17 აპრილი 2026, 18:20 / სანდო წყარო

წილოსანი: კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში მმართველებად წარმოდგენილი არიან ადამიანები, ვინც იმართებიან გლობალური საომარი ძალებისგან, რომლებიც ამ მთლიან არეულობას აორგანიზებენ

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში მმართველებად და ბიუროკრატებად წარმოდგენილი არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ იმართებიან „დიფ სთეითისგან“, იმ გლობალური საომარი
ძალებისგან, რომლებიც ამ მთლიან არეულობას აორგანიზებენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მან აღნიშნა, რომ ამგვარი ძალების მიერ მართულ ადამიანს საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობა და ვალდებულება არ გააჩნიათ.

„რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც საკუთარი რეიტინგი, არც პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის და მოქალაქეების წინაშე, უფრო თავისუფლები არიან, აკეთონ ეს გლობალისტური პოლიტიკა, მაგალითად, დასავლეთ ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები საკუთარი სიძლიერის ხარჯზე აძლიერებენ გაურკვეველია, ვის და რა ძალებს.

ჩვენ ვხედავთ, როგორი კრიზისები მიმდინარეობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და როდესაც მათი პოლიტიკური ლიდერები - პრემიერ-მინისტრები იქნებიან თუ სხვადასხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები ამ არეულობის სცენარებს უჭერენ მხარს და ემსახურებიან ამ პოლიტიკას, პირდაპირ ცხადია, რომ მათ არანაირი ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე არ გააჩნიათ და როგორც ჩანს, ისინი სულ სხვა ძალებს ემსახურებიან”, - განაცხადა წილოსანმა.

მან ევროპულ სახელმწიფოებში ცვლილებების ტენდენციებზეც ისაუბრა.

„თუმცა, უფრო და უფრო მილევად რეჟიმში გადავა ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაცხადდა, ალბათ, ამ ქვეყნებში სერიოზული ცვლილებები დაიწყება. მათ შორის ძალიან საინტერესო სტატისტიკა და კვლევა დაიდო გერმანიის შემთხვევაში - „ალტერნატივას გერმანიისთვის“ - ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას აქვს წარმოუდგენლად მაღალი რეიტინგი, ისტორიული მაქსიმუმი დადო და მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, AfD-ს აქვს სერიოზული უპირატესობა.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი გერმანიის მმართველებს, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომებიც გერმანიას კოალიციურ რეჟიმში მართავს, ყველაზე უკეთ უნდა აჩვენებდეს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც გერმანიის ბიუროკრატია ეწევა, ფაქტია, რომ არ პასუხობს მათი მოქალაქეების და იმ საზოგადოების ინტერესს, რომელსაც უნდა წარმოადგენდნენ. სწორედ აქედან მოდის ცვლილებების მოთხოვნილების დიდი ტალღა.

ეს ყველაფერი არა მხოლოდ გერმანიის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითზეც ნათლად ჩანს და ვფიქრობ, გარკვეული წლების შემდგომ მსოფლიო შედარებით უკეთესობისკენ შეიცვლება. თუმცა, ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი გეზი გვაქვს - ამ ქვეყნის მშვიდობიან გზაზე ტარება”, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა.

ყველა სიახლე

13 მაისი 2026, 14:09

საზოგადოება

ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სკოლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე ტრენინგები ჩატარდა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და უსაფრთხო ქცევის წესების პოპულარიზაციის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სპეციალისტებმა შეხვედრები ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლებში გამართეს, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

შიო III

13 მაისი 2026, 13:57

საზოგადოება

პოლონეთის საელჩო შიო III-ს საქართველოს პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს - თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გისურვებთ მხნეობას, სიბრძნესა და უფლის შეწევნას ერის სულიერი წინამძღოლის ამ უმნიშვნელოვანესი მისიის აღსრულებაში

პოლონეთის საელჩო თბილისში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.

13 მაისი 2026, 13:43

საზოგადოება

Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Conde Nast Traveller-ის ინდურმა რედაქციამ საქართველო 4 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. პუბლიკაციის ქართულ ენაზე თარგმანს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 მაისი 2026, 13:42

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: „პრაიდის კვირეული“ სიყვარულის, იდენტობის, გამბედაობისა და საზოგადოების ზეიმია, ევროკომისია ამაყობს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, “პრაიდის კვირეულთან” დაკავშირებით, LGBT დროშის აღმართვის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ „პრაიდის კვირეული“ სიყვარულის, იდენტობისა და გამბედაობის ზეიმია.

13 მაისი 2026, 13:32

პოლიტიკა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა.

