25 თებერვალი 2026, 00:02 / სანდო წყარო

მიხეილ ყაველაშვილი: მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ კორექტული, რადგან ვიცით გერმანიის ფასი. არ შეიძლება, გერმანია იყოს ფიშერი. იმედი მაქვს, ურთიერთობები აუცილებლად აღდგება და ჩადგება ისევ იმ კალაპოტში, რაც მანამდე იყო ჩვენს ქვეყნებს შორის

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

ძალიან სამწუხაროა, როცა ასე გააუფასურა გერმანიის როლი საქართველოს განვითარებასთან მიმართებით ამ ადამიანმა. ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა გერმანიასთან, ყოველთვის იყვნენ ანგარიშგასაწევი მათი ელჩები, მათი აზრი ჩვენს საზოგადოებაში. ამ ადამიანმა იმდენად დააკნინა თავისი ხელისუფლება და ქვეყანა, რომ უკვე ღიმილის მომგვრელია მისი განცხადებები, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის განცხადებაზე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გერმანია არ შეიძლება იყოს ფიშერი და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები ძველ კალაპოტში ჩადგება.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ კორექტული, რადგან ვიცით გერმანიის ფასი. არ შეიძლება, გერმანია იყოს ფიშერი. ჩვენ ვიცით მისი ისტორია, შესაძლებლობები. ჩვენი ურთიერთობები, რომელიც წლების განმავლობაში საკმაოდ კარგი იყო, იმედი მაქვს, აუცილებლად აღდგება და ჩადგება ისევ იმ კალაპოტში, რაც მანამდე იყო ჩვენს ქვეყნებს შორის.

დარწმუნებული ვარ, თავად გერმანიაში არის პრობლემა ამგვარი ქმედებებიდან გამომდინარე. მათი რეიტინგებიდანაც ჩანს, რომ ძალიან რთული მდგომარეობა აქვს არსებულ ხელისუფლებას და მსგავს ადამიანებს. ვგულისხმობ საკუთარი მოქალაქეების მხარდაჭერას, ამას ყველა ვხედავთ. უნგრეთზე და სლოვაკეთზე საუბრობს და ვერ ბედავს, ტრამპს უთხრას რამე. ევროკავშირში ტრამპის დასაყრდენი ეს ორი ქვეყანაა. ვნახეთ რუბიოს ვიზიტები ამ ორ ქვეყანაში. აქ სასტვენებით დასდევდნენ, როცა ორბანი იყო ჩამოსული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ელჩი იქნება, რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, თუ სხვა, ვერავის მისცემენ საშუალებას, დააზიანონ საქართველოს მიერ განსაზღვრული გზა, რაც არის სახელმწიფოს გაძლიერება, ეროვნული ინტერესები და ღირებულებები.

„ერთი ქსელია, ერთი ძალიდან იმართება მთელი ეს პროცესები, ბატონი ფიშერიც ამ პროცესების ნაწილია, ამიტომაც საუბრობს უნგრეთზე და ორბანზე ამ კონტექსტში. ვერ ბედავს, რა თქმა უნდა, ტრამპთან მიმართებით მსგავს განცხადებას. იცის, რა პასუხიც მოელის.

რა თქმა უნდა, ჩვენ თავს არ ვხრით და საკადრის პასუხს აუცილებლად ვცემთ და გავცემთ ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ჩვენი განსაზღვრული გზა გვაქვს. რომელიმე ელჩი იქნება, რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, თუ პარლამენტის კომიტეტის წევრი, ვერ მივცემთ საშუალებას, მათ დააზიანონ ჩვენი მთავარი გზა. რა არის ჩვენი მთავარი გზა – სახელმწიფოს გაძლიერება, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ღირებულებები, კულტურა და ეს პროცესები ჩვენ თვალწინ ვითარდება. ამ გამოწვევებმა ჩვენ საკმაოდ ბევრი გვასწავლა, გავუძელით და გავძლიერდით.

პარლამენტში გამოსვლისას ვისაუბრე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო დღეს არის ბევრად ძლიერი. წლების წინ, მსგავსი განცხადებებით შეიძლება, ძალიან ბევრი პანიკაში ჩავარდნილიყო ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ დღეს ღიმილის მომგვრელია მსგავსი განცხადებები. ყველა ხედავს. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროა, რომ დასაცინი ხდება ჩვენს საზოგადოებაში გერმანიის ელჩი. აი, ეს არის სამწუხარო, მაგრამ ჩვენ ვერ შევცვლით.

ეს მათი არჩევანი, მათი დამოკიდებულებაა, მაგრამ ჩვენს განსაზღვრულ გზას, რომელზეც ვპოზიციონირებთ და ყოველდღიურ რეჟიმში ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას, რა გვინდა, რა გზა ავირჩიეთ და საით მივდივართ, ამ გზას ჰყავს გულშემატკივარი, როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს საზღვრებს გარეთაც და აფასებენ ჩვენს ამ პრინციპულ პოზიციებს. ჩვენ ყველასთან თანასწორუფლებიანად ვმოქმედებთ, ვინც კი ცდილობს, ჩვენთან გულწრფელი და თანასწორი ურთიერთობა განახორციელოს და ხდება კიდეც ეს პროცესები. დღე და კვირა არ გავა, რომ არ ჩამოვიდეს ვინმე საქართველოში, ან ჩვენ არ ვესტუმროთ რომელიმე ქვეყანას და იქ სწორედ ეს ჯანსაღი ურთიერთობები ვითარდება. ჩვენს გარშემოც, ჩვენს მეზობლებთან მიმართებითაც შეგვიძლია ეს ვთქვათ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციის რადიკალური ფრთა საქართველოში დავალებების შემსრულებელია და სამწუხაროდ, ფიშერიც იმავე გზას ადგას.

„არ მინდა, ახლა ამ სპეკულაციებზე ვისაუბრო, მაგრამ ფაქტია, დააკვირდით, ეს ადამიანები, ფიშერიც, მანამდე ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა, რომელსაც რთულია, ოპოზიცია უწოდო, პირდაპირი დავალებების შემსრულებელი და ამ სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტების არ მცნობი არიან, ვერ დავარქმევთ მათ ოპოზიციას, გახსოვთ, ტრამპზე რა მოწოდებები იყო მათი მხრიდან, სლოვაკეთსა და უნგრეთზე როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ. გახსოვთ საქართველოში ჩამოსული პრემიერი, როგორ დახვდნენ და როგორ მოუწყვეს აქციები ამ ადამიანს. ვნახეთ შემდეგ მისი სტუმრობა აშშ-ის პრეზიდენტთან და აქ დუმან, აქ ჩერდებიან, ვერ ბედავენ ტრამპის კრიტიკას. იქ სადღაც კულუარებში ამბობენ, მაგრამ საჯაროდ ამას ვერ ახორციელებენ. რა თქმა უნდა, ერთი ფეხის გადაბრუნება და პირდაპირ დაიწყება ტრამპის კრიტიკაც და ძაგებაც. არც ეს მიკვირს, რადგან ეს ადამიანები არიან დავალების შემსრულებლები და ბატონი ფიშერი, ჩვენდა სამწუხაროდ, იმავე გზას ადგას. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა – ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან, ძალიან კარგი ურთიერთობები.

საზოგადოებამ იცის, მაგრამ მაინც მინდა, შევახსენო, რომ ჩემი პირველი ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანში. იყო შეფასებები – აი, ხომ ხედავთ, სად მიდის ყაველაშვილი, დიქტატორთან, ავტორიტართან, რა სახელმწიფოში წავიდა და ალიევი ჰყავდათ მოხსენიებული, როგორც ავტორიტარი და დიქტატორი, ამ ძალას, რომელიც აძაგებს ორბანს, რომელიც არის ფიშერის და ამ რადიკალური ფრთის აზრის გამგრძელებელი. გახსოვთ ასევე, ევრობიუროკრატია როგორ მოიხსენიებდა ჩვენს მეზობელ ქვეყანას, აზერბაიჯანს და დღეს ვნახეთ აბსოლუტურად შეცვლილი პოზიციები. თავად ვიხილე ეს ყველაფერი, როგორ დადგა ევრობიუროკრატების რიგი, რომ შეხვედროდნენ ალიევს. მართლაც ღიმილის მომგვრელი იყო, უბრალოდ არ მივეცი ჩემ თავს უფლება, ეს ყველაფერი გადამეღო, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ დამიჯეროს, რომ ჩემ თვალწინ ხდებოდა ეს მას შემდეგ, რაც ტრამპმა მასთან კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბა. ამაზე მაქვს საუბარი. ოპოზიციაზე უნდა ვსაუბრობდეთ, მაგრამ ყოვლად უპრინციპო, ყოველგვარი ხედვის გარეშე, არსებული რაღაც წარმონაქმნი, ძალაა, რომელიც მილევადია, წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების უმცირესობის უმცირესობას, თუმცა ცდილობს, ამ ტექნოლოგიებით, გარე ძალების დაფინანსებით და საშუალებებით, რითაც ეხმარებიან, წარმოჩნდეს, თითქოს რამეს წარმოადგენენ. მხოლოდ არიან დავალებების შემსრულებლები და მავნე ძალა. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები, ქართული სახელებით და გვარებით, არიან ამ დავალებების შემსრულებლები. მგონი, ესეც მილევად რეჟიმშია. მთავარია, ჩვენი საზოგადოება ინფორმირებულია მათ ქმედებებზე, მათ ხედვებზე, რა უნდათ და ეს პროცესი არ ჩერდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 03:02

მსოფლიო

ტრამპი: იტალია ჩვენ გვერდით არ იდგა, არც ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო აშშ-ის ურთიერთობა იტალიასთან მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების მიზნით ძალების გაგზავნაზე უარი თქვა.

17 აპრილი 2026, 01:01

მსოფლიო

Reuters: ირანის ომის გამო აშშ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას აყოვნებს

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ მანამდე შეთანხმებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, შეფერხდება, რადგან ირანის ომი კვლავ განაგრძობს შეიარაღების მარაგების შემცირებას - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 00:25

მსოფლიო

Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ

კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

ლელა რაზიკაშვილი

17 აპრილი 2026, 00:17

პოლიტიკა

ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!

როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

ლელა რაზიკაშვილი

17 აპრილი 2026, 00:12

საზოგადოება

ლელა რაზიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან

ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.

ბილ ლი

17 აპრილი 2026, 00:07

მსოფლიო

აშშ-ის ტენესის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა რეზოლუციას ივნისის „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადების თაობაზე - რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“

ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ივნისი „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადდა.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:54

პოლიტიკა

გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს

არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:52

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ

იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:44

პოლიტიკა

გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!

კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:38

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ

მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, რადიკალირ ოპოზიციაზე საუბრისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია

დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

16 აპრილი 2026, 23:29

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრა აუცილებელი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად შეხვედროდა პაპ ლეო XIV-ს მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ეს აუცილებლად არ მიაჩნია.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:21

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ

ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 23:04

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:57

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:48

მსოფლიო

ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:07

მსოფლიო

ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.

16 აპრილი 2026, 21:52

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას

საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

16 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რომის პაპი ლეო XIV

16 აპრილი 2026, 21:42

მსოფლიო

რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე

რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.