„ნეიტრალური საქართველო“: „იმედისა“ და „პოსTV“-ის სანქცირება ვერ იმოქმედებს სარედაქციო პოლიტიკაზე და ვერც ქართველი ხალხის უმრავლესობის მტკიცე პოზიციაზე - არასოდეს დაუშვას საქართველოს პროქსი სახელმწიფოდ გადაქცევა
ფოტო: Facebook
მორალურად სახედაკარგული ბრიტანეთის მთავრობა ადვილად მართვადია და მას იყენებენ ბინძური დავალებების შესასრულებლად, რისი ნაწილიც არის საქართველოზე პოლიტიკური შანტაჟის განხორციელების მორიგი მცდელობა, ამჯერად ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსTV“-ის სანქცირების გზით, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც თბილისისა და ბრიუსელის აგენტურული ქსელის სრული გაშიფვრა მოხდა მას შემდეგ „დიპ სტეიტმა“ გადაწყვიტა ტელეკომპანიების სანქცირების გზით მათ სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენს ქვეყანაზე პოლიტიკური შანტაჟის მორიგ მცდელობას, რასაც ოლიგარქიული ოჯახები ამჯერად დიდი ბრიტანეთის ხელით ახორციელებენ. რუსეთთან ომის გახანგრძლივება კვლავ არის მათი ინტერესი და ამ მიზნისთვის ისინი იყენებენ საკუთარ მარიონეტებს.
საქართველოში, ასევე საკუთრივ ევროპაში, „დიპ სტეიტის“ მიერ მართული ევრობიუროკრატიის სრული გაკოტრების ფონზე განხორციელდა ტაქტიკური ცვლილებები და კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი ბრიტანეთის მთავრობაზე, რომელმაც მიღებული საგანგებო დავალების შესაბამისად, ერთხელ უკვე შეასრულა საბედისწერო როლი 2022 წლის აპრილში, კონფლიქტის მხარეების მიერ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლით.
მაშინ, როდესაც თბილისისა თუ ბრიუსელის აგენტურული ქსელი მთლიანად გაიშიფრა და დაკარგა ყველანაირი ეფექტი, „დიპ სტეიტმა“ გადაწყვიტა, ადვილად პროგნოზირებადი უკანასკნელი სვლების გაკეთება. ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსTV“-ის სანქცირების შედეგი წინასწარ ცნობილია - ცხადია ეს ნაბიჯი ვერ იმოქმედებს აღნიშნული ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაზე და ვერც მათი მაყურებლის ანუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მტკიცე პოზიციაზე - არასოდეს დაუშვას საქართველოს პროქსი სახელმწიფოდ გადაქცევა. „იმედი“ არ დაუბრუნდება სიცრუის ტირაჟირებას, „მოდელირებული ქრონიკის“ და „BBC“-ის მსგავსი ფეიკ სიუჟეტების სტანდარტით მუშაობას,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, „დიპ სტეიტმა“ ამჯერად დიდი ბრიტანეთის სახელით განაცხადა, რომ „სიმართლე დასჯადია“, ხოლო მშვიდობის დაცვა კი დანაშაული.
„ჩვენ ვხედავთ ღირებულებით გაუკუღმართებას, როდესაც აფინანსებენ და ახალისებენ ისეთ მედიასაშუალებებს, რომლებიც გამოირჩევიან ლიბერალური ფაშიზმით, ცილისწამებით, დაპირისპირების გაღვივებით, პრესის თავისუფლების ჯილდო გადაეცემათ ნიკა გვარამიასა და პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელს, ამის პარალელურად კი, სანქციებს იყენებენ იმ ტელევიზიების წინააღმდეგ, რომლებიც „დიპ სტეიტის“ კონტროლს მიღმა არიან და ქართველ ხალხს არ კვებავენ ცრუ ნარატივებით - უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაზე თუ სხვა საკითხებზე.
ოლიგარქიულმა ოჯახებმა ამჯერად დიდი ბრიტანეთის სახელით გვითხრეს, რომ სიმართლე დასჯადია; რომ მშვიდობის შენარჩუნება და სუვერენიტეტის დაცვა დანაშაულია. ნიშანდობლივია, რომ ეს ყოველივე ხდება იმის ფონზე, რომ უკანასკნელ პერიოდში ოლიგარქიული ოჯახები, მათივე მართული სპეცსამსახურებით და ინფორმაციების კონტროლირებადი გავრცელებით მომაკვდინებელ დარტყმას აყენებენ დიდი ბრიტანეთის მრავალსაუკუნოვან სახელმწიფო სიმბოლოს - სამეფო ოჯახს. მსოფლიომ იხილა პედოფილიასა და სექს-ტრეფიკინგში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პრინცი ენდრიუ და ბრიტანეთის ელჩი აშშ-ში. მორალურად სახედაკარგული ბრიტანეთის მთავრობა ადვილად მართვადია და მას იყენებენ ბინძური დავალებების შესასრულებლად, რისი ნაწილიც არის საქართველოზე პოლიტიკური შანტაჟის განხორციელების მორიგი მცდელობა, ამჯერად ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსTV“-ის სანქცირების გზით,“- ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ მსგავსი ჰიბრიდული შეტევები დიდი ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯით არ დასრულდება, შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული ქმედებები სახელმწიფოებრიობის დასაცავად.
„ნათელია, რომ მსგავსი ჰიბრიდული შეტევები არ დასრულდება ამ ნაბიჯით, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს თანმიმდევრული ქმედებები, მათ შორის აუცილებლად მიგვაჩნია სამართლებრივი რეაგირება იმ ორგანიზაციების და პირების საქმიანობაზე, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ბრიტანული „BBC“-ის ცრუ ნარატივს, მოქალაქეთა გაზით მოწამვლის შესახებ. ასევე, ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეთ დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასული ელჩების აბსოლუტურად თავხედურ თავდასხმებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე და ჟურნალისტებზე. აქვე, ჩვენი პარტიის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ „იმედისა“ და „პოსTV“-ის თანამშრომლებს.
ქართველი ხალხის სიმართლით შეიარაღება და „დიპ სტეიტის“ აგენტურული ქსელის სრული განეიტრალება არის იმის გარანტი, რომ ქვეყნის გარედან განხორციელებულ შანტაჟს ვერც ერთ ეტაპზე, ვერ ექნება გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე,“- ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 03:02
მსოფლიო
ტრამპი: იტალია ჩვენ გვერდით არ იდგა, არც ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო აშშ-ის ურთიერთობა იტალიასთან მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების მიზნით ძალების გაგზავნაზე უარი თქვა.
17 აპრილი 2026, 01:01
მსოფლიო
Reuters: ირანის ომის გამო აშშ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას აყოვნებს
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ მანამდე შეთანხმებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, შეფერხდება, რადგან ირანის ომი კვლავ განაგრძობს შეიარაღების მარაგების შემცირებას - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 00:25
მსოფლიო
Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ
კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 00:17
პოლიტიკა
ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!
როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
17 აპრილი 2026, 00:12
საზოგადოება
ლელა რაზიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან
ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.
17 აპრილი 2026, 00:07
მსოფლიო
აშშ-ის ტენესის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა რეზოლუციას ივნისის „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადების თაობაზე - რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“
ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ივნისი „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადდა.
16 აპრილი 2026, 23:54
პოლიტიკა
გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს
არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა
16 აპრილი 2026, 23:52
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ
იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 23:44
პოლიტიკა
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!
კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.
16 აპრილი 2026, 23:38
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ
მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, რადიკალირ ოპოზიციაზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია
დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
16 აპრილი 2026, 23:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრა აუცილებელი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად შეხვედროდა პაპ ლეო XIV-ს მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ეს აუცილებლად არ მიაჩნია.
16 აპრილი 2026, 23:21
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ
ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 23:04
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.
16 აპრილი 2026, 22:57
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.
16 აპრილი 2026, 22:48
მსოფლიო
ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.
16 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.
16 აპრილი 2026, 21:52
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
16 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:42
მსოფლიო
რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე
რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.


