24 თებერვალი 2026, 14:27 / სანდო წყარო

ორბანი ანტონიუ კოშტას: ჩვენ უკრაინისთვის სასარგებლო ფინანსურ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომელსაც მე პერსონალურად არ ვეთანხმები, შემდეგ უკრაინა უნგრეთში ენერგეტიკულ კრიზისს ქმნის, ხოლო თქვენ მთხოვთ, რომ მოვიქცე ისე, თითქოს არაფერი მომხდარა

ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას წერილი მისწერა, რომელშიც კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარს არ დაუჭერს მანამ, სანამ ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება.

„ბატონო პრეზიდენტო, ფაქტი ფაქტად რჩება: არ არსებობს ტექნიკური მიზეზი, რის გამოც ნავთობის მიწოდება უნგრეთისთვის „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით არ უნდა აღდგეს. ამ საქმეს მხოლოდ უკრაინის პოლიტიკური ნება სჭირდება. როგორც იცით, მე ევროპული საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული და თანმიმდევრული წევრი ვარ. სრულად მესმის თქვენი შეშფოთების. მაგრამ, თქვენც ხედავ ვითარების აბსურდულობას: ჩვენ უკრაინისთვის სასარგებლო ფინანსურ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომელსაც მე პერსონალურად არ ვეთანხმები, შემდეგ უკრაინა უნგრეთში ენერგეტიკულ კრიზისს ქმნის, ხოლო თქვენ მთხოვთ, რომ მოვიქცე ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. არ ვარ იმ პოზიციაში, რომ მხარი დავუჭირო უკრაინის სასარგებლოდ გადაწყვეტილებებს მანამ, სანა ვითარება არ დარეგულირდება“, - წერს ორბანი.

ცნობისთვის, მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ორბანს წერილი მისწერა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემის შესახებ ევროკავშირის შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ყველა სიახლე

ჯეი დი ვენსი

26 თებერვალი 2026, 02:08

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: პრეზიდენტი მაქსიმალურად მკაფიო იყო - ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნები ირანის მიმართ, რეგიონში სამხედრო ძალების მასშტაბური ზრდის ფონზე, „ძალიან ნათელია“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა - ქვეყანა არ უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს.

იოჰან ვადეფული

26 თებერვალი 2026, 01:21

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის აქტივების კონფისკაციის თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა

უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხის გამოყოფაზე უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირი არ დაუბრუნდება კიევის მხარდაჭერის სხვა ვარიანტის განხილვას, რომელიც რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას გულისხმობს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ირაკლი კირცხალია

26 თებერვალი 2026, 01:01

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ დიდი და ბოროტი ძალისგან ისევე, როგორც ვიცავდით. გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მეათედ

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ დიდი და ბოროტი ძალისგან ისევე, როგორც ვიცავდით. ჩვენ გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელი სამშვიდობო პოლიტიკაც აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მეათედ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ილონ მასკი

26 თებერვალი 2026, 00:59

მსოფლიო

ილონ მასკი ბრიტანულ პოლიტიკურ პარტია Restore Britain-ს მხარდაჭერას უცხადებს - „ის გაიმარჯვებს. მან უნდა გაიმარჯვოს. ბრიტანეთის გადასარჩენად“

ტექნოლოგიური გიგანტი და პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი ბრიტანეთის პოლიტიკურ ლანდშაფტში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება. მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ინფორმაცია ახალი მოძრაობის, Restore Britain-ის შესახებ, რომლის რეიტინგიც უკვე 7%-ს აღწევს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 00:50

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემა „ღამის კურიერში" დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ქართული ტელეკომპანიების დასანქცირების შესახებ ისაუბრა. მინისტრის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ცინიკური, საფუძველს მოკლებული და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელია.