შალვა პაპუაშვილი

13 მაისი 2026, 13:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გუშინ ჩვენი საზოგადოებისთვის უდიდესი დღე იყო, სვეტიცხოვლის ტაძარში აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III

„ჩვენ ვიყავით ისეთი მომენტის მომსწრე, რომელიც იშვიათად ხდება ადამიანის ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, ყველა განსაკუთრებული სიხარულით ვიყავით და ვრჩებით აღვსილი. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. მინდა თქვენი სახელით მივულოცო მას და სრულიად საქართველოს ეს განსაკუთრებული, უდიდესი დღე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრეი სიბიგა

13 მაისი 2026, 13:22

მსოფლიო

ანდრეი სიბიგა: უკრაინას ომის ერთი დღე 450 მილიონი დოლარი უჯდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ომის ერთი დღე ქვეყანას 450 მილიონი დოლარი უჯდება.

13 მაისი 2026, 13:06

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშულ დირექტორს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა სამსახურის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

13 მაისი 2026, 13:02

მსოფლიო

Financial Times: ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი დაკარგეს

რუსეთსა და უკრაინაში ფიქრობენ, რომ აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის პერსპექტივა ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი, მცირეა. ინფორმაციას Finacnial Times-ის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

13 მაისი 2026, 12:53

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ფუნქციონირებს საქართველოში, ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა. მათ აღარ უნდა ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში და თავისუფლად ისაუბრონ, როცა მათი უფლებები დაირღვევა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ გააკეთა განცხადება სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა დასაქმების პრობლემაზე რეგიონებში თბილისთან შედარებით. ასევე, ხაზი გაუსვა მიგრაციასაც. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 23 000 უცხოელს სურს საქართველოს შრომის ბაზარზე ოპერირება. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ, ამის ფონზე, საქართველოს 1500 მოქალაქე მუშაობს გერმანიაში:

13 მაისი 2026, 12:48

ეკონომიკა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით მეტია.

13 მაისი 2026, 12:44

მსოფლიო

თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის რეჟიმი დაამყარა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მუშაობა ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც ქვეყნებს პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობის საშუალებას მისცემს.

13 მაისი 2026, 12:42

კულტურა

არნოლდ შვარცენეგერი სანტა-კლაუსის როლს შეასრულებს🎬🎅

ფილმის რეჟისორი ადამ შენკმენია, სცენარის ავტორი კი ალან რაისი. შვარცენეგერთან ერთად მთავარ როლს ალან რიჩსონი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ავკვაფინა, კენ ჯონგი, ჯეინ კრაკოვსკი, ლიზა კოში და კაილ მუნი.

13 მაისი 2026, 12:21

რეგიონი

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს. მაღალი ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემის მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ძირითადად მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივ გავრცელებას უკავშირდება. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

13 მაისი 2026, 12:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: როდესაც გამყალბებელი მედია ამბობს, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ წინააღმდეგ კარგად მოქმედებს, ეს ფაქტობრივად ღალატია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ, როდესაც გამყალბებელი მედია ამბობს, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით ამერიკის წინააღმდეგ კარგად მოქმედებს, ეს ფაქტობრივად ღალატია, რადგან ეს სრული აბსურდია.

13 მაისი 2026, 12:11

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს მედიაგარემოს შესახებ შეხვდა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და კომისიის წევრი ივანე მახარაძე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს - პოლიტიკურ ოფიცერ კერი მაკინტოშს, პრეს-ატაშე სარა საპერსტინს და საელჩოს სპეციალისტს მედიის საკითხებში, ნანა კიკნაძეს შეხვდნენ. შეხვედრა მაუწყებლობის სფეროში კომუნიკაციების კომისიის როლის, მედიის რეგულირებისა და საქართველოში არსებული შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოსა და კომისიის მიდგომების განხილვას ისახავდა მიზნად, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

13 მაისი 2026, 12:01

საზოგადოება

N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რითაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანა გახდება შესაძლებელი.

13 მაისი 2026, 11:54

საზოგადოება

მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელი კიდევ ორ ქუჩაზე მოეწყობა

წყალარინების ქსელის პრობლემა მუხიანის დასახლებაში კიდევ ორი - კალაუბნისა და მუხის ქუჩების მცხოვრებლებს მოუგვარდებათ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

13 მაისი 2026, 11:51

საზოგადოება

ვაზისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონში, 3 400 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაზისუბანში, 3 400 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის განახლება დაიწყო, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, საუბარია ვაზისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონში, ჯუმბერ ლეჟავასა და ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩებს შორის მდებარე სკვერის სრულად განახლებაზე, სადაც ამჟამად ვითარება კრიტიკულია.

13 მაისი 2026, 11:45

მსოფლიო

Reuters: ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის ბატარეა გაუგზავნა

ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის ბატარეა და მისი ოპერირებისთვის საჭირო პერსონალი გაუგზავნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.