არქივი

25 თებერვალი 2026, 00:27

პოლიტიკა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი შესრულდა.

25 თებერვალი 2026, 00:26

პოლიტიკა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

25 თებერვალი 2026, 00:21

პოლიტიკა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

25 თებერვალი 2026, 00:18

საზოგადოება

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 105 წელი გავიდა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 105 წელი გავიდა.

25 თებერვალი 2026, 00:14

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის ქვეყნები სამართლებრივი დავით იმუქრებიან იმ ძალაუფლების გამო, რომელიც ევროპარლამენტს გადაეცემა

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული წერილის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნები სამართლებრივი დავით იმუქრებიან იმ ძალაუფლების გამო, რომელიც ევროპარლამენტს გადაეცემა.

მიხეილ ყაველაშვილი

25 თებერვალი 2026, 00:02

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ კორექტული, რადგან ვიცით გერმანიის ფასი. არ შეიძლება, გერმანია იყოს ფიშერი. იმედი მაქვს, ურთიერთობები აუცილებლად აღდგება და ჩადგება ისევ იმ კალაპოტში, რაც მანამდე იყო ჩვენს ქვეყნებს შორის

ძალიან სამწუხაროა, როცა ასე გააუფასურა გერმანიის როლი საქართველოს განვითარებასთან მიმართებით ამ ადამიანმა. ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა გერმანიასთან, ყოველთვის იყვნენ ანგარიშგასაწევი მათი ელჩები, მათი აზრი ჩვენს საზოგადოებაში. ამ ადამიანმა იმდენად დააკნინა თავისი ხელისუფლება და ქვეყანა, რომ უკვე ღიმილის მომგვრელია მისი განცხადებები, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის განცხადებაზე.

მაკა ბოჭორიშვილი

24 თებერვალი 2026, 23:55

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ოთხი წლის თავზე ხმამაღლა შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით, გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია ამ საკითხზე ყოველთვის მკაფიო იყო.

24 თებერვალი 2026, 23:43

მსოფლიო

უკრაინული მედია: აშშ-მა, უნგრეთმა, სომხეთმა მხარი არ დაუჭირეს გაეროს რეზოლუციას უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერის შესახებ

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით 107 ქვეყნის ხმით მიიღო რეზოლუცია „უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა“ - რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის არ იყო აშშ, - წერს უკრაინული მედია.

თენგიზ შარმანაშვილი

24 თებერვალი 2026, 23:10

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ რომ ამ ავანტიურას წამოვგებოდით, ცაჰკნა იტყოდა, „უკრაინა და საქართველო ჩვენ ახლა დროს გვაგებინებენ“, მაგრამ საქართველო იქნებოდა მიწასთან გასწორებული

ფრაზის პირველი ნაწილი არის ყველაზე შემზარავი - რომ დროის მოგების მიზნით უჭერენ მხარს უკრაინას, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. მან ამგვარად შეაფასა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ „ახლა, დროის მოგების მიზნით, უკრაინა ევროკავშირს უფრო სჭირდება, ვიდრე უკრაინას ევროკავშირი“.

24 თებერვალი 2026, 23:09

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, რომ გვინდა ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, ერთიან საქართველოში ცხოვრება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი შედგეს

ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისევე ჩვენს დებთან და ძმებთან მიმართებაში, გულწრფელი, გულღია, რომ ჩვენ გვინდა ერთად, ერთიან საქართველოში ცხოვრება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი შედგეს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

24 თებერვალი 2026, 23:07

მსოფლიო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა“ - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მადლობას უხდის 107 წევრ სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, რეზოლუციის მხარდაჭერისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიგა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის - „უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა“ - მიღებას მიესალმება. მინისტრის განცხადებით, გადამწყვეტ მომენტებში საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო პოზიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მიხეილ ყაველაშვილი

24 თებერვალი 2026, 22:50

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებაზე: ღიმილის მომგვრელია თუ რა მიზეზით მოხდა დასანქცირება. არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქე, რომელიც ამას სერიოზულად შეხედავს

ღიმილის მომგვრელია თუ რა მიზეზით მოხდა დასანქცირება. არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქე, რომელიც ამას სერიოზულად შეხედავს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა“, ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირების შესახებ.

