არქივი
25 თებერვალი 2026, 12:09
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული მედიის მფლობელი უზის თავისთან. დაგვანახეს, რომ არანაირი ღირებულებები არ არსებობს
ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული მედიის მფლობელი უზის თავისთან. დაგვანახეს ის მთელი სიყალბე და ფარისევლობა, რომ არანაირი ღირებულებები არ არსებობს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „იმედის“ და „პოსტვ“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
25 თებერვალი 2026, 12:08
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ბრიტანეთის მთავრობის წევრები უყურებენ ქართულ მედიას? არა, მათ ჰყავთ მეხუთე კოლონა. როგორც 105 წლის წინ გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა დაიწყეს საქმეების შეკერვა, ამას აკეთებს ეს მეხუთე კოლონა
გუშინ იყო ღონისძიება და ბრიტანეთის ელჩმა სელექციურად შეუშვა მედია, ანუ ჩვენ ვხედავთ სეგრეგაციას ელჩების მხრიდან მედიის მიმართ და ეს დამაფიქრებელია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
25 თებერვალი 2026, 12:07
პოლიტიკა
პრემიერი: 4 წელია, სამარცხვინოდ სპეკულირებთ, თითქოს საქართველოში ირღვევა სასანქციო რეჟიმი, როდესაც წლების განმავლობაში ცდილობ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას, ეს არის სერგო ორჯონიკიძის საქმე
ჩვენ სრული ინფორმაცია გავუზიარეთ ევროკავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთლიანი პაკეტი განწირული იყო ჩავარდნისთვის, აქედან გამომდინარე, თვითონ პროექტის რევიზია აღარ გაკეთებულა.
25 თებერვალი 2026, 12:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საგარეო საქმეთა სამინისტროს ადგილას ბრიტანეთის ელჩს დავიბარებდი
„იმ განცხადების გამო [დავიბარებდი], გუშინ რაც წამოსცდა, რომ სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებს. აი ამის გამო დავიბარებდი. როცა ელჩი დადის კაბინეტ-კაბინეტ დადის და ითხოვს: არ შემოიტანოთ იაფი ბენზინი, იყიდეთ ძვირად, მერე რა რომ გაძვირდება, ძვირი გადაიხადეთ - ეს ხომ სამარცხვინოა? ფულს მოგვცემენ რომ ეს სხვაობა ავანაზღაუროთ? თუ ეს ყველაფერი ესკალაციამდე რომ მივა აქ ბრიტანელი ჯარისკაცები დადგებიან? როგორც 1920 წელს გავიდნენ საქართველოდან და მიგვატოვებს რუსეთის არმიას, ასევე კაციშვილი ყურადღებას არ მოაქცევს საქართველოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
25 თებერვალი 2026, 12:02
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „იმედის“ და „პოსტვ“-ის დასანქცირებაზე: 105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას
105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „იმედის“ და „პოსტვ“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
25 თებერვალი 2026, 12:02
მსოფლიო
The Guardian: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანის თემაზე კონგრესში დახურული შეხვედრა ჩაატარა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ირანის თემასთან დაკავშირებით კონგრესში დახურული შეხვედრა ჩაატარა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
25 თებერვალი 2026, 11:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მოვისმინე გუშინ ბატონი პეტერის კომენტარი ყულევზე, მტკიცებულებები გვაქვსო და იქნებ გაჩვენოთ ეს მტკიცებულებები. ჩვეულებრივ პროპაგანდისტად იქცა
მოვისმინე გუშინ ბატონი პეტერის კომენტარი [ყულევზე], მტკიცებულებები გვაქვსო და იქნებ გაჩვენოთ ეს მტკიცებულებები. ბატონი პეტერი ჩვეულებრივ პროპაგანდისტად იქცა, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
25 თებერვალი 2026, 11:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას, რომ დაიცვას ტელეკომპანია „იმედის“ და „POSTV“-ის მედიის თავისუფლების უფლება - რისი შელახვაც სცადა ბრიტანეთმა - ხელისუფლება სრულად დაიცავს ტელეკომპანიების და თითოეული ჟურნალისტის უფლებებს
საქართველოს ხელისუფლება მიიღებს უკლებლივ ყველა ზომას, იმისათვის, რომ დაცული იყოს ტელეკომპანია „იმედის“ და „POSTV“-ის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. რისი შელახვაც სცადა ბრიტანეთმა, იმას ბოლომდე დავიცავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
25 თებერვალი 2026, 11:55
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდა
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
25 თებერვალი 2026, 11:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივ სტატიაზე: გუშინ მგონი სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს. იმდენი სიმართლე ილაპარაკეს, რაც ოთხი წელია არასდროს უთქვამთ
