არქივი

ნიკოლოზ სამხარაძე

20 თებერვალი 2026, 13:45

პოლიტიკა

სამხარაძე: ევროკავშირმა სირიისთვის ფინანსური დახმარების შესახებ განაცხადა, თუმცა, სანაცვლოდ დამასკოს ახალ მთავრობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა არ მოსთხოვა

ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა 2026-2027 წლებისთვის სირიისთვის ფინანსური დახმარების მსხვილი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რომელიც 600 მილიონ ევროს აღემატება. თუმცა ევროკავშირმა ფინანსური დახმარების გამოყოფა დამასკოს ახალი მთავრობის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას არ დაუკავშირა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

20 თებერვალი 2026, 13:43

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირზე: ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს უთხრის ძირს

ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს უფრო უთხრის ძირს. ამიტომ, ნებისმიერ ფინანსური დახმარება, რომელიც საერთაშორისო სამართლის დამრღვევებს გადაეცემა, მის მიერ ძირითადი ნორმების პატივისცემას უნდა უკავშირდებოდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

20 თებერვალი 2026, 13:23

საზოგადოება

eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში 2-წლიანი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

ამჟამად, პროგრამის ძირითად სამუშაო პლატფორმაზე „ESEP‘‘ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან 6000-მდე მასწავლებელი ორგანიზებულად და სისტემურად არის ჩართული. ათასობით პროექტი, რომელიც პროგრამის ფარგლებში მათ მიერ შეიქმნა და განხორციელდა, აღიარებული, დაფასებული და გაზიარებულია საერთაშორისო დონეზე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პროგრამას ევროკომისიის მხარდაჭერით, 2013 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია განათლების პოპულარიზაცია და მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პროფესიული ზრდის თანამედროვე შესაძლებლობების გზით.

20 თებერვალი 2026, 12:57

რეგიონი

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მონაკვეთზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

20 თებერვალი 2026, 12:55

პოლიტიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი მონრეალის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა

მინისტრმა მონრეალის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მონრეალში მცხოვრებ იმ იტალიურ ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის მიზნით მასპინძლობდნენ, მადლობა გადაუხადა და აღნიშნული პროექტის განახლების ინიციატივაზე ისაუბრა.

20 თებერვალი 2026, 12:39

რეგიონი

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

20 თებერვალი 2026, 12:36

რეგიონი

ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა იაპონიის საელჩოს გრანტი მოიპოვა - სასწავლებელს 15 პიანინო და როიალი გადაეცემა

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, სამუსიკო სასწავლებელს გრანტის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას სახელოვნებო სკოლების ინსტიტუციური და მატერიალურ-ტექნიკური გაძლიერების მიმართულებით. ელისო ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს მხარდაჭერისთვის და სამომავლოდ თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

20 თებერვალი 2026, 12:30

სამართალი

იმერეთის პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს.

20 თებერვალი 2026, 12:29

რეგიონი

რუსთავის მერია ქალთა სპორტის ხელშეწყობის მიზნით, გოგონათა საფეხბურთო გუნდის საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრებას დააფინანსებს

„რუსთავში, სპორტის განვითარების სტრატეგიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვა სახეობებში, მათ შორის ფეხბურთში, გოგონათა ჩართულობა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ჩვენი სპორტსმენების წახალისებით, ვცდილობთ მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, იმისთვის, რომ წარმატებულები იყვნენ და მეტი გამარჯვებები მოიპოვონ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მიხეილ სარჯველაძე

20 თებერვალი 2026, 12:25

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზის შემოწმებაზე: მკაცრი იქნება მიდგომები, მკაცრი იქნება ყურადღებაც და შევეცდებით, არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე

გადაწყვეტილების მიღება ამ ბაზიდან ამოღების შესახებ ან ამ სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, აპრიორი და ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ, შესაძლოა, წავაწყდეთ შემთხვევებს, როდესაც სიყალბეს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ამიტომაც გავაკეთე აქცენტი დასაწყისშივე, რომ ეს იქნება მკაცრად დამონიტორინგებული პროცესი - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ბრიფინგზე.

დონალდ ტრამპი

20 თებერვალი 2026, 12:23

მსოფლიო

ტრამპმა ეპშტეინის ფაილების გამო ბრიტანეთის მეფის ძმის დაკავებას სამარცხვინო უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის ძმის, ენდრიუს დაკავებას სამარცხვინო უწოდა.

20 თებერვალი 2026, 12:20

რეგიონი

ბათუმში გაურკვეველი წარმომავლობის ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის ფაქტი აღიკვეთა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან ერთად, ბათუმში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე გამოავლინეს საბითუმო სარეალიზაციო ობიექტი, რომელიც გაურკვეველი წარმომავლობის ალკოჰოლურ სასმელებს აფასოებდა და რეალიზაციას ახდენდა ეტიკეტირების გარეშე. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

20 თებერვალი 2026, 12:20

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა იქნება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანთან. შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.

ანტონიუ გუტერეში

20 თებერვალი 2026, 12:02

მსოფლიო

Reuters: ირანმა გაეროს ხელმძღვანელი გააფრთხილა, რომ „მტკიცე“ პასუხს გასცემს, თუ აშშ-ის თავდასხმის ობიექტი გახდება

ირანმა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში გააფრთხილა, რომ, თუ ის სამხედრო აგრესიის მსხვერპლი გახდება, თეირანი რეგიონში განთავსებული „მტრული ძალების“ ბაზებს, ობიექტებსა და ქონება კანონიერ სამიზნეებად განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

20 თებერვალი 2026, 11:50

სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 2005 წელს დაბადებული ა.ი., 1995 წელს დაბადებული ა.ე. და 1993 წელს დაბადებული ფ.შ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტრაილერში დამალვის გზით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

20 თებერვალი 2026, 11:47

რეგიონი

ირაკლი ნადარეიშვილი: ქუთაისის ტექნოჰაბის პროექტი საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ამბიციური განაცხადია, რომ ვყალიბდებით მთავარი მიზიდულობის ცენტრად რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპების მიმართულებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ვლადიმერ პუტინი

20 თებერვალი 2026, 11:44

მსოფლიო

The Economist: პუტინი თავისივე ომის ხაფანგში აღმოჩნდა

გამოცემა The Economist-ი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავისივე ომის ხაფანგში აღმოჩნდა და რომ რუსეთს არ შეუძლია უკრაინაში დამაჯერებელი გამარჯვება, მაგრამ მას არც შეჩერების უნარი აქვს.

მიხეილ სარჯველაძე

20 თებერვალი 2026, 11:44

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა გადამოწმებაზე: მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, განცხადება ბრიფინგზე გააკეთა.

მიხეილ სარჯველაძე

20 თებერვალი 2026, 11:37

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: სახეზეა ოჯახები, რომელთაც, გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა

„დღეისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს ჯამში 710 000-ს. ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი (ჯამში დაახლოებით 1 300 000 პირი), თუმცა, ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით“, - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გამართულ ბრიფინგზე, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს.

მიხეილ სარჯველაძე

20 თებერვალი 2026, 11:37

საზოგადოება

სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა გადამოწმებაზე: მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან მოვუწოდო, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით

მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამდენად, მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახის წევრებიდან დაწყებული თვით შემმოწმებლებით დამთავრებული, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით და ვერ იქნება დაშვებული ვერანაირი გადახრა მართლზომიერების მოთხოვნიდან, - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

20 თებერვალი 2026, 11:36

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა

ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად, - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

შავკატ მირზიოევი დონალდ ტრამპი

20 თებერვალი 2026, 11:19

მსოფლიო

აშშ-მა და უზბეკეთმა იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-ის მთავრობამ უზბეკეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს აღნიშნულ ქვეყანაში არსებულ იშვიათ წიაღისეულზე წვდომას გაუმარტივებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

20 თებერვალი 2026, 11:12

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს: ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ სოციალური დახმარების აუცილებლობა

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა.

20 თებერვალი 2026, 11:05

კულტურა

თინათინ რუხაძე ლამისყანაში მდებარე ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

„მოხარული ვარ, რომ კულტურული მემკვიდრეობის კუთხით მნიშვნელოვანი ობიექტების აღდგენას ვახორციელებთ. ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსი იმითაც გამოირჩევა, რომ აქ მუზეუმიც ფუნქციონირებს. რეაბილიტაციის პროექტი მთელი ამ მემკვიდრეობის სათანადოდ აღდგენასა და შენარჩუნებას ემსახურება“.

20 თებერვალი 2026, 11:02

საზოგადოება

ფერმერული მეურნეობების განვითარების საკითხებზე მესაქონლე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ლაშა ავალიანმა და ლაშა დოლიძემ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობების განვითარების საკითხებზე მესაქონლე ფერმერებთან, ხორცის იმპორტიორებთან და რეალიზატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

20 თებერვალი 2026, 10:52

მსოფლიო

ტრამპმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციის განსაიდუმლოების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მთავრობას ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციის განსაიდუმლოების ბრძანება გასცემს.

20 თებერვალი 2026, 10:51

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 თებერვალი 2026, 10:48

საზოგადოება

ლევან მეხუზლა: კონდიციურ და არაკონდიციურ ყურძენს შორის ფასთა სხვაობა, მევენახეებისთვის დამატებითი მოტივაციაა, აწარმოონ ხარისხიანი ყურძენი

„მეღვინეობის დარგში დაგეგმილი ყველა რეფორმის მიზანია, მსოფლიო ღვინის ბაზარზე არსებულ მძაფრი კონკურენციის პირობებში, ქართულმა ღვინომ კონკურენცია გაუწიოს მეღვინეობით სახელგანთქმული ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ე.წ. „ახალი ქვეყნების“ ღვინოებს. დარგის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივისთვის, ორიენტაცია აუცილებლად უნდა ავიღოთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. წელიწადის ამ დროს, თებერვლის ბოლოდან, მიმდინარეობს ვენახების ფორმირება. მევენახეებმა უკვე უნდა გაითვალისწინონ დაგეგმილი ცვლილებები“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ 2026 წლის რთველის დროს ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული სამი ფასის დაწესების საკითხზე საუბრის დროს.

20 თებერვალი 2026, 10:42

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული კ.პ. დააკავეს.

20 თებერვალი 2026, 10:40

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული გ.ც. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.