არქივი
25 თებერვალი 2026, 18:34
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ბრიტანეთის ქმედებას ფართო პრიზმაში თუ განვიხილავთ, ეს არის აღმართული ხელი და პირდაპირი იერიში სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ ქართულ მედიაზე
ბრიტანეთის ქმედებას ფართო პრიზმაში თუ განვიხილავთ ეს არის აღმართული ხელი და პირდაპირი იერიში სიტყვის თავისუფლებაზე და თავისუფალ ქართულ მედიაზე,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა"
25 თებერვალი 2026, 18:33
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ევროკომისიას: თქვენს ბიუროკრატებს ანონიმურობის უფლება არ აქვთ
ევროპელ მაღალჩინოსნებს ანონიმურობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, - განაცხადა აშშ-ის კონგრესის გავლენიანი კომიტეტის წარმომადგენელმა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
25 თებერვალი 2026, 18:28
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისათვის, ვინაიდან, თანამედროვე მსოფლიოში აღარ არის ის წესრიგი, რომელზედაც ჩვენ გავიზარდეთ - მოიშალა და მოირღვა ყველაფერი ერთად
დიდმა ბრიტანეთმა გუშინვე ამოიღო სასანქციო სიიდან ნავთობსადენი „დრუჟბა“ და თვითონ ვაჭრობენ [რუსეთთან]. საქართველომ რა ხაზინა უნდა შეუვსოს რუსეთს, რამდენი კონტეინერი ღვინო გადის რუსეთში, ალბათ სულ ეს არის და იქიდან ჩვენ ვიღებთ ენერგო მატარებლებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა იმ ელჩების განცხადებების შეფასებისას, რომლებიც საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ.
25 თებერვალი 2026, 18:16
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: ახლა საჭიროა, რომ მორიგ გამოხტომას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივი ნაბიჯით უპასუხოს და პოლიტიკურ დისკუსიაში არ შევიდეს
„საქართველოს წინააღმდეგ გამოხტომა, რომელიც გუშინ გააკეთა ბრიტანეთის მხარემ, ეს არ არის „იმედის“ წინააღმდეგ მიმართული პირველი ნაბიჯი, რამენაირად ამას გადავიტანთ, რადგან ამ ტელევიზიას უარესებიც გადაუტანია. ჩვენი პარტიის სახელით მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ტელეკომპანიას და თანადგომა აღვუთქვა ყველა დონეზე“.
25 თებერვალი 2026, 18:15
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: სამიზნეში კიდევ ერთხელ იყო ამოღებული ჩვენი სახელმწიფო. ამ შემთხვევაში ყურადღება შეაჩერეს თავისუფალ მედიაზე. ყველასთვის გასაგებია, მათ შორის ამ მზაკვრული გეგმის ავტორებისთვისაც, რომ მორიგი იერიში დასრულდა ფიასკოთი
სამიზნეში კიდევ ერთხელ იყო ამოღებული ჩვენი სახელმწიფო. ამ შემთხვევაში შეარჩიეს თავისი ყურადღება თავისუფალ მედიაზე. მგონი ყველასთვის გასაგებია, მათ შორის ამ მზაკვრული გეგმის ავტორებისთვისაც, რომ მორიგი იერიში დასრულდა ფიასკოთი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
25 თებერვალი 2026, 18:08
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: გასულ დღეებში ვიხილეთ ფაქტობრივად დასტური იმისა, რაზეც საზოგადოებას ველაპარაკებოდით - კონკრეტული საერთაშორისო აქტორები გვეპატიჟებოდნენ ომის ქარცეცხლში და რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციის სქემებს გვთავაზობენ
„ელჩების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ მოაწერა ხელი იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებას მიეწოდებოდა ინფორმაცია. ეს უკავშირდება იმას, რომ ელჩებს და იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ეს ელჩები წარმოადგენენ, სამწუხაროდ საქართველოსთან მიმართებით არ აქვთ კეთილსინდისიერი ზრახვები და მიზნები და აქაც არის ნარატივი, რომ ჩვენი ქვეყანა გარკვეულ საზარბაზნე ხორცად იყოს გამოყენებული“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
25 თებერვალი 2026, 18:02
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: სიმბოლურიც კი არის ის, რომ ოკუპაციიდან 105 წლისთავზე კვლავაც ეს გამოწვევები დგას დღის წესრიგში, თუმცა მთელი ქართული საზოგადოება მზად ვართ იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ სათანადოდ
სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“. ბევრ რამეზე მეტყველებს ეს გარემოება, ტელეკომპანია „იმედი“ არის ფლაგმანი ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ამას ადასტურებს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები, ის ფართო აუდიტორია, რომელიც „იმედის“ ერთგული მაყურებელია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.