„გუშინ მგონი სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს. იმდენი სიმართლე ილაპარაკეს, რაც ოთხი წელია არასდროს უთქვამთ. ფაქტობრივად ამხილეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარა გახდა, რომ მთელი ეს ოთხი წელი, მიზეზი რატომაც ევროკავშირი და დასავლეთი გვერჩოდა, იყო ის, რომ არ დავყევით მთავარ მოთხოვნას და არ წავედით ესკალაციაზე რუსეთთან. აბა რა არის, თუ არა „მეორე ფრონტის“ გახსნის მოთხოვნა, როდესაც საქართველოს ეუბნები რომ დაუწესოს სანქციები რუსეთს, ტურისტები არ შემოუშვას, როგორც ევროკავშირის ელჩმა გვითხრა, ვაჭრობა არ გვქონდეს, ანუ ღვინო არ გაიტანოს ქართველმა გლეხმა, ფრენები უნდა ჩავკეტოთ და არ ვიცი ეს თვითმფრინავები ციდან უნდა მოვხსნათ, თუ რა უნდა ვქნათ?! ბენზინი თურმე არ უნდა შემოიტანოს ბიზნესმენმა რუსეთიდან და იყიდოს ძვირი, ბრიტანული ბენზინი, როგორც ეს გვითხრა ბრიტანეთის ელჩმა. ეს ყველაფერი ნიშნავს საქართველოს ჩათრევას რუსეთთან ესკალაციაში, ომს, ისეთ ომს, სადაც არც ბრიტანელი, არც ფრანგი და არავინ საერთოდ, ერთი ჯარისკაცი არ ჩამოვა ჩვენთან საომრად. შეგვატოვებენ მარტო როგორც ყოველთვის გვიწევდა და შემოგვხედავენ გარედან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
25 თებერვალი 2026, 11:54
პოლიტიკა
პრემიერი: ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა გააგრძელოს „იმედთან“ და „პოსტივისთან“ თანამშრომლობა, ყველაფერი გაკეთდება, რომ მედიისა და მეწარმეების თავისუფლება თავისუფლება იყოს დაცული
საქართველოში არც ერთი ტელეკომპანიის, არც „იმედის“ და არც „პოსტივის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება არ შეილახება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
25 თებერვალი 2026, 11:51
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „იმედი“ არის ტელეკომპანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 40% ენდობა. ამიტომ უნდათ, რომ გააჩუმონ მართალი სიტყვა. როცა ებრძვის ბრიტანეთი მართალ სიტყვას, ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რასთან გვაქვს საქმე
105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. „იმედი“ არის ტელეკომპანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 40% ენდობა. ამიტომ უნდათ, რომ გააჩუმონ მართალი სიტყვა. ეს არის თავდასხმა თავისუფალ ქართულ მედიაზე,
25 თებერვალი 2026, 11:51
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე: ფაშისტური განცხადებების მქონე ადამიანების ფურცლები დაიხევა და გადაიყრება
„ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის თავზე ვხედავთ ევროპარლამენტში ადამიანს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს ფაშისტურ განცხადებებს. ამიტომ, ითქვა კიდევაც, რა დაემართება ამ რეზოლუციებს - არანაირი ფასი მათ ჩვენთვის არ აქვს. ფაშისტური განცხადებების მქონე ადამიანების ფურცლები დაიხევა და გადაიყრება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
25 თებერვალი 2026, 11:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის ელჩი გვეუბნება, რომ არა უშავს, თუ მოსახლეობისთვის გაძვირდება საწვავი, პური და ზოგადად ცხოვრება. ჩვენთანაც გაძვირდა და თქვენთანაც ძვირი გადაიხადონ მოქალაქეებმაო
როცა მას ეუბნებიან, რომ თუ ბიზნესს ავუკრძალავთ და ვერ შემოიტანს რუსეთიდან იაფ ბენზინს, მოუწევს ძვირი ბენზინის ყიდვა ბრიტანეთში, ან სადმე და მოსახლეობისთვის გაძვირდება საწვავიც და ზოგადად ცხოვრებაც, პურიც და ყველაფერი. იცით რა არის ბრიტანეთის ელჩის პასუხი? არა უშავს, ჩვენთანაც გაძვირდა და თქვენთანაც ძვირი გადაიხადოს მოქალაქეებმაო, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
25 თებერვალი 2026, 11:49
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე წელს, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატებში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები კომპანიებთან „Colangelo & Partners“ და „Glodow Nead Communication“ გააფორმა.
25 თებერვალი 2026, 11:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ვინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს ამ ტონით რომ გველაპარაკება, თვითონ შეწყვიტონ რუსეთის დაფინანსება - დღეს ევროკავშირი ფარისევლობაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობა ბოლო წლებში სწრაფად იზრდება. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ელჩის ეს განცხადება სამარცხვინოა.
25 თებერვალი 2026, 11:45
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს, სიდჰარტო რეზა სურიოდიპუროსს შეხვდა.
