24 თებერვალი 2026, 16:16 / სანდო წყარო

ბექა ოდიშარია: დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააძლიერებს პროფესიული განათლების სისტემას, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის და ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ ინტეგრაციას შრომის ბაზარზე

ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია

დღეს თბილისის საკრებულო დაამტკიცებს დადგენილების პროექტს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას“ - „ისწავლე და დასაქმდი“-ს განხორციელების წესს ეხება. ეს ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება იქნება, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

მისი თქმით, თანამედროვე შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება და სულ უფრო მეტად ითხოვს პრაქტიკულ ცოდნასა და კონკრეტულ პროფესიულ უნარებს და ამ პირობებში პროფესიული განათლება ხდება ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი მოქალაქეთა დასაქმების, ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, სწორედ ამიტომ თბილისის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობას და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას განსაკუთრებული ადგილი უკავია.

„პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და შედეგზე ორიენტირებული მუნიციპალური ინიციატივა. თუმცა, პროგრამის მასშტაბის ზრდამ, მონაწილეთა რაოდენობის მნიშვნელოვანმა მატებამ და კერძო საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებამ გამოავლინა საჭიროება, რომ პროგრამას ჰქონდეს დამოუკიდებელი, პროფესიული განათლების სპეციფიკაზე მორგებული სამართლებრივი რეგულაცია.

წარმოდგენილი დადგენილების პროექტი სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარეობს. იგი ქმნის მკაფიო, გამჭვირვალე და ეფექტიან სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის მართვის, დაფინანსების, შეფასებისა და მონიტორინგის პროცედურების გაუმჯობესებას, მონაწილე მხარეთა პასუხისმგებლობების მკაფიო განსაზღვრას და მუნიციპალური რესურსების რაციონალურ გამოყენებას“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე ბენეფიციართა წრის გაფართოებაა. მისივე თქმით, პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ახალგაზრდებს უკვე 16 წლის ასაკიდან ექნებათ.

„ეს ცვლილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ახალგაზრდების დიდი ნაწილი სწორედ ამ ასაკში დგას პროფესიული არჩევანის წინაშე. მათთვის პრაქტიკული განათლების ხელმისაწვდომობა ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვნად ზრდის როგორც დასაქმების, ისე თვითრეალიზაციის შანსს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა იხსნება კერძო სექტორისთვისაც. მისი განმარტებით, წარმოდგენილი პროექტით, შპს-ებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ პროგრამის განხორციელებაში.

„ეს ნიშნავს კონკურენტული გარემოს შექმნას, სასწავლო პროგრამების მრავალფეროვნების ზრდას და ხარისხის გაუმჯობესებას. კერძო სექტორის რესურსისა და გამოცდილების გამოყენება საშუალებას მოგვცემს შევთავაზოთ ბენეფიციარებს თანამედროვე, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული კურსები და უფრო მოქნილი საგანმანათლებლო მოდელები. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააძლიერებს პროფესიული განათლების სისტემას ჩვენს ქალაქში, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის და ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ ინტეგრაციას შრომის ბაზარზე“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 03:02

მსოფლიო

ტრამპი: იტალია ჩვენ გვერდით არ იდგა, არც ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო აშშ-ის ურთიერთობა იტალიასთან მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების მიზნით ძალების გაგზავნაზე უარი თქვა.

17 აპრილი 2026, 01:01

მსოფლიო

Reuters: ირანის ომის გამო აშშ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას აყოვნებს

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ მანამდე შეთანხმებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, შეფერხდება, რადგან ირანის ომი კვლავ განაგრძობს შეიარაღების მარაგების შემცირებას - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 00:25

მსოფლიო

Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ

კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

ლელა რაზიკაშვილი

17 აპრილი 2026, 00:17

პოლიტიკა

ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!

როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

ლელა რაზიკაშვილი

17 აპრილი 2026, 00:12

საზოგადოება

ლელა რაზიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან

ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.

ბილ ლი

17 აპრილი 2026, 00:07

მსოფლიო

აშშ-ის ტენესის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა რეზოლუციას ივნისის „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადების თაობაზე - რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“

ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ივნისი „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადდა.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:54

პოლიტიკა

გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს

არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:52

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ

იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:44

პოლიტიკა

გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!

კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:38

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ

მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, რადიკალირ ოპოზიციაზე საუბრისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია

დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

16 აპრილი 2026, 23:29

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრა აუცილებელი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად შეხვედროდა პაპ ლეო XIV-ს მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ეს აუცილებლად არ მიაჩნია.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:21

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ

ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 23:04

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:57

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:48

მსოფლიო

ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:07

მსოფლიო

ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.

16 აპრილი 2026, 21:52

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას

საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

16 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რომის პაპი ლეო XIV

16 აპრილი 2026, 21:42

მსოფლიო

რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე

რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.