არქივი
24 თებერვალი 2026, 18:06
საზოგადოება
მამუკა ხაბარელი: არაერთი სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდა, რაც საშუალებას მოგვცემს , ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სახეობები მომავალშიც განვავითაროთ
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრი მამუკა ხაბარელი ზამთრის ოლიმპიურ თამაშების დახურვას გამოეხმაურა და ვერცხლის მედალოსნებს ისტორიული გამარჯვება მიულოცა.
24 თებერვალი 2026, 18:05
პოლიტიკა
იან პრაუდი: რუსეთთან კონფლიქტი არის ის ბოლო რამ, რაც საქართველოს შეიძლება უნდოდეს. ეს არ გულისხმობს რუსეთის მხარდაჭერას, ეს გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას
რუსეთთან კონფლიქტი არის ის ბოლო რამ, რაც საქართველოს შეიძლება უნდოდეს. ეს არ გულისხმობს რუსეთის მხარდაჭერას, ეს გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
24 თებერვალი 2026, 18:01
საზოგადოება
თინათინ ნიბლოშვილი: „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა ეკონომიკური გაძლიერების ეფექტიანი მოდელია
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თბილისის მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“’ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამა მოქალაქეთა ეკონომიკური გაძლიერების ეფექტიანი მოდელია.
24 თებერვალი 2026, 18:00
პოლიტიკა
ბრიტანელი დიპლომატი იან პრაუდი: შოკში ვარ. სასაცილოა, რაც გააკეთა ბრიტანეთის მთავრობამ. „იმედის“ დასანქცირება აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილებაა
შოკში ვარ რატომ მოხდა ეს, - ასე ეხმაურება ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, დიდ ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „იმედის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით.
24 თებერვალი 2026, 17:53
მსოფლიო
Euronews: საფრანგეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური კრიზისი ახალ ფაზაში გადადის. საფრანგეთში აშშ-ის ელჩს მთავრობასთან ურთიერთობა აეკრძალა
საფრანგეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური კრიზისი ახალ ფაზაში გადავიდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
24 თებერვალი 2026, 17:51
საზოგადოება
კონსტანტინე ზარნაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების შესახებ კანონმდებლობა დაიხვეწა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები და ასევე მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონმდებლობა დაიხვეწა.
24 თებერვალი 2026, 17:48
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: თქვენ ქართულ საზოგადოებას აწვდით სიმართლეს და სწორედ იმიტომ, რომ ბრიტანეთს ეს არ მოსწონს, გადაწყვიტეს, რომ უნდა დაასანქცირონ ტელევიზიები და ბოლოს თავად სახელმწიფოებიც, რომლებიც თავიანთ მოსახლეობას სიმართლეს ეუბნებიან
„თქვენ ქართულ საზოგადოებას აწვდით სიმართლეს. რაოდენ პათეტიკურად არ უნდა მოეჩვენოს ზოგს ეს, ეს არის რეალობა. შეიძლება ბევრისთვის ეს რეალობა მტკივნეულია, მიუღებელია, სხვა მოსაზრებები ჰქონდათ, მაგრამ ეს არის რეალობა. და სწორედ იმიტომ, რომ არც ბრიტანეთს, არც სხვებს მოსწონთ ეს, გადაწყვიტეს, რომ უნდა დაასანქცირონ, შეუზღუდონ შესაძლებლობები, შეაშინონ ტელევიზიები, კონკრეტული ექსპერტები, კონკრეტული ორგანიზაციები და ბოლოს თავად სახელმწიფოებიც, რომლებიც თავიანთ მოსახლეობას სიმართლეს ეუბნებიან“, - განაცხადა მახაშვილმა.
24 თებერვალი 2026, 17:40
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: ცდილობდნენ, ესკალაციაში შესულიყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, ბოლო წერტილი იქნებოდა ომში ჩართვა - ახლა უკვე შეცვლილი რიტორიკა აქვთ და თურმე, რუსეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, ცინიზმია
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა რუსეთთან მიმართებაში დასავლელი ლიდერების შეცვლილ რიტორიკას აფასებს. მისი განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის 4 წლისთავზე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში რუსეთის ჩართვის შესახებ განცხადებები ცინიზმია.