მაკა ბოჭორიშვილი

24 თებერვალი 2026, 22:23

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი გადასახედიდან ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ქვეყნის უსაფრთხოება და არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მინიმალურად მაინც შექმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის

საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მიმართ მოთხოვნები ომში ჩართვისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ მედიასთან შეაფასა.

ლევან მაჭავარიანი

24 თებერვალი 2026, 22:20

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ეს ომი დასრულდებოდა დაწყებიდან 2 თვეში, რომ არ ჩაეშალათ უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგი, რის მიხედვითაც ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო 2022 წლის აპრილში

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არასწორ პოლიტიკას ატარებდნენ და რასაც ისინი 4 წლის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ რუსეთთან დიალოგი არ შეიძლებოდა და ყველას უკრძალავდნენ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ძალიან არასერიოზული პოლიტიკის შედეგი, - განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

პიტერ სიიარტო

24 თებერვალი 2026, 22:16

მსოფლიო

პიტერ სიიარტო: უნგრეთი უკრაინის ენერგეტიკულ შანტაჟს არ დაემორჩილება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ვაშინგტონში ყოფნისას მკაცრი განცხადება გააკეთა „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის მოწოდების შეფერხებასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, უნგრეთის მთავრობამ უკვე გადადგა საჭირო ნაბიჯები და არ აპირებს დათმობაზე წასვლას უკრაინის მხრიდან განხორციელებული შანტაჟის ფონზე.

მაკა ბოჭორიშვილი

24 თებერვალი 2026, 22:07

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საუბრისას სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე გააკეთა კომენტარი. მინისტრის შეფასებით, ბოლო დღეებში ადგილი ჰქონდა მცდელობას, დაწესებულიყო სანქციები ქართული ორგანიზაციების მიმართ.

მაკა ბოჭორიშვილი

24 თებერვალი 2026, 22:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება იმ ერთადერთ ფორმატად, სადაც საქართველო რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში ვიზიტი შეაჯამა და მედიასთან საუბრისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ლევან მახაშვილი

24 თებერვალი 2026, 22:01

პოლიტიკა

მახაშვილი ცაჰკნას განცხადებაზე: ძნელია, უფრო კარგად და გასაგებად გადმოსცე ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინა გაწირეს ამ ომში - მათ სურდათ, საქართველოც ამ პროცესშიც ჩაერთოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი უფრო უსაფრთხოდ ეგრძნოთ

ძნელია, უფრო კარგად და გასაგებად გადმოსცე ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინა გაწირეს ამ ომში და უკრაინა აღმოჩნდა დიდი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

24 თებერვალი 2026, 21:56

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არზუ ნაგიევს და ჯგუფის წევრებს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

24 თებერვალი 2026, 21:51

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ამ წლების განმავლობაში საქართველომ უკრაინისთვის გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენნაირი შესაძლებლობების მქონე ქვეყანას შეეძლო გაეკეთებინა მიმდინარე ოკუპაციის ფარგლებში

ამ წლების განმავლობაში საქართველომ უკრაინისთვის გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენნაირი შესაძლებლობების მქონე ქვეყანას შეეძლო გაეკეთებინა მიმდინარე ოკუპაციის ფარგლებში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

24 თებერვალი 2026, 21:40

მსოფლიო

POLITICO: ბრიტანეთმა ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლა

დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ბოლო ტალღა არ შეეხო ნავთობსადენს, რომელიც უნგრეთსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის მწვავე დავის საგანია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო POLITICO ავრცელებს.

გიორგი ჩაკვეტაძე

24 თებერვალი 2026, 21:37

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ბრიტანეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ კერას - მედიას შეუტია საქართველოში. მსგავს აბსურდულ და სამარცხვინო სანქციებს არანაირი ფასი აქვს

დღეს, ტელეკომპანია ,,იმედის” მეორედ დარბევა სცადეს… 2007 წლის 7 ნოემბერს დასავლეთისგან გატოტოჩებულმა ნაც. მოძრაობამ, ახლა კი - ბრიტანეთის მთავრობამ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.

24 თებერვალი 2026, 21:09

საზოგადოება

მზადება გაზაფხულის სეზონისთვის, დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებისთვის სიახლეს ნერგავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებისთვის სიახლეს ნერგავს. პირველი აპრილიდან ტურისტებისთვის კომბინირებული ბილეთების სისტემა ამოქმედდება. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ერთიანი ბილეთით რამდენიმე ტურისტული ობიექტი დაათვალიერონ.

24 თებერვალი 2026, 21:05

საზოგადოება

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ კიდევ 60 ოჯახს დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბინების სიმბოლური გასაღებები მოქალაქეებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადასცა და მათ ახალმოსახლეობა მიულოცა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართებით 2500-ზე მეტი დაზარალებული დაკმაყოფილებული. მიმდინარე წელს კიდევ 12 პროექტი დასრულდება.

მაკა ბოჭორიშვილი

24 თებერვალი 2026, 21:01

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჟენევაში გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჟენევაში გრძელდება. მაკა ბოჭორიშვილი დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდა.

ზვიად ავალიანი

24 თებერვალი 2026, 20:54

პოლიტიკა

ზვიად ავალიანი: მინდა, ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო, ჩვენთან ერთად დაასანქციროს დონალდ ტრამპი-უმცროსი და მთლიანად ევროკომისია, რომლის ბოლო კვლევაშიც ერთ-ერთი უკრაინაა დასახელებული ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად

მეგობრებო, როგორც იცით დღეს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ POSTV დაასანქცირა. დასანქცირების მიზეზიც ხომ იცით? ჩვენ თურმე საზოგადოება შეცდომაში შეგვყავს და ვაცხადებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალიან კორუმპირებულია. დიახ, ნამდვილად ვამბობთ ამას და მომავალშიც ვიტყვით, იმიტომ რომ მართლა ასეა, მაგრამ ამ პოსტში სხვა რამე მინდა ვთქვა, - წერს ჟურნალისტი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში.

24 თებერვალი 2026, 20:50

პოლიტიკა

ოპოზიციის ანტიამერიკული პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეალობას აცდენილი და ფაქტობრივი შეცდომებით გაჯერებული სტატია - პატიმარ სააკაშვილის პუბლიკაცია გამოცემა „ჰილმა“ გამოაქვეყნა. სააკაშვილი წერს, რომ ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან სისუსტის ნიშანი იქნება ურთიერთობების აღდგენა, საქართველოში მმართველობის ცვლილების გარეშე.

24 თებერვალი 2026, 20:49

პოლიტიკა

4 წელი, დამანგრეველი შედეგები და ისევ დახმარების მოლოდინი. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს ისევ რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოთხი წელი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან - ევროპარლამენტმა მორიგი რეზოლუცია მიიღო, კიევს მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა ევრო დეპუტატები ვერ შეთანხმდნენ სანქციების მორიგ პაკეტზე. ბუნდოვანია ევროკავშირში უკრაინის წევრობის საკითხიც. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

24 თებერვალი 2026, 20:46

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ესტონეთის ელჩს სთხოვა განმარტება, თუ რას ემსახურებოდა მის მიერ ერთ-ერთ უნივერსიტეტთან მიმართებით სოცქსელში გაკეთებული განცხადება

24 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულ იქნა საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი, მის მიერ საქართველოს ერთ-ერთ უნივერსიტეტთან მიმართებაში სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

იოჰან ვადეპული

24 თებერვალი 2026, 20:42

პოლიტიკა

რუსეთთან დიალოგის მსურველ ევროპელთა რიგებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც შეუერთდა - არგუმენტების ძიებაში საერთო უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობა დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსეთთან დიალოგის მსურველ ევროპელთა რიგებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც შეუერთდა. ის, რაც სხვებისთვის აკრძალული იყო, მათთვის საჭირო გახდა. საინტერესოა ისიც, რომ არგუმენტების ძიებაში საერთო უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობა დასახელდა, გეოგრაფიას კი სულ უფრო მეტი ჩიხში მყოფი იშველიებს თავის გასამართლებლად. ამასობაში, გერმანიისთვის რუსეთი ევროპული ქვეყანაც გახდა,