25 თებერვალი 2026, 17:57
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინული დელეგაცია ხვალ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით აშშ-ში შეხვედრას გამართავს
უკრაინული დელეგაცია უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით ხვალ აშშ-ში ჩავა და ამერიკულ მხარესთან ომის დასრულების საკითხების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
25 თებერვალი 2026, 17:50
პოლიტიკა
ილია ინჯია: დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირება არის კიდევ ერთი აშკარა ნაბიჯი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისკენ, განსაკუთრებით კი, მედიის მიმართულებით
დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირება არის კიდევ ერთი აშკარა ნაბიჯი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისკენ, განსაკუთრებით კი, მედიის მიმართულებით, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერი ილია ინჯია დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებას.
25 თებერვალი 2026, 17:44
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
25 თებერვალი 2026, 17:35
მსოფლიო
ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინიდან მომდინარე საფრთხის გამო უნგრეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სამხედროები დაიცავენ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ქვეყნის ენერგოსისტემას უკრაინული საფრთხე ემუქრება, რის გამოც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.
25 თებერვალი 2026, 17:35
საზოგადოება
შპს „გემრიელიას“ წარმომადგენელი: შენ როდესაც იმის იმედად აკეთებ მაღაზიას, რომ სადისტრიბუციო ინვენტარს შემოგიტანს, ფულს მწარმოებლისგან გაიჩერებ და ახვალ 1200-1600 მაღაზიაზე, ამ დროს ჩვენ ვკოტრდებით
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს „გემრიელიას“ წარმომადგენელმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომელსაც მისი კომპანია ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობისას აწყდება, სადაც მან უმთავრეს პრობლემად არაპროგნოზირებადი გადახდის პირობები გამოყო.
25 თებერვალი 2026, 17:25
პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიში მოისმინეს
„საქართველო ამჟამად მხოლოდ სახელწოდებით არის კანდიდატი ქვეყანა. „ქართულმა ოცნებამ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად უკუაქცია საქართველოს ევროპული გზა. მინდა მადლობა გადავუხადო კომისარ მარტა კოსს კარგი თანამშრომლობისთვის და საქართველოსა და გაფართოების საკითხებზე მისი პრინციპული პოზიციისთვის“, - აღნიშნა ანგარიშის ავტორმა რასა იუკნევიჩიანემ.
25 თებერვალი 2026, 17:19
პოლიტიკა
კახა ძაგანია: საშინელებაა, როდესაც იმდენად ხარ პოლიტიკური კონიუნქტურით დაბრმავებული, რომ ვერ ხედავ ფრონტის ხაზიდან „იმედის“ ჟურნალისტები როგორ მაუწყებლობდნენ და იმ საშუალებით, რისი გაკეთებაც შეეძლოთ, იცავდნენ უკრაინელ ხალხს
თავდასხმას თავისუფალ მედიაზე ეხმიანება კახა ძაგანია. „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ მცდელობების მიუხედავად, თავისუფალ სიტყვას ვერ დაამარცხებენ.
25 თებერვალი 2026, 17:17
ეკონომიკა
ეკა სეფაშვილი: საიმპორტო ფასების გამოკვლევა, ალბათ იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი კომისიის მუშაობაში, რათა ვნახოთ, როგორ ხდება საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ფასების ინფლაციის ფონზე საქართველოში გადმოტანა
მახსოვს, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი, ეს ეხებოდა კოვიდ პერიოდს, როდესაც მართლა ფიქსირდებოდა საიმპორტო ბაზრებზე ფასების ინფლაცია, პირდაპირი მაჩვენებლით არ აისახა საქართველოს ბაზარზე და ქვეყანაში გაცილებით ნაკლები იყო ფასების ინფლაცია, ვიდრე საერთაშორისო ბაზარზე, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, „ხალხის ძალის“ წევრმა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა.
25 თებერვალი 2026, 16:55
სამართალი
პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
25 თებერვალი 2026, 16:55
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინაში საჰაერო ძალების სარდლობის ლოგისტიკის მეთაური 320 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
უკრაინელმა სამართალდამცველებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის ლოგისტიკის მეთაური, პოლკოვნიკი ანდრეი უკრაინეცი 320 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას უკრაინული მედია დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 თებერვალი 2026, 16:49
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: კონკურენცია უნდა შექმნას იმ სააგენტომ თუ უწყებამ, რომელიც უკვე არსებობს, ამიტომ კონკურენციის სააგენტომ უნდა აწარმოოს უფრო ეფექტური საქმიანობა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, დასვა შეკითხვები და გააკეთა განცხადება ფასების მარეგულირებელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
25 თებერვალი 2026, 16:42
სამართალი
პროკურატურამ გორში წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
25 თებერვალი 2026, 16:37
მსოფლიო
ალის ვაიდელი ფრიდრიხ მერცზე: ის უკრაინის კანცლერია
გერმანული ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი, ალის ვაიდელი გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს მოუწოდებს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე, გერმანელი მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესებზე უფრო მეტი იზრუნოს.
25 თებერვალი 2026, 16:32
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი გჟეგოჟ ბრაუნი: ევროკავშირი რასაც ეძახის დემოკრატიის უკუსვლას საქართველოში, შესაძლოა, ეს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენაა. ხალხს ესმის ომის წაქეზებისკენ გზავნილები და ამ დროს უბრალოდ ირჩევს მშვიდობას
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ქადაგებს და ასწავლის დემოკრატიას, თქვენ რასაც ეძახით დემოკრატიის უკუსვლას საქართველოში, შესაძლოა, ეს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენაა, - განაცხადა პოლონელმა დამოუკიდებელმა ევროპარლამენტარმა გჟეგოჟ ბრაუნმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას.
25 თებერვალი 2026, 16:31
სამართალი
სგპ ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
25 თებერვალი 2026, 16:30
ეკონომიკა
„ბიდი კომპანის“ წარმომადგენელი: თამაშის წესები გაწერილია, ქსელები აკეთებენ მონიტორინგს და თუ აღმოაჩინეს, რომ დავუშვათ, სხვა ქსელს მივეცი განსხვავებულ ფასად პროდუქცია, უჩნდებათ კითხვები, შესაბამისად, შეიძლება გაფუჭდეს ურთიერთობა
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით მიმდინარეობს.
25 თებერვალი 2026, 16:25
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა, ანუ იმ ხარჯების შემცირება, რაც მისცემს საშუალებას, რომ ფასის კორექცია მოახდინოს კლებისკენ
არის პროდუქტები სადისტრიბუციო სფეროში, რომლებიც ხასიათდება მაღალი ელასტიურობით, მნიშვნელოვანი შემცირება კლებისკენ იწვევს რაოდენობის მნიშვნელოვან გაზრდას. ამიტომ ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა, ანუ იმ ხარჯების შემცირება, რაც მისცემს საშუალებას, რომ ფასის კორექცია მოახდინოს კლებისკენ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის გაყიდვებს და გააუმჯობესებს ბიზნეს ეფექტურობას, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
25 თებერვალი 2026, 16:21
პოლიტიკა
ევროკომისიაში არ იციან, შევა თუ არა ყულევის ტერმინალის დასანქცირების საკითხი სანქციათა მე-20 პაკეტში
ევროკომისიამ არ იცის, შევა თუ არა ყულევის ტერმინალის დასანქცირების საკითხი სანქციათა ჩავარდნილ მე-20 პაკეტში, - განაცხადა ევროკომისიის პრესსამსახურის უფროსმა, პაულა პინიომ ბრიფინგზე.
25 თებერვალი 2026, 16:14
თავდაცვა
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა სიმბოლური გარბენი ჩაატარეს
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა, 1921 წელს კოჯორ–ტაბახმელას ტერიტორიაზე დაღუპული იუნკრები გაიხსენეს.
25 თებერვალი 2026, 16:13
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ბრიტანეთი შეეცადა თითიდან გამოწოვილი მიზეზებით გაემართლებინა ეს თავდასხმა, საქართველოს მოქალაქეებისთვის წაერთმია ალტერნატიული ინფორმაციის გაგების საშუალება და დაეტოვებინა ისინი მხოლოდ ნაცტელევიზიების ამარა
ბრიტანეთმა, რომელიც ლამის დემოკრატიის მსოფლიო შუქურად არის მიჩნეული, „ტვ-იმედსა“ და „პოს-ტვ“-ზე თავდასხმით დაარტყა და ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა, ჯერ კიდევ გარდამავალი დემოკრატიის სტადიაში მყოფ საქართველოში დემოკრატიის ერთ-ერთ დედაბოძს - მედია პლურალიზმს, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
25 თებერვალი 2026, 16:09
პოლიტიკა
ბერეკაშვილი სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელს: დისტრიბუციის ნაწილში, თითქმის ყველგან არის გადახდის გაუარესება ბოლო სამი წლის მონაცემებით, თქვენივე აუდიტის ანგარიშებიდან - ეს ნიშნავს, რომ ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით
დისტრიბუციის ნაწილში, თითქმის ყველგან, რასაც ვხედავ, არის გადახდის გაუარესება. ბოლო სამი წლის მონაცემებით, მე რაც ვნახე, თქვენივე აუდიტის ანგარიშებიდან, თუ იყო დაწყებული 60 დღიდან, შემდეგ გადავიდა 75 დღეზე, 90 დღეზე და ეს ნიშნავს, რომ თქვენს ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით, - განუცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, სადისტრიბუციო კომპანია "ბიდი კომპანის" წარმომადგენელს, დიმიტრი მესხიშვილს.
25 თებერვალი 2026, 15:54
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი სი ძინპინს: ჩვენ ვართ მსოფლიოში სამიდან ორი უდიდესი ინდუსტრიული ქვეყანა. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობაა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გერმანია და ჩინეთი მსოფლიოში სამიდან ორი უდიდესი ინდუსტრიული ქვეყანაა, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობაა.
25 თებერვალი 2026, 15:48
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, 1921 წელს რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო. საკრებულოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.