24 თებერვალი 2026, 17:37
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე: მეღვინეობის დარგის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას ხარისხი განსაზღვრავს
მეღვინეობის დარგის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას ყურძნისა და მისგან დამზადებული ღვინის ხარისხი განსაზღვრავს. ვენახების ფორმირება ახლა მიმდინარეობს და მევენახემ ახლავე უნდა იცოდეს, რომ რთველის დროს, თუ სახელმწიფოს მოუწევს ჭარბი ყურძნის ჩაბარება, ფასი პირდაპირ იქნება მიბმული ყურძნის ხარისხზე. მსხმოიარობით დატვირთული ვაზი და არაკონდიციური ყურძენი ვნებს ღვინის ხარისხს და შესაბამისად დარგის მომავალს, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
24 თებერვალი 2026, 17:34
მსოფლიო
Reuters: აშშ რუსეთთან და ჩინეთთან ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს
აშშ რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებთან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
24 თებერვალი 2026, 17:23
საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ორგანიზაცია Pearson Education-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ორგანიზაცია Pearson Education-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
24 თებერვალი 2026, 17:19
პოლიტიკა
„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი პასუხების მისაღებად რამდენიმე საათია ბრიტანეთის საელჩოსთან იმყოფება, თუმცა დიდი ბრიტანეთის ელჩი კოლეგებთან ერთად ღონისძიებაზე იმყოფება და იქ შესვლა მხოლოდ ოპოზიციური არხებისთვის არის ნებადართული
ტელეკომპანია „იმედი“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან პასუხს ელოდება კითხვაზე - „იმედის“ რა კონკრეტულმა ქმედებებმა გამოიწვია უკრაინაში დესტაბილიზაცია, რომელ რუსულ ნარატივზეა ლაპარაკი და რას დაეყრდნო ბრიტანეთის მთავრობა მაშინ, როდესაც სანქციაზე მუშაობდა.
24 თებერვალი 2026, 17:15
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბატონმა ბორის ჯონსონმა, ჩაშალა უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ომი დაწყებიდან სულ რაღაც 2 თვეში უნდა დასრულებულიყო
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
24 თებერვალი 2026, 17:07
საზოგადოება
უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის გამოიცა ახალი სახელმძღვანელო – „ამბები ჩემი ქვეყნიდან‘‘
გამოცემას, საგანმანათლებლო დატვირთვასთან ერთად, აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების სამშობლოსთან ენობრივი და ემოციური კავშირის შენარჩუნებისა და ქართული ენის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის. სახელმძღვანელო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლობით გამოიცა.
24 თებერვალი 2026, 17:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: დასავლური სანქციური პოლიტიკის ბოლო წლებმა შვა განსაკუთრებული ჟანრი - გეოპოლიტიკური აბსურდის თეატრი
„ამგვარად მივიღეთ „მორალური გეომეტრიის“ უცნაური ფორმულა: კატა უფრო სწრაფად ტოვებს გამოფენის სივრცეს, ვიდრე სტრატეგიული ტვირთი ტოვებს ნავსადგურს. სწორედ ამაშია გახრწნილი დასავლეთის ეპოქის ირონია, რომელიც უკვე იმდენად ყარს, რომ გადაუდებელ დეზინფიცირებას საჭიროებს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
24 თებერვალი 2026, 17:02
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: თუ ვინმე შეეჭიდა დედაქალაქში წლობით დაგროვილი პრობლემების დაძლევას ეს იყო თბილისის მერი მისი გუნდი და მასთან ერთად ჩვენ ყველანი
„თუ ვინმე შეეჭიდა ჩვენს დედაქალაქში წლობით დაგროვილი პრობლემების დაძლევას ეს იყო მერი კახა კალაძე, მისი გუნდი და მასთან ერთად ჩვენ ყველანი“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე მმართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების კომენტირებისას.
