გიორგი სოსიაშვილი ევროპასთან ურთიერთობაზე: დიდი სურვილი გვაქვს, რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა თანასწორ საწყისებზე უნდა იყოს - არ შეიძლება, რაღაც სიყალბე შემოგაჩეჩონ და ქვეყანაში კვებონ რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი
გიორგი სოსიაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობის გადატვირთვაზე ისაუბრა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიული განვითარების გზა ევროპისკენ მიემართება და საქართველო ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედია.
მან ევროპასთან ურთიერთობის გადატვირთვის სურვილს და მზაობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობა, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ევროპის სახელმწიფოებთან, ევროპის ლიდერებთან, მაგრამ ეს ურთიერთობა თანასწორ საწყისებზე უნდა იყოს. არ შეიძლება, რაღაც სიყალბე შემოგაჩეჩონ და ქვეყანაში კვებონ რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი და თავიანთი ფულით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათთან მყოფ ძალებს მოუწოდებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ.
წარმოუდგენელია ასეთ სიტუაციაში ურთიერთობა. თუკი ბრიუსელი რიტორიკას შეცვლის, შეცვლიან დამოკიდებულებას ჩვენდამი და საქართველოს განიხილავენ, როგორც სუვერენულ, ღირსებით სავსე, დიდი ისტორიით სავსე სახელმწიფოს, რომელსაც სურვილი აქვს, გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში თავისი ღირსებით, თავაწეული შევიდეს იქ და არა ასე - ბულინგით, შეურაცხყოფილი, ღირსებაზე ყოველდღიურად ხელის წამოკვრით, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გადატვირთვისთვის იმიტომ, რომ ჩვენი ბუნებრივი გზა არის ევროპულ ოჯახში.
ოღონდ ეს გზა არის ღირსეულ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, ისეთ ევროპულ ოჯახში არ გვინდა გაწევრიანება, სადაც საუბარია ფსევდო ფასეულობებზე, ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე და ამ ქორწინების დაკანონებაზე, რასაც ახლა აიძულებენ უკრაინის ხელისუფლებას. ჩვენს წინაპრებს როგორ უნდა წარმოედგინათ, როდესაც უამრავი წერილს გზავნიდნენ საქართველოდან ევროპის ევროპის ლიდერების სახელზე, რომლებშიც გადარჩენას ევედრებოდნენ. ქრისტიანობის გადარჩენას სთხოვდნენ საქართველოში, რომ 21-ე საუკუნეში ქრისტიანულ ფასეულობებზე გარკვეული იერიში იქნებოდა მოტანილი ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მიერ და ამის დაცვა მოგვიწევდა ჩვენ”, - განაცხადა სოსიაშვილმა.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 17:59
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს მონაწილეობა შეაფასა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასა და ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრა.
17 აპრილი 2026, 17:58
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
მთავრობის მეთაურმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობისადმი.
17 აპრილი 2026, 17:55
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო
ფორუმი პოლიტიკურ ლიდერებს, დიპლომატებს, აკადემიური წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც მზარდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე დიპლომატიის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.
17 აპრილი 2026, 17:54
მსოფლიო
ტრამპი: ჰორმუზის სრუტე გაიხსნა, თუმცა აშშ მის ბლოკადას არ მოხსნის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის მიუხედავად, ამერიკის მიერ გამოცხადებული საზღვაო ბლოკადა არ მოიხსნება.
17 აპრილი 2026, 17:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი - იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი
საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი. იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში.
17 აპრილი 2026, 17:50
სამართალი
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა ბრალდებული სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო
„სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ერთი მხარის სააპელაციო საჩივარი და 11-ვე მსჯავრდებულის მიმართ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი. ბრალდების მხარე დაველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გავეცნობით და დიდი ალბათობით, ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ“.
17 აპრილი 2026, 17:49
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ანტალიის დიპლომატიის ფორუმი, მქონდა საშუალება, პანელურ დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს.
17 აპრილი 2026, 17:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, სადაც ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის
დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში.
17 აპრილი 2026, 17:41
რეგიონი
სოფელ ველისციხეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს. მათ შორის, 5 ბავშვია.
17 აპრილი 2026, 17:34
ეკონომიკა
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი: ის მიდგომები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ უკვე დაინერგა, კალაპოტში სვამს ენერგეტიკის დარგს და ძალიან მნიშვნელოვანია
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მარგებაძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოს მიერ დანერგილი მიდგომები მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. ამის შესახებ გიორგი მარგებაძემ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ენერგეტიკის საკითხებზე გამართული დისკუსიის შეფასებისას ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
17 აპრილი 2026, 17:30
პოლიტიკა
განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი მაგისტრის დიპლომთან იქნება გათანაბრებული
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილეს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.
17 აპრილი 2026, 17:26
კულტურა
პარიზში, „გრან პალეში“, პარიზის წიგნის ფესტივალზე, საქართველოს ეროვნული სტენდი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გახსნა
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. ეროვნულ სტენდს მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგენს. წელს ქართული სტენდის სლოგანია „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“.
17 აპრილი 2026, 17:24
პოლიტიკა
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტროს ანგარიში მოისმინეს.
17 აპრილი 2026, 17:18
მსოფლიო
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამურ რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
17 აპრილი 2026, 17:16
სპორტი
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში მან აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.
17 აპრილი 2026, 17:11
ეკონომიკა
Galt & Taggart-ის წარმომადგენელი: ენერგეტიკის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაზრდილია
ინვესტორების მხრიდან ინტერესი ენერგეტიკის დარგის მიმართ ბევრად მომატებულია, - განაცხადა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა მარიამ ჩახვაშვილმა, რომელიც დღეს ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო.
17 აპრილი 2026, 17:03
ეკონომიკა
დავით ნარმანია: სემეკი სისტემატურად ახორციელებს შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაში, თემაზე - „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“.
17 აპრილი 2026, 17:02
საზოგადოება
თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღეს უერთდება
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მუნიციპალურ ავტობუსებსა და მეტროს ვაგონებში განთავსდა შესაბამისი სტიკერები QR კოდით, რომლის დასკანერებითაც მგზავრები საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობებს გაეცნობიან. სწორედ ამ ბენეფიტებით სარგებლობას, მუნიციპალური ტრანსპორტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
17 აპრილი 2026, 16:59
მსოფლიო
ირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ისლამური რესპუბლიკის გადაწყვეტილებით, ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის გაიხსნა.
17 აპრილი 2026, 16:59
ეკონომიკა
მაია მელიქიძე: ენერგეტიკის განვითარების ახალი სტრატეგიით ხუთი წლის განმავლობაში ქსელს 4000 მგვტ დადგმული სიმძლავრე დაემატება
ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო იმის მოსმენა, რომ ენერგეტიკის განვითარების ახალი სტრატეგიით ხუთი წლის განმავლობაში ქსელს 4000 მგვტ დადგმული სიმძლავრე დაემატება, - განაცხადა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ, რომელიც დღეს ეკონომიკური ფორუმის მორიგ დისკუსიას ესწრებოდა.