26 თებერვალი 2026, 00:40

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება პოლიციის მიერ იმ პენსიონერი მამაკაცის მიმართ დაწყებული გამოძიების გამო, რომელმაც კანცლერ ფრიდრიხ მერცს „პინოქიო“ უწოდა

მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება პოლიციის მიერ იმ პენსიონერი მამაკაცის მიმართ დაწყებული გამოძიების გამო, რომელმაც კანცლერ ფრიდრიხ მერცს „პინოქიო“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ირაკლი კირცხალია

26 თებერვალი 2026, 00:36

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: BBC-ის სიუჟეტი კამიტზე, ბუმბულგაცვენილი თუთიყუში, სარეცხი მანქანები გააქვთ ქვეყნიდან, რომ დრონები დაამზადონო - ეს არის ის „ფაქტები“, რაზედაც დგანან. სრული მარაზმია

რა ხდებოდა 2022 წლიდან, ვინმე დაინტერესდა რუსეთის ეკონომიკა რა ვითარებაში იყო? სტაბილური ზრდა ჰქონდა და სრულიად მანიპულაციაზე იყო ის განცხადებები აწყობილი, რაზედაც მათივე მოსახლეობამ ხმა ამოიღო, როდესაც შვიდჯერ და რვაჯერ ძვირად იგივე ქვეყნის - რუსეთის ბუნებრივ რესურსებს ყიდულობდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე კომენტირებისას.

ირაკლი კირცხალია

26 თებერვალი 2026, 00:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენ მზად ვართ, თვისობრივად ახალი ურთიერთობებისთვის სრულიად დავივიწყოთ, რაც იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, რადგან წინა ადმინისტრაციის დროს რაც იყო, ივიწყებს თვითონ ამერიკა და მსოფლიო, ფაქტია

ჩვენ მზად ვართ თვისობრივად ახალი ურთიერთობებისთვის, სრულიად დავივიწყოთ რაც იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, იმიტომ, რომ წინა ადმინისტრაციის დროს რაც იყო ივიწყებს თვითონ ამერიკა და მსოფლიო ფაქტია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოლოდინებზე საუბრისას. კირცხალიას თქმით, ხელისუფლება აშშ-სთან ღირსეულ და პარტნიორულ ურთიერთობებს ელოდება.

ირაკლი კირცხალია

26 თებერვალი 2026, 00:29

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: სიტყვა სანქცია ამ ბოროტებასთან მიმართებით სრულიად არარელევანტურია, ვინაიდან თითოეული მათი ნაბიჯი იყო თავდასხმა დამოუკიდებელ ქვეყანაზე, საქართველოზე

პასუხი არის ძალიან მარტივი, ცოტა მეტი წვალება უწევთ და ძალიან ბევრი ფიქრი კოლექტიურ ლომჯარიასთან, გიგაურთან ერთად ამ საკანონმდებლო ბაზას როგორ აარიდოს თავი, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ წამყვანის კითხვას, თუ რატომ აწუხებს ევროკავშირს და არამხოლოდ ევროკავშირს „ენჯეოების“ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული კანონები.

ირაკლი კირცხალია

26 თებერვალი 2026, 00:14

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: თითოეული მათი ნაბიჯი არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ ეკონომიკურად ჩამოვიქცეთ, იმიტომ რომ ეკონომიკურად მოწყვლადი ქვეყანა არის ადვილად დასაჩოქებელი, ამას ჩვენ არ დავუშვებთ

რაც შეეხება ყულევს და ასეთ დიდ პროექტებს, ყველაფერი რაც გარანტია სამშვიდობო პოლიტიკასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ურტყამენ ამ ყველაფერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ჩამოქცევისკენ.

26 თებერვალი 2026, 00:09

პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიურ „State of the Union” გამოსვლას დაესწრო

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოველწლიურ „State of the Union” გამოსვლას დაესწრო. პრეზიდენტმა ტრამპმა მიმართა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას და გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა.

26 თებერვალი 2026, 00:05

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია რასა იუკნევიჩიანეზე: ეს ქალბატონი ევროპის და დემოკრატიის სახელით ძირს უთხრის ევროპას და იმ ყველაფერს, რაზედაც ევროპა იდგა. ჩალის ფასი აქვს მათ რეზოლუციებს და ანგარიშებს

ჩალის ფასი აქვს ამ ყველაფერს, მათ თითოეულ რეზოლუციას და მათ შორის ანგარიში, რომელიც დღეს ქალბატონმა რასამ [იუკნევიჩიანე] გამოაქვეყნა, ძალიან ნიშანდობლივია დღევანდელ დღეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, რითაც უპასუხა კითხვას - ემუქრება თუ არა საქართველოს სანქციები ევროკავშირისგან?

ირაკლი კირცხალია

25 თებერვალი 2026, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: სიტყვა სანქცია არასწორია ყველა მიმართებით, „იმედთან“ მიმართებით ჩვენ სანქციაზე გვაქვს საუბარი? ეს არის თავდასხმა

სიტყვა სანქცია არასწორია ყველა მიმართებით, „იმედთან“ მიმართებით ჩვენ სანქციაზე გვაქვს საუბარი? ეს არის თავდასხმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ქართული საზოგადოებას ყველაფერს ხედავს და მსგავსი ნაბიჯები კონტრპროდუქტიულია.

