17 აპრილი 2026, 18:31 / სანდო წყარო

რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო - განმუხურის სანაპირო ზოლის აღდგენა აქტიურ ფაზაშია

რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მიმდინარე ნაპირდაცვის მასშტაბურ სამუშაოებს, რომლებიც აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„მინისტრმა განმუხურის სანაპიროზე არსებულ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნაპირის ეროზიის გამო დაზიანებული ტერიტორიის აღდგენის მიზნით უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების შესახებ.

,,ტერიტორიაზე შემოვა 250 000 კუბური მეტრი მასალა, რაც სანაპიროს აღდგენასა და სრულფასოვანი დასასვენებელი სივრცის მოწყობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა სოხაძემ.

მისივე თქმით, სამინისტრო პროცესს მხოლოდ ერთჯერადად არ განიხილავს -სამუშაოები გაგრძელდება მომავალშიც. პარალელურად, შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ რთულ მონაკვეთებზე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს კვლევა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება გრძელვადიანი ღონისძიებები, რათა ეროზიის პროცესი შეჩერდეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კონტრაქტორთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და ორივე მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ განმუხურის სანაპირომ ტურისტულ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

განმუხურის სანაპირო ზოლი წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას. შედეგად, დაზიანებულ მონაკვეთებზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო შესართავთან 50-60 მეტრით იყო უკან დახეული, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც სანაპირო ინფრასტრუქტურას, ისე რეგიონში ტურიზმის განვითარებას.

მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის კომპლექსურ სამუშაოებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზიულ პროცესებს და უზრუნველყოფს სანაპიროს გრძელვადიან მდგრადობას. სამუშაოებს ახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, პროექტის ღირებულება 3.2 მილიონ ლარზე მეტია და იგი სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაიწყო განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირება, რომელიც 67 ჰექტარზე თანამედროვე, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა დასასვენებელი, სპორტული და კულტურული ზონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები, საბავშვო და საგანმანათლებლო სივრცეები, ასევე განახლდება ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი.

რეგიონში მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, მინისტრი ასევე გაეცნო ზუგდიდში აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს, რომელიც 450 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას შექმნის. პროექტის ღირებულება 11.2 მილიონ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და უზრუნველყოფს ბავშვებისთვის უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

სამეგრელოს რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას.
რევაზ სოხაძე დღეს იმერეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებთანაც იმყოფებოდა. მინისტრი, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს არსებული ვითარების სტაბილიზაციისა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის გზები, მათ შორის, მიმდებარე სოფლებამდე მისასვლელი ალტერნატიული გზის მოწყობის შესაძლებლობა", - ნათვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

თენგიზ შარმანაშვილი

13 მაისი 2026, 14:33

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ევროპარლამენტის ცრუ ნარატივებს იმეორებენ ერთი-ერთში ფრანგი ქვედა პალატის წარმომადგენლები. ასეთი ზემოდან ყურება და უაპელაციოდ, არგუმენტების გარეშე დასკვნების გამოტანა არის ყოვლად წარმოუდგენელი

ევროპარლამენტის ცრუ ნარატივებს იმეორებენ ერთი-ერთში ფრანგი ქვედა პალატის წარმომადგენლები, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

ლევან მახაშვილი

13 მაისი 2026, 14:29

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე: არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად, არც შინაარსობრივად ამ დოკუმენტს ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

„ეს არის ხმაურის ატეხის არაფრის მომეცი, იაფფასიანი მცდელობა, იმისთვის რომ საქართველოში რაღაც დღის წესრიგი გააჩინონ. სხვა მხრივ - არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად, არც შინაარსობრივად, ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა ამ დოკუმენტს არ აქვს. რა თქმა უნდა, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციებში, აქაც უამრავი ტყუილი, ბრალდება და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრების. თუ ვინმეს გულწრფელად აინტერესებს ესა თუ ის საკითხი - კანონმდებლობა იქნება, ხელისუფლების გადაწყვეტილებები თუ ა.შ., მზად ვართ მათ კონსტრუქციულად დაველაპარაკოთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული მტკიცებულებებით“, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი მახაშვილი.

დავით კიკნაძე

13 მაისი 2026, 14:25

სამართალი

სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით კიკნაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. როგორც დავით კიკნაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კიდევ 7 პირს კი ბრალი წარედგინა - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მისივე განცხადებით, მათ შორის ორი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

შიო III

13 მაისი 2026, 14:23

საზოგადოება

იტალიის საელჩო შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს

იტალიის საელჩო თბილისში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.

ანა გახარია

13 მაისი 2026, 14:23

ეკონომიკა

„აგროჰაბის“ კომერციული დირექტორი „სასურსათო კალათაზე“: ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღინიშნება „ტოპ ფასი“, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით

ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღნიშნული იქნება „ტოპ ფასი“, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ჩვენს ქსელში, ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით, - განაცხადა „აგროჰაბის“ კომერციულმა დირექტორმა ანა გახარიამ „სასურსათო კალათაზე“ საუბრისას.

