებას“ მათი გაცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, რომ არ ჩაერევიან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში - ჩვენთვის დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს
საინტერესოა, რომ ცალკეულმა უცხოელმა აგენტმა, ბრიტანული სანქციების ფონზე, სხვა რადიკალებს გაერთიანებისკენ და ამ გაერთიანების დასავლეთისთვის, უფრო კონკრეტულად, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებისკენ მოუწოდა. იქვე დასძინა, რომ ვაშინგტონისთვის შეთავაზებულ მათ კოალიციას აუცილებლად შეუერთდება პარტია „ლელოც“ თავის ლიდერებთან ერთად, რადგან პროცესებისგან დისტანცირება ამ პარტიისთვის რთული იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ.
27 თებერვალი 2026, 15:42
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი
რასაკვირველია, ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი. ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება.
27 თებერვალი 2026, 15:42
პოლიტიკა
პრემიერი: იმედი აქვთ, რომ კონკრეტული ტელევიზიებისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვით მოძლიერდებიან პარტიული ტელევიზიები, თუმცა ამ სანქციებით არ შეიზღუდება ამ ტელევიზიების უფლებები, ამის გარანტი ხელისუფლებაა
მედიის თავისუფლება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ძირითადი უფლება უხეში ფორმით არის ხელყოფილი, თუმცა ეს ეგრეთ წოდებული ენჯეოები საერთოდ არ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ამასთან დაკავშირებით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობაიხიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
27 თებერვალი 2026, 15:35
პოლიტიკა
პრემიერი სტეფანჩუკის განცხადებაზე: საქართველოს მიმართ არის უსამართლო დამოკიდებულება, რასაც შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი მიზეზი, რომ ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ვიღაცები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს
ჩვენი მხრიდან მუდმივად იყო უზრუნველყოფილი მხარდაჭერის გამოხატვა, რაც იყო კონკრეტულ აქტებში, მათ შორის გამოხატული ათასამდე საერთაშორისო დოკუმენტს, აქტს, რეზოლუციას და ა.შ. შეუერთდა საქართველო, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. უფრო მეტიც, რომელიც გმობდა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი დამოკიდებულება იყო მკაფიო, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რადის დეპუტატის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებასთან დაკავშირებით.
27 თებერვალი 2026, 15:33
პოლიტიკა
პრემიერი: ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს
ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მედიასთან.
27 თებერვალი 2026, 15:31
პოლიტიკა
კობახიძე: ზოგადად ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს არ შეუწყვეტია ვაჭრობა რუსეთთან ფედერაციასთან და უხვად ამარაგებენ ისინი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს - როდესაც საუბარია საქართველოზე, ხედავთ, რომ არის განსხვავებული დამოკიდებულება
ზოგადად ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს არ შეუწყვეტია ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან და ამ ვაჭრობის შედეგად საკმაოდ უხვად ამარაგებენ ისინი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც შემდეგ რა თქმა უნდა, ხმარდება იმ ომსაც, რომელიც წარმოებს უკრაინაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.
27 თებერვალი 2026, 15:26
პოლიტიკა
პრემიერი: გასულ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაზე უკეთ წარმოაჩინა, ვინ იღვწის ხელისუფლებაში მოსახვედრად მხოლოდ იმისათვის, რომ საქართველოში უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს
ევროპულ ბიუროკრატიას არაფორმალური გავლენისგან განთავისუფლება მოკლევადიან ან თუნდაც, საშუალოვადიან პერსპექტივაში რომ ძალიან გაუჭირდება, ამაში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის ბრიტანულმა სანქციებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ მედიასთან.
27 თებერვალი 2026, 15:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ის, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე ხელცარიელი მივიდა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბრალდებები იყო აბსურდული
ის, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე, ხელცარიელი მივიდა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბრალდებები იყო აბსურდული,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობაიხძემ ბრიფინგზე, სადაც ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა.
27 თებერვალი 2026, 15:21
პოლიტიკა
პრემიერი: ცალკეულმა უცხოელმა აგენტმა, ბრიტანული სანქციების ფონზე, სხვა რადიკალებს გაერთიანებისკენ და ამ გაერთიანების დასავლეთისთვის, უფრო კონკრეტულად ამერიკისთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებისკენ მოუწოდა
მისი თქმით, არჩევნებში ახალი ადმინისტრაციის გამარჯვების შემდეგ კვირა არ გავა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის ვენსმა, რუბიომ, გაბარდმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ხაზგასმით არ აღნიშნონ, რომ აშშ აღარ აპირებს ჩარევას სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში.
27 თებერვალი 2026, 15:19
პოლიტიკა
პრემიერი: როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, ერთიანი „მესიჯბოქსით“ დაიწყეს აბსურდის მტკიცება, თითქოს, ხელისუფლება და თავისუფალი ქართული მედია ჩამოშლის პირას იყო
როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, მათ ერთიანი „მესიჯბოქსით“ დაიწყეს აბსურდის მტკიცება, რომ, თითქოს, ხელისუფლება და თავისუფალი ქართული მედია ჩამოშლის პირას იყო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ მედიასთან.
27 თებერვალი 2026, 15:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას
საზოგადოებამ იხილა, რომ როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, მათ ერთიანი „მესიჯბოქსით“ დაიწყეს აბსურდის მტკიცება, რომ, თითქოს, ხელისუფლება და თავისუფალი ქართული მედია ჩამოშლის პირას იყო. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და ამავდროულად, ამ ადამიანების ტრაგედია, რომ მათი შეხედულებით, საქართველოს ბედს არა ქართველი ხალხი, არამედ გარე ძალა უნდა წყვეტდეს, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან მხარდაჭერის მიღების ნულოვანი შანსი და იმედი აქვთ.
27 თებერვალი 2026, 15:14
პოლიტიკა
პრემიერი: ამ ადამიანებს სიტყვა „უსამშობლო“ ყველაზე ზუსტად აღწერს, რაც ბრიტანულ სანქციებზე მათმა რეაქციამ კიდევ ერთხელ საუკეთესოდ წარმოაჩინა
ამ ადამიანებს სიტყვა „უსამშობლო“ ყველაზე ზუსტად აღწერს, რაც ბრიტანულ სანქციებზე მათმა რეაქციამ კიდევ ერთხელ საუკეთესოდ წარმოაჩინ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ მედიასთან.
27 თებერვალი 2026, 15:09
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბუნებრივია, თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო
„დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე ოფიციალური მიზეზიდან, რომელიც სანქციის დაწესების საბაბად იქნა გამოყენებული.
27 თებერვალი 2026, 15:08
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი: აჭარა ყოველთვის იყო და არის ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული კერა
კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მადლიერების და პატივისცემის გამოხატვას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის, ქართული კულტურის და ტრადიციების შენარჩუნებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას.
27 თებერვალი 2026, 15:07
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის განცხადება პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ. სრულად
„დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე ოფიციალური მიზეზიდან, რომელიც სანქციის დაწესების საბაბად იქნა გამოყენებული.


