თბილისის მერმა ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელს დაავალა, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული რეგულაციები გამკაცრდეს და ექსპლუატაციაში მიღებული შენობები შემოწმდეს
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობა გამკაცრდა და ამოქმედდა არაერთი რეგულაცია, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, დარღვევები კვლავ ფიქსირდება.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟს ახდენს, რაც მუნიციპალიტეტისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
კახა კალაძის თქმით, მოქალაქეთა უსაფრთხოება მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია და უსაფრთხოების წესები ყველა მშენებელმა უნდა დაიცვას.
„2017 წლიდან, რაც ხელისუფლებაში მივედით, აქტიურად ვებრძვით უკანონო მშენებლობებს. გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო მაშინ და ახლა სულ სხვა სურათია, თუმცა კვლავაც გვაქვს გამოწვევები, რასაც ღირსეული პასუხი სჭირდება. მთელი ამ დროის განმავლობაში ვხვეწთ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და აღსრულების წესებს, ვითხოვთ სხვადასხვა კომპონენტის გათვალისწინებას. შევიმუშავეთ რეგულაციები და გავამკაცრეთ კანონები. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, მოქალაქეთა უსაფრთხო და კომფორტული ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც შენობა ექსპლუატაციაში შევა. 2017 წელს, სხვა ცვლილებებთან ერთად, ამოქმედდა შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები. ამოქმედების დღიდან, თბილისის არქიტექტურის სამსახური მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს სკრუპულოზურად ამოწმებს წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობას უსაფრთხოების წესებთან, ადგენს ხარვეზებს, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების აქტიური სისტემების საჭიროების შესახებ და არ გასცემს ნებართვას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხარვეზები არ სწორდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დასრულებულ შენობა-ნაგებობას ექსპლუატაციაში იღებს იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა განხორციელებულია არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, მათ შორის, თუ მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოების აქტიური სისტემები და მათ გამართულ მუშაობაზე გამოცდის აქტები და დადებითი დასკვნებია წარმოდგენილი.
ამასთან, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით კანონმდებლობა გამკაცრდა, შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟს აკეთებს.
„ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა ატყობინებს შენობაში მყოფებს, დატოვონ შენობა, ასევე, ახდენს მის ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას, რაც მნიშვნელოვან დროს აძლევს სახანძრო-სამაშველო სამსახურს ცეცხლის ქრობისთვის. მიუხედავად ამისა, დაფიქსირდა სამწუხარო შემთხვევები, როდესაც შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მოხდა აღნიშნული სისტემების დემონტაჟი. არიან უპასუხისმგებლო კომპანიები და მშენებლები, რომლებიც ე.წ. აგრეგატებსა და გამწოვ სისტემებს ხსნიან. ექსპლუატაციაში მიღებისთვის ისინი ქირაობენ ამ სისტემას. მივა მუნიციპალური ინსპექცია, შეამოწმებს, რომ ყველაფერი მწყობრშია და კორპუსს მიიღებს ექსპლუატაციაში. შემდეგ მშენებლები ხსნიან ამ სისტემას და პატრონს უბრუნებენ, მოსახლეობა კი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ჩვენთვის მსგავსი დამოკიდებულება წარმოუდგენელია და ამას არ გავატარებთ. უსაფრთხოების წესები ყველამ უნდა დაიცვას. ღმერთმა დაგვიფაროს და რამე რომ მოხდეს, ყველა თბილისის მერიას დაადანაშაულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს და ყველა შესაბამის სამსახურს დაავალა, აღნიშნული მიმართულებით არსებული რეგულაციები გამკაცრდეს და საჭიროების შემთხვევაში, დადგეს კანონდამრღვევი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„მინდა, დავავალო ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, რომ შესაბამის სამსახურებთან ერთად კატეგორიული ზომები მივიღოთ. თუ საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, პარლამენტი დაგვეხმარება. თუ საჭიროა, რომ ასეთი ქმედება სისხლის სამართლის დონეზე ავიყვანოთ, მაშინ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, რადგან პირადად ჩემთვის ადამიანის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. თუ იკვეთებიან კონკრეტული თაღლითური კომპანიები ან ფიზიკური პირები, ასეთ ადამიანებს სამშენებლო სექტორში არაფერი ესაქმებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ
დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, რომ სასწრაფოდ დაიწყოს მოკვლევა და ექსპლუატაციაში მიღებული შენობების სახანძრო უსაფრთხოების სისტემები შემოწმდეს.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 03:02
მსოფლიო
ტრამპი: იტალია ჩვენ გვერდით არ იდგა, არც ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო აშშ-ის ურთიერთობა იტალიასთან მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების მიზნით ძალების გაგზავნაზე უარი თქვა.
17 აპრილი 2026, 01:01
მსოფლიო
Reuters: ირანის ომის გამო აშშ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას აყოვნებს
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ მანამდე შეთანხმებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, შეფერხდება, რადგან ირანის ომი კვლავ განაგრძობს შეიარაღების მარაგების შემცირებას - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 00:25
მსოფლიო
Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ
კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 00:17
პოლიტიკა
ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!
როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
17 აპრილი 2026, 00:12
საზოგადოება
ლელა რაზიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან
ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.
17 აპრილი 2026, 00:07
მსოფლიო
აშშ-ის ტენესის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა რეზოლუციას ივნისის „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადების თაობაზე - რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“
ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ივნისი „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადდა.
16 აპრილი 2026, 23:54
პოლიტიკა
გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს
არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა
16 აპრილი 2026, 23:52
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ
იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 23:44
პოლიტიკა
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!
კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.
16 აპრილი 2026, 23:38
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ
მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, რადიკალირ ოპოზიციაზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია
დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
16 აპრილი 2026, 23:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრა აუცილებელი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად შეხვედროდა პაპ ლეო XIV-ს მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ეს აუცილებლად არ მიაჩნია.
16 აპრილი 2026, 23:21
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ
ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 23:04
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.
16 აპრილი 2026, 22:57
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.
16 აპრილი 2026, 22:48
მსოფლიო
ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.
16 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.
16 აპრილი 2026, 21:52
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
16 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:42
მსოფლიო
რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე
რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.


