27 თებერვალი 2026, 15:07 / სანდო წყარო

პრემიერ-მინისტრის განცხადება პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ. სრულად

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე ოფიციალური მიზეზიდან, რომელიც სანქციის დაწესების საბაბად იქნა გამოყენებული.

ბუნებრივია, თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო. ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში. ისინი ხედავენ, რომ ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება“, რომელსაც ქართველმა ხალხმა გასული ორი წლის მანძილზე ორჯერ გამოუცხადა მყარი ნდობა, ხოლო მეორე მხარეს დგას გარე ძალების სამსახურში მყოფი რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტურა, რომელსაც ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია არაფრად უღირს და უცხოელი პატრონების დავალებების ვერშესრულების გარდა, არაფერი აწუხებს.

ამ ადამიანებს სიტყვა „უსამშობლო“ ყველაზე ზუსტად აღწერს, რაც ბრიტანულ სანქციებზე მათმა რეაქციამ კიდევ ერთხელ საუკეთესოდ წარმოაჩინა. უკვე ყველასათვის აშკარაა და ამას არც თავად მალავენ, რომ ამ უსამშობლო ადამიანებისთვის არათუ სამშობლო, რომელიც ბევრად უფრო აღმატებული და ემოციური ცნებაა, არამედ სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობაც კი არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში, მათ აქვთ ერთადერთი მოტივაცია - მუხლებზე დაჩოქილი დაელოდონ უცხოელი პატრონებისგან დავალებებს, რომელთა უპირობოდ შესრულება მათი ერთადერთი მოვალეობაა.

ლოგიკურია, რომ ისინი მხოლოდ უცხოელი პატრონებისგან ელიან შველას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ არათუ ძალიან უჭირთ, არამედ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე არიან. ამ ადამიანებისთვის ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოელი პატრონების მხარდაჭერაა. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ კი, უტყუარად გვასწავლა, რომ ყველა პასპორტით ქართველმა, რომელიც ამ ქვეყანაში უცხო ძალების მხარდაჭერით და მითითებებით შემოვიდა და მოქმედებდა, მხოლოდ ქაოსი, ნგრევა და მონობა მოიტანა.

რასაკვირველია, ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი. ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას. ამ ფონზე, გამორჩეულად კომიკური და ტრაგიკულია ის სიხარულის ყიჟინა, რომელიც უსამშობლო, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სახელმწიფოს განცდის არმქონე ადამიანებმა მედიის თავისუფლებაზე უცხოური თავდასხმის მიმართ გამოხატეს. ეს რეაქცია საუკეთესო ლუსტრაციაა იმისა, თუ რა ღირებულებითი სისტემის მქონე ადამიანებთან გვაქვს საქმე.

საზოგადოებამ იხილა, რომ როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, მათ ერთიანი „მესიჯბოქსით“ დაიწყეს აბსურდის მტკიცება, რომ, თითქოს, ხელისუფლება და თავისუფალი ქართული მედია ჩამოშლის პირას იყო. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და ამავდროულად, ამ ადამიანების ტრაგედია, რომ მათი შეხედულებით, საქართველოს ბედს არა ქართველი ხალხი, არამედ გარე ძალა უნდა წყვეტდეს, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან მხარდაჭერის მიღების ნულოვანი შანსი და იმედი აქვთ. გარე ძალაში, რა თქმა უნდა, ის ძალა იგულისხმება, რომელიც ადგილობრივ აგენტურას აძლევს დავალებას, ამავდროულად კი არწმუნებს, რომ ახლაც და მომავალშიც, დავალებების უპირობოდ შესრულების შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარება, თუმცა, მუშაობით არა საქართველოსთვის, არამედ მათი ინტერესებისთვის უნდა იმუშაონ. ამ ძალებს „დიფ სთეითს“ დავარქმევთ, გლობალურ ომის პარტიას თუ ოლიგარქ ოჯახებს, ფაქტია, რომ სწორედ ამგვარი, არაფორმალური ძალაა ჩაბუდებული ევროპულ ბიუროკრატიაში.

საინტერესოა, რომ ცალკეულმა უცხოელმა აგენტმა, ბრიტანული სანქციების ფონზე, სხვა რადიკალებს გაერთიანებისკენ და ამ გაერთიანების დასავლეთისთვის, უფრო კონკრეტულად ამერიკისთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებისკენ მოუწოდა. იქვე დასძინა, რომ ვაშინგტონისთვის შეთავაზებულ მათ კოალიციას აუცილებლად შეუერთდება პარტია „ლელოც“ თავის ლიდერებთან ერთად, რადგან პროცესებისგან დისტანცირება ამ პარტიისთვის რთული იქნება. აგენტურის ეს განცხადება ჩვენთვის საინტერესოა იმ ფონზე, რომ აშშ-ს მოქმედ ადმინისტრაციას ღიად აქვს გაცხადებული იმგვარი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც უცხო ქვეყნების შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს.

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით დემონსტრაციულად დახურეს რევოლუციის დამფინანსებელი ფონდები, მათ შორის USAID და NED, თანაც დახურეს ისე, რომ ღიად ამხილეს მათი ფარული ჩარევები უცხო ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში, რევოლუციების მოწყობასა და მთავრობების ძალადობრივი, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეცვლაში. არჩევნებში ახალი ადმინისტრაციის გამარჯვების შემდეგ კვირა არ გავა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის ვენსმა, რუბიომ, გაბარდმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ხაზგასმით არ აღნიშნონ, რომ აშშ აღარ აპირებს ჩარევას სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში.

რადგან ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ოპოზიციად წოდებულმა აგენტურამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არის მისი პატრონი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როდესაც 99 პროცენტით კვლავ გაერთიანებული აგენტურული ოპოზიცია ისევ აშშ-ს სთავაზობს საკუთარ „მომსახურებას“ მათი განცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, რომ არ ჩაერევიან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს ფაქტი ჩვენთვის დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს.

ევროპულ ბიუროკრატიას არაფორმალური გავლენისგან განთავისუფლება მოკლევადიან ან თუნდაც, საშუალოვადიანპერსპექტივაში რომ ძალიან გაუჭირდება, ამაში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის ბრიტანულმა სანქციებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ იმედს, რომ ე.წ. „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება. ამის საუკეთესო დასტური საქართველოს მიმართ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება იქნება. ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს. საქართველოს მიმართ დამოკიდებულების ცვლილება დაადასტურებს, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა არა მოჩვენებითი მოვლენა და არაფორმალური ძალების რებრენდინგის მცდელობა, არამედ გულწრფელი და რეალურია. ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს. ყველაფერს უახლოეს მომავალში მოეფინება ნათელი.

დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ გასულ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაზე უკეთ წარმოაჩინა, თუ ვინ არის ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა და ვინ იღწვის ხელისუფლებაში მოსახვედრად მხოლოდ იმისათვის, რომ საქართველოში უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

16 აპრილი 2026, 15:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია.

16 აპრილი 2026, 15:11

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით.

ტულსი გაბარდი

16 აპრილი 2026, 15:11

მსოფლიო

ტულსი გაბარდის თქმით, „დიფ სთეითის“ სამოქმედო გეგმების დროულად გამოაშკარავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი ამბობს, რომ „დიფ სთეითის“ სამოქმედო გეგმების დროულად გამოაშკარავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად და იმისთვის რომ ამერიკელი ამომრჩეველი გავლენებისგან იყოს დაცული.

კახა კალაძე

16 აპრილი 2026, 14:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა

თქვენ, გინდ ინდივიდუალურად, გინდ პოლიტიკური პარტიებით, თუნდაც დღეს ახალი პარტიები შექმნათ, ახალი სახელები დაირქვათ, არაფერი გეშველებათ. თქვენ გაქვთ ერთი მთავარი სახელი - ხართ მოღალატეები. ეს არის რეალობა, მოცემულობა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებდით და დღესაც აკეთებთ - მოღალატეობრივი ქმედებები ქართველი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

16 აპრილი 2026, 14:58

პოლიტიკა

გივი მიქანაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ნიუ-იორკში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სათავო ოფისში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ომარ აბდის შეხვდა.

კახა კალაძე

16 აპრილი 2026, 14:57

პოლიტიკა

კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა.

