არქივი

კახა კალაძე

23 თებერვალი 2026, 14:38

პოლიტიკა

კახა კალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იგივე დამოკიდებულება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი, რაც ევროპაშია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება, „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის შესახებ“, დაარეგულირებს იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებდა.

მარიამ ლაშხი

23 თებერვალი 2026, 14:32

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი აშშ-ი გასამართ სამიტზე: ჩვენ ასევე გვექნება ორმხრივი შეხვედრები როგორც კონგრესმენებთან, ასევე სხვა წარმომადგენლებთან, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას იმისა, რომ ჩვენი ხალხის ინტერესი დავიცვათ

ჩვენ ასევე გვექნება ორმხრივი შეხვედრები როგორც კონგრესმენებთან, ასევე სხვა წარმომადგენლებთან, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას იმისა, რომ ჩვენი ხალხის ინტერესი დავიცვათ და აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციასთან ერთად ვიმსჯელოთ იმ ძირითად საკითხებზე, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა და ურთიერთობების გადატვირთვა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

ჟან-ნოელ ბარო

23 თებერვალი 2026, 14:28

მსოფლიო

ლიონში მემარჯვენე სტუდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციაში გაკეთებული კომენტარების გამო საფრანგეთში აშშ-ის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

„ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ მცდელობას, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.

კახა კალაძე

23 თებერვალი 2026, 14:26

პოლიტიკა

კახა კალაძე: ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესს

ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა პარტიული დავალება, რომ ყველას მიელოცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღე იდენტური ტექსტებით.

კახა კალაძე

23 თებერვალი 2026, 14:25

პოლიტიკა

კახა კალაძე: საქართველო საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს, თუ როგორ ცრუობს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ჩვენთან მიმართებაში

როცა საქმე ევროკავშირის ქვეყნებს ეხება, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, ჩვენთან მიმართებაში კი არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.

23 თებერვალი 2026, 14:21

კულტურა

ფოლკლორის ცენტრის გუნდმა რეგიონული ტურნესთვის მზადება დაიწყო

ფოლკლორის ცენტრის გუნდმა რეგიონული ტურნესთვის მზადება დაიწყო. პირველი კონცერტი 12 მარტს, 18:30-ზე, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.

მიხეილ სარჯველაძე

23 თებერვალი 2026, 14:21

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: შემოდის ერთგვარი წესრიგი, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი შრომითი რესურსის უპირატესობის მინიჭება არის ცალსახად მიღებული გადაწყვეტილება

შრომითი მიგრაციის სფეროში ქვეყანა თვისობრივი გარდაქმნების ზღვარზე დგას. ის, რაც ქაოსურად რეგულირდებოდა და წესრიგდებოდა, შემოდის ერთგვარი წესრიგი, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი შრომითი რესურსის უპირატესობის მინიჭება არის ცალსახად მიღებული გადაწყვეტილება და რომლის აღსრულების პროცესიც იწყება პირველი მარტიდან, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

23 თებერვალი 2026, 14:11

მსოფლიო

CNN: უკრაინა ქვრივებისა და ობლების ერი ხდება და დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას

უკრაინის მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე ომამდეც საკმაოდ დაბალი და ძალიან არათანაბრად განაწილებული იყო. თუმცა ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინამ დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დაკარგა - მათ შორის ისინი, ვინც დაიღუპა, ქვეყანა დატოვა ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩა. და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შობადობა წლების განმავლობაში მცირდებოდა (რაც მთელი ევროპისთვის საერთო ტენდენციაა), ახლა ეს პროცესი თითქმის სრულ კოლაფსამდე მივიდა.

23 თებერვალი 2026, 14:11

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ „მინისტრის საათის“ განრიგი დაამტკიცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, 2026 წლის საგაზაფხულო სესიის „მინისტრის საათის“ განრიგი დაამტკიცეს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

23 თებერვალი 2026, 14:08

საზოგადოება

პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ახალგაზრდული პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

23 თებერვალი 2026, 13:58

ჯანდაცვა

უცხოელთა დასაქმებისა და შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. აღნიშნულ საკითხზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მოადგილეებთან და პარლამენტის წევრებთან ერთად იმსჯელა. მხარეებმა, ცვლილების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მისი ეფექტურად აღსრულების გზები განიხილეს.

23 თებერვალი 2026, 13:48

სამართალი

რომეო მიქაუტაძის მძახალი სასამართლო პროცესზე: პატივისცემის ნიშნად შევთავაზე დახმარება და 300 000 ლარი მივეცი, რაში სჭირდებოდა, არ ჩავძიებივარ - ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი მე გადმომცეს, მაგრამ ნდობიდან გამომდინარე, გადავაგდე

პატივისცემის ნიშნად შევთავაზე დახმარება და 300 000 ლარი მივეცი - რაში სჭირდებოდა, არ ჩავძიებივარ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარის მოწმემ, გიორგი მოწყობილმა.

შალვა პაპუაშვილი

23 თებერვალი 2026, 13:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველას თავისი ინტერესი აქვს, თქვენ ნუ იფიქრებთ, რომ ბრიუსელი ჩვენი ინტერესით იღვიძებს და იძინებს. ყველამ საკუთარ ინტერესზე უნდა იზრუნოს და საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ჩვენს ინტერესზე

ყველას თავისი ინტერესი აქვს, თქვენ ნუ იფიქრებთ, რომ ბრიუსელი ჩვენი ინტერესით იღვიძებს და იძინებს. ყველამ საკუთარ ინტერესზე უნდა იზრუნოს და საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ჩვენს ინტერესზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

 შალვა პაპუაშვილი

23 თებერვალი 2026, 13:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველა სახელმწიფო მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ჩვენს „აკაცუკებს“ ჰგონიათ, რომ ესტონეთის ხელისუფლება საქართველოს ინტერესებით მოქმედებს

„ეს ჩვენს „აკაცუკებს“ ჰგონიათ, რომ ესტონეთის ხელისუფლება საქართველოს ინტერესებით მოქმედებს. ეს დააჯერეს მათ, დაარეგისტრირეს ესტონეთში, მისცეს ფული და დადიან ახლა ესტონეთის დროშებს აფრიალებენ, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურმე საქართველოს ინტერესებით მოქმედებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი 2026, 13:34

პოლიტიკა

პრემიერი: ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო სიღარიბის მაჩვენებელი 21,3 პროცენტიდან ჩამოსულია 9,4 პროცენტამდე, თუმცა საქართველოში კვლავაც არის 350 ათასი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა

2-ჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში, ეს ნიშნავს იმას, რომ 2-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო არის 21,3 პროცენტიდან სიღარიბის მაჩვენებელი 9,4 პროცენტამდე ჩამოსული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

23 თებერვალი 2026, 13:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მთელი ცინიზმი იმაშია, რომ განათლების რეფორმა, რომელიც ხორციელდება ახლა საქართველოში, ფაქტობრივად არის ესტონური მოდელი და ესტონურ მოდელზე გადასვლას თავს ესხმის ესტონეთის ელჩი

მთელი ცინიზმი იმაშია, რომ ის რეფორმა, რომელიც ხორციელდება ახლა საქართველოში, ფაქტობრივად არის ესტონური მოდელი და ესტონურ მოდელზე გადასვლას თავს ესხმის ესტონეთის ელჩი, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

23 თებერვალი 2026, 13:29

რეგიონი

მესხური ვაზისა და ღვინის განვითარების სტრატეგიულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სოფიკო ახობაძე და ასპინძის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მესხეთის რეგიონში ადგილობრივ მევენახეებსა და მეღვინეებს შეხვდნენ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი 2026, 13:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად არის მისასალმებელი

ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ზოგადად და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად არის მისასალმებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპი

23 თებერვალი 2026, 13:26

მსოფლიო

La Tribune: მაკრონმა ტრამპს ბრეტონისთვის სანქციების მოხსნა სთხოვა

„მსურს პირადად მივაპყრო თქვენი ყურადღება იმ სანქციებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის ორ ფრანგს - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლა გიიუსა და ყოფილ ევროკომისარ ტიერი ბრეტონს დაუწესა. გთხოვთ, გადახედოთ თქვენი ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებებს და გააუქმოთ ნიკოლა გიიუსა და ტიერი ბრეტონისთვის უსამართლოდ დაწესებული სანქციები“, - წერს მაკრონი თავის ამერიკელ კოლეგას გასულ კვირას გაგზავნილ წერილში, რის შესახებაც გამოცემა La Tribune იტყობინება.

ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი 2026, 13:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი, აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში

ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ევროკომისიის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

23 თებერვალი 2026, 13:25

რეგიონი

არემჯი დაბა კაზრეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციას განახორციელებს

არემჯის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით დაბა კაზრეთის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ინფორმაციას არემჯი ავრცელებს.

23 თებერვალი 2026, 13:23

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საფრანგეთში საქართველოს ელჩთან ერთად, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტზე ხელმომწერი ოჯახების წევრებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ირაკლი ყურაშვილი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტზე ხელმომწერი ოჯახების წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი 2026, 13:22

საზოგადოება

პრემიერი: ყველა ხომ აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ჩათვლით, თუ ვინმეს უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ

ყველა ხომ აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ჩათვლით, თუ ვინმეს უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მიხეილ ყაველაშვილი

23 თებერვალი 2026, 13:19

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

შალვა პაპუაშვილი

23 თებერვალი 2026, 13:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც აშშ-ს კონგრესის წევრის მიერ არის ორგანიზებული. მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებელი კონფერენციაა

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც აშშ-ს კონგრესის წევრის მიერ არის ორგანიზებული და ეხება მნიშვნელოვან საკითხებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

23 თებერვალი 2026, 13:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებაზე: ადამიანებს ავტომობილები აქვთ ნაყიდი, სხვადასხვა ქონება აქვთ. ეს არის უსამართლო მათ მიმართ, ვინც ნამდვილად საჭიროებს სოციალურ დახმარებას

მნიშვნელოვანი არის თანასწორობა, მათ შორის თანასწორობა სოციალურ პოლიტიკაში. ადამიანებს ავტომობილები აქვთ ნაყიდი, სხვადასხვა ქონება აქვთ. ეს არის უსამართლო მათ მიმართ, ვინც ნამდვილად საჭიროებს სოციალურ დახმარებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, სოციალურად დაუცველთა ბაზების გადამოწმებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი 2026, 13:16

პოლიტიკა

პრემიერი: გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და ოპტიმიზმის შენარჩუნების საშუალება მოგვცა მათ შორის იმ შეხვედრებმა, რომელიც გაიმართა მილანის ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს

ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

შალვა პაპუაშვილი

23 თებერვალი 2026, 13:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით უპირველეს ყოვლისა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა

რეალურად სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით უპირველესყოვლისა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

23 თებერვალი 2026, 13:03

მსოფლიო

Reuters: თეირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებისას სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვულ დათმობებზე წასვლის მზადყოფნას გამოთქვამს

გამოცემის ინფორმაციით, თეირანის ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ამერიკული სანქციების მოხსნას, ურანის გამდიდრების უფლების აღიარებას და, რაც მთავარია, აშშ-ის შესაძლო სამხედრო თავდასხმის თავიდან აცილებას. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის კვლავ რჩება მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობა სანქციების შემსუბუქების მასშტაბებსა და თანმიმდევრობაზე, ირანელი მაღალჩინოსანი Reuters-თან საუბარში აღნიშნავს, რომ გასულ კვირას დასრულებული მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ თეირანი ვაშინგტონს ახალ წინადადებებს სთავაზობს.

ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი 2026, 12:58

პოლიტიკა

პრემიერი: საბოტაჟის საქმე საჭიროებს ბოლომდე მიყვანას, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული ადამიანები საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სუვერენიტეტს, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის დანაშაულზე დადგეს შესაბამისი სასჯელი

საბოტაჟის საქმე საჭიროებს ბოლომდე მიყვანას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.