25 თებერვალი 2026, 23:53

მსოფლიო

„რადიო თავისუფლების“ ბულგარული და რუმინული სამსახურები იხურება

მედიაკორპორაცია „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ“ (RFE/RL) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბულგარული (Svobodna Evropa) და რუმინული (Europa Liberă România) სამსახურები 2026 წლის 31 მარტს მუშაობას შეწყვეტენ.

ირაკლი კირცხალია

25 თებერვალი 2026, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ფორმალური ნაწილი სრულიად ანეკდოტური, ღიმილისმომგვრელი, შეურაცხმყოფელია ყველაფერთან ერთად და რეალური მიზეზი - ტვინის რეცხვის მეინსტრიმი, რაშიც ალბათ ვერ ჩაჯდა „იმედი“

რეალური მიზეზი, ტვინის რეცხვის მეინსტრიმი, რაშიც ალბათ ვერ ჩაჯდა „იმედი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

ირაკლი კირცხალია

25 თებერვალი 2026, 23:42

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ელჩებზე: როგორ გაბედა საქართველომ და დაიცვა თავისი სუვერენიტეტი, თავისუფლება, გადაარჩინა ქვეყანა სისხლისმღვრელი ომისგან, ეს ვერ აიტანეს

არამხოლოდ ღიად მოგვიწოდებდნენ [რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ], თავიანთ აგენტურაზე დაყრდნობით და შემდეგ სირბილით თავიანთი მაღალჩინოსნების რუსთაველის გამზირზე, არამედ სახელმწიფო გადატრიალებაში იღებდნენ პირდაპირ მონაწილეობას თავიანთი განცხადებებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ელჩების ნაწილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას. კირცხალია ევროპული ქვეყნების მერკანტილურ ინტერესებზე საუბრობს და ამის მაგალითად ბალტიისპირეთიდან რუსეთში ღვინის ექსპორტსაც ასახელებს.

ირაკლი კირცხალია

25 თებერვალი 2026, 23:38

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ყოველთვის ვამბობდით, რომ ბრიუსელი ვერ იქნება კაია კალასი, ისევე, როგორც დღევანდელი მმართველობა და ბიუროკრატია დიდ ბრიტანეთში დიდ ბრიტანეთს არ წარმოადგენს

მათ გადაწყვეტილი აქვთ, დიფ სთეითის ბინძურ სცენარს მიჰყვნენ. გრძნობენ, რომ ისინი წარმავალი არიან. ყოველთვის ვამბობდით ჩვენ, რომ ბრიუსელი ვერ იქნება კაია კალასი, ისევე როგორც დღევანდელი მმართველობა და ბიუროკრატია დიდ ბრიტანეთში დიდ ბრიტანეთს არ წარმოადგენს, რასაც მთელი მსოფლიო კარგად ხედავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ჯეი დი ვენსი

25 თებერვალი 2026, 23:36

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: დონალდ ტრამპმა ამერიკელ მომლაპარაკებლებს დაავალა, შეეცადონ უკრაინაში მიმდინარე ომში სისხლისღვრა დაასრულონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელ მომლაპარაკებლებს დაავალა, შეეცადონ უკრაინაში მიმდინარე ომში „სისხლისღვრა დაასრულონ“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

25 თებერვალი 2026, 23:34

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი. გარდა იმისა, რომ ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებაზე, სიტყვის თავისუფლების სტანდარტებზე, საუბარია მედიის სანქციებზე, რასაც სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ირაკლი კირცხალია

25 თებერვალი 2026, 23:22

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: იმეორებენ იგივე თავდასხმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ აქ დაატრიალა 2007 წელს

ვეღარ არბევენ, ვეღარ ურტყამენ ფეხმძიმე ჟურნალისტებს, ვერ ამტვრევენ აპარატურას, მაგრამ ცდილობენ სრულიად უსუსურად ჩაახშონ და თავს დაესხან თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ მედიას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ თავისუფალ მედიაზე ბრიტანეთიდან განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას. მისივე თქმით, დღეს ბრიტანეთი იმეორებს იგივე თავდასხმას, რაც მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ „იმედში“ 2007 წელს დაატრიალა.