imedi /  17 აპრილი 2026, 17:02 / სანდო წყარო

თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღეს უერთდება

17 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღე წელს პირველად აღინიშნება. ეს გლობალური ინიციატივა, რომელსაც თბილისიც შეუერთდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დამტკიცდა.

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მუნიციპალურ ავტობუსებსა და მეტროს ვაგონებში განთავსდა შესაბამისი სტიკერები QR კოდით, რომლის დასკანერებითაც მგზავრები საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობებს გაეცნობიან. სწორედ ამ ბენეფიტებით სარგებლობას, მუნიციპალური ტრანსპორტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

საერთაშორისო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს მუნიციპალური ტრანსპორტის მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენას ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქალაქების განვითარებაში, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა, არამედ ის მოქალაქეებს აკავშირებს შესაძლებლობებთან, განათლებასთან და სამუშაო ადგილებთან, ასევე, ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და ქმნის ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ყველა სიახლე

რევაზ სოხაძე

17 აპრილი 2026, 18:31

რეგიონი

რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო - განმუხურის სანაპირო ზოლის აღდგენა აქტიურ ფაზაშია

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მიმდინარე ნაპირდაცვის მასშტაბურ სამუშაოებს, რომლებიც აქტიურ ფაზაშია.

17 აპრილი 2026, 18:26

სპორტი

სპორტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს

სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა ფიგურულ ციგურაობაში არსებულ მდგომარეობაზე, საერთაშორისო წარმატებებსა და განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა.

17 აპრილი 2026, 18:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს, განვიხილეთ დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულება

ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში.

17 აპრილი 2026, 18:22

სამართალი

საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსების იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP პროგრამის ორი ახალი სასწავლო კურსის - „ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა“ და „არასათანადო მოპყრობის აკრძალვა“ იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

ნინო წილოსანი

17 აპრილი 2026, 18:20

პოლიტიკა

წილოსანი: კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში მმართველებად წარმოდგენილი არიან ადამიანები, ვინც იმართებიან გლობალური საომარი ძალებისგან, რომლებიც ამ მთლიან არეულობას აორგანიზებენ

კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში მმართველებად და ბიუროკრატებად წარმოდგენილი არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ იმართებიან „დიფ სთეითისგან“, იმ გლობალური საომარი ძალებისგან, რომლებიც ამ მთლიან არეულობას აორგანიზებენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

გივი მიქანაძე

17 აპრილი 2026, 18:20

პოლიტიკა

გივი მიქანაძე აშშ-ში ვიზიტზე: დავაფიქსირეთ მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. გვაქვს განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. განსაკუთრებულ აქცენტს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე გავაკეთებ. გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით სახელმწიფო დეპარტამენტში განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს, მის მოადგილესა და სახელმწიფო დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოსთან ურთიერთობაზე. ცალსახად აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაგრძელება გაღრმავება. დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ვართ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად. გვაქვს ის განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას ძალიან პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ. ამის დადასტურებაა ის ფაქტორიც, რომ თემატურ კონტექსტშიც არაერთი საუბარი გვქონდა და გვაქვს სრული მხარდაჭერა როგორც რეფორმის მხარდაჭერის თვალსაზრისით განათლების სფეროში, ასევე სრული მხარდაჭერა იმაში, რომ ქართულმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა აქტიური თანამშრომლობა გააგრძელონ ამერიკულ უნივერსიტეტებთან.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 18:19

პოლიტიკა

პრემიერი: უცხოეთიდან დაფინანსებული კამპანია იყო ეკლესიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ გაშალონ კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე

ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 18:18

მსოფლიო

ტრამპი: ახლა, როცა ჰორმუზის სრუტის სიტუაცია დასრულდა, ნატოდან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა - ვუთხარი მათ, რომ შორს დაიჭირონ თავი, უსარგებლოები იყვნენ, როცა გვჭირდებოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით ნატოს მოკავშირეები მკაცრად გააკრიტიკა და მათ „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 18:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აბასთუმანში ფრენის მარშრუტების დაკორექტირებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ სპეკულაციები, თუმცა არაფერია სასპეკულაციო, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა და კურორტის განვითარებისთვის

აბასთუმანში ფრენის მარშრუტების დაკორექტირებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ სპეკულაციები, თუმცა აქ არაფერია სასპეკულაციო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 18:17

საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა: ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა, მადლობა მათ შრომისა და გამარჯვებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 18:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ, დღეს კი ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს, ეს ძალიან სამწუხაროა

გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ, დღეს, ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ, ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს და ეს არის ძალიან სამწუხარო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელებისა და გვარების არასწორად მითითებას შეეხებოდა.

ნინო წილოსანი

17 აპრილი 2026, 18:11

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა და ამ ადამიანებს არაფერი საერთო არ აქვთ საქართველოს დამოუკიდებლობასთან იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან საქართველოს დამოკიდებულებაში მოქცევას არაფორმალური გავლენების ქვეშ

26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა და ამ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ და არაფერი საერთო არ აქვთ საქართველოს დამოუკიდებლობასთან იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან საქართველოს დამოკიდებულებაში მოქცევას არაფორმალური გავლენები ქვეშ. ამიტომ, რაც არ უნდა გამოვიდნენ, რა აქციაც არ უნდა გამართონ, ვფიქრობ, რომ ეს უკვე კარგად ნაცნობი სცენარებია ჩვენი საზოგადოებისთვის და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 18:11

პოლიტიკა

პრემიერი: 2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის, 10-ჯერ წააგეს არჩევნები პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ასეთ დროს მათი აგრესიული დამოკიდებულება არჩევნების მიმართ საერთოდ არ არის გასაკვირი

2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის, ამასთან ერთად სხვა პროცესებიც იქნება, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში, ამასაც უნდა დაველოდოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებთან.

დონალდ ტრამპი ჯეი დი ვენსი

17 აპრილი 2026, 18:09

მსოფლიო

AXIOS: აშშ განიხილავს ირანთან 20 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებას ფორმულით „ნაღდი ფული ურანის სანაცვლოდ“

აშშ და ირანი ომის დასასრულებლად გეგმაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. განხილვის ერთ-ერთი საკითხი, ორი ამერიკელი მაღალჩინოსნისა და მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული კიდევ ორი წყაროს ცნობით, ითვალისწინებს აშშ-ის მხრიდან 20 მილიარდი დოლარის მოცულობის გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას, რის სანაცვლოდაც ირანმა გამდიდრებული ურანის მარაგი უნდა დათმოს, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 18:08

პოლიტიკა

პრემიერი პეტრე ცაავას განცხადებებზე: როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ - ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას და მათ დავალებას

როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ - ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს ამ კონკრეტული ტელევიზიების სახე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში პეტრე ცაავას განცხადებების კონემტირებისას.

მაკა ბოჭორიშვილი

17 აპრილი 2026, 17:59

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასა და ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე
 ფერიდუნ სინირლიოღლუ

17 აპრილი 2026, 17:58

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

მთავრობის მეთაურმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობისადმი.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 17:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო

ფორუმი პოლიტიკურ ლიდერებს, დიპლომატებს, აკადემიური წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც მზარდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე დიპლომატიის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 17:54

მსოფლიო

ტრამპი: ჰორმუზის სრუტე გაიხსნა, თუმცა აშშ მის ბლოკადას არ მოხსნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის მიუხედავად, ამერიკის მიერ გამოცხადებული საზღვაო ბლოკადა არ მოიხსნება.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 17:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი - იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი

საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი. იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში.