არქივი

25 თებერვალი 2026, 13:41

პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

25 თებერვალი 2026, 13:39

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი აზიასა და ევროპას შორის მსხვილ სატრანზიტო კვანძებად იქცნენ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთბათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი აზიასა და ევროპას შორის მსხვილ სატრანზიტო კვანძებად იქცნენ.

25 თებერვალი 2026, 13:35

სამართალი

გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განხორციელებისას, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

ნიკოლოზ სამხარაძე

25 თებერვალი 2026, 13:34

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე დასავლელ ლიდერებზე: მას შემდეგ, რაც მათი მითითებები უარვყავით, დაიწყეს NGO-ების საფარქვეშ ძალადობრივი ჯგუფების მხარდაჭერა. მცირერიცხოვანი, მაგრამ სასტიკი ჯგუფები მოუწოდებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისკენ

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში დასავლეთის ზოგი ჩინოვნიკები, დიპლომატები და მთავრობები მოუწოდებდნენ საქართველოს ეკონომიკური თვითმკვლელობისკენ, რათა მას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა და ამით კონფლიქტის ესკალაცია ეკონომიკური სფეროდან პოლიტიკურ და სამხედრო სარტყელში გადაეტანა, რა დროსაც მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას კი არ შეექმნებოდა საფრთხე, არამედ ჩვენს სახელმწიფოებრიობასაც. გვექნებოდა სერიოზული ეგზისტენციალური საფრთხეები, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბაქოში აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველოს სამმხრივ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნიკოლოზ სამხარაძე

25 თებერვალი 2026, 13:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში დასავლეთის ზოგი ჩინოვნიკი, დიპლომატი და მთავრობა მოუწოდებდა საქართველოს ეკონომიკური თვითმკვლელობისკენ, რათა მას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ბაქოში აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველოს სამმხრივ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ქართველმა დეპუტატმა დასავლეთთან ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

ირაკლი ხელაძე

25 თებერვალი 2026, 13:30

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: ბრიტანეთის მხრიდან „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, რაც პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა - არაფრისმომცემი რეზოლუციებისა და სანქციების მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება

„ჩემი მხარდაჭერა ორივე ტელევიზიას დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ ფრაგმენტული გადაწყვეტილების მიღმა ნათლად ხედავს მთლიან სურათს, რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოს დასუსტებაა. საქართველო უპირველეს ყოვლისა!“- წერს ირაკლი ხელაძე.

ნიკოლოზ სამხარაძე

25 თებერვალი 2026, 13:25

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მსხვილი სახელმწიფოები სულ უფრო მეტად არ იცავენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ამით ქმნიან შემაშფოთებელ პრეცედენტებს. ამის ფონზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩებიან

მსხვილი სახელმწიფოები, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად არ იცავენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ამით ქმნიან შემაშფოთებელ პრეცედენტებს განსაკუთრებით მცირე და მოწყვლადი სახელმწიფოებისთვის. ამის ფონზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩებიან, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბაქოში აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველოს სამმხრივ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

კახა კალაძე

25 თებერვალი 2026, 13:20

საზოგადოება

თბილისის მერმა ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელს დაავალა, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული რეგულაციები გამკაცრდეს და ექსპლუატაციაში მიღებული შენობები შემოწმდეს

„მინდა, დავავალო ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, რომ შესაბამის სამსახურებთან ერთად კატეგორიული ზომები მივიღოთ. თუ საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, პარლამენტი დაგვეხმარება. თუ საჭიროა, რომ ასეთი ქმედება სისხლის სამართლის დონეზე ავიყვანოთ, მაშინ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, რადგან პირადად ჩემთვის ადამიანის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. თუ იკვეთებიან კონკრეტული თაღლითური კომპანიები ან ფიზიკური პირები, ასეთ ადამიანებს სამშენებლო სექტორში არაფერი ესაქმებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

