არქივი
21 თებერვალი 2026, 18:14
მსოფლიო
ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა
ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. აქცია ვიცე პრემიერის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებების ფონზე გაიმართა.
21 თებერვალი 2026, 18:12
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ევროპასთან ურთიერთობაზე: დიდი სურვილი გვაქვს, რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა თანასწორ საწყისებზე უნდა იყოს - არ შეიძლება, რაღაც სიყალბე შემოგაჩეჩონ და ქვეყანაში კვებონ რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობის გადატვირთვაზე ისაუბრა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიული განვითარების გზა ევროპისკენ მიემართება და საქართველო ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედია.
21 თებერვალი 2026, 18:08
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: რადიკალ-ექსტრემისტთა მიერ მართული ახალგაზრდები ჩათრეული იყვნენ ქვეყნის დასამარების, სუვერენიტეტის ხელყოფის პროცესში
ტერმინი „სინდისის პატიმრები“ სიყალბე მოიგონეს და შემოიტანეს ქვეყანაში, რათა სიბრალულის გრძნობა გაეღვივებინათ ხალხში ამ ექსტრემისტების მიმართ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე საუბრისას.
21 თებერვალი 2026, 18:03
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: პრემიერ-მინისტრის თითოეული ინიციატივა ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, სამშვიდობო პოლიტიკასა და ქვეყნის წინსვლაზე
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობაზე ისაუბრა.
21 თებერვალი 2026, 17:03
სპორტი
6 ლელო და დამარცხებული ესპანეთის ნაკრები - „ბორჯღალოსნებმა“ 42-30 გაიმარჯვეს
6 ლელო და დამარცხებული ესპანეთის ნაკრები - „ბორჯღალოსნებმა“ 42-30 გაიმარჯვეს, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ნახევარფინალის საკუთარ სტადიონზე თამაშის უფლება მოიპოვეს
21 თებერვალი 2026, 17:02
მსოფლიო
პიტერ სიიარტო: ბრიუსელთან კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ, - „არა ომს, არა მიგრაციას და არა გენდერულ პროპაგანდას“
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ უნგრეთის მთავრობა ეროვნული ინტერესებით მოქმედებს, ხოლო ევროკავშირს ეს არ მოსწონს.
21 თებერვალი 2026, 16:53
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი: აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს
ბათუმისა და ქობულეთის ავტოპარკს 18 ერთეული ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი დაემატა.
21 თებერვალი 2026, 16:44
რეგიონი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. „დღეს თბილისის დროით 16:23-ზე ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ ვაკეში მოხდა 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
21 თებერვალი 2026, 16:37
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ამერიკის მონაწილეობის გარეშე რუსეთ-უკრაინის ომში რეალური მშვიდობა ვერ დამყარდება. სამწუხაროდ, ბრიუსელელი ევროპელები ახლა მშვიდობასთან ვერ გვაახლოებენ და ამის ნაცვლად ცეცხლს ეთამაშებიან
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის მონაწილეობის გარეშე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მშვიდობა ვერ დამყარდება.
21 თებერვალი 2026, 16:36
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში განათლების, სპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება გრძელდება
„ვაგრძელებთ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების ინსპექტირებას. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობაა. დღეს დავათვალიერეთ რამდენიმე სკოლა, რომელიც დასრულების ეტაპზეა. გამოვავლინეთ გარკვეული ხარვეზები და განვსაზღვრეთ კონკრეტული ვადები მათ სწრაფად გამოსასწორებლად. ხარისხთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნება -ეს ჩვენი მკაფიო პოზიციაა“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგისას.
21 თებერვალი 2026, 16:26
მსოფლიო
დმიტრო კულება: რუსეთის შეჭრამდე ორი დღით ადრე ბაიდენი უკრაინას დაემშვიდობა
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინა დღეები გაიხსენა.
21 თებერვალი 2026, 15:45
სპორტი
ესპანეთის ნაკრებთან დაპირისპირების პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით - 21:9 დასრულდა
„ბროჯღალოსნებმა“ სამი ლელოს დადება შეძლეს და ამ დროისთვის ანგარიშია 21:9.
21 თებერვალი 2026, 15:40
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
21 თებერვალი 2026, 15:35
რეგიონი
მდინარე მაგანაზე ვანტური ხიდის ატრაქციად ჩამოყალიბების პროექტზე მუშაობა იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში მდინარე მაგანაზე არსებული ვანტური ხიდის რეაბილიტაციისა და მისი ტურისტულ ატრაქციად ჩამოყალიბების პროექტზე მუშაობს.
21 თებერვალი 2026, 15:31
რეგიონი
ხულოში „კულტურა მთაში“ პროგრამის ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე დაესწრო. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პროგრამა „კულტურა მთაში“ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გაძლიერების მიმართულებით. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ტრადიციული კულტურის დაცვა-განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას და ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას. მერმა მადლობა გადაუხადა აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის განხორციელებისთვის და წარმატება უსურვა პროექტს მომავალ საქმიანობაში.
21 თებერვალი 2026, 15:07
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და ესპანეთის ნაკრებს შორის მატჩი დაიწყო
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩი ავჭალის სტადიონზე ტარდება.
21 თებერვალი 2026, 15:03
მსოფლიო
რობერტ ფიცო: თუ უკრაინა ორშაბათამდე ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს, სლოვაკეთი კიევს ელექტროენერგიას აღარ მიაწვდის
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, თუ უკრაინა ორშაბათამდე ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით სლოვაკეთში ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს, ბრატისლავა კიევს ელექტროენერგიას აღარ მიაწვდის.
21 თებერვალი 2026, 15:00
სამართალი
სულხან თამაზაშვილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე: ეს იყო ძალიან შემზარავი, მძიმე ფაქტი, თუმცა, დანაშაული მყისიერად გაიხსნა - დანაშაულის ჩაფარცხვაზე საუბარი არასერიოზულია და მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ამოწურულია
ეს იყო ძალიან შემზარავი, მძიმე ფაქტი, თუმცა, დანაშაული მყისიერად გაიხსნა, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, რომელიც წარსულში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
21 თებერვალი 2026, 15:00
რეგიონი
ინფრასტრუქტურის სამინისტრო: სამეგრელოში ახალი და რეაბილიტირებული სკოლები თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლებას აქტიურად აგრძელებს. რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა ახალი სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ნაწილი კი დასკვნით ეტაპზეა.
21 თებერვალი 2026, 14:50
რეგიონი
„გემო ფესტი“ წელს სტარტს ტრადიციულად მესტიიდან აიღებს
კულინარიული ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები, რომლებსაც ადგილობრივი მზარეულები შესთავაზებენ.
21 თებერვალი 2026, 14:44
საზოგადოება
21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა
გიდების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, იმერეთის მღვიმეების ადმინისტრაციაში დასაქმებულ გიდებს, საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და ეკოტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
21 თებერვალი 2026, 14:40
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე: სახელმწიფოს მიზანი არ არის ვინმეს მიმართ რეპრესიის გატარება. თუ ადამიანი ხედავს თავის დანაშაულს და ინანიებს მას, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მზად არის შემხვედრი ნაბიჯები გადადგას
ეს ადამიანები ხვდებიან, რომ მოტყუებულები იყვნენ და ხვდებიან იმასაც, რომ პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებენ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე, რომელთა ნაწილმაც დანაშაული აღიარა და პროკურორებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა.
21 თებერვალი 2026, 14:33
მსოფლიო
Politico: „რესპუბლიკელები“ ტარიფების გაუქმებას ჩუმად ზეიმობენ. თუმცა შვება, შესაძლოა, ხანგრძლივი არ იყოს
„რესპუბლიკური“ პარტიის წევრებმა ჩუმად ამოისუნთქეს, როცა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის მასშტაბური ტარიფები გააუქმა, მაგრამ ეს გრძნობა, შესაძლოა ხანგრძლივი არ აღმოჩნდეს. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.
21 თებერვალი 2026, 14:15
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მიერ საპროცესო შეთანხმების თხოვნაზე: საზოგადოებამ ნახა, როგორ გაწირეს ეს ადამიანები კანონთან დაპირისპირებისთვის -კარგია, თუ ეს ადამიანები აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს
კარგია, თუ ეს ადამიანები აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე, რომელთა ნაწილმაც დანაშაული აღიარა და პროკურორებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა.
21 თებერვალი 2026, 14:09
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ტრამპმა შეიძლება, შეცვალოს რიტორიკა და წამოიწყოს კონფლიქტები, მაგრამ სისტემის ძირითადი სტრუქტურული ელემენტები - ფინანსურ-ეკონომიკური არქიტექტურა და სოციალური კარკასი ინსტიტუციურად დაცულია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ტარიფების გაუქმების შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც დონალდ ტრამპმა შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა „ჩემი აზრით, სასამართლო მოექცა უცხოური ინტერესების გავლენის ქვეშ.“
21 თებერვალი 2026, 13:37
მსოფლიო
CNN: ჩინეთი ახალი თაობის ბირთვული იარაღის ფარულ ცდებს ატარებს
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები იუწყებიან, რომ ჩინეთი ახალი თაობის ბირთვული იარაღის ფარულ ცდების ჩატარებით არის დაკავებული და ცდილობს კარდინალურად განაახლოს თავისი არსენალი. ინფორმაციას CNN დაზვერვაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 თებერვალი 2026, 13:26
პოლიტიკა
ირინა სარიშვილი: ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ სილას პოლიციელებს, ყველა ერთად ნავთით სავსე ბოთლით უნდა მივდიოდეთ მართლმსაჯულების სახლის დასაწვავად. ამას ხუთი ათასი თავდადებული ადამიანიც ეყოფა
ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ძალადობრივი ქმედებებისკენ მოუწოდებს.
21 თებერვალი 2026, 13:25
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ახალ პასპორტებში ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს, სიმართლეს არ შეესაბამება - რისკები პასპორტების ხარისხთან დაკავშირებით არ არსებობს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახალ პასპორტებში არსებული ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
21 თებერვალი 2026, 12:59
მსოფლიო
იან კელი დონალდ ტრამპს აფრთხილებს: სცადეთ კონსტიტუციის დაცვის ფიცის დარღვევა და ნახავთ, რა მოხდება
ამერიკელი დიპლომატი, იან კელი, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო, სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გლობალური ტარიფების დაწესებით გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, რაც უზენაესმა სასამართლომ დაადგინა.
21 თებერვალი 2026, 12:51
რეგიონი
სპორტის კომიტეტმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა
პარლამენტის სპორტის კომიტეტმა, სპორტის მინისტრთან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რწმუნებულსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად, ახალციხის სპორტულ კომპლექსში რეგიონში სპორტის განვითარებასა და სპორტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.


