არქივი

24 თებერვალი 2026, 15:59

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე საფრანგეთის ბიზნეს გაერთიანების MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საფრანგეთის ბიზნეს გაერთიანების - MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრა თბილისში მიმდინარე ბიზნეს მისიის ფარგლებში გაიმართა.

24 თებერვალი 2026, 15:58

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა.

გივი მიქანაძე

24 თებერვალი 2026, 15:56

საზოგადოება

გივი მიქანაძე: დღევანდელმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება

გვაქვს კონკრეტული მიმართულებები, სადაც ახალგაზრდების ინტერესი დაბალია და დეფიციტი გვაქვს მაშინ, როდესაც ამ მიმართულებებზე შრომის ბაზარზე ძალიან მაღალი მოთხოვნილებაა, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

24 თებერვალი 2026, 15:51

სამართალი

პროკურატურამ ჯანმრთელობის დაზიანების და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის დაზიანების და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

კახა კალაძე

24 თებერვალი 2026, 15:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა” და „პოსტვ“-ის დასანქცირება არასამართლიანი დამოკიდებულებაა

„ტელევიზიებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, არასამართლიანი დამოკიდებულებაა. სიღრმეებში თუ ჩავალთ, დავინახავთ, რომ არგუმენტი არ არსებობს. საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო დამოკიდებულება პირველად არ აქვთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე. ყველა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც პატივს ვცემთ, თუმცა მათაც უნდა სცენ პატივი ჩვენს სუვერენიტეტს. რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თამთა მეგრელიშვილი

24 თებერვალი 2026, 15:29

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებაზე: როდესაც განსხვავებული აზრი სანქციის საფუძველი ხდება, რთულია საუბარი დემოკრატიის მაღალ სტანდარტზე და სიტყვის თავისუფლებაზე

დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ორი რეიტინგული ქართული ტელეკომპანიის სანქცირების შესახებ არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რამდენად აცდენილია დღევანდელი დასავლეთი საკუთარ დეკლარირებულ ღირებულებებს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებას.

24 თებერვალი 2026, 15:28

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვის, მოყვანის, კულტივირების, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვის, მოყვანის, კულტივირების, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

ირაკლი კირცხალია

24 თებერვალი 2026, 15:26

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „იმედის“ და „POSTV“-ის დასანქცირებაზე: დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხელყოფას ამართლებს, არამედ თავადვე ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა

დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხელყოფას ამართლებს, არამედ თავადვე ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია, დიდი ბრიტანეთის მხრიდან „იმედის“ და „POSTV“-ის დასანქცირებას.

კახა კალაძე

24 თებერვალი 2026, 15:20

პოლიტიკა

კახა კალაძე დასავლეთის მხრიდან რუსეთთან დიალოგის მზაობაზე: ესეც ორმაგი სტანდარტის მაგალითია, იგივე ხდებოდა კანონებთან მიმართებით, რასაც ჩვენ გვიკრძალავდნენ, თვითონ იმავეს აკეთებენ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან დასავლეთის შეცვლილ რიტორიკას ეხმაურება და განმარტავს, რომ რუსეთთან დიალოგის მზადყოფნის გამოცხადება ორმაგი სტანდარტის მორიგი მაგალითია.

ირაკლი კირცხალია

24 თებერვალი 2026, 15:18

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „იმედის“ და POSTV-ის დასანქცირებაზე: ე.წ. ფეიკის რა სტანდარტიც მოქმედებს BBC-ში, იგივე მოქმედებს ბრიტანეთის ხელისუფლებაშიც. სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ჯობდა საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედათ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია, ტელეკომპანიების „იმედის და პოსტივის“ დასანქცირების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ცოტნე ანანიძე

24 თებერვალი 2026, 15:16

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: კარგად იკითხება, რომ ეს არის ზელენსკის სანქცია ბრიტანული სახელით. „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირება უკრაინის ომის მე-4 წლისთავზე, დასტურია იმისა, რომ ეს მედიასაშუალებები არ მიჰყვებიან გარედან თავსმოხვეულ დღის წესრიგს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების ფაქტს ეხმიანება.