25 თებერვალი 2026, 13:15

რეგიონი

საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის სტუდენტებისთვის ჯიღაურაში პრაქტიკული სწავლება გაიმართა

მეხილეობის კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა ელენე მაღლაკელიძემ და ლალი გოგინავამ ხილკენკროვანი კულტურების სხვლა-ფორმირების პრაქტიკული მიდგომები წარადგინეს. სწავლება მოიცავდა ნარგაობის ასაკობრივი თავისებურებების მიხედვით გასხვლის სპეციფიკას, მცენარის სწორ ფორმირებასა და პროდუქტიულობის რეგულირების პრინციპებს. სტუდენტებმა ადგილზე დაათვალიერეს ჯიღაურას ბაზაზე არსებული ამპელოგრაფიული და ხეხილის საკოლექციო ნარგაობები და გაეცნენ ცენტრის კვლევით საქმიანობასა და მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის მნიშვნელობას.

რატი იონათამიშვილი

25 თებერვალი 2026, 13:15

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს ბრიტანეთსა და ევროპულ ბიუროკრატიაში. ერთადერთი, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს, ქართული საზოგადოების ერთობის კიდევ უფრო განმტკიცებაა

სინამდვილეში, „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთში და ევროპულ ბიუროკრატიაში. ერთადერთი შედეგი, რაც ესეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს შეიძლება მოჰყვეს, ქართული საზოგადოების ერთობის კიდევ უფრო განმტკიცება და ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებაა, - წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

25 თებერვალი 2026, 13:08

რეგიონი

ბათუმის ბულვარში ქორწინების სახლის დემონტაჟი დაიწყო

აჭარის მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული ქორწინების სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს.

25 თებერვალი 2026, 13:07

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

მიხეილ სარჯველაძემ ოჯახების მხარდამჭერ სამიტში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ოჯახების მხარდაჭერის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა და გამოცდილებების გაზიარება იყო.

შალვა პაპუაშვილი

25 თებერვალი 2026, 13:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალს. ზელენსკი უმადური ადამიანია, ზოგადად. მე ხომ არ ვამბობ ამას პირველი, აშშ-ის პრეზიდენტმა უთხრა პირველმა - ცოტა მადლიერება გამოიჩინეო

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალს. არც ზელენსკი და არც ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

25 თებერვალი 2026, 12:53

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გურამიშვილის პირველი ჩიხის N70-თან, დაახლოებით, 3 500 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კახა კალაძე

25 თებერვალი 2026, 12:52

პოლიტიკა

მტკვრის ორივე სანაპიროზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოაჯირებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების დეკორატიული განათება მოეწყო, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

25 თებერვალი 2026, 12:50

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ წითელი არმიის შემოჭრას საქართველოში და პატივს მივაგებთ მამაც ქართველ ხალხს, რომელიც უდიდესი დანაკარგისა და 70-წლიანი რეპრესიების მიუხედავად, არ დანებდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში

„ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ წითელი არმიის შემოჭრას საქართველოში და პატივს მივაგებთ მამაც ქართველ ხალხს, რომელიც უდიდესი დანაკარგისა და 70-წლიანი რეპრესიების მიუხედავად არ დანებდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი

25 თებერვალი 2026, 12:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გამოდის ევროკავშირის ელჩი და ბედავს, რომ ქართველებს, რომლებსაც ჩვენი გამოწვევები გვაქვს, ცხვირაბზუებული გვეუბნება, რუსი ტურისტი არ შემოუშვა, დამშეული იყავი, ღვინო არ გაყიდო

„ვინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს, რომ აქ გველაპარაკება ამ ტონით, თვითონ შეწყვიტონ რუსეთის დაფინანსება. გვერდით ეჯდა ელჩი ბალტიის ერთ-ერთი ქვეყნიდან, რომელსაც ჩვენზე მეტი ღვინო გააქვს რუსეთში. ასეთი ფარისევლობაა დღეს ევროკავშირი“.

კახა კალაძე

25 თებერვალი 2026, 12:43

საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფის“ ავტობაზას 22 სპეცმანქანა შეემატა

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 22 ერთეული სპეცმანქანა - MAN-ისა და RENAULT-ის 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, FORD-ის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა შეისყიდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ვიქტორ ჯაფარიძე

25 თებერვალი 2026, 12:42

პოლიტიკა

ჯაფარიძე: მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ მე არ დამითმია ტელეკომპანია pos tv-ის ჩემი წილი და ამის გაკეთებას არც მომავალში ვაპირებ, რადგან ვთვლი, რომ მოცემული ტელეარხი ემსახურება სიმართლეს და ამიტომაც, მას ჩემი მხარდაჭერა სულ ექნება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მედიასთან გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან დათმო ტელეკომპანია „პოსTV”-ს წილი. ჯაფარიძემ უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ წილის დათმობას არც მომავალში აპირებს.

25 თებერვალი 2026, 12:37

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით

27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით, - აღნიშნულია გაფრთხილებაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გიორგი ჯინჭარაძე

25 თებერვალი 2026, 12:35

პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძე: ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შესწირა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, კოჯორში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო.

25 თებერვალი 2026, 12:33

რეგიონი

ფოთში სანიაღვრე ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა მშვიდობის, ვეკუასა და ნიკოლაძის ქუჩებზე მდებარე სატუმბ სადგურებს. პარალელურად, გაიწმინდა მაგისტრალური სანიაღვრე არხები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სისტემის გამტარუნარიანობას.

25 თებერვალი 2026, 12:25

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდმეწარმე მ.მ-ს კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში (მის. ჩხოროწყუ გობეჩიას ქ. N 4). შემოწმების დროს გამოვლინდა არაერთი შეუსაბამობა, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ზედაპირების და სურსათთან შეხებაში მყოფი ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

25 თებერვალი 2026, 12:24

ეკონომიკა

ქვეყნის მასშტაბით 85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული ბენზინის 20 და დიზელის 65 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საავტომობილო საწვავის ხარისხს რეგულარულად ამოწმებს. ქვეყნის მასშტაბით 85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული ბენზინის 20 და დიზელის 65 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა.

მიხეილ ყაველაშვილი

25 თებერვალი 2026, 12:24

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლებში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო და იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

25 თებერვალი 2026, 12:21

საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

25 თებერვალი 2026, 12:15

სამართალი

სუს-მა თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოავლინა პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ.

შალვა პაპუაშვილი

25 თებერვალი 2026, 12:14

პოლიტიკა

პაპუაშვილი სანქციების დაწესებისკენ მოწოდებაზე: ეს ესკალაციამდე რომ მივა აქ ბრიტანელი ჯარისკაცები დადგებიან? როგორც 1920 წელს გავიდნენ და მიგვატოვეს რუსეთის არმიას, ასევე კაციშვილი ყურადღებას არ მოაქცევს საქართველოს

„როცა ელჩი დადის კაბინეტ-კაბინეტ და ითხოვს: არ შემოიტანოთ იაფი ბენზინი, იყიდეთ ძვირად, მერე რა რომ გაძვირდება, ძვირი გადაიხადეთ - ეს ხომ სამარცხვინოა?! ფულს მოგვცემენ, რომ ეს სხვაობა ავანაზღაუროთ?“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

25 თებერვალი 2026, 12:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობას.

შალვა პაპუაშვილი

25 თებერვალი 2026, 12:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული მედიის მფლობელი უზის თავისთან. დაგვანახეს, რომ არანაირი ღირებულებები არ არსებობს

ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული მედიის მფლობელი უზის თავისთან. დაგვანახეს ის მთელი სიყალბე და ფარისევლობა, რომ არანაირი ღირებულებები არ არსებობს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „იმედის“ და „პოსტვ“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას.