AXIOS: აშშ განიხილავს ირანთან 20 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებას ფორმულით „ნაღდი ფული ურანის სანაცვლოდ“
დონალდ ტრამპი
ჯეი დი ვენსი
ფოტო: GettyImages
აშშ და ირანი ომის დასასრულებლად გეგმაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. განხილვის ერთ-ერთი საკითხი, ორი ამერიკელი მაღალჩინოსნისა და მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული კიდევ ორი წყაროს ცნობით, ითვალისწინებს აშშ-ის მხრიდან 20 მილიარდი დოლარის მოცულობის გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას, რის სანაცვლოდაც ირანმა გამდიდრებული ურანის მარაგი უნდა დათმოს, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.
ამ კვირაში მოლაპარაკებებში სტაბილური პროგრესი შეინიშნებოდა, თუმცა მხარეებს შორის კვლავ რჩება მნიშვნელოვანი აზრთა სხვაობა. ამ პირობებით შეთანხმების მიღწევა ომს დაასრულებს, თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა ირანის მიმართ ხისტი პოლიტიკის მომხრეების მწვავე უკმაყოფილება გამოიწვიოს.
ტრამპის ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმის უზრუნველყოფა, რომ ირანს ხელი არ მიუწვდებოდეს გამდიდრებული ურანის თითქმის 2,000 კილოგრამიან მარაგზე, რომელიც მის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებშია განთავსებული; განსაკუთრებით კი 450 კილოგრამზე, რომელიც 60%-მდეა გამდიდრებული.
ირანელებს კი, თავის მხრივ, ფული სჭირდებათ. მხარეები აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწევა ურანის მარაგს და ირანის აქტივების რა ნაწილი განიბლოკება. ისინი ასევე განიხილავენ იმ პირობებს, რომელთა საფუძველზეც ირანი შეძლებს ამ თანხის გამოყენებას.
ორი წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების ადრეულ ეტაპზე აშშ მზად იყო გაეთავისუფლებინა 6 მილიარდი დოლარი, რათა ირანს შეეძინა საკვები, მედიკამენტები და სხვა ჰუმანიტარული დანიშნულების საქონელი. ირანელები კი 27 მილიარდ დოლარს ითხოვდნენ.
წყაროების თანახმად, ბოლო ციფრი, რომელზეც აშშ და ირანი მსჯელობენ, 20 მილიარდი დოლარია. ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს თავად აშშ-ის წინადადება იყო. მეორე ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა კი ფორმულა „ნაღდი ფული ურანის სანაცვლოდ“ დაახასიათა, როგორც „ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი განხილვიდან“.
ამავდროულად, აშშ-მა ირანს სთხოვა თანხმობა მთელი ბირთვული მასალის შეერთებულ შტატებში ტრანსპორტირებაზე, რაზეც ირანელებმა უარი თქვეს და მხოლოდ ქვეყნის შიგნით მისი კონცენტრაციის შემცირების პირობა დადეს.
კომპრომისული წინადადებით, რომელიც ამჟამად განხილვის პროცესშია, მაღალგამდიდრებული ურანის ნაწილი მესამე ქვეყანაში გაიგზავნება, ხოლო ნაწილის კონცენტრაციის შემცირება უშუალოდ ირანში, საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ მოხდება.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 19:27
რეგიონი
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
ღონისძიების გახსნაზე, სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა მიქელაძემ ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობას, როგორც ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან კომპონენტს. ასევე ყურადღება გაამახვილა ამ სფეროში არსებული გამოწვევების გააზრებისა და შესაბამისი სტრატეგიული მიდგომების შემუშავების საჭიროებაზე.
17 აპრილი 2026, 19:21
მსოფლიო
ტრამპი ამერიკულ მედიაზე: რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ თქვან საჭირო დროს - „სამუშაო შესანიშნავად შესრულებულია, ბატონო პრეზიდენტო!“ და დაიწყონ საკუთარი რეპუტაციის აღდგენა?
წარუმატებელმა New York Times-მა, „ფეიკ-ნიუს“ CNN-მა და სხვებმა უბრალოდ არ იციან, რა ქნან - ისინი სასოწარკვეთილად ეძებენ მიზეზს, რათა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის სიტუაციის გამო გააკრიტიკონ, მაგრამ ვერაფერს პოულობენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
17 აპრილი 2026, 19:18
პოლიტიკა
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი.
17 აპრილი 2026, 19:06
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დაუსწრებელსა და დასწრებულზე სწავლებისას სტუდენტები ერთნაირ კვალიფიკაციას იღებდნენ, მაგრამ რადგან დასწრებულზე სწავლება 4-წლიანი იყო, ენიჭებოდა საბაკალავრო ხარისხი, ხოლო 5-წლიან დაუსწრებელზე - სამაგისტრო ხარისხი
განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტზე, რომლითაც 2010 წლამდე გაცემული დიპლომების საკითხი უნდა გადაიჭრას. მინისტრმა განმარტა რატომ გახდა საჭირო კანონპროექტში ცვლილებები და აღნიშნა, რომ ერთსაფეხურიანი სწავლა მიმდინარეობდა დასწრებულზე 4-წლიან ფორმატში, დაუსწრებელზე 5-წლიან ფორმატში და ერთი და იგივე კვალიფიკაციას იღებდნენ, მაგრამ რადგან სწავლება 4-წლიანი იყო, ენიჭებოდა საბაკალავრო ხარისხი, ხოლო დაუსწრებელი რადგან 5-წლიანი იყო, ენიჭებოდა სამაგისტრო ხარისხი.