გია აბაშიძე

24 თებერვალი 2026, 15:13

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სამარცხვინო ე.წ. სანქციებიც „პოსტივიზე"? ჩამოშლილ ბრიტანეთს ებარებოდნენ ულტრამემარცხენეები! რუსული სარგებელი და ანგარება უესტმინსტერში მოიკითხონ ფარისევლებმა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებას ეხმიანება.

კახა კალაძე

24 თებერვალი 2026, 15:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც უკრაინაში ხდება - მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინელ ხალხს მშვიდობას უსურვებს და აცხადებს, რომ ის, რაც აღნიშნულ ქვეყანაში ხდება, სამწუხარო რეალობაა.

24 თებერვალი 2026, 15:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ბაქო), ილხომ აბდურახმონს შეხვდა.

დავით ქართველიშვილი

24 თებერვალი 2026, 15:09

პოლიტიკა

ქართველიშვილი: როდესაც ლონდონი Imedi-სა და POSTV-ს „რუსულ დეზინფორმაციაში“ ადანაშაულებს, ჩნდება ორი ძირითადი კითხვა - ვინ დანიშნა დიდი ბრიტანეთი გლობალურ არბიტრად სიმართლის საკითხში და რა ითვლება „რუსულ დეზინფორმაციად"

როდესაც ლონდონი Imedi-სა და POSTV-ს „რუსულ დეზინფორმაციაში“ ადანაშაულებს, ჩნდება ორი ძირითადი კითხვა - ვინ დანიშნა დიდი ბრიტანეთი გლობალურ არბიტრად სიმართლის საკითხში და რა ითვლება „რუსულ დეზინფორმაციად", - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

24 თებერვალი 2026, 15:04

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ორგანიზაცია „პატრიოტთა გაერთიანების“ (Patriots Network ) საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მიწვეული იყო საერთაშორისო ორგანიზაცია „პატრიოტთა გაერთიანების“ კონფერენციაზე, რომლის თემა „ევროპული ცივილიზაცია“ იყო.

24 თებერვალი 2026, 15:04

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარე ტელევიზიების წარმომადგენლებს მედიის გამოწვევებზე სასაუბროდ შეხვდა

ComCom-ის ინფორმაციით, შეხვედრა მედიის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების, გამოწვევებისა და მიმდინარე აქტუალური თემების შესახებ პოზიციების გაცვლას ემსახურებოდა.

24 თებერვალი 2026, 14:55

საზოგადოება

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ კიდევ 60 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა

„მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „ბადენი დეველოპმენტს“, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები ვადაზე ადრე, 2025 წლის ბოლოს დაასრულა. ასე იქცევა პასუხისმგებლობიანი კომპანია, რომელმაც იცის, რას ნიშნავს თითოეული წელი თუ თვე ამ ოჯახებისთვის. მთელი გულით ვულოცავ ახალმობინადრეებს. ვუსურვებ მათ ბედნიერ ცხოვრებას საკუთარ ჭერქვეშ, განვითარებას და წინსვლას. მიმდინარე წელს 12 პროექტი დასრულდება, რომლის ფარგლებში კიდევ 575 ოჯახი დაკმაყოფილდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

24 თებერვალი 2026, 14:50

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ტელეკომპანია „POSTV“ სოციალურ ქსელში ირონიით პასუხობს

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებას ტელეკომპანია „POSTV“ ეხმიანება.

ირაკლი ზარქუა

24 თებერვალი 2026, 14:48

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე: ჯერ ტრამპს გვინათლავდა რუსეთის აგენტად, ახლა ტექსტი შეცვალა. ხან ქართველია, ხან უკრაინელია, სასჯელს რომ მოიხდის, ალბათ თეატრში უნდა განვაწესოთ, ძალიან კარგი მსახიობია

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის სტატიას გამოეხმაურა, რომელიც გამოცემა „ჰილში“ გამოქვეყნდა. საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ვაშინგტონის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ურთიერთობის ნორმალიზებისკენ შესაძლოა ცუდი ამბავი იყოს როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

მარიამ ლაშხი

24 თებერვალი 2026, 14:48

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივ სტატიაზე: ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა ის განცხადება, რაც ვიხილეთ ამ სამი ქვეყნისგან

ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა ის განცხადება, რაც ვიხილეთ ამ სამი ქვეყნისგან, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივ სტატიასთან დაკავშირებით.