25 თებერვალი 2026, 11:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყველა ქმედება განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება
ყველა ქმედება განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
25 თებერვალი 2026, 11:39
პოლიტიკა
პრემიერი: ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიანე, რა სტანდარტები აქვს მას, უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს, არის მარტივი კოორდინაცია ევროპულ ბიუროკრატიაში, რომლის მიზანია, რაღაცნაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები
ჩვენ ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიანე, რა სტანდარტები აქვს მას, შესაბამისად, სრულიად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
25 თებერვალი 2026, 11:36
პოლიტიკა
პრემიერი: სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ეს უფლება დაცული იქნება თითოეული ჟურნალისტისთვის როგორც „იმედში“, ასევე POSTV-ში
„დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც ტელეკომპანია იმედში, ისე ტელეკომპანია „პოსტივიში“, ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. არც ერთ ჟურნალისტს, არც ერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა, პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. მედიის თავისუფლებაზე ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე ხელისუფლება აგებს პასუხს,“- აღნიშნა პრემიერმა.
25 თებერვალი 2026, 11:32
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე უკრაინის შესახებ გაეროს რეზოლუციაზე: ჩვენ ათასამდე აქტს შევუერთდით, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ
„ჩვენ აქაც გვქონდა ღიად მხარდამჭერი პოზიცია. მხარი დავუჭირეთ შესაბამის რეზოლუციას. ასევე, არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად. რამდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, ამას ყველა ხედავს. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო - ჩვენ ათასამდე სხვადასხვა ტიპის აქტს, მათ შორის, რეზოლუციებს და განცხადებებს შევუერთდით მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასეთ ფონზე ეს ორმაგი სტანდარტები თავის თავზე მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერმა.
25 თებერვალი 2026, 11:25
პოლიტიკა
პრემიერი: რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენს წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა, ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების შესაბამისად
რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ამაზე თვითონ ევროპული ბიუროკრატია საუბრობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
25 თებერვალი 2026, 11:20
პოლიტიკა
პრემიერი: ქვეყნებს, რომლებსაც აცხადებენ პროდასავლურად და ანტირუსულად, ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები და მათთვის არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი
„მინდა, შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად და ა.შ. ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი, აქედან ჩანს, რომ კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
25 თებერვალი 2026, 11:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, მათ დაგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი - ეს შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლა ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისთვის
ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კოჯორში, სადაც დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო.
25 თებერვალი 2026, 11:08
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: „იმედს“ და „პოსტივის“ ჯამში მაყურებლის 40% -ზე მეტი ენდობა. სწორედ ამდენი ადამიანი დააცენზურა ბრიტანეთმა ამ არხების დასანქცირებით და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა საქართველოში 10-მდე მსხვილი ტელევიზია ფუნქციონირებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ დასანქცირებას ეხმიანება.
25 თებერვალი 2026, 11:00
რეგიონი
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი მარტვილში მიმდინარე წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის, რეზერვუარების, სატუმბი სადგურებისა და წყლის შემკრებების რეაბილიტაცია-მშენებლობა, დამატებით მოეწყობა საქლორატორო და აღრიცხვის კვანძები. მოხდება მოსახლეობის ახალ ქსელზე გადართვა.
25 თებერვალი 2026, 10:54
ეკონომიკა
მაია მურაჩაშვილი: გუდაურმა შარშანდელზე გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა
კომპანია „Iberia Tours Plus“-ის დამფუძნებლის, მაია მურაჩაშვილის შეფასებით, გუდაურმა მიმდინარე ზამთრის სეზონზე შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები აჩვენა. მისი თქმით, ზრდა შეინიშნება როგორც ფინანსური მაჩვენებლების, ისე კურორტის ცნობადობისა და საერთო დატვირთულობის მიმართულებით.
25 თებერვალი 2026, 10:52
პოლიტიკა
„ნეიტრალური საქართველო“: „იმედისა“ და „პოსTV“-ის სანქცირება ვერ იმოქმედებს სარედაქციო პოლიტიკაზე და ვერც ქართველი ხალხის უმრავლესობის მტკიცე პოზიციაზე - არასოდეს დაუშვას საქართველოს პროქსი სახელმწიფოდ გადაქცევა
მორალურად სახედაკარგული ბრიტანეთის მთავრობა ადვილად მართვადია და მას იყენებენ ბინძური დავალებების შესასრულებლად, რისი ნაწილიც არის საქართველოზე პოლიტიკური შანტაჟის განხორციელების მორიგი მცდელობა, ამჯერად ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსTV“-ის სანქცირების გზით, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
25 თებერვალი 2026, 10:48
მსოფლიო
ცნობილია ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც სანქციების მიუხედავად, რუსეთში ღვინის მთავარი ექსპორტიორები არიან
ლატვია 2025 წლის მონაცემების მიხედვით რუსეთში ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორების სამეულში შევიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
25 თებერვალი 2026, 10:43
კულტურა
თინათინ რუხაძემ თბილისის ილუზიების მუზეუმში მხატვარ დავით მაჭავარიანის მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ინტერპრეტაციის ციფრული ვერსია დაათვალიერა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 14 თებერვლიდან, მუზეუმის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, „ვეფხისტყაოსანი“ სრულიად ახალ, თანამედროვე ფორმატში აღმოაჩინონ. „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ნამუშევრის ციფრული ვერსია უკვე ითარგმნა და გამოიცა იტალიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში.