ვახტანგ ცინცაძე

16 აპრილი 2026, 14:54

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია

„ჩვენი მოლოდინით, რეალური ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნავარაუდევ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემები მოგვიანებით ზრდის მიმართულებით გადაიხედა. ამის საფუძველს ის ამბიციური რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა, რომელთა განხორციელებასაც საქართველო გეგმავს. არსებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწევს. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს როგორც განვითარების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, ისე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

16 აპრილი 2026, 14:53

სამართალი

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 415 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

ირაკლი ნადარეიშვილი

16 აპრილი 2026, 14:49

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: „სტარბაქსი“ უმსხვილესი, გლობალური მოთამაშეა და მისი შემოსვლა იმის დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი გარემოა საინვესტიციოდ, ბიზნესის გასაფართოებლად

„სტარბაქს“-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მთავრობის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოდ ჩამოყალიბებას არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონშიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

კახა კალაძე

16 აპრილი 2026, 14:47

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციის რევოლუციურ სცენარზე: არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან წლებია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები გარედან ფინანსდება

„ვიხილეთ რევოლუციის არაერთი მცდელობა, თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აანალიზებს, თუ რა პროცესები მიდის, ვინ არის ჩვენი ქვეყნის რეალური მტერი. ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მოსახლეობა ყურადღებით აკვირდება პროცესებს და აქვს სწორი ინფორმაცია”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

16 აპრილი 2026, 14:44

პოლიტიკა

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ვატო შაქარიშვილი

16 აპრილი 2026, 14:40

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ნეიტრალიტეტია დღეს ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევასთან

ნეიტრალიტეტია დღეს ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევასთან, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

16 აპრილი 2026, 14:40

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ნეიტრალიტეტი მართლაც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს

ნეიტრალიტეტი მართლაც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

არჩილ გორდულაძე

16 აპრილი 2026, 14:38

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებულ ძველ მონაცემებს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებულ ძველ მონაცემებს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს. მისი თქმით, არავის სჯერა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაციის განახლება უბრალოდ დაავიწყდათ.

ასიმ მუნირი აბას არაღჩი

16 აპრილი 2026, 14:37

მსოფლიო

ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანმა და ვაშინგტონმა მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გადაუჭრელი საკითხები მაინც რჩება

ირანმა და აშშ-მა სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარკვეულ საკითხებზე პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გადაუჭრელი პრობლემები კვლავ რჩება, - განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა.

მარიამ ლაშხი

16 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი გერმანიის საგარეო უწყების საიტზე საქართველოს შესახებ განთავსებულ ინფორმაციაზე: ფაქტია, რომ ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, ეს არის პოლიტიკური განაცხადი

„ფაქტია, რომ ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, ეს არის პოლიტიკური განაცხადი. მაშინ, როდესაც გერმანიას აქვს ამბიცია, რომ ის არის გერმანული მმართველობის სვეტი, ასეთი ტიპის ქმედება არის პირდაპირი განაცხადი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესებისკენ მიმართული. რა თქმა უნდა, ველოდებით. არაერთხელ გვქონდა მოწოდება, რომ გამოსწორებულიყო ეს ე.წ. ტექნიკური შეცდომა, თუმცა [გერმანიის საგარეო უწყებისთვის მიცემული] ოთხკვირიანი ვადაც ამოიწურა“, - მიიჩნევს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

ბაჩო ოდიშარია

16 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ივანიშვილმა აქცია წალკოტად აბასთუმნის კურორტი, თუმცა, უსამშობლო აგენტებისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს - ცნობილი ხელწერაა იმ ძალის, რომელიც ბომბების წვიმას შენატრის, ხოლო როდესაც სასიკეთო ხდება ნგრევას არქმევს

დღეს დილიდან უსამშობლო აგენტურა ბიძინა ივანიშვილს მორიგ სიცრუის კამპანიას უწყობს - მისი დავალებით აბასთუმნის ცაზე თვითმფრინავი ვეღარ იფრენსო. არადა ამ დროს, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია წალკოტად ეს უნიკალური კურორტი- წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

16 აპრილი 2026, 14:26

რეგიონი

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე პროკურორებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 14:21

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი Istituto Agrario di San Michele all’Adige პრეზიდენტს, ფრანჩესკო სპანოლის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიის რესპუბლიკაში, ქ, ვერონაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრარული მიმართულების ინსტიტუტის Istituto Agrario di San Michele all’Adige პრეზიდენტს, ფრანჩესკო სპანოლის შეხვდა.

ზვიაშ შალამბერიძე

16 აპრილი 2026, 14:17

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: ოპოზიციამ იცის, რომ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ დამარცხების. აქედან გამომდინარე, თვალს ვადევნებთ, რომ სხვადასხვა პერიოდში ახალ-ახალი ექსპერტები ჩამოჰყავთ, რათა ტრენინგები გაიარონ

ოპოზიციამ დიდი ხანია იცის, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნების გზით საქართველოს მთავრობის, „ქართული ოცნების“ დამარცხების, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ზვიად შალამბერიძემ.