13 მაისი 2026, 14:22

ეკონომიკა

„ლიბრეს“ კომერციული დირექტორი: ჩვენს ქსელში სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად არის წარმოდგენილი რამდენიმე პროდუქტი, რომელიც სამ დღეში ერთხელ შეიცვლება ხოლმე

ჩვენს ქსელში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად რამდენიმე პროდუქტი, რომელიც შეიცვლება ხოლმე სამ დღეში, - განუცხადა „ქრონიკას“ „ლიბრეს“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი გოცირიძემ.

13 მაისი 2026, 14:09

საზოგადოება

ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სკოლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე ტრენინგები ჩატარდა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და უსაფრთხო ქცევის წესების პოპულარიზაციის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სპეციალისტებმა შეხვედრები ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლებში გამართეს, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

შიო III

13 მაისი 2026, 13:57

საზოგადოება

პოლონეთის საელჩო შიო III-ს საქართველოს პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს - თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გისურვებთ მხნეობას, სიბრძნესა და უფლის შეწევნას ერის სულიერი წინამძღოლის ამ უმნიშვნელოვანესი მისიის აღსრულებაში

პოლონეთის საელჩო თბილისში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.

13 მაისი 2026, 13:43

საზოგადოება

Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Conde Nast Traveller-ის ინდურმა რედაქციამ საქართველო 4 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. პუბლიკაციის ქართულ ენაზე თარგმანს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 მაისი 2026, 13:42

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: „პრაიდის კვირეული“ სიყვარულის, იდენტობის, გამბედაობისა და საზოგადოების ზეიმია, ევროკომისია ამაყობს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, “პრაიდის კვირეულთან” დაკავშირებით, LGBT დროშის აღმართვის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ „პრაიდის კვირეული“ სიყვარულის, იდენტობისა და გამბედაობის ზეიმია.

13 მაისი 2026, 13:32

პოლიტიკა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა.

შალვა პაპუაშვილი

13 მაისი 2026, 13:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გუშინ ჩვენი საზოგადოებისთვის უდიდესი დღე იყო, სვეტიცხოვლის ტაძარში აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III

„ჩვენ ვიყავით ისეთი მომენტის მომსწრე, რომელიც იშვიათად ხდება ადამიანის ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, ყველა განსაკუთრებული სიხარულით ვიყავით და ვრჩებით აღვსილი. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. მინდა თქვენი სახელით მივულოცო მას და სრულიად საქართველოს ეს განსაკუთრებული, უდიდესი დღე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრეი სიბიგა

13 მაისი 2026, 13:22

მსოფლიო

ანდრეი სიბიგა: უკრაინას ომის ერთი დღე 450 მილიონი დოლარი უჯდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ომის ერთი დღე ქვეყანას 450 მილიონი დოლარი უჯდება.

13 მაისი 2026, 13:06

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშულ დირექტორს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა სამსახურის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

13 მაისი 2026, 13:02

მსოფლიო

Financial Times: ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი დაკარგეს

რუსეთსა და უკრაინაში ფიქრობენ, რომ აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის პერსპექტივა ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი, მცირეა. ინფორმაციას Finacnial Times-ის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

13 მაისი 2026, 12:53

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ფუნქციონირებს საქართველოში, ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა. მათ აღარ უნდა ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში და თავისუფლად ისაუბრონ, როცა მათი უფლებები დაირღვევა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ გააკეთა განცხადება სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა დასაქმების პრობლემაზე რეგიონებში თბილისთან შედარებით. ასევე, ხაზი გაუსვა მიგრაციასაც. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 23 000 უცხოელს სურს საქართველოს შრომის ბაზარზე ოპერირება. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ, ამის ფონზე, საქართველოს 1500 მოქალაქე მუშაობს გერმანიაში:

13 მაისი 2026, 12:48

ეკონომიკა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით მეტია.

13 მაისი 2026, 12:44

მსოფლიო

თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის რეჟიმი დაამყარა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მუშაობა ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც ქვეყნებს პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობის საშუალებას მისცემს.

13 მაისი 2026, 12:42

კულტურა

არნოლდ შვარცენეგერი სანტა-კლაუსის როლს შეასრულებს🎬🎅

ფილმის რეჟისორი ადამ შენკმენია, სცენარის ავტორი კი ალან რაისი. შვარცენეგერთან ერთად მთავარ როლს ალან რიჩსონი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ავკვაფინა, კენ ჯონგი, ჯეინ კრაკოვსკი, ლიზა კოში და კაილ მუნი.

13 მაისი 2026, 12:21

რეგიონი

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს. მაღალი ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემის მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ძირითადად მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივ გავრცელებას უკავშირდება. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.