24 თებერვალი 2026, 14:47

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნას იწყებს

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნას იწყებს.

თორნიკე ჭეიშვილი

24 თებერვალი 2026, 14:46

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: მიხეილ სააკაშვილი თავზარდაცემულია იმით, რომ არის გარკვეული პოზიტიური იმპულსები და საიმედო პროგნოზი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განახლებასთან დაკავშირებით

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი მიხეილ სააკაშვილის სტატიას გამოეხმაურა, რომელიც გამოცემა „ჰილში“ გამოქვეყნდა.

თენგიზ შარმანაშვილი

24 თებერვალი 2026, 14:41

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი დასავლელი ლიდერების განცხადებებზე: შეიძლება დრო დადგეს და რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორობაზეც დაუწყონ ლაპარაკი. მიხვდნენ, რომ თამაშგარე მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და ახლა უნდათ გამოსავლის პოვნა

როდესაც თვითონ დადგნენ კრიზისის წინაშე, საერთოდ შეიძლება დაივიწყონ უკრაინის საკითხი და თავის საკითხების გასარკვევად მიაკითხონ რუსეთს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებასთან დაკავშირებით დასავლეთის ლიდერების განცხადებებზე.

ლევან მაჭავარიანი

24 თებერვალი 2026, 14:41

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ბრიტანულ სანქციებზე: ეს თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობაა. გამოდის, რომ ტელევიზიებს სიმართლის საუბრისთვის ასანქცირებენ, რაც ყოვლად მიუღებელი და ფაშისტური მიდგომაა

„გამოდის, რომ ისინი ტელევიზიებს სიმართლის საუბრისთვის ასანქცირებენ, რაც ყოვლად მიუღებელი და ფაშისტური მიდგომაა. თუმცა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ხელში ეს ყველაფერი მოულოდნელი არ არის, ვინაიდან მათ სჭირდებათ მართული მედია, რომელიც იმ ნარატივს გაატარებს, რა ნარატივიც მათ აწყობთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

24 თებერვალი 2026, 14:39

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

სამწუხაროდ უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ეს [ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის] განცხადება, - განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ზურაბ ქადაგიძე

24 თებერვალი 2026, 14:35

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ბრიტანეთის მთავრობამ „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. მიზეზი მარტივია - მათ სიმართლის თქმა გაბედეს. ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა

ბრიტანეთის მთავრობამ „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. მიზეზი მარტივია - მათ სიმართლის თქმა გაბედეს. ისტორიული ცინიზმი: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება. პირველად - 2007 წელს, როცა სააკაშვილმა სპეცრაზმით დაარბია და მაშინდელმა ევროპელმა ბიუროკრატებმა „გაუპრავეს“, - წერს „ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

24 თებერვალი 2026, 14:32

სპორტი

საქართველოს სახელი ალპების მთებში - Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ჩართულობითა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის გადაწყვეტილებით, ავსტრიის მთებში საქართველოს სახელით შეჯიბრება გაიმართება. ტურის დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ Georgia Pro 2026, მხოლოდ მიმდინარე სეზონზე, ავსტრიაში, კერძოდ კიუჰტაი-ინსბრუკში ჩატარდეს.

ზურაბ ქადაგიძე

24 თებერვალი 2026, 14:30

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ისტორიული ცინიზმი: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება. პირველად - 2007 წელს, როცა სააკაშვილმა სპეცრაზმით დაარბია და დღეს - მეორედ, რადგან „იმედმა“ ხალხს ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი უკრაინული მშვიდობის ფასი აჩვენა

ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა, - ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებას.

ვიქტორ ორბანი

24 თებერვალი 2026, 14:27

მსოფლიო

ორბანი ანტონიუ კოშტას: ჩვენ უკრაინისთვის სასარგებლო ფინანსურ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომელსაც მე პერსონალურად არ ვეთანხმები, შემდეგ უკრაინა უნგრეთში ენერგეტიკულ კრიზისს ქმნის, ხოლო თქვენ მთხოვთ, რომ მოვიქცე ისე, თითქოს არაფერი მომხდარა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას წერილი მისწერა, რომელშიც კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარს არ დაუჭერს მანამ, სანამ ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება.