არქივი
21 თებერვალი 2026, 20:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მთავარი, რასაც „ქართულ ოცნებასთან“, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით უფრთხიან, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა
„ძალიან შთამბეჭდავი სია დაასახელეთ ადამიანების, რომლებსაც სინამდვილეში ეშინიათ უბრალოდ მართალი სიტყვის. მთავარი, რასაც „ქართულ ოცნებასთან“, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით უფრთხიან, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა. არ არსებობს საკითხი, რომელზეც გვისაუბრია და შემდეგ ხან ერთი კვირა სჭირდება, ხან ერთი თვე, ხან შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა რწმუნდება, რომ ეს არის სიმართლე, რაზეც ვსაუბრობდით. ესეც სწორედ იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც თავს ახვევს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებას, რომ აუკრძალოს კრიტიკული აზრის მოსმენა და დასვას იმ ნარატივზე, რომელზეც სურთ, რომ დასხდნენ. ესეც [დებატებზე არდასწრება[ ერთი კარგი მხილება და ლუსტრაციაა, თუ სინამდვილეში რამდენად დემოკრატიულები არიან უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
21 თებერვალი 2026, 20:02
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ვასო აბაშიძის სახელმწიფო თეატრიდან ისეთი მსახიობები წავიდნენ, გაჯანსაღდა გარემო და მგონი დროა დავიწყოთ მანდ სიარული
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, რამდენიმე ოპოზიციონერი მსახიობის მიერ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დატოვებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
21 თებერვალი 2026, 19:44
პოლიტიკა
გამსახურდია: დღეს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული მთავარი კარგი კაცი - ბიძინა ივანიშვილი. ედიკას და მიშას საშინელებათა ფილმიდან, ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველო ძლიერ და სუვერენულ ქვეყნად აქცია
დღეს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული მთავარი კარგი კაცი, ზოგიერთებს ყურში ცუდად ხვდებათ, მაგრამ ეს კაცია ბიძინა ივანიშვილი. ედიკას და მიშას საშინელებათა ფილმიდან, ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, ქვეყანა ძლიერ და სუვერენულ ქვეყნად აქცია, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
21 თებერვალი 2026, 19:22
პოლიტიკა
ანანიძე კვარაცხელიას მკვლელობაზე: სულხან თამაზაშვილი იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა, დანაშაულის ჩამდენი პირები დაკავებულნი არიან მისი, როგორც თბილისის პოლიციის ხელმძღვანელის პერიოდში
სულხან თამაზაშვილი სწორედ იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა, - ასე ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილს, რომელშიც საუბარია, თითქოს, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძესთან კონტაქტზე იმყოფებოდა.
21 თებერვალი 2026, 19:12
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ მძაფრ საკითხად დგას ქალაქში, ეს ის საკითხია, სადაც მხოლოდ მუნიციპალიტეტი ვერაფერს გახდება, თუ არა კომპანია, რომელიც წყალმომარაგების და წყალარინების კუთხით ემსახურება ქალაქს
რუსთავში მიმდინარე მსხვილ საგზაო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე „დღის ქრონიკაში“ რუსთავის მერმა,ნინო ლაცაბიძემ ისაუბრა.
21 თებერვალი 2026, 19:00
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: გვინდა, რომ ძველი რუსთავის ავთენტური იერსახე შევინარჩუნოთ - ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი უახლოეს პერიოდში დაიწყება
მისივე თქმით, მოსახლეობის ჩართულობის გარეშე ისინი არ გეგმავენ განსახორციელებელ პროექტებს და სწორედ ამ ჩართულობის შედეგად, დაინახეს, რომ ქალაქში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ავარიული კორპუსები. ასევე, მნიშვნელოვანია ძველი რუსთავის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტის განხორციელება.
21 თებერვალი 2026, 18:49
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: ვცდილობთ, რომ საკუთარი შემოსავლების გაზრდით და ბიუჯეტის ეფექტიანად გამოყენებით, უფრო მეტი სარგებელი ნახოს ქალაქმა
რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ „დღის ქრონიკაში“ ქალაქის ბიუჯეტზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რუსთავის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 172 მილიონი ლარია.
21 თებერვალი 2026, 18:45
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: მუშაობას ვიწყებთ მსხვილ პროექტზე, რომელიც სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს - ეს არის სპორტ-ქალაქის მშენებლობა. მუშაობა დავიწყეთ რუსთავის ცენტრალური პარკის კონცეფციაზე
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ცენტრალური მოედანი რუსთავის სავიზიტო ბარათია.
21 თებერვალი 2026, 18:23
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების 8000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება - ბედნიერები ვართ, რომ რუსთავის საფეხბურთო ისტორია ამ ახალი ინფრასტრუქტურით აუცილებლად გაგრძელდება
როდესაც დიდ მეგაპროექტებზე ვსაუბრობთ, რომელიც პრემიერის ჩართულობითა და სამინისტროების უშუალო მხარდაჭერით განხორციელდება ჩვენს ქალაქში, ერთ-ერთი არის რუსთავის ისტორიული სტადიონის რეაბილიტაცია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
21 თებერვალი 2026, 18:21
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: 2026 წელს განსაკუთრებულად მასშტაბური პროექტებისთვის ვემზადებით გუნდი, რომ შევძლოთ ქალაქის განვითარება, აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ
2026 წელს განსაკუთრებულად მასშტაბური პროექტებისთვის ვემზადებით გუნდი, რომ შევძლოთ ქალაქის განვითარება, აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
21 თებერვალი 2026, 18:14
მსოფლიო
ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა
ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. აქცია ვიცე პრემიერის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებების ფონზე გაიმართა.
21 თებერვალი 2026, 18:12
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ევროპასთან ურთიერთობაზე: დიდი სურვილი გვაქვს, რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა თანასწორ საწყისებზე უნდა იყოს - არ შეიძლება, რაღაც სიყალბე შემოგაჩეჩონ და ქვეყანაში კვებონ რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობის გადატვირთვაზე ისაუბრა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიული განვითარების გზა ევროპისკენ მიემართება და საქართველო ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედია.
21 თებერვალი 2026, 18:08
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: რადიკალ-ექსტრემისტთა მიერ მართული ახალგაზრდები ჩათრეული იყვნენ ქვეყნის დასამარების, სუვერენიტეტის ხელყოფის პროცესში
ტერმინი „სინდისის პატიმრები“ სიყალბე მოიგონეს და შემოიტანეს ქვეყანაში, რათა სიბრალულის გრძნობა გაეღვივებინათ ხალხში ამ ექსტრემისტების მიმართ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე საუბრისას.
21 თებერვალი 2026, 18:03
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: პრემიერ-მინისტრის თითოეული ინიციატივა ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, სამშვიდობო პოლიტიკასა და ქვეყნის წინსვლაზე
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობაზე ისაუბრა.
21 თებერვალი 2026, 17:03
სპორტი
6 ლელო და დამარცხებული ესპანეთის ნაკრები - „ბორჯღალოსნებმა“ 42-30 გაიმარჯვეს
6 ლელო და დამარცხებული ესპანეთის ნაკრები - „ბორჯღალოსნებმა“ 42-30 გაიმარჯვეს, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ნახევარფინალის საკუთარ სტადიონზე თამაშის უფლება მოიპოვეს
21 თებერვალი 2026, 17:02
მსოფლიო
პიტერ სიიარტო: ბრიუსელთან კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ, - „არა ომს, არა მიგრაციას და არა გენდერულ პროპაგანდას“
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ უნგრეთის მთავრობა ეროვნული ინტერესებით მოქმედებს, ხოლო ევროკავშირს ეს არ მოსწონს.
21 თებერვალი 2026, 16:53
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი: აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს
ბათუმისა და ქობულეთის ავტოპარკს 18 ერთეული ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი დაემატა.