17 აპრილი 2026, 18:57
მსოფლიო
ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასოდეს ჩაკეტავს - იგი აღარ იქნება გამოყენებული, როგორც იარაღი მსოფლიოს წინააღმდეგ
ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასოდეს ჩაკეტავს - იგი აღარ იქნება გამოყენებული, როგორც იარაღი მსოფლიოს წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
17 აპრილი 2026, 18:56
საზოგადოება
განათლების მინისტრი: მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ თითოეულ ოჯახს შვილის ჩაცმულობა რამდენჯერმე იაფი დაუჯდება, ვიდრე უჯდებოდა მაშინ, როდესაც სასკოლო ფორმა არ არსებობდა
არანაირ დამატებით ხარჯზე საუბარი არ არის, ეს არის წმინდა წყლის სიცრუე, - ასე პასუხობს ოპოზიციის კრიტიკას სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე „დღის ქრონიკაში“. მინისტრის თქმით, სახელმწიფო დაარეგულირებს ფასს, უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სასკოლო ფორმას.
17 აპრილი 2026, 18:50
მსოფლიო
ტრამპი: ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს, მათ ამას აშშ უკრძალავს - საკმარისია, რაც იყო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, უარყოფს გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ ირანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, სადაც თეირანი მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებს გადასცემს აშშ-ს, სანაცვლოდ კი 20 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინულ ირანულ აქტივებს დაიბრუნებს.
17 აპრილი 2026, 18:36
პოლიტიკა
განათლების კომიტეტმა განიხილა ცვლილებები, რომელიც ზოგადი განათლების ფარგლებში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას შეეხება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
17 აპრილი 2026, 18:36
საზოგადოება
მიქანაძე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებზე: არიან კონკრეტული პირები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული კანონპროექტი დაამახინჯონ
განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა. გივი მიქანაძე შეეხო უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტს, რომლითაც 2010 წლამდე გაცემული დიპლომების საკითხი უნდა გადაიჭრას.
17 აპრილი 2026, 18:31
რეგიონი
რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო - განმუხურის სანაპირო ზოლის აღდგენა აქტიურ ფაზაშია
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მიმდინარე ნაპირდაცვის მასშტაბურ სამუშაოებს, რომლებიც აქტიურ ფაზაშია.
17 აპრილი 2026, 18:31
საზოგადოება
გივი მიქანაძე: შევთანხმდით, რომ პროექტში, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტსა და საქართველოს 3 სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებობს, ქუთაისის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიც ჩავრთოთ
ამერიკის განათლების დეპარტამენტის მდივნის მოადგილესთან შევთანხმდით, რომ პროექტში, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტსა და საქართველოს 3 სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებობს, ქუთაისის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიც ჩავრთოთ, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“, სადაც აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა.
17 აპრილი 2026, 18:26
სპორტი
სპორტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს
სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა ფიგურულ ციგურაობაში არსებულ მდგომარეობაზე, საერთაშორისო წარმატებებსა და განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა.
17 აპრილი 2026, 18:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს, განვიხილეთ დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულება
ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში.
17 აპრილი 2026, 18:22
სამართალი
საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსების იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP პროგრამის ორი ახალი სასწავლო კურსის - „ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა“ და „არასათანადო მოპყრობის აკრძალვა“ იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 18:20
პოლიტიკა
წილოსანი: კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში მმართველებად წარმოდგენილი არიან ადამიანები, ვინც იმართებიან გლობალური საომარი ძალებისგან, რომლებიც ამ მთლიან არეულობას აორგანიზებენ
კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში მმართველებად და ბიუროკრატებად წარმოდგენილი არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ იმართებიან „დიფ სთეითისგან“, იმ გლობალური საომარი ძალებისგან, რომლებიც ამ მთლიან არეულობას აორგანიზებენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
17 აპრილი 2026, 18:20
პოლიტიკა
გივი მიქანაძე აშშ-ში ვიზიტზე: დავაფიქსირეთ მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. გვაქვს განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. განსაკუთრებულ აქცენტს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე გავაკეთებ. გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით სახელმწიფო დეპარტამენტში განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს, მის მოადგილესა და სახელმწიფო დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოსთან ურთიერთობაზე. ცალსახად აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაგრძელება გაღრმავება. დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ვართ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად. გვაქვს ის განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას ძალიან პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ. ამის დადასტურებაა ის ფაქტორიც, რომ თემატურ კონტექსტშიც არაერთი საუბარი გვქონდა და გვაქვს სრული მხარდაჭერა როგორც რეფორმის მხარდაჭერის თვალსაზრისით განათლების სფეროში, ასევე სრული მხარდაჭერა იმაში, რომ ქართულმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა აქტიური თანამშრომლობა გააგრძელონ ამერიკულ უნივერსიტეტებთან.
17 აპრილი 2026, 18:19
პოლიტიკა
პრემიერი: უცხოეთიდან დაფინანსებული კამპანია იყო ეკლესიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ გაშალონ კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე
ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
17 აპრილი 2026, 18:18
მსოფლიო
ტრამპი: ახლა, როცა ჰორმუზის სრუტის სიტუაცია დასრულდა, ნატოდან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა - ვუთხარი მათ, რომ შორს დაიჭირონ თავი, უსარგებლოები იყვნენ, როცა გვჭირდებოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით ნატოს მოკავშირეები მკაცრად გააკრიტიკა და მათ „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.
17 აპრილი 2026, 18:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: აბასთუმანში ფრენის მარშრუტების დაკორექტირებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ სპეკულაციები, თუმცა არაფერია სასპეკულაციო, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა და კურორტის განვითარებისთვის
აბასთუმანში ფრენის მარშრუტების დაკორექტირებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ სპეკულაციები, თუმცა აქ არაფერია სასპეკულაციო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებთან.
17 აპრილი 2026, 18:17
საზოგადოება
ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა: ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა, მადლობა მათ შრომისა და გამარჯვებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა.