24 თებერვალი 2026, 17:00
სამართალი
სუს-ი: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ 20 იანვარს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ 2026 წლის 20 იანვარს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
24 თებერვალი 2026, 16:57
მსოფლიო
Bloomberg: აშშ-ს უკრაინაში ომის დასრულება 4 ივლისამდე სურს
ნატოს მოკავშირეების განცხადებით, აშშ-ს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება 4 ივლისამდე სურს, მანამ, სანამ ამერიკაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
24 თებერვალი 2026, 16:56
პოლიტიკა
ავთანდილ ცინცაძე: ოპოზიცია უსაგნოდ საუბრობს. ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი დღის წესრიგია ხალხის გვერდით დგომა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს. როგორც ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, თუ ვის ენდობა მოსახლეობა.
24 თებერვალი 2026, 16:45
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: ჩემი სრული სოლიდარობა ტელეკომპანია იმედს და პოსტვ -ს. მაშინ, როდესაც ყველა მხრიდან უტევენ ჩვენს ქვეყანას და აწარმოებენ საინფორმაციო დივერსიათა კასკადს ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ, თქვენ ხართ სიმართლის მძლავრი ხმა
ჩემი სრული სოლიდარობა ტელეკომპანია იმედს და პოსტვ -ს, თითოეულ ჟურნალისტს და თანამშრომელს, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერი გიორგი გაბუნია.
24 თებერვალი 2026, 16:43
საზოგადოება
თბილისის აეროპორტმა ACI-ის 5 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მორიგ წარმატებას აღნიშნავს. აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ (ACI) შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის მასშტაბით 5 კატეგორიაში დააჯილდოვა, - ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
24 თებერვალი 2026, 16:37
საზოგადოება
შალვა ოგბაიძე: სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდა
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პოზიტიურ მიმართულებებზე ისაუბრა.
24 თებერვალი 2026, 16:31
საზოგადოება
ბექა ოდიშარია: „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებებით დასტურდება მმართველი გუნდის სწორი ეროვნული პოლიტიკა და საზოგადოება ამ მხრივ მშვიდად უნდა იყოს
თბილისის საკრებულოს სხდომაზე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება. როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ოდიშარიამ ამისთვის საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
24 თებერვალი 2026, 16:30
რეგიონი
ბორჯომში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
დაბა ახალდაბაში და სოფელ ყვიბისში მოსახლეობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბიბო პაპიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.
24 თებერვალი 2026, 16:27
მსოფლიო
The Telegraph: რუსეთი ევროპაში სამხედრო ბაზებთან ახლოს სახლებს ყიდულობს, რასაც „ტროას ცხენის“ ეფექტი ექნება
გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, რუსეთი ევროპაში სამხედრო ბაზების სიახლოვეს უძრავ ქონებას დიდი რაოდენობით ყიდულობს.
24 თებერვალი 2026, 16:24
სამართალი
პროკურატურამ იანვარ-თებერვალში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2026 წლის იანვარ-თებერვალში, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინეს.
24 თებერვალი 2026, 16:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის გაძლიერება სტრატეგიულ სფეროებში, რაც რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას ისახავს მიზნად
მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგიოზელ გულმანოვას, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
24 თებერვალი 2026, 16:17
პოლიტიკა
მარიამ გრიგოლიშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ
განათლების რეფორმა არ არის მორიგი პოლიტიკური თემა. ეს არის საკითხი, რომელიც პირდაპირ ეხება ახალგაზრდობას - ჩემს თაობას. შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ამ თემაზე საუბარი, - განაცხადა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.
24 თებერვალი 2026, 16:16
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია: დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააძლიერებს პროფესიული განათლების სისტემას, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის და ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ ინტეგრაციას შრომის ბაზარზე
დღეს თბილისის საკრებულო დაამტკიცებს დადგენილების პროექტს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას“ - „ისწავლე და დასაქმდი“-ს განხორციელების წესს ეხება. ეს ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება იქნება, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ გააკეთა.
24 თებერვალი 2026, 16:08
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაეროს ამ ფორმატში საუბარი იყოს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და გამოწვევებზე, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საუბრისას ჟენევაში ვიზიტი შეაფასა და ადამიანის უფლებების საკითხებზე გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