21 თებერვალი 2026, 16:44
რეგიონი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. „დღეს თბილისის დროით 16:23-ზე ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ ვაკეში მოხდა 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
21 თებერვალი 2026, 16:37
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ამერიკის მონაწილეობის გარეშე რუსეთ-უკრაინის ომში რეალური მშვიდობა ვერ დამყარდება. სამწუხაროდ, ბრიუსელელი ევროპელები ახლა მშვიდობასთან ვერ გვაახლოებენ და ამის ნაცვლად ცეცხლს ეთამაშებიან
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის მონაწილეობის გარეშე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მშვიდობა ვერ დამყარდება.
21 თებერვალი 2026, 16:36
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში განათლების, სპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება გრძელდება
„ვაგრძელებთ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების ინსპექტირებას. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობაა. დღეს დავათვალიერეთ რამდენიმე სკოლა, რომელიც დასრულების ეტაპზეა. გამოვავლინეთ გარკვეული ხარვეზები და განვსაზღვრეთ კონკრეტული ვადები მათ სწრაფად გამოსასწორებლად. ხარისხთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნება -ეს ჩვენი მკაფიო პოზიციაა“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგისას.
21 თებერვალი 2026, 16:26
მსოფლიო
დმიტრო კულება: რუსეთის შეჭრამდე ორი დღით ადრე ბაიდენი უკრაინას დაემშვიდობა
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინა დღეები გაიხსენა.
21 თებერვალი 2026, 15:45
სპორტი
ესპანეთის ნაკრებთან დაპირისპირების პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით - 21:9 დასრულდა
„ბროჯღალოსნებმა“ სამი ლელოს დადება შეძლეს და ამ დროისთვის ანგარიშია 21:9.
21 თებერვალი 2026, 15:40
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
21 თებერვალი 2026, 15:35
რეგიონი
მდინარე მაგანაზე ვანტური ხიდის ატრაქციად ჩამოყალიბების პროექტზე მუშაობა იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში მდინარე მაგანაზე არსებული ვანტური ხიდის რეაბილიტაციისა და მისი ტურისტულ ატრაქციად ჩამოყალიბების პროექტზე მუშაობს.
21 თებერვალი 2026, 15:31
რეგიონი
ხულოში „კულტურა მთაში“ პროგრამის ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე დაესწრო. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პროგრამა „კულტურა მთაში“ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გაძლიერების მიმართულებით. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ტრადიციული კულტურის დაცვა-განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას და ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას. მერმა მადლობა გადაუხადა აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის განხორციელებისთვის და წარმატება უსურვა პროექტს მომავალ საქმიანობაში.
21 თებერვალი 2026, 15:07
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და ესპანეთის ნაკრებს შორის მატჩი დაიწყო
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩი ავჭალის სტადიონზე ტარდება.
21 თებერვალი 2026, 15:03
მსოფლიო
რობერტ ფიცო: თუ უკრაინა ორშაბათამდე ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს, სლოვაკეთი კიევს ელექტროენერგიას აღარ მიაწვდის
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, თუ უკრაინა ორშაბათამდე ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით სლოვაკეთში ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს, ბრატისლავა კიევს ელექტროენერგიას აღარ მიაწვდის.
21 თებერვალი 2026, 15:00
სამართალი
სულხან თამაზაშვილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე: ეს იყო ძალიან შემზარავი, მძიმე ფაქტი, თუმცა, დანაშაული მყისიერად გაიხსნა - დანაშაულის ჩაფარცხვაზე საუბარი არასერიოზულია და მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ამოწურულია
ეს იყო ძალიან შემზარავი, მძიმე ფაქტი, თუმცა, დანაშაული მყისიერად გაიხსნა, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, რომელიც წარსულში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
21 თებერვალი 2026, 15:00
რეგიონი
ინფრასტრუქტურის სამინისტრო: სამეგრელოში ახალი და რეაბილიტირებული სკოლები თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლებას აქტიურად აგრძელებს. რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა ახალი სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ნაწილი კი დასკვნით ეტაპზეა.
21 თებერვალი 2026, 14:50
რეგიონი
„გემო ფესტი“ წელს სტარტს ტრადიციულად მესტიიდან აიღებს
კულინარიული ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები, რომლებსაც ადგილობრივი მზარეულები შესთავაზებენ.


